სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვების ოჯახიდან გაყვანის წესი იცვლება -  რამდენად სამართლიანია სისტემა, როგორც ბავშვების, ისე მშობლების მიმართ
ბავშვების ოჯახიდან გაყვანის წესი იცვლება -  რამდენად სამართლიანია სისტემა, როგორც ბავშვების, ისე მშობლების მიმართ

ბავ­შვე­ბის ოჯა­ხე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბი­სა და მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხი ბოლო დროს აქ­ტი­უ­რი გან­სჯის სა­გა­ნი გახ­და. მე­დი­ით გა­შუქ­და არა­ერ­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებს გულ­გრი­ლო­ბა­ში ადა­ნა­შუ­ლებ­დნენ და მიჩ­ნევ­დნენ, რომ მათ შვი­ლე­ბი უსა­მარ­თლოდ ჩა­მო­არ­თვეს. ერთ-ერთი ასე­თი საქ­მე ფუტ­კა­რა­ძე­ე­ბის 9 შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის ის­ტო­რი­აა, რო­მელ­მაც დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. ოჯა­ხის ცხრა­ვე შვი­ლი, რო­მელ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი ხუთი თვის იყო, მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. AMBEBI.GE -სთან სა­უ­ბარ­ში ბავ­შვე­ბის დედა მა­დო­ნა ფუტ­კა­რა­ძე შვი­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით ხსნის. 9 შვი­ლის დედა ამ­ბობს, რომ მის ოჯახს უჭირს, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში შვი­ლე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ეზ­რუ­ნა. 1-წლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ ფუტ­კა­რა­ძე­ებს შვი­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ და­უბ­რუ­ნეს.

  • AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და რა შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თავს სა­ხელ­მწი­ფო უკი­დუ­რეს ზო­მას - ბავ­შვის მშობ­ლის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბას, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნია სის­ტე­მა ამ პრო­ცეს­ში რო­გორც ბავ­შვე­ბის, ისე მშობ­ლე­ბის მი­მართ და პა­სუ­ხობს თუ არა მოქ­მე­დი სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სის­ტე­მა იმ უმ­თავ­რეს ამო­ცა­ნას, რა­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებს უწე­სებს?

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცია ად­გენს სტან­დარტს, რომ­ლი­თაც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლონ. სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ ამოს­ვა­ლი წერ­ტი­ლი ბავ­შვთა სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სია, რაც უპი­რო­ბოდ გან­სა­ზღვა­რავს ბავ­შვის ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში აღ­ზრდის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, ბავ­შის ოჯა­ხი­დან გაყ­ვა­ნა მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თვე­ვა­ში ხდე­ბა. მა­შინ, რო­დე­საც ბავ­შვის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთლე­ო­ბას ემუქ­რე­ბა საფრ­თხე. სხვა და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფომ ბავ­შვე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მოს შექ­მნა სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­ში უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სრუ­ლად ვერ პა­სუ­ხობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. ომ­ბუდსმე­ნის მო­ად­გი­ლე ეკა­ტე­რი­ნე სხი­ლა­ძე AMBEBI.GE - ს იმ ტენ­დენ­ცი­ა­ზე ესა­უბ­რე­ბა, რაც მისი შე­ფა­სე­ბით, სის­ტე­მის მთავ­რი გა­მოწ­ვე­ვაა. ეკა­ტე­რი­ნე სხი­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ბავ­შვთა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა, რაც ხშირ შემ­თვე­ვა­ში ამ მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა, სის­ტე­მის მხრი­დან არას­წო­რად არის გა­გე­ბუ­ლი.

"სამ­წუ­ხა­რო ტენ­დენ­ცია დამ­კვიდ­რდა - ოჯა­ხე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ბავ­შვის სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვა­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა. ამ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობს თა­ვის ან­გა­რი­შებ­ში და სა­ხელ­მწი­ფოს მო­უ­წო­დებს გა­აძ­ლი­ე­როს ოჯა­ხე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქცია, რათა თა­ვი­დან იყოს აცი­ლე­ბუ­ლი ბავ­შე­ბის ოჯა­ხი­დან გაყ­ვა­ნა. სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გან­სა­ზღვროს რა შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად ბავ­შვთა უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა. უნდა გა­მიჯ­ნოს მიზნ­მი­მარ­თუ­ლად უგულ­ვე­ბელ­ყო­ფენ მშობ­ლე­ბი ბავ­შვის უფ­ლე­ბებს, თუ გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის გამო ვერ ახერ­ხე­ბენ სა­თა­ნა­დოდ იზ­რუ­ნონ ბავ­შვებ­ზე.

