სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ დროს მიწევს გამოძახებაზე წასვლა, როცა ადამიანი უკვე გარდაცვლილია" - რაგბიდან სამაშველო სამსახურში წასული მყვინთავის ისტორიები
"იმ დროს მიწევს გამოძახებაზე წასვლა, როცა ადამიანი უკვე გარდაცვლილია" - რაგბიდან სამაშველო სამსახურში წასული მყვინთავის ისტორიები

არა­ერ­თი კამ­პა­ნი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სას­წავ­ლო წლის დას­რუ­ლე­ბას ყო­ველ­თვის თან ახ­ლავს ტრა­გე­დი­ე­ბი... ფაქ­ტია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს რჩე­ვის მი­ღე­ბაც უჭირს, რაც ხში­რად სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გამ­დე მივ­ყა­ვართ.

სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი მა­ი­ო­რი, ვა­რა­ზი წო­წო­ნა­ვა იმ შემ­თხვე­ვებს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც მასა და მის კო­ლე­გებს, ლა­მის სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად მო­უ­წია და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხედ­რის ძებ­ნა და ამოყ­ვა­ნა. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მისი კო­ლე­გე­ბი ამ საქ­მეს შე­ე­წირ­ნენ...

ვა­რა­ზი წო­წო­ნა­ვა, მა­ი­ო­რი:​

- და­ახ­ლო­ე­ბით 20 წე­ლია ამ პრო­ფე­სი­ას ვემ­სა­ხუ­რე­ბი. წლე­ბის წინ, შე­სა­ბა­მი­სი ეკი­პი­რე­ბის გა­რე­შე, ლა­მის შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით გვი­წევ­და და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. უამ­რა­ვი მძი­მე შემ­თხვე­ვა მახ­სოვს, მაგ­რამ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბა­ში გან­სა­კუ­თე­ე­ბით მძი­მე იყო ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ვარ­დნი­ლი გო­გო­ნას ცხედ­რის ამოყ­ვა­ნა.

ოთხკა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი წა­ვე­დით. სრუ­ლი ეკი­პი­რე­ბით ვი­ყა­ვით... რო­დე­საც იმ დღეს ვიხ­სე­ნებ, არ შე­მიძ­ლია ლა­გო­დე­ხის მო­სახ­ლე­ო­ბის თა­ნად­გო­მა­ზე, თავ­და­დე­ბა­სა და მონ­დო­მე­ბა­ზე არ ვი­სა­უბ­რო. ამ­დე­ნი წე­ლია ამ სამ­სა­ხურ­ში ვარ და ასე­თი ერ­თო­ბა არ მი­ნა­ხავს. მე­გო­ნა, ყვე­ლა და­კარ­გუ­ლი ბავ­შვის ნა­თე­სა­ვი იყო, უბ­რა­ლოდ იქა­უ­რე­ბი ყო­ფი­ლან. ასეთ დროს სახ­ლში რა გაგ­ვა­ჩე­რებ­დაო...

ჩანჩქე­რამ­დე გამ­თე­ნი­ას მი­ვე­დით. გა­ნა­თე­ბა რომ ჩავ­რთეთ, მივ­ხვდი, საკ­მა­ოდ მძი­მე რე­ლი­ე­ფუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბა იყო. ჯერ იმ მხრი­დან მოვ­სინ­ჯეთ შეს­ვლა, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მაჩ­ვე­ნებ­დნენ ბავ­შვის ჩა­ვარ­დნის ად­გილს, მაგ­რამ ჩანჩქე­რი ქვებ­ზე ისე­თი სიმ­ძლავ­რით და სის­წრა­ფით ეცე­მო­და, ლა­მის ფეხი მო­მა­წყვი­ტა... არა­და, წყა­ლი ღრმა არ იყო, 1-2 მეტ­რამ­დე იქ­ნე­ბო­და. უბ­რა­ლოდ, ჩანჩქე­რის გამ­კლა­ვე­ბა იყო შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად, წყლის­თვის მი­სა­მარ­თის შეც­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ, რათა დარ­ტყმის ძალა შეგ­ვემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა.

