სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორგანიზმში არ არის ალკოჰოლი ან ფსიქოაქტიური ნივთიერება, აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი" - ახალი დეტალები ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაზე
"ორგანიზმში არ არის ალკოჰოლი ან ფსიქოაქტიური ნივთიერება, აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი" - ახალი დეტალები ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაზე

23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზის შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნის მი­ხედ­ვით, მის სის­ხლში ალ­კოჰო­ლის, ნარ­კო­ტი­კუ­ლი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კვა­ლი არ ფიქ­სირ­დე­ბა.

დას­კვნის მი­ხედ­ვით, გარ­დაც­ვლი­ლის სხე­ულ­ში მხო­ლოდ წნე­ვის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბის, ან­თე­ბი­სა და ალერ­გი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა.

დას­კვნა­ში წე­რია, რომ სის­ხლში ალ­კოჰო­ლის, ნარ­კო­ტი­კუ­ლი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კვა­ლი არ ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა ამო­ვი­და გარ­კვე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის კვა­ლი. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, ესე­ნია წნე­ვის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბის, ან­თე­ბი­სა და ალერ­გი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა. შუ­ა­ლე­დურ დას­კვნა­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დოზა მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის და ის სა­ვა­რა­უ­დოდ, დო­კუ­მენ­ტის სა­ბო­ლოო პა­სუხ­ში ჩა­ი­წე­რე­ბა.

შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნის მი­ხედ­ვით, ცხედ­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ეთი­ლის სპირ­ტის კვა­ლიც და მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ეს შე­საძ­ლოა, ცხედ­რის ლპო­ბით ყო­ფი­ლი­ყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ექ­სპერ­ტი­ზის შუ­ლე­დურ დას­კვნა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"ქი­მი­ურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­ურ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გვა­მი­დან აღე­ბუ­ლი ბი­ო­ლო­გი­ურ ობი­ექ­ტებ­ში - კუჭი, ღვიძ­ლი, ნაღ­ვლის ბუშ­ტი, ნაწ­ლა­ვი, თირკმე­ლი, კუნ­თი აღ­მოჩ­ნდა B ერთი ად­რე­ნო­რე­ცეპ­ტო­რე­ბის ბლო­კა­ტო­რი მე­ტოპ­რო­რო­ლი, H ერთი ჰის­ტა­მი­ნუ­რი რე­ცეპ­ტო­რე­ბის ბლო­კა­ტო­რი დოქ­სი­ლა­მი­ნი, C რე­ცეპ­ტო­რე­ბის ად­რე­ნო­მი­მე­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბა იბუპრო­ფე­ნი, ეთი­ლის სპი­რი­ტი 0,39% (კუნ­თი), 0,28% (ღვიძ­ლი), სა­ვა­რა­უ­დოდ, გვა­მუ­რი ლპო­ბის შე­დე­გად არ აღ­მოჩ­ნდა მე­თი­ლის და იზოპ­რო­პი­ლის სპირ­ტე­ბი”.

23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ობი­ექ­ტუ­რი, რა­ო­დე­ნობ­რი­ვი ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბი, რომ­ლი­თაც უნდა დად­გინ­დეს, რამ გა­მო­იწ­ვია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბიც ჩა­მოვ­ლენ, რომ­ლე­ბიც ექ­სპერ­ტი­ზი­ის დას­კვნას გა­და­ა­მოწ­მე­ბენ.

"ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ობი­ექ­ტუ­რი, რა­ო­დე­ნობ­რი­ვი ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით იქ­ნე­ბა. ამ ანა­ლი­ზე­ბით უნდა დად­გინ­დეს, რა წა­მა­ლი რას ემ­სა­ხუ­რე­ბა და რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ე­ღო და რით დად­გა სიკ­ვდი­ლი", -გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნის თა­ნახ­მად, გარ­დაც­ვლი­ლის ორ­გა­ნიზ­მში, ალ­კოჰო­ლუ­რი, ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი და ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ არის. თუმ­ცა აღ­მო­ჩე­ნი­ლია 4 სა­ხის მე­დი­კა­მენ­ტი.

