სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიცრუეა თითქოს, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვებს საკნიდან ტელევიზორი ჩამოერთვათ" - პენიტენციური სამსახურის განცხადება
"სიცრუეა თითქოს, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვებს საკნიდან ტელევიზორი ჩამოერთვათ" - პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სიც­რი­ეს უწო­დებს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი ზ.ხ.-ს ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი გელ­ხა­უ­რის გან­ცხა­დე­ბას, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს სა­კან­ში ტე­ლე­ვი­ზო­რი წა­არ­თვეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ეხ­მი­ა­ნე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლი ზ.ხ.-ს ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს არას­რულ­წლო­ვან ბრალ­დე­ბუ­ლებს ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი დას­ჯის მიზ­ნით ჩა­მო­არ­თვა იმის გამო, რომ მათ შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს, ეს არის სიც­რუე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­ცე­მულ პირ­თა­გან (რომ­ლე­ბიც, კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით, სხვა­დას­ხვა სა­კან­ში არი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლე­ბი) ტე­ლე­ვი­ზო­რი არც ერთს ჰქო­ნია. ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი იყო მათი თა­ნა­მე­საკ­ნე­ე­ბის სა­კუთ­რე­ბა და მას შემ­დეგ, რაც ლ.შ.-მ და ზ.ხ.-მ შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს, მოხ­და მათი გან­ცალ­კე­ვე­ბა სხვა პა­ტიმ­რე­ბის­გან, ვი­ნა­ი­დან მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რებს შე­სა­ბა­მი­სი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

ამას­თან, დად­გე­ნი­ლი წე­სის თა­ნახ­მად, და­უშ­ვე­ბე­ლია მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რის ყოფ­ნა სა­კან­ში ისეთ პა­ტიმ­რებ­თან, ვინც საკ­ვებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ღე­ბუ­ლობს. შე­სა­ბა­მი­სად, ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს სხვა პა­ტიმ­რე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბის შე­დე­გად, ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი იმ საკ­ნებ­ში იქნა გა­და­ტა­ნი­ლი, სა­დაც ამ ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის მე­სა­კუთ­რე­ე­ბი გან­თავ­სდნენ. რაც შე­ე­ხე­ბათ ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს, მათ პა­ტიმ­რო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან აქვთ უფ­ლე­ბა, შე­ი­ძი­ნონ ტე­ლე­ვი­ზო­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში და შე­უ­ზღუ­და­ვად ისარ­გებ­ლონ ამ ნივ­თით. ამ უფ­ლე­ბის შე­სა­ხებ მათ­თვის ცნო­ბი­ლია და ეს ასე­ვე უნდა იყოს ცნო­ბი­ლი მათი ად­ვო­კა­ტე­ბი­სათ­ვის.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ორმა ბრალ­დე­ბულ­მა - ლ.შ.-მ და ზ.ხ.-მ შიმ­ში­ლო­ბა 2020 წლის 19 აგ­ვის­ტოს გა­მო­ა­ცხა­და. ლ.შ.-ს მო­თხოვ­ნაა, რომ მო­ეხ­სნას სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის მიერ მის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა გარე სამ­ყა­როს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე. ხოლო ზ.ხ. შიმ­ში­ლობს პრო­კუ­რო­რის აცი­ლე­ბის მო­თხოვ­ნით და ასე­ვე ითხოვს, რომ მოხ­დეს მისი და­კი­თხვა სიც­რუ­ის დე­ტექ­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ შიმ­ში­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეც­ნო­ბა მათ ოჯა­ხებს და დად­გე­ნი­ლი წე­სით შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­ეგ­ზავ­ნა მათ ად­ვო­კა­ტებ­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­საც. 2020 წლის 20 აგ­ვის­ტოს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და კი­დევ ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა ა.ქ.-მ, რო­მე­ლიც ითხოვს, რომ მოხ­დეს მისი და საქ­მის სხვა ფი­გუ­რან­ტე­ბის და­კი­თხვა სიც­რუ­ის დე­ტექ­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ამას­თან, ბრალ­დე­ბუ­ლი ითხოვს, რომ დაც­ვის მხა­რეს პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან მი­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეს. მო­ცე­მუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ შიმ­ში­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხე­ბაც დად­გე­ნი­ლი წე­სით ეც­ნო­ბე­ბა მის ოჯახს და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი გელ­ხა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან და ლ.შ.-სთან ერ­თად შიმ­ში­ლო­ბა კი­დევ ერ­თმა არას­რულ­წლო­ვან­მა ა.ქ-მ და­ი­წყო.