ქვე­ბით კე­დე­ლი ამო­ვა­შე­ნეთ და ჩანჩქერს მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ვუც­ვა­ლეთ. წყლის და­ცე­მის ძა­ლაც ცო­ტა­თი შემ­ცირ­და. რამ­დე­ნი­მე ჩაყ­ვინ­თვის შემ­დეგ, ვი­თა­რე­ბა რა­ღაც დო­ნე­ზე შე­ვის­წავ­ლე. წყლის ქვეშ, ქვე­ბის გარ­შე­მო, ხე­ე­ბიც იყო ჩა­ხერ­გი­ლი, რაც სი­ტუ­ა­ცი­ას არ­თუ­ლებ­და... მყვინ­თა­ვე­ბის­თვის ერთი და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი არ­სე­ბობს, - სიფრ­თხი­ლე და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვა - თუ შენი თავი არ და­ი­ცა­ვი, ვე­ღარც სხვას და­ეხ­მა­რე­ბი.

- ქვე­ბის ქვეშ გი­წევ­დათ ძებ­ნა?

- დიახ. სა­ბო­ლო­ოდ, ჩანჩქე­რის დაშ­ვე­ბის სა­პი­რის­პი­რო მხრი­დან შე­ვე­დი. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი დი­ნე­ბა იყო და შიგ­ნით ანუ ქვე­ბის ქვეშ ვე­ღარ შევ­დი­ო­დი... გარ­შე­მო ტე­რი­ტო­რია შე­ვა­მოწ­მე, იქ­ნებ რამე მო­სა­ჭი­დი ვი­პო­ვო, რისი დახ­მა­რე­ბი­თაც შე­ვაღ­წევ-მეთ­ქი... ჩას­ვლამ­დე მაჩ­ვე­ნეს და­ახ­ლო­ე­ბი­თი ად­გი­ლი, სა­დაც ბავ­შვი ჩა­ვარ­და, მაგ­რამ ვა­რა­უ­დით ამ­ბობ­დნენ და შე­იძ­ლე­ბო­და, დი­ნე­ბა­საც წა­ე­ღო. ცხედ­რის პოვ­ნის შემ­დეგ, ამოყ­ვა­ნის გეგ­მას შე­ვად­გენ­დით... რამ­დე­ნი­მე ხნი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ხე­ლის ცე­ცე­ბით ვი­პო­ვე ცხე­და­რი. ზე­მოთ მყო­ფებს ვუ­თხა­რი, - სა­ვა­რა­უ­დოდ ვი­პო­ვე, მაგ­რამ უნდა დავ­რწმუნ­დე, რომ ის არის-მეთ­ქი. იმ ად­გი­ლი­დან ქვე­ბის გა­ტა­ნა და­ვი­წყეთ. თან მე­ში­ნო­და, წყლის დი­ნე­ბას ცხე­და­რი არ წა­ერ­თვა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მძი­მეა მო­სას­მე­ნად, შე­სას­რუ­ლებ­ლად ათას­ჯერ სა­ში­ნე­ლი, მაგ­რამ ასეთ დროს მხო­ლოდ იმა­ზე ვფიქ­რობ, საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო. გო­გო­ნას ძმაც იქვე ტრი­ა­ლებ­და. მის თვა­ლებ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია იკი­თხე­ბო­და...

ძლი­ე­რი დი­ნე­ბის გამო თო­კით კვანძს ვერ ვა­კე­თებ­დი. ზე­მოთ მყო­ფებ­მა ჩანჩქერ­სა და ქვას შო­რის, დიდი მორი ჩა­აგ­დეს და წყლის შე­მო­დი­ნე­ბა შემ­ცირ­და... სა­უ­ბა­რია, 15-20 მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე, რო­მე­ლიც ძალ­ზე სა­ში­ში ად­გი­ლია. ქვე­ბის ქვეშ შევ­ძე­რი, მაგ­რამ მოტ­რი­ა­ლე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ბავ­შვისს­ხე­ულს ხელი და­ვავ­ლე და უკუ სვლით წა­მო­ვე­დი... რო­დე­საც წყლის ზე­და­პირ­ზე ამო­ვე­დი, შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თქე, რად­გან ამის გა­კე­თე­ბა შევ­ძე­ლი. არ მინ­და, ოდეს­მე ვინ­მეს იმ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გავ­ლა მო­უ­წი­ოს. ეს კოშ­მა­რი იყო.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ეს პრო­ფე­სია?

- მაშ­ვე­ლო­ბა­ზე არას­დროს მი­ოც­ნე­ბია. მო­რაგ­ბე ვი­ყა­ვი. მა­შინ ეს სპორ­ტი ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი არ იყო. მერე მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, სა­მაშ­ვე­ლო-სამ­სა­ხურ­ში და­გა­წყე­ბი­ნებ მუ­შა­ო­ბა­სო და დავ­თანხდმი... ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც მი­წყობ­და ხელს. არა­ერ­თი ხი­ფა­თის და სა­რის­კო ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დღემ­დე მო­ვე­დი. წყალ­ქვეშ მუ­შა­ო­ბა, სხვა სამ­ყა­რო იყო ჩემ­თვის.

