საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შავგულიძემ, გოგუაძემ და ბარამიძემ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვეს - ირაკლი ალასანიას დაფუძნებული პარტია იშლება?
შავგულიძემ, გოგუაძემ და ბარამიძემ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვეს - ირაკლი ალასანიას დაფუძნებული პარტია იშლება?

რო­გორც ჩანს, პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­ში", რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე, თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ და­ა­ფუძნა, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია.

პარ­ტია იუ­რის­ტმა და პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძემ "და­ტო­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ამ­ჟა­მად მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარ­ტი­ის გამ­გე­ო­ბა­ში შექ­მნილ­მა არა­ჯან­საღ­მა ვი­თა­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვაც­ნო­ბო, რომ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დავ­ტო­ვო პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი". ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარ­ტი­ა­ში შექ­მნილ­მა არა­ჯან­საღ­მა ვი­თა­რე­ბამ მი­მა­ღე­ბი­ნა", -გა­ნა­ცხა­და შავ­გუ­ლი­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" ნინო გო­გუ­ა­ძე და სან­დრო ბა­რა­მი­ძეც ტო­ვე­ბენ. რო­გორც შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, პარ­ტი­ას ტო­ვებს "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რი გი­ორ­გი ქი­ტი­აშ­ვი­ლიც.

"პარ­ტი­ი­დან წას­ვლის შემ­დეგ, ჩვენ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბის გა­რე­შე, გა­ვაგ­რძე­ლებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს­თან" და არ­ჩევ­ნებ­ში მათ­თან ერ­თად მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­ზეც მათ­გან უპი­რო­ბო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და შავ­გუ­ლი­ძემ.

მისი თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის "რი­გე­ბის შერ­ყე­ვა თავ­და­პირ­ვე­ლად 2014 წელს სცა­და. მან პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზებ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ გამ­გე­ო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის 4-წევ­რი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბას პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია.

"სამ­წუ­ხა­როდ, მი­უ­ხე­და­ვად თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ხა­ტუ­ლი შე­მარ­თე­ბი­სა, გან­ვლი­ლი 4 წლის მან­ძილ­ზე გამ­გე­ო­ბის წევრთა ნა­წილს, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ გამ­გე­ო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის 4-წევ­რი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რე­ა­ლუ­რად არა­ნა­ი­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ მი­უ­ღია. მათ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია არ გა­მო­უ­ხა­ტავთ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მათ შო­რის, 2019 წლის 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც კი. ასე მო­ვე­დით 2020 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე. მი­უ­ხე­და­ვად თავ­და­პირ­ვე­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი დრო­ი­სათ­ვის პარ­ტი­ის გამ­გე­ო­ბის ყვე­ლა წევ­რი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ტი­ვა­ცი­ით, მაგ­რამ ერ­თხმად ვუ­ჭერ­დით მხარს "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს­თან" სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის შექ­მნას და ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ამ სა­ხით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ასე­ვე შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით სა­არ­ჩევ­ნო სიის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, გამ­გე­ო­ბის ზე­მოხ­სე­ნე­ბულ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ შეც­ვა­ლა პო­ზი­ცია პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო სიის თა­ო­ბა­ზე.

კერ­ძოდ, მათ და­ა­ყე­ნეს სა­კი­თხი, რომ სი­ა­ში მე-2 ნომ­რად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი­ყო 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ლა­გო­დე­ხის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი ვახ­ტანგ მჭედ­ლი­ძე. მე არ და­ვე­თან­ხმე გამ­გე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის ამ პო­ზი­ცი­ას, ვი­ნა­ი­დან ვახ­ტანგ მჭედ­ლი­ძეს, 2017 წლის თე­ბერ­ვალ­ში გამ­გე­ო­ბის წევ­რად არ­ჩე­ვის შემ­დეგ მთე­ლი 3 წლის მან­ძილ­ზე, 2020 წლამ­დე, არა­ვი­თა­რი კო­მუ­ნი­კა­ცია პარ­ტი­ას­თან არ ჰქო­ნია და შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ მი­უ­ღია. ამ­გვა­რად, მე ვერ ვხე­დავ­დი არ­გუ­მენტს იმის და­საშ­ვე­ბად, რომ პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში მას მე-2 ად­გი­ლი და­ე­კა­ვე­ბი­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი პარ­ტი­ის ისე­თი ლი­დე­რე­ბის წინ, რო­გო­რე­ბიც არი­ან - ნინო გო­გუ­ა­ძე, სან­დრო ბა­რა­მი­ძე, ლე­ვან სა­მუ­შია, რო­მელ­თა შრო­მი­თაც იყო შექ­მნი­ლი პარ­ტი­ის სახე, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი წონა და ავ­ტო­რი­ტე­ტი. სამ­წუ­ხა­როდ, გამ­გე­ო­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა, ყო­ველ­გვა­რი არ­გუ­მენ­ტა­ცი­ის გა­რე­შე, თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე დარ­ჩა.