მისი გან­ცხა­დე­ბით, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მიერ შიმ­ში­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მათ საკ­ნი­დან ტე­ლე­ვი­ზო­რი წა­არ­თვეს და ოჯა­ხის წევ­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

"დღეს ზ.ხ.- მ გა­ნა­ცხა­და, რომ რო­დე­საც გა­მო­ა­ცხა­და შიმ­ში­ლო­ბა მას კა­მე­რი­დან წა­არ­თვეს ტე­ლე­ვი­ზო­რი დას­ჯის მიზ­ნით. ანა­ლო­გი­უ­რად წა­არ­თვეს ტე­ლე­ვი­ზო­რი ლ.შ.-ს და დღეს ა.ქ.- ს, რო­მელ­მაც გა­მო­ა­ცხა­და შიმ­ში­ლო­ბა. მივ­მარ­თავ იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს, მი­აქ­ცი­ეთ ამ ბავ­შვებს ყუ­რა­დღე­ბა, რომ მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ დას­რულ­დეს რამე ცუ­დად. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ითხო­ვენ სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორს და არ გა­აჩ­ნი­ათ სა­შუ­ა­ლე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია და­ამ­ყა­რონ ოჯა­ხის წევ­რებ­თან, თუნ­დაც სა­ტე­ლე­ფო­ნო. მონ­დო­მე­ბუ­ლი არი­ან მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ ვა­დებ­ში ჩა­ა­ტა­რონ პრო­ცე­სე­ბი და გა­მო­ი­ტა­ნონ გა­მამ­ტყუვ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, სხვა აქ არა­ფე­რი არ იკი­თხე­ბა,” - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi
4

ხალხო ესენი ნახეთ რააა??? 

აფსუსია მიშას ციხე თქვენთვის !!!

2020
0

ყველა დამნაშავეს ციხე სასტუმრო ხომ არ გონიათ

ავტორი:

"სიცრუეა თითქოს, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვებს საკნიდან ტელევიზორი ჩამოერთვათ" - პენიტენციური სამსახურის განცხადება

"სიცრუეა თითქოს, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვებს საკნიდან ტელევიზორი ჩამოერთვათ" - პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სიცრიეს უწოდებს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საკანში ტელევიზორი წაართვეს.

აღნიშნულის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება არასრულწლოვანი ბრალდებული ზ.ხ.-ს ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს არასრულწლოვან ბრალდებულებს ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ტელევიზორები დასჯის მიზნით ჩამოართვა იმის გამო, რომ მათ შიმშილობა გამოაცხადეს, ეს არის სიცრუე.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ პირთაგან (რომლებიც, კანონით დადგენილი წესით, სხვადასხვა საკანში არიან განთავსებულები) ტელევიზორი არც ერთს ჰქონია. ტელევიზორები იყო მათი თანამესაკნეების საკუთრება და მას შემდეგ, რაც ლ.შ.-მ და ზ.ხ.-მ შიმშილობა გამოაცხადეს, მოხდა მათი განცალკევება სხვა პატიმრებისგან, ვინაიდან მოშიმშილე პატიმრებს შესაბამისი მეთვალყურეობა ესაჭიროებათ.