მით უფრო, რომ მღვრიე წყალ­ში მი­წევს მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ხილ­ვა­დო­ბა არ არის. წყლის შიში არ უნდა ჰქონ­დეს, თო­რემ და­იბ­ნე­ვი. მე სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მყვინ­თა­ვი ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რი წვრთნა სუფ­თა წყლებ­ში, ზღვა­ზე და ან თუნ­დაც მდი­ნა­რე­ებ­ში გა­ვი­ა­რე, მუ­შა­ო­ბა კი, მღვრიე, ბინ­ძურ წყლებ­ში მი­წევს, სა­დაც ბნე­ლა... ვცა­დე ეს სხვე­ბის­თვის მეს­წავ­ლე­ბი­ნა, თა­ვად მთხო­ვეს, მაგ­რამ ვერ შეძ­ლეს. თუმ­ცა, მთა­ში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. ზოგი ადა­მი­ა­ნი წყალ­ში მუ­შა­ობს კარ­გად, ზო­გიც მთა­ში...

მე ვცდი­ლობ წყლის­ქვეშ “ჩემი ფსი­ქო­ლო­გია” შევ­ქმნა, ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბი, არა­ფე­რი და­გე­მარ­თე­ბა, ჟანგბა­დი გაქვს, და­ცუ­ლი ხარ და იმუ­შა­ვე, სიბ­ნე­ლე­ზე არ უნდა იფიქ­რო-მეთ­ქი.

- მღვრიე წყალ­ში მუ­შა­ო­ბი­სას, ხმე­ლე­თი­დან ვი­ღაც გა­კონ­ტრო­ლებთ, არა?

- დიახ, მარ­ტო მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან გა­აჩ­ნია, რამ­დე­ნი ხანი გი­წევს იქ ყოფ­ნა და რა სიღ­რმე­ზე ხარ... თო­კით ვარ ჩაბ­მუ­ლი მე­ო­რეს­თან. სამი სა­ხის სიგ­ნა­ლი გვაქვს – ერთი ჩა­მო­ქაჩ­ვა ნიშ­ნავს, - გა­მა­ჩე­რე! ანუ მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მოგ­ცენ, ორ­ჯერ ჩა­მო­ქაჩ­ვით ვა­ნიშ­ნებთ, რომ ამო­მიყ­ვა­ნონ; სამ­ზე მეტი კი, SOS - სიგ­ნალს ნიშ­ნავს, ანუ მყვინ­თავს პრობ­ლე­მე­ბი აქვს და სას­წრა­ფოდ ამო­იყ­ვა­ნონ.

- ალ­ბათ არა­ე­თხელ მო­გი­წი­ათ SOS - სიგ­ნა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა.

- დიახ. ერთი ასე­ვე გა­მოც­დი­ლი მყვინ­თა­ვი გვყავს, ბზე­კა­ლა­ვა და მას­თან ერ­თად, რუს­თა­ვის­კენ, მტკვარ­ში მო­მი­წია მუ­შა­ო­ბა. ქა­ფი­ა­ნი წყა­ლი იყო, თეთ­რი, მღვრიე და ბინ­ძუ­რი... ადა­მი­ა­ნი იყო გა­და­ვარ­დნი­ლი და ვერ პო­უ­ლობ­დნენ. ჭი­რი­სუ­ფა­ლიც იქვე იყო... არ მე­გო­ნა, თუ ისე­თი მძი­მე ვი­თა­რე­ბა დაგ­ვხდე­ბო­და, თუმ­ცა, მათი შემ­ყუ­რე, იმის თქმა, ვერ ჩა­ვალ, გა­მო­უც­დე­ლი ვარ-მეთ­ქი, მო­მე­რი­და.

