სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკური ელიტა გადამწიფებული თინეიჯერია, რაც აწყობს იმას იჯერებს, რაც არ აწყობს, ტყუილია" - ხუხაშვილი NDI-ს ანგარიშზე გაკეთებულ განცხადებებზე
"პოლიტიკური ელიტა გადამწიფებული თინეიჯერია, რაც აწყობს იმას იჯერებს, რაც არ აწყობს, ტყუილია" - ხუხაშვილი NDI-ს ანგარიშზე გაკეთებულ განცხადებებზე

თით­ქოს, NDI-ს მი­მართ რე­ვე­რან­სე­ბია, ამას­თა­ნა­ვე, შე­უ­რა­ცხო­ფას აყე­ნე­ბენ და ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში ახერ­ხე­ბენ ამას, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც NDI-ს ან­გა­რიშ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა.

ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ეს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე მე­ტყვე­ლებს, რო­მე­ლიც იმას იჯე­რებს, რაც აწყობს და ტყუ­ი­ლად რა­ცხავს იმას, რაც მის ინ­ტე­რე­სებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

„ეს არის ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის უმ­წი­ფა­რო­ბა, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, უტიფ­რო­ბა, რო­მე­ლიც ვერ გა­ი­ზარ­და. გა­დამ­წი­ფე­ბუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რია ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა, რო­მელ­საც, რაც აწყობს იმას იჯე­რებს და რაც თვი­თონ არ აწყობს, მის ხედ­ვებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­თვის ტყუ­ი­ლია. ოპო­ზი­ცი­აც ასე აზ­როვ­ნებს, მარ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ეხე­ბა ეს. ეს თა­ვის­თა­ვად აბ­სურ­დია, რო­დე­საც აცხა­დებ, რომ ნდო­ბას უცხა­დებ ხელ­მძღვა­ნელს, მაგ­რამ არ ენ­დო­ბი მის თა­ნამ­შრო­მელს - ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა.

მე NDI-ს ვენ­დო­ბი, მაგ­რამ არ ვენ­დო­ბი იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მისი დაკ­ვე­თით კვლე­ვას ატა­რე­ბენ - ეს არის უხა­რის­ხო ვი­რეშ­მა­კო­ბა, უში­ნა­არ­სო და უაზ­რო. თით­ქოს NDI-ს მი­მართ რე­ვე­რან­სე­ბია, მაგ­რამ, ამას­თა­ნა­ვე, შე­უ­რა­ცხო­ფას აყე­ნე­ბენ და ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში ახერ­ხე­ბენ ამას“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს გა­ჯან­სა­ღე­ბის პრო­ცე­სი ორე­ტა­პი­ა­ნია და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­თან ერ­თად არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­ჩევ­ნე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის პრო­ცე­სი.

„ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში სხვა­დას­ხვა ფორ­მით, მოს­ყიდ­ვით, პრო­პა­გან­დით, კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, ამომ­რჩევ­ლის­თვის ტვი­ნის გა­მო­რე­ცხვით, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­პა­გან­დი­რე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დია, მით უმე­ტეს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც სა­ინ­ფორ­მა­ციო ნა­კა­დე­ბი დიდ­წი­ლად გან­სა­ზღვრა­ვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბებს.

გარ­და ამი­სა, რა თქმა უნდა, პირ­და­პი­რი და ირი­ბი მოს­ყიდ­ვე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, ქმნის არა­ჯან­საღ სა­არ­ჩევ­ნო ვი­თა­რე­ბას. რა ხდე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, ეს კი­დევ ცალ­კე სა­კი­თხია. ეს არ არის მხო­ლოდ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრობ­ლე­მა, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა ლა­იტ­მო­ტი­ვად გას­დევს მთელს უახ­ლეს ის­ტო­რი­ას და მას­ზე არ­ცერ­თი ხე­ლი­სუ­ფა­ლი უარს არ ამ­ბობ­და. ალ­ბათ, ამა­ზეა სა­უ­ბა­რი NDI-ს კვლე­ვა­შიც, რომ ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ეტა­პი არის არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვიდ­რე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"პოლიტიკური ელიტა გადამწიფებული თინეიჯერია, რაც აწყობს იმას იჯერებს, რაც არ აწყობს, ტყუილია" - ხუხაშვილი NDI-ს ანგარიშზე გაკეთებულ განცხადებებზე

"პოლიტიკური ელიტა გადამწიფებული თინეიჯერია, რაც აწყობს იმას იჯერებს, რაც არ აწყობს, ტყუილია" - ხუხაშვილი NDI-ს ანგარიშზე გაკეთებულ განცხადებებზე

თითქოს, NDI-ს მიმართ რევერანსებია, ამასთანავე, შეურაცხოფას აყენებენ და ერთ წინადადებაში ახერხებენ ამას, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც NDI-ს ანგარიშთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

ხუხაშვილის განმარტებით, ეს საქართველოს პოლიტიკური ელიტის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს, რომელიც იმას იჯერებს, რაც აწყობს და ტყუილად რაცხავს იმას, რაც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ეს არის ჩვენი პოლიტიკური ელიტის უმწიფარობა, არაპროფესიონალიზმი, უტიფრობა, რომელიც ვერ გაიზარდა. გადამწიფებული თინეიჯერია ეს პოლიტიკური ელიტა, რომელსაც, რაც აწყობს იმას იჯერებს და რაც თვითონ არ აწყობს, მის ხედვებს არ შეესაბამება, ეს ყველაფერი მისთვის ტყუილია. ოპოზიციაც ასე აზროვნებს, მარტო ხელისუფლებას არ ეხება ეს. ეს თავისთავად აბსურდია, როდესაც აცხადებ, რომ ნდობას უცხადებ ხელმძღვანელს, მაგრამ არ ენდობი მის თანამშრომელს - ძალიან სასაცილოა.

მე NDI-ს ვენდობი, მაგრამ არ ვენდობი იმ ადამიანებს, ვინც მისი დაკვეთით კვლევას ატარებენ - ეს არის უხარისხო ვირეშმაკობა, უშინაარსო და უაზრო. თითქოს NDI-ს მიმართ რევერანსებია, მაგრამ, ამასთანავე, შეურაცხოფას აყენებენ და ერთ წინადადებაში ახერხებენ ამას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე განმარტებით, საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების პროცესი ორეტაპიანია და საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია არჩევნების ადმინისტრირების პროცესი.

„ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არჩევნების პროცესში სხვადასხვა ფორმით, მოსყიდვით, პროპაგანდით, კონტროლირებადი მედიის საშუალებით, ამომრჩევლისთვის ტვინის გამორეცხვით, ვირტუალური დაპირისპირების პროპაგანდირებით, ბუნებრივია, ძალადობრივი მეთოდია, მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც საინფორმაციო ნაკადები დიდწილად განსაზღვრავენ საზოგადოების განწყობებს.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, პირდაპირი და ირიბი მოსყიდვები და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის არაჯანსაღ საარჩევნო ვითარებას. რა ხდება არჩევნების დღეს, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ეს არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლების პრობლემა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ლაიტმოტივად გასდევს მთელს უახლეს ისტორიას და მასზე არცერთი ხელისუფალი უარს არ ამბობდა. ალბათ, ამაზეა საუბარი NDI-ს კვლევაშიც, რომ ადმინისტრირების ეტაპი არის არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებები“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გადაცემა Newsroom-ის სტუმრებია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და დავით კირკიტაძე

"კორონავირუსიდან დემოკრატიის კრიტიკულ გამოცდამდე" - რისთვის აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის ყოფილი ელჩები: იალოვეცი, ტეფტი და კორტნი

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"