ამასთან, დადგენილი წესის თანახმად, დაუშვებელია მოშიმშილე პატიმრის ყოფნა საკანში ისეთ პატიმრებთან, ვინც საკვებს ჩვეულებრივად ღებულობს. შესაბამისად, ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს სხვა პატიმრებისგან განცალკევების შედეგად, ტელევიზორები იმ საკნებში იქნა გადატანილი, სადაც ამ ტელევიზორების მესაკუთრეები განთავსდნენ. რაც შეეხებათ ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს, მათ პატიმრობის პირველივე დღიდან აქვთ უფლება, შეიძინონ ტელევიზორი პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში და შეუზღუდავად ისარგებლონ ამ ნივთით. ამ უფლების შესახებ მათთვის ცნობილია და ეს ასევე უნდა იყოს ცნობილი მათი ადვოკატებისათვის.

ინფორმაციისთვის, ორმა ბრალდებულმა - ლ.შ.-მ და ზ.ხ.-მ შიმშილობა 2020 წლის 19 აგვისტოს გამოაცხადა. ლ.შ.-ს მოთხოვნაა, რომ მოეხსნას საგამოძიებო უწყების მიერ მისთვის დაწესებული შეზღუდვა გარე სამყაროსთან კომუნიკაციაზე. ხოლო ზ.ხ. შიმშილობს პროკურორის აცილების მოთხოვნით და ასევე ითხოვს, რომ მოხდეს მისი დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით.

ბრალდებულების მიერ შიმშილობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა მათ ოჯახებს და დადგენილი წესით შეტყობინება გაეგზავნა მათ ადვოკატებსა და საგამოძიებო ორგანოსაც. 2020 წლის 20 აგვისტოს სასამართლო პროცესიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა კიდევ ერთმა ბრალდებულმა ა.ქ.-მ, რომელიც ითხოვს, რომ მოხდეს მისი და საქმის სხვა ფიგურანტების დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით.

ამასთან, ბრალდებული ითხოვს, რომ დაცვის მხარეს პროკურატურისგან მიღებული მასალების გასაჯაროების საშუალება მიეცეს. მოცემული ბრალდებულის მიერ შიმშილობის გამოცხადების შესახებაც დადგენილი წესით ეცნობება მის ოჯახს და საგამოძიებო ორგანოს" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან და ლ.შ.-სთან ერთად შიმშილობა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა ა.ქ-მ დაიწყო.

მისი განცხადებით, არასრულწლოვნების მიერ შიმშილობის გამოცხადების შემდეგ, სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენლებმა მათ საკნიდან ტელევიზორი წაართვეს და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის დამყარების საშუალებას არ აძლევენ.

"დღეს ზ.ხ.- მ განაცხადა, რომ როდესაც გამოაცხადა შიმშილობა მას კამერიდან წაართვეს ტელევიზორი დასჯის მიზნით. ანალოგიურად წაართვეს ტელევიზორი ლ.შ.-ს და დღეს ა.ქ.- ს, რომელმაც გამოაცხადა შიმშილობა. მივმართავ იუსტიციის მინისტრს და სასჯელაღსრულების სამინისტროს, მიაქციეთ ამ ბავშვებს ყურადღება, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ დასრულდეს რამე ცუდად. ეს ადამიანები ითხოვენ სიცრუის დეტექტორს და არ გააჩნიათ საშუალება კომუნიკაცია დაამყარონ ოჯახის წევრებთან, თუნდაც სატელეფონო. მონდომებული არიან მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარონ პროცესები და გამოიტანონ გამამტყუვნებელი განაჩენი, სხვა აქ არაფერი არ იკითხება,” - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

"იმის გამო დაჭრეს, რომ ქათმები მეზობლის ბოსტანში გადავიდნენ და პომიდორი შეუჭამეს“ - მეზობლები ოზურგეთში  მამაკაცის დაჭრის მიზეზზე საუბრობენ

"რისი გულისთვის უნდა ვიჯდე თუნდაც 6 წელი?" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილი ამბობს, რომ უსამართლობის მსხვერპლია

"მეგობრის მოსაძებნად რატომ არ წამოვიდა? თურმე სიბნელის ეშინია" - ბაჩალიაშვილის დედის თქმით, დეა კაპანაძემ გამოძიებას განსხვავებული ჩვენება მისცა