არა­და, მყვინ­თა­ვად მუ­შა­ო­ბის ორ­წლი­ა­ნი სტა­ჟი მქონ­და. ბზე­კა­ლა­ვა­მაც გა­მაფრ­თხი­ლა - არ ჩახ­ვი­დეო, მაგ­რამ და­ვუ­ჯე­რე, თოკ­ზე ვარ ჩაბ­მუ­ლი, რა უნდა მო­მი­ვი­დეს-მეთ­ქი, იხ­ტი­ბა­რი არ გა­ვი­ტე­ხე და დი­ნე­ბამ მა­შინ­ვე წყლის ქვეშ ნან­გრე­ვებ­ში შე­მით­რია. თოკი ისე და­ი­ჭი­მა, რო­გორც არ უნდა და­მე­ქა­ჩა, სიგ­ნალს ვერ მივ­ცემ­დი. ბევ­რი ვიწ­ვა­ლე. ხე­ლე­ბი რა­ღაც ნან­გრე­ვებ­ში გა­მე­ჭე­და. ბევ­რი წვა­ლე­ბის შემ­დეგ, რო­გორ­ღაც გავ­თა­ვი­სუფ­ლდი და ამო­ვე­დი... მერე ბზე­კა­ლა­ვა ჩა­ვი­და და ამო­იყ­ვა­ნა ცხე­და­რი.

- ალ­ბათ მუდ­მი­ვი ფსი­ქო­ლო­გუ­რი სტრე­სის გა­და­ლახ­ვა გი­წევთ.

- შე­ვეჩ­ვიე... ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ნორ­მა­ტი­ვებს მუდ­მი­ვად ვა­ბა­რებ. იმ­დენ­ნა­ირ ვი­თა­რე­ბა­ში, ისე­თი რთულ პი­რო­ბებ­ში ამო­მიყ­ვა­ნია ცხე­და­რი, არ ვიცი, რამ უნდა გა­მა­ო­ცოს ცხოვ­რე­ბა­ში. ერ­თა­დერ­თი, რაც ყო­ველ­თვის მაკ­ვირ­ვებს, არის ჭი­რი­სუფ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სა­ნამ ჩა­ვალთ, ისე გა­ნიც­დი­ან, პირ­ჯვარს გვწე­რენ ხოლ­მე, ღმერ­თმა მშვი­დო­ბით ამო­გიყ­ვა­ნო­სო. შემ­დე­გაც უამ­რავ მად­ლო­ბას გვიხ­დი­ან... ძნე­ლია, ამ ყვე­ლა­ფერს ემო­ცი­ის გა­რე­შე უყუ­რო...

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ისევ ლა­გო­დე­ხის სო­ფელ ცხრა­გორ­ში, ნა­დი­რო­ბი­სას და­კარ­გუ­ლი მო­ნა­დი­რე­ე­ბის ძებ­ნა მოგ­ვიხ­და. ზა­ფხულ­ში, თოვ­ლი რომ დად­ნა, ორი ვი­პო­ვეთ, ერთი დღემ­დე და­კარ­გუ­ლია. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პირ­და­პირ უთ­ქვამთ, ქა­ლა­ქე­ლი მაშ­ვე­ლე­ბი მთა­ში ვერ ივ­ლი­თო, მაგ­რამ შე­დე­გით გა­ო­ცე­ბუ­ლან. იმ შემ­თხვე­ვა­შიც ასე იყო - ბი­ჭე­ბის ახ­ლობ­ლებ­თან დღემ­დე მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

- წვრთნებს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დი­ხართ, თუ უცხო­ეთ­შიც?

- ხან­და­ხან უცხო­ეთ­შიც გვი­წევს. ამას­წი­ნათ ყირ­გი­ზეთ­ში ტბა ისი­კურ­ში გა­ვი­ა­რეთ სწავ­ლე­ბე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­შიც მუდ­მი­ვად გვი­წევს მომ­ზა­დე­ბე­ბი.

- ალ­ბათ ოჯა­ხიც შე­ე­გუა თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის რის­კებს, არა?

- ოჯახ­ში დე­ტა­ლუ­რად არას­დროს ვყვე­ბი სამ­სა­ხუ­რის ამ­ბებს. მოკ­ლედ ვამ­ბობ, ამო­ვიყ­ვა­ნე-მეთ­ქი და მორ­ჩა. სა­ერ­თოდ, თით­ქმის 20 წე­ლია რაც ამ სამ­სა­ხურ­ში ვარ. ბოლო წლებ­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი, ზღვა­ში ნას­ვა­მი შეს­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი მან­ძი­ლის შემ­დეგ აკ­რძა­ლუ­ლი ზო­ნაა; მაშ­ვე­ლე­ბი სა­ნა­პი­რო­ზე მუდ­მი­ვად იმ­ყო­ფე­ბი­ან და დამ­სვე­ნებ­ლებს თვალ­ყურს ადევ­ნე­ბენ... ის, რომ თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა დას­ჯა­დი გახ­და, ერ­თგვა­რი პრე­ვენ­ცია აღ­მოჩ­ნდა. წინა წლებ­ში, ყვე­ლა­ფე­რი მიშ­ვე­ბუ­ლი იყო და ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბიც მეტი ხდე­ბო­და... ამას ისიც ემა­ტე­ბო­და, რომ შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არ გვქონ­და, თუმ­ცა, მუ­შა­ო­ბას რო­გორ­ღაც ვა­ხერ­ხებ­დით... იმ წლებ­ში ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი სა­გუ­რა­მო­ში იყო, იქი­დან დავ­დი­ო­დი.

- პრაქ­ტი­კა­ში ალ­ბათ უამ­რა­ვი მძი­მე შემ­თხვე­ვა გქო­ნი­ათ.

- ბევ­რი რამე მახ­სოვს... რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მან­ქა­ნით მი­მა­ვა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი თბი­ლი­სის ერთ-ერთი ხი­დი­დან მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. ად­რი­ა­ნი გა­ზა­ფხუ­ლი იყო. ასეთ დროს, მტკვა­რი ადი­დე­ბუ­ლია და ჩას­ვლა რის­კია. ტექ­ნი­კუ­რი აპა­რა­ტის, ანუ ექო­ლო­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ვა­მოწ­მეთ წყლის სიღ­რმე. მი­სი­ვე დახ­მა­რე­ბით ვარ­კვევთ და­ახ­ლო­ე­ბით სად უნდა ვე­ძე­ბოთ ობი­ექ­ტი.

თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლად, ადა­მი­ა­ნია, მან­ქა­ნა თუ სხვა რამე, ვერ “კი­თხუ­ლობს". რო­გორც გი­თხა­რით, - მდი­ნა­რე ადი­დე­ბუ­ლი, სწრა­ფი და მღვრიე იყო... იმ დღეს ვერ ვი­პო­ვეთ. მე­ო­რე დღე­საც მო­მიხ­და ჩას­ვლა, ხელ­სა­წყომ სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლის შე­სა­ხებ მოგ­ვცა ინ­ფორ­მა­ცი­ა­და ვი­პო­ვეთ კი­დეც. სამ­წუ­ხა­როდ, მე იმ დროს მი­წევს გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე წას­ვლა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი უკვე გარ­დაც­ვლი­ლია და ცხე­დარს ვერ პო­უ­ლო­ბენ, ან ვერ ამოჰ­ყავთ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ddgfdf
12

ხო,, ჯერჯერობით მხოლოდ ცხედრების ამოყვანით აგითქვით თავი.

Nik
0

ამ კაცს, მის ოჯახს უნდა დაუფასდეს და ღირსეული ანაზღაურება და დაფასება უნდა ქონდეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"იმ დროს მიწევს გამოძახებაზე წასვლა, როცა ადამიანი უკვე გარდაცვლილია" - რაგბიდან სამაშველო სამსახურში წასული მყვინთავის ისტორიები

"იმ დროს მიწევს გამოძახებაზე წასვლა, როცა ადამიანი უკვე გარდაცვლილია" - რაგბიდან სამაშველო სამსახურში წასული მყვინთავის ისტორიები

არაერთი კამპანიის მიუხედავად, სასწავლო წლის დასრულებას ყოველთვის თან ახლავს ტრაგედიები... ფაქტია, რომ საზოგადოების ნაწილს რჩევის მიღებაც უჭირს, რაც ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ.

სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი მაიორი, ვარაზი წოწონავა იმ შემთხვევებს იხსენებს, როდესაც მასა და მის კოლეგებს, ლამის საკუთარი სიცოცხლის ფასად მოუწია დაკარგული ადამიანის ცხედრის ძებნა და ამოყვანა. იყო შემთხვევები, როდესაც მისი კოლეგები ამ საქმეს შეეწირნენ...

ვარაზი წოწონავა, მაიორი:​

- დაახლოებით 20 წელია ამ პროფესიას ვემსახურები. წლების წინ, შესაბამისი ეკიპირების გარეშე, ლამის შიშველი ხელებით გვიწევდა დავალების შესრულება. უამრავი მძიმე შემთხვევა მახსოვს, მაგრამ ჩემს გამოცდილებაში განსაკუთეებით მძიმე იყო ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე ჩავარდნილი გოგონას ცხედრის ამოყვანა.

ოთხკაციანი ჯგუფი წავედით. სრული ეკიპირებით ვიყავით... როდესაც იმ დღეს ვიხსენებ, არ შემიძლია ლაგოდეხის მოსახლეობის თანადგომაზე, თავდადებასა და მონდომებაზე არ ვისაუბრო. ამდენი წელია ამ სამსახურში ვარ და ასეთი ერთობა არ მინახავს. მეგონა, ყველა დაკარგული ბავშვის ნათესავი იყო, უბრალოდ იქაურები ყოფილან. ასეთ დროს სახლში რა გაგვაჩერებდაო...

ჩანჩქერამდე გამთენიას მივედით. განათება რომ ჩავრთეთ, მივხვდი, საკმაოდ მძიმე რელიეფური მდებარეობა იყო. ჯერ იმ მხრიდან მოვსინჯეთ შესვლა, სადაც ადგილობრივები მაჩვენებდნენ ბავშვის ჩავარდნის ადგილს, მაგრამ ჩანჩქერი ქვებზე ისეთი სიმძლავრით და სისწრაფით ეცემოდა, ლამის ფეხი მომაწყვიტა... არადა, წყალი ღრმა არ იყო, 1-2 მეტრამდე იქნებოდა. უბრალოდ, ჩანჩქერის გამკლავება იყო შეუძლებელი იყო. მოსახლეობასთან ერთად, წყლისთვის მისამართის შეცვლა გადავწყვიტეთ, რათა დარტყმის ძალა შეგვემსუბუქებინა.

ქვებით კედელი ამოვაშენეთ და ჩანჩქერს მიმართულება შევუცვალეთ. წყლის დაცემის ძალაც ცოტათი შემცირდა. რამდენიმე ჩაყვინთვის შემდეგ, ვითარება რაღაც დონეზე შევისწავლე. წყლის ქვეშ, ქვების გარშემო, ხეებიც იყო ჩახერგილი, რაც სიტუაციას ართულებდა... მყვინთავებისთვის ერთი დაუწერელი კანონი არსებობს, - სიფრთხილე და უსაფრთხოების წესების დაცვა - თუ შენი თავი არ დაიცავი, ვეღარც სხვას დაეხმარები.

- ქვების ქვეშ გიწევდათ ძებნა?

- დიახ. საბოლოოდ, ჩანჩქერის დაშვების საპირისპირო მხრიდან შევედი. ძალიან ძლიერი დინება იყო და შიგნით ანუ ქვების ქვეშ ვეღარ შევდიოდი... გარშემო ტერიტორია შევამოწმე, იქნებ რამე მოსაჭიდი ვიპოვო, რისი დახმარებითაც შევაღწევ-მეთქი... ჩასვლამდე მაჩვენეს დაახლოებითი ადგილი, სადაც ბავშვი ჩავარდა, მაგრამ ვარაუდით ამბობდნენ და შეიძლებოდა, დინებასაც წაეღო. ცხედრის პოვნის შემდეგ, ამოყვანის გეგმას შევადგენდით... რამდენიმე ხნიანი ძებნის შემდეგ, ხელის ცეცებით ვიპოვე ცხედარი. ზემოთ მყოფებს ვუთხარი, - სავარაუდოდ ვიპოვე, მაგრამ უნდა დავრწმუნდე, რომ ის არის-მეთქი. იმ ადგილიდან ქვების გატანა დავიწყეთ. თან მეშინოდა, წყლის დინებას ცხედარი არ წაერთვა.

ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა მოსასმენად, შესასრულებლად ათასჯერ საშინელი, მაგრამ ასეთ დროს მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, საქმე ბოლომდე მივიყვანო. გოგონას ძმაც იქვე ტრიალებდა. მის თვალებში უდიდესი ტრაგედია იკითხებოდა...

ძლიერი დინების გამო თოკით კვანძს ვერ ვაკეთებდი. ზემოთ მყოფებმა ჩანჩქერსა და ქვას შორის, დიდი მორი ჩააგდეს და წყლის შემოდინება შემცირდა... საუბარია, 15-20 მეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ძალზე საშიში ადგილია. ქვების ქვეშ შევძერი, მაგრამ მოტრიალება ვერ მოვახერხე. ბავშვისსხეულს ხელი დავავლე და უკუ სვლით წამოვედი... როდესაც წყლის ზედაპირზე ამოვედი, შვებით ამოვისუნთქე, რადგან ამის გაკეთება შევძელი. არ მინდა, ოდესმე ვინმეს იმ რამდენიმე საათის გავლა მოუწიოს. ეს კოშმარი იყო.

- რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

- მაშველობაზე არასდროს მიოცნებია. მორაგბე ვიყავი. მაშინ ეს სპორტი ასეთი პოპულარული არ იყო. მერე მეგობარმა მითხრა, სამაშველო-სამსახურში დაგაწყებინებ მუშაობასო და დავთანხდმი... ფიზიკური მონაცემებიც მიწყობდა ხელს. არაერთი ხიფათის და სარისკო ვითარების მიუხედავად, დღემდე მოვედი. წყალქვეშ მუშაობა, სხვა სამყარო იყო ჩემთვის.

მით უფრო, რომ მღვრიე წყალში მიწევს მუშაობა, სადაც ხილვადობა არ არის. წყლის შიში არ უნდა ჰქონდეს, თორემ დაიბნევი. მე სერთიფიცირებული მყვინთავი ვარ, მაგრამ ყველანაირი წვრთნა სუფთა წყლებში, ზღვაზე და ან თუნდაც მდინარეებში გავიარე, მუშაობა კი, მღვრიე, ბინძურ წყლებში მიწევს, სადაც ბნელა... ვცადე ეს სხვებისთვის მესწავლებინა, თავად მთხოვეს, მაგრამ ვერ შეძლეს. თუმცა, მთაში, პროფესიონალები არიან. ზოგი ადამიანი წყალში მუშაობს კარგად, ზოგიც მთაში...

მე ვცდილობ წყლისქვეშ “ჩემი ფსიქოლოგია” შევქმნა, ჩემს თავს ვეუბნები, არაფერი დაგემართება, ჟანგბადი გაქვს, დაცული ხარ და იმუშავე, სიბნელეზე არ უნდა იფიქრო-მეთქი.

- მღვრიე წყალში მუშაობისას, ხმელეთიდან ვიღაც გაკონტროლებთ, არა?

- დიახ, მარტო მუშაობა შეუძლებელია, რადგან გააჩნია, რამდენი ხანი გიწევს იქ ყოფნა და რა სიღრმეზე ხარ... თოკით ვარ ჩაბმული მეორესთან. სამი სახის სიგნალი გვაქვს – ერთი ჩამოქაჩვა ნიშნავს, - გამაჩერე! ანუ მოძრაობის საშუალება არ მოგცენ, ორჯერ ჩამოქაჩვით ვანიშნებთ, რომ ამომიყვანონ; სამზე მეტი კი, SOS - სიგნალს ნიშნავს, ანუ მყვინთავს პრობლემები აქვს და სასწრაფოდ ამოიყვანონ.

- ალბათ არაეთხელ მოგიწიათ SOS - სიგნალის გამოყენება.

- დიახ. ერთი ასევე გამოცდილი მყვინთავი გვყავს, ბზეკალავა და მასთან ერთად, რუსთავისკენ, მტკვარში მომიწია მუშაობა. ქაფიანი წყალი იყო, თეთრი, მღვრიე და ბინძური... ადამიანი იყო გადავარდნილი და ვერ პოულობდნენ. ჭირისუფალიც იქვე იყო... არ მეგონა, თუ ისეთი მძიმე ვითარება დაგვხდებოდა, თუმცა, მათი შემყურე, იმის თქმა, ვერ ჩავალ, გამოუცდელი ვარ-მეთქი, მომერიდა.

არადა, მყვინთავად მუშაობის ორწლიანი სტაჟი მქონდა. ბზეკალავამაც გამაფრთხილა - არ ჩახვიდეო, მაგრამ დავუჯერე, თოკზე ვარ ჩაბმული, რა უნდა მომივიდეს-მეთქი, იხტიბარი არ გავიტეხე და დინებამ მაშინვე წყლის ქვეშ ნანგრევებში შემითრია. თოკი ისე დაიჭიმა, როგორც არ უნდა დამექაჩა, სიგნალს ვერ მივცემდი. ბევრი ვიწვალე. ხელები რაღაც ნანგრევებში გამეჭედა. ბევრი წვალების შემდეგ, როგორღაც გავთავისუფლდი და ამოვედი... მერე ბზეკალავა ჩავიდა და ამოიყვანა ცხედარი.

- ალბათ მუდმივი ფსიქოლოგური სტრესის გადალახვა გიწევთ.