გა­მოჩ­ნდა სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბიც, რო­მელ­თაც გა­ზარ­დეს უნ­დობ­ლო­ბა აღ­ნიშ­ნულ პირ­თა მი­მართ. მა­გა­ლი­თის­თვის ვი­ტყვი მხო­ლოდ ერთს - ცოტა ხნის წინ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის 30 კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ალს, მხარ­დამ­ჭე­რის სტა­ტუ­სით ეს­წრე­ბო­და გამ­გე­ო­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და იმავდრო­უ­ლად ჩვე­ნი პარ­ტი­ის სა­გა­რეო მდი­ვა­ნი, ექი­მი დევი ტა­ბი­ძე. სა­ვა­ლა­ლო ის არის, რომ არც თა­ვად დევი ტა­ბი­ძე და არც გამ­გე­ო­ბის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი წევ­რე­ბი, პრობ­ლე­მას ამ გა­რე­მო­ე­ბა­ში ვერ ხე­და­ვენ. მე რო­გორც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ვე­ღარ ვი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას პარ­ტი­ის გამ­გე­ო­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი წევ­რე­ბის მოქ­მე­დე­ბებ­ზე. არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი უერ­თგუ­ლე­ბენ ოპო­ზი­ცი­ურ შე­თან­ხმე­ბას, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სამ­თავ­რო­ბო კო­ა­ლი­ცი­ის არ­შექ­მნის შე­სა­ხებ. მათ­თან ერ­თად ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლებ ბრძო­ლას ივა­ნიშ­ვი­ლის ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ბრძო­ლას, რო­მე­ლიც სულ უფრო და უფრო მძი­მე გახ­დე­ბა და რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მარ­ჯვე­ბამ­დეა მი­საყ­ვა­ნი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის პროგ­რე­სუ­ლი და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად"-გა­ნა­ცხა­და შავ­გუ­ლი­ძემ.

შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძემ, ბრი­ფინგზე იმე­დი გა­მოთ­ქვა რომ "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­ში" დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრო­რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­ბი­ტა­ზე არ აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან.

"ბო­ლოს მინ­და აღ­ვნიშ­ნო შემ­დე­გი: ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ „თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის“ რი­გე­ბის შერ­ყე­ვა თავ­და­პირ­ვე­ლად 2014 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, ხოლო შემ­დეგ 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს მო­ა­ხერ­ხა. მსგავ­სმა სიმპტო­მებ­მა ამ­ჟა­მად, 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის წინ იჩი­ნეს თავი. მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ ჩემი შიში არ გა­მარ­თლდე­ბა და „თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­ში“ დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­ბი­ტა­ზე არ აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და შავ­გუ­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ თა­ვი­სი­ვე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარ­ტია 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა, რო­დე­საც არ­ჩევ­ნებ­ში წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და. ის 2017 წლი­დან ამე­რი­კუ­ლი კონ­სალ­ტინ­გუ­რი კომ­პა­ნია SPConsulting–ის უფ­რო­სი პარტნი­ო­რი გახ­და.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
0

ალასანია უბრალოდ გადაყვა ამბიციებს , სულ რაღაცის ძიებაში იყო, სულ რაღაც უნდოდა , ვერ გაერკვა და ... ისე ძალიან დადებითად ვარ განწობილი მაგ ადამიანის მიმართ. უბრალოდ "აბდაუბდაა" , ისე სამუდამოდ კი დაუსამარა პოლიტიკური კარიერა ფანჯიკიძე მაიამ .

Ariel
1

ჯერ სადა ხართ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

შავგულიძემ, გოგუაძემ და ბარამიძემ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვეს - ირაკლი ალასანიას დაფუძნებული პარტია იშლება?

შავგულიძემ, გოგუაძემ და ბარამიძემ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვეს - ირაკლი ალასანიას დაფუძნებული პარტია იშლება?

როგორც ჩანს, პარტია "თავისუფალ დემოკრატებში", რომელიც თავის დროზე, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დააფუძნა, სერიოზული პრობლემებია.

პარტია იურისტმა და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ "დატოვა. აღნიშნულის შესახებ ამჟამად მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ გამოიწვია.

"საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია "თავისუფალი დემოკრატები". ეს გადაწყვეტილება პარტიაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა", -განაცხადა შავგულიძემ.

მისივე განცხადებით, "თავისუფალ დემოკრატებს" ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძეც ტოვებენ. როგორც შალვა შავგულიძემ განაცხადა, პარტიას ტოვებს "თავისუფალი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ქიტიაშვილიც.

"პარტიიდან წასვლის შემდეგ, ჩვენ, ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან" და არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას, რაზეც მათგან უპირობო შემოთავაზება გვაქვს", - განაცხადა შავგულიძემ.

მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ "თავისუფალი დემოკრატების "რიგების შერყევა თავდაპირველად 2014 წელს სცადა. მან პარტია "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების მიზეზებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ გამგეობის შემადგენლობის 4-წევრიან უმრავლესობას პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია.

