კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექსპერტიზის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას" - პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე
"ექსპერტიზის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას" - პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე

პრო­კუ­რა­ტუ­რამ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო იძუ­ლე­ბის ფაქ­ტზე და­ნიშ­ნუ­ლი დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სსიპ „ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო“-ს, დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, წე­რილ­ზე არ­სე­ბუ­ლი თი­თის კვლე­ბი არ ეკუთ­ვნის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებს გა­მო­ძი­ე­ბას მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო იძუ­ლე­ბის ფაქ­ტზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2019 წლის 04 მარტს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა იმ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტრი­სა­გან, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა­გან, მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი წე­რი­ლი მი­ი­ღო.სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ირ­გვლივ, 2019 წლის 06 მარტს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­ი­კი­თხა, რა დრო­საც მან გა­მო­ძი­ე­ბას მხო­ლოდ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლის ასლი წა­რუდ­გი­ნა, ვი­ნა­ი­დან ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით დე­და­ნი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში იყო გაგ­ზავ­ნი­ლი.

წე­რი­ლის დე­და­ნი სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2019 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს, ბრი­ტა­ნუ­ლი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის მა­სა­ლებ­თან ერ­თად გა­და­ე­ცა.გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას სსიპ "ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში“ ჩა­ტარ­და შემ­ხვედ­რი დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რა დრო­საც მოხ­და წარ­მოდ­გე­ნილ წე­რილ­ზე არ­სე­ბუ­ლი თი­თის ანა­ბეჭ­დის კვლე­ბის და მათი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ასე­ვე სსიპ "ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო“-ს და ბრი­ტა­ნუ­ლი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბის შე­და­რე­ბა, რაც სრულ თან­ხვედ­რა­შია ერ­თმა­ნეთ­თან. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა­გან მოხ­და დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვი­სათ­ვის სა­ჭი­რო სა­კონ­ტრო­ლო ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა, რომ­ლე­ბიც წე­რილ­ზე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ თი­თის კვლე­ბის ნი­მუ­შებს შე­დარ­და.

სსიპ "ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო“-ს, დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, წე­რილ­ზე არ­სე­ბუ­ლი თი­თის კვლე­ბი არ ეკუთ­ვნის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას. გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით ვაც­ნო­ბოთ, რომ წე­რილ­ზე თი­თის კვლე­ბის დამ­ტო­ვე­ბე­ლი პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეც­ნო­ბე­ბა და­მა­ტე­ბით“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბა, ხაზარაძე, ს ვეშჩამი - ვ კამერუ!
103

თან, გეგეშიძის ბაღთან რამხელა ბანერი მიატყეპა - თავი ფაიზაღი

 

ბელმონდო ჰგონია!

დათო 1
46

ეს პროკურატურა აბა სხვას რას დაწერდა? 

მაგალითისთვის: დათო სარალიძის მკვლელის გამართლებას ცდილობდნენ ყველანაირი საშუალებით და ესენი გახარიას დაადანაშაულებენ?

ავტორი:

"ექსპერტიზის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას" - პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე

"ექსპერტიზის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას" - პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის კვლები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 04 მარტს, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გააკეთა განცხადება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრისაგან, გიორგი გახარიასაგან, მუქარის შემცველი წერილი მიიღო.საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადების ირგვლივ, 2019 წლის 06 მარტს, მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა, რა დროსაც მან გამოძიებას მხოლოდ ზემოხსენებული წერილის ასლი წარუდგინა, ვინაიდან ხაზარაძის განცხადებით დედანი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით დიდ ბრიტანეთში იყო გაგზავნილი.

წერილის დედანი საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოგვიანებით, 2019 წლის 21 ოქტომბერს, ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მასალებთან ერთად გადაეცა.გამოძიების მსვლელობისას სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ჩატარდა შემხვედრი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, რა დროსაც მოხდა წარმოდგენილ წერილზე არსებული თითის ანაბეჭდის კვლების და მათი ვარგისიანობის იდენტიფიცირება, ასევე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს და ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შედარება, რაც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასაგან მოხდა დაქტილოსკოპიური კვლევისათვის საჭირო საკონტროლო ნიმუშების აღება, რომლებიც წერილზე იდენტიფიცირებულ თითის კვლების ნიმუშებს შედარდა.

სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის კვლები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. გვსურს საზოგადოებას დამატებით ვაცნობოთ, რომ წერილზე თითის კვლების დამტოვებელი პირის იდენტიფიცირების და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"სამაგალითო ჩაქოლვა სამ მაღალჩინოსან მკვლელს! გააფთრებულ დედაზე დიდი მტერი არ არსებობს" - ბაჩალიაშვილები აქციას აანონსებენ

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის გადაადგილების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს

"ვიდეოჩანაწერებით, სუს-ის 3 მანქანა გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან, შემდეგ კი შავნაბადას ბაზაზე გაუხვია" - პროკურატურა