- შევეჩვიე... ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ნორმატივებს მუდმივად ვაბარებ. იმდენნაირ ვითარებაში, ისეთი რთულ პირობებში ამომიყვანია ცხედარი, არ ვიცი, რამ უნდა გამაოცოს ცხოვრებაში. ერთადერთი, რაც ყოველთვის მაკვირვებს, არის ჭირისუფლის დამოკიდებულება, სანამ ჩავალთ, ისე განიცდიან, პირჯვარს გვწერენ ხოლმე, ღმერთმა მშვიდობით ამოგიყვანოსო. შემდეგაც უამრავ მადლობას გვიხდიან... ძნელია, ამ ყველაფერს ემოციის გარეშე უყურო...

რამდენიმე წლის წინ, ისევ ლაგოდეხის სოფელ ცხრაგორში, ნადირობისას დაკარგული მონადირეების ძებნა მოგვიხდა. ზაფხულში, თოვლი რომ დადნა, ორი ვიპოვეთ, ერთი დღემდე დაკარგულია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პირდაპირ უთქვამთ, ქალაქელი მაშველები მთაში ვერ ივლითო, მაგრამ შედეგით გაოცებულან. იმ შემთხვევაშიც ასე იყო - ბიჭების ახლობლებთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

- წვრთნებს მხოლოდ საქართველოში გადიხართ, თუ უცხოეთშიც?

- ხანდახან უცხოეთშიც გვიწევს. ამასწინათ ყირგიზეთში ტბა ისიკურში გავიარეთ სწავლებები. საქართველოშიც მუდმივად გვიწევს მომზადებები.

- ალბათ ოჯახიც შეეგუა თქვენი პროფესიის რისკებს, არა?

- ოჯახში დეტალურად არასდროს ვყვები სამსახურის ამბებს. მოკლედ ვამბობ, ამოვიყვანე-მეთქი და მორჩა. საერთოდ, თითქმის 20 წელია რაც ამ სამსახურში ვარ. ბოლო წლებში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, ზღვაში ნასვამი შესვლა არ შეიძლება, გარკვეული მანძილის შემდეგ აკრძალული ზონაა; მაშველები სანაპიროზე მუდმივად იმყოფებიან და დამსვენებლებს თვალყურს ადევნებენ... ის, რომ თვითმკვლელობის მცდელობა დასჯადი გახდა, ერთგვარი პრევენცია აღმოჩნდა. წინა წლებში, ყველაფერი მიშვებული იყო და ტრაგიკული შემთხვევებიც მეტი ხდებოდა... ამას ისიც ემატებოდა, რომ შესაბამისი აღჭურვილობა არ გვქონდა, თუმცა, მუშაობას როგორღაც ვახერხებდით... იმ წლებში ჩვენი სამსახური საგურამოში იყო, იქიდან დავდიოდი.

- პრაქტიკაში ალბათ უამრავი მძიმე შემთხვევა გქონიათ.

- ბევრი რამე მახსოვს... რამდენიმე წლის წინ, მანქანით მიმავალი სასულიერო პირი თბილისის ერთ-ერთი ხიდიდან მტკვარში გადავარდა. ადრიანი გაზაფხული იყო. ასეთ დროს, მტკვარი ადიდებულია და ჩასვლა რისკია. ტექნიკური აპარატის, ანუ ექოლოტის საშუალებით შევამოწმეთ წყლის სიღრმე. მისივე დახმარებით ვარკვევთ დაახლოებით სად უნდა ვეძებოთ ობიექტი.

თუმცა, კონკრეტულად, ადამიანია, მანქანა თუ სხვა რამე, ვერ “კითხულობს". როგორც გითხარით, - მდინარე ადიდებული, სწრაფი და მღვრიე იყო... იმ დღეს ვერ ვიპოვეთ. მეორე დღესაც მომიხდა ჩასვლა, ხელსაწყომ სავარაუდო ადგილის შესახებ მოგვცა ინფორმაციადა ვიპოვეთ კიდეც. სამწუხაროდ, მე იმ დროს მიწევს გამოძახებაზე წასვლა, როდესაც ადამიანი უკვე გარდაცვლილია და ცხედარს ვერ პოულობენ, ან ვერ ამოჰყავთ.

როგორია შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განცხადება

ხევსურეთის ავარიაში დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს - სამივე მათგანი ქალია

“ახალგაზრდა გოგოები იყვნენ, შენს მზესუმზირებზე მითხრეს ვიყიდითო... სიცოცხლით სავსეები” - რას წერს ადგილობრივი ხევსურეთის ავარიაში დაღუპულებზე