საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასიამოვნოდ გაოცებული გახლავართ" - რას წერს მირიან ნიკოლაძე  შაქარაშვილის  საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტზე
"სასიამოვნოდ გაოცებული გახლავართ" - რას წერს მირიან ნიკოლაძე  შაქარაშვილის  საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტზე

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის არ­ჩილ გაგ­ნი­ძი­სა და ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნის ად­ვო­კა­ტებ­მა მცხე­თა­ში, არაგ­ვის ხიდ­თან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რეს.

ექ­სპე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის 5 ეპი­ზო­დი გა­ი­თა­მა­შეს.

ტრა­გი­კუ­ლი ღა­მის მოვ­ლე­ნე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მე­ლიც საქ­მე­ში არ ფი­გუ­რი­რებს, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპე­რი­მენ­ტში ჩარ­თვა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით გა­და­წყვი­ტეს. ექ­სპე­რი­მენ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ად­ვო­კა­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ფო­ტოგ­რაფ ია­კობ ბრეგ­ვა­ძის ჩვე­ნე­ბე­ბი ტყუ­ი­ლია.

აღ­ნიშ­ნულ ექ­სპე­რი­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა და შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი, მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"დღემ­დე არც ერთხელ არ მი­მი­ცია შე­ფა­სე­ბა დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცი­ე­ბის­თვის, რად­გან ვთვლი, რომ მი­უ­ხე­და­ვად ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, უნდა ვა­ჯო­ბო სა­კუ­თარ თავს და და­ვიც­ვა პრო­ფე­სი­ულ-ეთი­კუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი (რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი ამ­პლუ­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მე­ვა­ლე­ბა).

თუმ­ცა, იმე­დია, კი­თხვის დას­მას ვე­რა­ვინ ამიკ­რძა­ლავს.

1. რო­გორც მე მივ­ხვდი, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მოწ­მე ი.ბრეგ­ვა­ძეს­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტით დად­გინ­და, რომ იგი მშე­ნე­ბა­რე შე­ნო­ბის აივ­ნი­დან ხე­დავ­და, რო­გორც "ტო­ი­ო­ტა"-ს ად­გილ­ზე მის­ვლის, ასე­ვე მას­ში მსხდო­მი პი­რე­ბის გა­მო­დევ­ნე­ბის გარ­კვე­ულ არე­ალს და არა სა­ხე­ებს ან სხვა დე­ტა­ლურ გა­რე­მო­ე­ბებს (წი­ნა­აღ­დეგ შემ­თხვე­ვა­ში, უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ამოც­ნო­ბაც). რა და­დას­ტურ­და დაც­ვის მხა­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტით?

ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა და უპი­რო­ბოდ და­დას­ტურ­და, რომ ი.ბრეგ­ვა­ძეს შე­ეძ­ლო უპ­რობ­ლე­მოდ და­ე­ნა­ხა სწო­რედ ის, რაც მის ჩვე­ნე­ბა­ში აი­სა­ხა - ანუ მან­ქა­ნი­დან გად­მო­სუ­ლი მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მოძ­რა­ო­ბის ტრა­ექ­ტო­რია და არა გა­რეგ­ნო­ბა, ჩაც­მუ­ლო­ბა და სხვა. თუ ასე არაა და მხედ­ვე­ლო­ბა მა­ტყუ­ებს, შე­მის­წო­რეთ.

2. არ­სე­ბობს ორი უტყუ­ა­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა (ერთი - ოჯა­ხის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი, მე­ო­რე - გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მე­ტი), რომ ღა­მით არაგ­ვის ფერ­დობ­ზე ჩარ­ბე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ველ­გვა­რი უმ­ცი­რე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გა­რე­შე.

რა და­დას­ტურ­და დაც­ვის ექ­სპე­რი­მენ­ტით? - სრუ­ლი კა­პი­ტუ­ლა­ცია და­უ­ჯე­რე­ბე­ლი მი­ზე­ზით.

მად­ლო­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ ხელს გვი­წყობს საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა­ში და ყო­ველ­დღი­უ­რად გვარ­წმუ­ნებს, რომ საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბა უკვე დად­გე­ნი­ლია!

P.S რაღა და­გი­მა­ლოთ და, სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბუ­ლი კი გახ­ლა­ვარ(თ)..."- წერს მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
112

ამ არაადამიანებმა (კიდევ სხვებმაც) რომ მოკლეს ეს საწყალი ბიჭი ფაქტია, მაგრამ ყველაფერი რომ სხვანაირად იყო ესეც ფაქტია. ამ კაცს კი სული აქვს გაყიდული, მხოლოდ საკუთარი.

ოდი
4

ვინც ბოლომდე სდია ამ ანგელოზ ბიჭს,და რატომ!? აი ისინია ყველაფრის თავი,რად უნდა ამას ამდენი ფიქრი....ელემენტარულია.....ამას პირველი კურსის იურისტი მიხვდება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სასიამოვნოდ გაოცებული გახლავართ" - რას წერს მირიან ნიკოლაძე  შაქარაშვილის  საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტზე

"სასიამოვნოდ გაოცებული გახლავართ" - რას წერს მირიან ნიკოლაძე  შაქარაშვილის  საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტზე

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.

ექსპერიმენტის მონაწილეებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის 5 ეპიზოდი გაითამაშეს.

ტრაგიკული ღამის მოვლენების ინსცენირებაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, რომელიც საქმეში არ ფიგურირებს, თუმცა ადვოკატების განცხადებით, ექსპერიმენტში ჩართვა საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეში არსებული ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები ტყუილია.

აღნიშნულ ექსპერიმენტთან დაკავშირებით, გიორგი შაქარაშვილის ბიძა და შაქარაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, მირიან ნიკოლაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"დღემდე არც ერთხელ არ მიმიცია შეფასება დაცვის მხარის პოზიციებისთვის, რადგან ვთვლი, რომ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, უნდა ვაჯობო საკუთარ თავს და დავიცვა პროფესიულ-ეთიკური გარემოებები (რომელიც დღევანდელი ამპლუიდან გამომდინარე, არ მევალება).

თუმცა, იმედია, კითხვის დასმას ვერავინ ამიკრძალავს.

1. როგორც მე მივხვდი, გამოძიების მიერ მოწმე ი.ბრეგვაძესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ იგი მშენებარე შენობის აივნიდან ხედავდა, როგორც "ტოიოტა"-ს ადგილზე მისვლის, ასევე მასში მსხდომი პირების გამოდევნების გარკვეულ არეალს და არა სახეებს ან სხვა დეტალურ გარემოებებს (წინააღდეგ შემთხვევაში, უნდა ჩატარებულიყო სავალდებულო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაც). რა დადასტურდა დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტით?

ნათლად გამოჩნდა და უპირობოდ დადასტურდა, რომ ი.ბრეგვაძეს შეეძლო უპრობლემოდ დაენახა სწორედ ის, რაც მის ჩვენებაში აისახა - ანუ მანქანიდან გადმოსული მგზავრების რაოდენობა, მოძრაობის ტრაექტორია და არა გარეგნობა, ჩაცმულობა და სხვა. თუ ასე არაა და მხედველობა მატყუებს, შემისწორეთ.

2. არსებობს ორი უტყუარად დადასტურებული გარემოება (ერთი - ოჯახის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, მეორე - გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმეტი), რომ ღამით არაგვის ფერდობზე ჩარბენა შესაძლებელია ყოველგვარი უმცირესი დაზიანებების გარეშე.

რა დადასტურდა დაცვის ექსპერიმენტით? - სრული კაპიტულაცია დაუჯერებელი მიზეზით.

მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს გვიწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში და ყოველდღიურად გვარწმუნებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება უკვე დადგენილია!

P.S რაღა დაგიმალოთ და, სასიამოვნოდ გაოცებული კი გახლავარ(თ)..."- წერს მირიან ნიკოლაძე.

კიბერშეტევა ლუგარზე: უკანონოდ მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე

"ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის  გამოყენების მიზნით, უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა" - შსს

სხეულზე არსებული დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს სიკვდილამდე 10 - დან  20 წუთის ინტერვალის ფარგლებში მიაყენეს - პროკურატურის განცხადება