"ეს არის შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ორ­გა­ნიზ­მში, კუჭ­ში, ღვიძ­ლში, ნაღ­ვლის ბუშ­ტში, ნაწ­ლავ­ში თურკმელ­ში არ არის არა­ნა­ი­რი ალ­კოჰო­ლი, არ არის არა­ნა­ი­რი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი, ტოქ­სი­კუ­რი ან სხვა ნივ­თი­ე­რე­ბის კვა­ლი. აღ­მო­ჩე­ნი­ლია 4 სა­ხის მე­დი­კა­მენ­ტი, მაგ­რამ ეს რა რა­ო­დე­ნო­ბი­თაა და­უდ­გე­ნე­ლია. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წამ­ლე­ბია", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის ხუთ­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ორგანიზმში არ არის ალკოჰოლი ან ფსიქოაქტიური ნივთიერება, აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი" - ახალი დეტალები ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაზე

"ორგანიზმში არ არის ალკოჰოლი ან ფსიქოაქტიური ნივთიერება, აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი" - ახალი დეტალები ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაზე

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, მის სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება.

დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილის სხეულში მხოლოდ წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველობა ფიქსირდება.

დასკვნაში წერია, რომ სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება, თუმცა ამოვიდა გარკვეული მედიკამენტების კვალი. უფრო კონკრეტულად კი, ესენია წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველობა. შუალედურ დასკვნაში მედიკამენტების დოზა მითითებული არ არის და ის სავარაუდოდ, დოკუმენტის საბოლოო პასუხში ჩაიწერება.

შუალედური დასკვნის მიხედვით, ცხედრიდან ამოღებულია ეთილის სპირტის კვალიც და მითითებულია, რომ ეს შესაძლოა, ცხედრის ლპობით ყოფილიყო გამოწვეული.

ექსპერტიზის შულედურ დასკვნაში ვკითხულობთ:

"ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებული ბიოლოგიურ ობიექტებში - კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი აღმოჩნდა B ერთი ადრენორეცეპტორების ბლოკატორი მეტოპროროლი, H ერთი ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი დოქსილამინი, C რეცეპტორების ადრენომიმეტური საშუალება, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება იბუპროფენი, ეთილის სპირიტი 0,39% (კუნთი), 0,28% (ღვიძლი), სავარაუდოდ, გვამური ლპობის შედეგად არ აღმოჩნდა მეთილის და იზოპროპილის სპირტები”.

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შემდეგ გამოქვეყნდება ბიოლოგიური, ობიექტური, რაოდენობრივი ანალიზის შედეგები, რომლითაც უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება.

მისივე ინფორმაციით, თვის ბოლოს საქართველოში უცხოელი ექსპერტებიც ჩამოვლენ, რომლებიც ექსპერტიზიის დასკვნას გადაამოწმებენ.

"ბიოლოგიური, ობიექტური, რაოდენობრივი ანალიზის შედეგები მოგვიანებით იქნება. ამ ანალიზებით უნდა დადგინდეს, რა წამალი რას ემსახურება და რა შედეგი შეიძლება გამოეღო და რით დადგა სიკვდილი", -განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე განმარტებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში, ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ტოქსიკური ნივთიერება აღმოჩენილი არ არის. თუმცა აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი.

"ეს არის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში, კუჭში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაწლავში თურკმელში არ არის არანაირი ალკოჰოლი, არ არის არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება, ფსიქოაქტიური ნივთიერება, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ან სხვა ნივთიერების კვალი. აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი, მაგრამ ეს რა რაოდენობითაა დაუდგენელია. ეს ჩვეულებრივი წამლებია", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"თამარმა იანვარში შეიძინა ელექტროშოკი, იმ მომენტში ნორვეგიაში მყოფ ქართველს ესაუბრებოდა" - ბაჩანა ლობჟანიძე

"სიკვდილის წინ დავწერ წერილს და ყველაფერს მოვყვები" - რას უკავშირებს ენზელ მკოიანი ძმის მანქანის აფეთქებას და რატომ საყვედურობს პროკურატურას

"ექსპერტიზის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას" - პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე