ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, თავისი უფლებამოსილების ნაწილი უმცროს დას, კიმ იო ჯონგს გადასცა.ამის შესახებ BBC წერს. აღსანიშნავია, რომ კიმ იო ჯონგი არაფორმალურად უდიდეს გავლენას ახდენდა აქამდეც ჩრდილოეთ კორეის მმართველობაზე, ტუმცა ახლა უკვე ამის უფლება ოფიციალურად მიეცა.
ცვლილებების მიხედვით, აბსოლუტური ძალაუფლება კვლავ კიმ ჩენ ინის ხელში რჩება, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკის გარკვეულ ასპექტებზე პაუსიხმგებლობა, მასთან დააახლოებულ პირებს დაეკისრათ. სწორედ ამ პირებს შორისაა კიმის დაც.
როგორც BBC წერს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გადაწყვეტილება, მასზე სტრესის დონის შესამცირებლად მიიღო. კიმ იო ჯონგი, ფხენიანის, აშშ-თან და სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების საკითხებს ჩაიბარებს. ის კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ სტრუქტურაში ფაქტობრივად მეორე პირი გახდა.
კიმ ჩენ ინის და ბოლო პერიოდში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო. როგორც "გარდიანი“ წერს, ამბობენ, რომ იო ჯონგი ძმის მთავარი საყრდენია და მისი განუზომელი ნდობით სარგებლობს. კიმ ჩენ ინის იმიჯი სწორედ ამ ქალის ნაშენებია. კიმ იო ჯონგი, არის ქალი, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს ძმის გადაწყვეტილებებზე.
საკმაოდ ჭკვიანის სახე აქვს. ქალი გაცილებით ჭკვიანია კაცზე. ასე იბადება და ასე ყალიბდება ბუნებრივად. ბუნებამ განსაზღვრა ეს, მას მიანდო სიცოცხლის დაბადება, მოვლა და გაზრდა(რომ არა ლუი სალომე, ვერ წარმომიდგენია რა სახეს შექმნიდა ნიცშე)! ნუ უყურებთ კიმ ჩენ ინს მარტივად, ის ისეთია, როგორც მისი სამხრეთ კორეელი მოყვასი, ხოლო სამხრეთ კორეელებმა დაანახეს მსოფლიოს ვინ/რას წარმოადგენს ბურიატელი. ჩვენ რას ვშვებით და ვინ ვართ? მაოსა და სოსოს შედარებაში მაო გაცილებით ეშმაკია და ჭკვიანი, ხოლო სტალინი ბუნებით ქართველია (ეს პოლიტიკის გარეშე ფსიქოტიპს ეხება). ნახეთ მაოს შექმნილი ჩინეთი (გუშინდელი კოლონია) და უყურეთ პოსტსაბჭოთა სივრცეს (ჩინეთზე გადაიხსნა ვენები იოსკამ და წააგო პოლიტიკა, რუსეთი არ წავიდა ამაზე(დათმობა არჩია გლობალური სივრცის ფორმირებაში და გათამაშდა პავლე პირველის სცენარი), ხოლო შემდგომ პოლიტიკის გაგება და შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცემ ვერ მოახდინა. ძალიან დიდი თემაა და ზედაპირულად ვეხები). მაოსათვის ყველაფერი შირმაა და ბუტაფორიული ჩინეთის გაგებისა და პოლიტიკის შექმნის გარდა. ძალიან მაგარი ტიპები მართავენ და ქმნიან ამ დროს ჩინეთს. ჩჟო ენლაის რჩევით მაო მისთვის მიუღებელ დენის აბრუნებს პოლიტიკაში და ის ვის წარმოადგენს? მაოს გაგების შემქმნელსა და გამგრძელებელს, რადგან მაომ შექმნა ჩინეთის ადგილი და გაგება გლობალურ პოლიტიკაში. ესაა მთავარი და არა პიარტექნოლოგიები, რომელსაც ხშირად აკადემიური გაგების მოჩვენება აქვს. თუ ის ვენების გადამხსნელი იყო თავისი კულტურული რევოლუციის აქცენტში, მაშინ დენის არ დააბრუნებდა და არც ამერიკა ჩინეთის ფორმატს შექმნიდა, სადაც პოსტსაბჭოთა სივრცე ჩაჩოჩებულია (ძმა გადაგდებულია და ობიექტი), ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცე სხვა სივრცესთან ერთად შეიძლება საპირწონედ იქნას მოაზრებული გლობალურ კონკურენციაში. ასე, რომ აქ ვფიქრობ, რომ სტალინი დამარცხდა და ეს თრობის შედეგი მგონია. თრობაა საშინელება ადამიანისათვის, ეს მას მოსკოვთან ბრძოლის მოგების შემდგომაც მოუვიდა და ხარკოვთან ფრონტის შექმნა და წაგება ამის მიზეზი მგონია (ძალიან ძვირად დაუჯდა ხარკოვთან წაგება ქვეყანას). ასე, რომ კიმ ჩენ ინს ნუ შეხედავთ მარტივად. ეს, რომ ასეა პრეზიდენტ ტრამპმაც გვითხრა. ამაში ის არ ცდებოდა. >>>>>>ამ კორეის უკან მაო დგას იმ კორეის უკან ვაშინგტონი. რა აზრი აქვს იმას, რომ 5 ან 10 წელი დაიგვიანებს ჩრდილოეთში ტექნოლოგია და გაგება, ვიდრე სამხრეთში, ხოლო ჩრდილოეთ კორეის ჩრდილოეთით მცხოვრები ბურიატებისათვის 2 ათასმა წელმა დაიგვიანა და კულტურის შესანიშნავ არტეფაქტებს წარმოადგენს, ნუ შეხედათ კიმ ჩენ ინს მარტივად!!!!!!