"სამწუხაროდ, მიუხედავად თავდაპირველად გამოხატული შემართებისა, განვლილი 4 წლის მანძილზე გამგეობის წევრთა ნაწილს, რომელიც საბოლოოდ გამგეობის შემადგენლობის 4-წევრიან უმრავლესობად ჩამოყალიბდა, რეალურად არანაირი მონაწილეობა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში არ მიუღია. მათ საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავთ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც კი. ასე მოვედით 2020 წლის ზაფხულამდე. მიუხედავად თავდაპირველი აზრთა სხვადასხვაობისა, აღნიშნული დროისათვის პარტიის გამგეობის ყველა წევრი, განსხვავებული მოტივაციით, მაგრამ ერთხმად ვუჭერდით მხარს "ევროპულ საქართველოსთან" საარჩევნო ბლოკის შექმნას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამ სახით მონაწილეობას. ასევე შეთანხმებული ვიყავით საარჩევნო სიის საკითხებთან დაკავშირებითაც. სრულიად მოულოდნელად, დაახლოებით ერთი თვის წინ, გამგეობის ზემოხსენებულმა უმრავლესობამ შეცვალა პოზიცია პარტიის საარჩევნო სიის თაობაზე.

კერძოდ, მათ დააყენეს საკითხი, რომ სიაში მე-2 ნომრად დასახელებულიყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ მჭედლიძე. მე არ დავეთანხმე გამგეობის უმრავლესობის ამ პოზიციას, ვინაიდან ვახტანგ მჭედლიძეს, 2017 წლის თებერვალში გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ მთელი 3 წლის მანძილზე, 2020 წლამდე, არავითარი კომუნიკაცია პარტიასთან არ ჰქონია და შესაბამისად, არანარი მონაწილეობა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში არ მიუღია. ამგვარად, მე ვერ ვხედავდი არგუმენტს იმის დასაშვებად, რომ პარტიის საარჩევნო სიაში მას მე-2 ადგილი დაეკავებინა, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პარტიის ისეთი ლიდერების წინ, როგორებიც არიან - ნინო გოგუაძე, სანდრო ბარამიძე, ლევან სამუშია, რომელთა შრომითაც იყო შექმნილი პარტიის სახე, მისი პოლიტიკური წონა და ავტორიტეტი. სამწუხაროდ, გამგეობის აღნიშნული უმრავლესობა, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, თავის პოზიციაზე დარჩა.

გამოჩნდა სხვა გარემოებებიც, რომელთაც გაზარდეს უნდობლობა აღნიშნულ პირთა მიმართ. მაგალითისთვის ვიტყვი მხოლოდ ერთს - ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 30 კანდიდატის წარდგენის საზეიმო ცერემონიალს, მხარდამჭერის სტატუსით ესწრებოდა გამგეობის აღნიშნული უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და იმავდროულად ჩვენი პარტიის საგარეო მდივანი, ექიმი დევი ტაბიძე. სავალალო ის არის, რომ არც თავად დევი ტაბიძე და არც გამგეობის ზემოხსენებული წევრები, პრობლემას ამ გარემოებაში ვერ ხედავენ. მე როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვეღარ ვიღებ პასუხისმგებლობას პარტიის გამგეობის აღნიშნული წევრების მოქმედებებზე. არ ვარ დარწმუნებული, რომ "თავისუფალი დემოკრატების" პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ისინი უერთგულებენ ოპოზიციურ შეთანხმებას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან სამთავრობო კოალიციის არშექმნის შესახებ. მათთან ერთად ვეღარ გავაგრძელებ ბრძოლას ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ. ბრძოლას, რომელიც სულ უფრო და უფრო მძიმე გახდება და რომელიც აუცილებლად გამარჯვებამდეა მისაყვანი, ჩვენი ქვეყნის პროგრესული და ცივილიზებული მომავლის უზრუნველსაყოფად"-განაცხადა შავგულიძემ.

შალვა შავგულიძემ, ბრიფინგზე იმედი გამოთქვა რომ "თავისუფალ დემოკრატებში" დარჩენილი ადამიანები "ქართული ოცნების" პრორუსული ხელისუფლების ორბიტაზე არ აღმოჩნდებიან.

"ბოლოს მინდა აღვნიშნო შემდეგი: ივანიშვილის ხელისუფლებამ „თავისუფალი დემოკრატების“ რიგების შერყევა თავდაპირველად 2014 წლის შემოდგომაზე, ხოლო შემდეგ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოახერხა. მსგავსმა სიმპტომებმა ამჟამად, 2020 წლის არჩევნების წინ იჩინეს თავი. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შიში არ გამართლდება და „თავისუფალ დემოკრატებში“ დარჩენილი ადამიანები „ქართული ოცნების“ პრორუსული ხელისუფლების ორბიტაზე არ აღმოჩნდებიან", - განაცხადა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი ალასანიამ თავისივე დაფუძნებული პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, როდესაც არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ პოლიტიკიდან წავიდა. ის 2017 წლიდან ამერიკული კონსალტინგური კომპანია SPConsulting–ის უფროსი პარტნიორი გახდა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"თუ სომხეთი ყარაბაღს დაკარგავს, მაშინ რუსეთი  დაკარგავს სომხეთს, რითაც ნამდვილად შემცირდება კრემლის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე" - ექსპერტი

"მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში - "ნაციონალურ მოძრაობასთან” მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ" - კახა ოქრიაშვილი