კა­ნო­ნის გან­მარ­ტე­ბით, უგულ­ვე­ბელ­ყო­ფას, ანუ ძა­ლა­დო­ბის ერ­თგავრ ფორ­მას, მა­შინ აქვს ად­გი­ლი, რო­დე­საც ოჯახს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ სა­თა­ნა­დოდ არ ზრუ­ნავს ბავ­შვზე. ხოლო თუ ოჯახს სურს, რომ, მა­გა­ლი­თად, ბავ­შვს აც­რე­ბი ჩა­უ­ტა­როს, უყი­დოს სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი, მის­ცეს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა და ა.შ. მაგ­რამ არ აქვს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, ეს არ არის ბავ­შის უფ­ლე­ბე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა. ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მა ამ­ბობს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა სი­ღა­რი­ბის გამო მოხ­დეს ბავ­შვი­სა და მშობ­ლის და­შო­რე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში პრობ­ლე­მაა უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბე, რომ­ლის დაძ­ლე­ვა­საც არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბი ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ისი­ნი ძი­რი­თა­დად ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბის ხა­სი­ათს ატა­რე­ბენ და არ წარ­მო­ად­გე­ნენ სის­ტე­მურ მხარ­და­ჭე­რას იმის­თვის, რომ ბავ­შვის სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვა­ში გა­დაყ­ვა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ დად­გეს დღის­წე­რიგ­ში", - გვე­უბ­ნე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­ად­გი­ლე.

თუმ­ცა არ­სე­ბობს ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოჯა­ხი ბავ­შვის­თვის ძა­ლა­დობ­რივ გა­რე­მოდ იქ­ცე­ვა, სა­დაც მისი დარ­ჩე­ნა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნიც კი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. ასეთ დროს სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვა­ში გა­დაყ­ვა­ნა ბავ­შვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სია, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვთა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი სხვა გა­მოწ­ვე­ვას ხე­და­ვენ.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კით გან­სა­ზღვუ­რუ­ლია, ვინ არის ბავ­შის ოჯა­ხი­დან გა­მომ­ყვა­ნი და რო­გორ უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ეს პრო­ცე­სი. არის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც გა­მოყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია პო­ლი­ცია, თუმ­ცა სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა არის ის, რომ ეს მოხ­დეს პო­ლი­ცი­ის გა­რე­შე. წე­სით, სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს ჰქონ­დეს ის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი, რაც პრობ­ლე­მის შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­დაჭ­რას შე­უ­წყობს ხელს. გაყ­ვა­ნის პრო­ცე­სი მო­ი­თხოვს, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდი ხნის მუ­შა­ო­ბას, რო­მელ­შიც, რო­გორც წესი, ჩარ­თუ­ლია ფსი­ქო­ლო­გი, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი და წი­ნას­წარ ხდე­ბა მშბობ­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის მომ­ზა­დე­ბა ამ მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სის­თვის. ამას­თა­ნა­ვე, არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც არ­სე­ბობს მყი­სი­ე­რი საფრ­თხე და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვის ოჯა­ხი­დან და­უ­ყო­ნებ­ლივ გაყ­ვა­ნა", - გვიხ­სნის გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილდრე­ო­ბის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი ქეთი მე­ლი­ქი­ძე.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" , რო­მე­ლიც ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე წლე­ბია მუ­შა­ობს, მი­იჩ­ნევს, რომ სი­ტე­მის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა მწი­რი რე­სურ­სე­ბია, რაც შე­უძ­ლე­ბელს ხდის მის სრულ­ყო­ფილ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი AMBEBI.GE - სთან სა­უ­ბარ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მუშ­კე­ბის გა­ფიც­ვას იხ­სე­ნებს და დას­ძენს, რომ მას შემ­დეგ სის­ტე­მა­ში უკე­თე­სო­ბის­კენ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი

"სა­ხელ­მწი­ფომ იცის რო­გორ უნდა და­იც­ვას ბავ­შე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, რა არის ბავ­შვთა სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სი, მაგ­რამ იმე­ნად შე­ზღუ­დუ­ლე­ბი არი­ან რე­სურ­სებ­ში, ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბებ­ლია. რო­დე­საც სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი გა­ი­ფიც­ნენ, მას შე­მე­დეგ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, მათ არ გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დათ პი­რო­ბე­ბი. მი­ნი­მა­ლუ­რად თუ შე­იც­ვა­ლა რამე. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა და­უ­მა­ტეს და ამით მორ­ჩა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სა­ხელ­მწი­ფოს, რომ ერ­თად ვა­ღი­ა­როთ პრობ­ლე­მა და და­ვი­წყოთ გა­დაჭ­რა", - ამ­ბობს ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი.

სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბის არ­სე­ბო­ბას პა­სუ­ხის­მგე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­ში არ უარ­ყო­ფენ. მერი მაღ­ლა­ფე­რი­ძე, რო­მე­ლიც ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ახალ­შექ­მნი­ლი უწყე­ბას ხელ­მძღა­ნე­ლობს, ambebi.ge -ს იმ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის დახ­ვე­წის მიზ­ნით გეგ­მავს.

"მინ­და ვა­ღი­ა­რო, რომ ჩვენს სის­ტე­მა­საც აქვს ხარ­ვე­ზე­ბი, მაგ­რამ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ამის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე. ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე იდგა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, გა­მოწ­ვე­ვაა, მა­გა­ლი­თად ფორ­მე­ბი, რომ­ლი­თაც ვმუ­შა­ობთ, რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის პრო­ბე­ლე­მა. იგი­ვე პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­საც ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, არის და­სახ­ვე­წი და ა.შ. ეს ხომ ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია. მაგ­რამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იდ­გმე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი. მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან ჩა­მო­ყა­ლიბ­და ახა­ლი სტრუქ­ტუ­რა - სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვი­სა და ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო. მისი შექ­მნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა იყო.

მერი მაღ­ლა­ფე­რი­ძე

ის, რაც მთე­ლი სა­მი­ნის­ტროს მას­შტა­ბით იყო გაბ­ნე­უ­ლი, ფო­კუ­სირ­და ერთ სტრუქ­ტუ­რა­ში, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მეტ ხა­რისხს. ასე­ვე, შე­იქ­მნა ბავ­შვთა უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სი, რო­მე­ლიც 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. დო­კუ­მენ­ტში გა­წე­რი­ლია ყვე­ლა ის ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ბავ­შვთა სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებს პა­სუ­ხობს. ეს არის უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­მაც, წე­სით, უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ბავ­შის ყვე­ლა უფ­ლე­ბის დაც­ვა. კო­დექ­სი უპი­რო­ბოდ კრძა­ლავს ბავ­შვის მი­მართ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას ნე­ბის­მი­ერ გრე­მო­ში, ეს იქ­ნე­ბა ოჯა­ხი, ქუჩა თუ სკო­ლა. ამას­თა­ნა­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახა­ლი კო­დექ­სით, ბავ­შვის ოჯა­ხი­დან გაყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს სა­სამ­რთლო. თუ კი მზრუნ­ვე­ლო­ბა-მე­ურ­ვე­ო­ბის საბ­ჭოს ჰქონ­და აქამ­დე ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, კა­ნონს შე­მო­აქვს და­სა­ბუ­თე­ბის უფრო მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი. ასე­ვე, კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს გა­დამ­ზა­დე­ბას. პე­რი­ო­დულ გა­დამ­ზა­დე­ბას გა­ივ­ლი­ან ად­ვო­კა­ტე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი და მხო­ლოდ ამას შემ­დეგ ჩა­ერ­თვე­ბი­ან ამ პრო­ცე­სებ­ში", - გვე­უბ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვი­სა და ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ახალ კო­დექსს იმე­დის თვა­ლით შეჰ­ყუ­რე­ბენ ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. დო­კუ­მენ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბა­სა და სი­კე­თე­ზე ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, თუმ­ცა იმ რის­კზეც ლა­პა­რა­კო­ბენ, რო­მე­ლიც, მათი შე­ფა­სე­ბით, ყო­ველ­თვის თან ახ­ლავს ახა­ლი კა­ნო­ნის შე­მო­ღე­ბას.

"უდა­ოდ ძა­ლი­ან კარ­გი და სე­რი­ო­ზუ­ლი დო­კუ­მენ­ტია. თუმ­ცა იმ­დე­ნად კომ­პლექ­სუ­რია, რომ ერთი რის­კი მა­ინც ახ­ლავს თან - რამ­დე­ნად შეძ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო მის სრულ­ყო­ფილ აღ­სრუ­ლე­ბას. ფაქ­ტია, რომ ამას ერთი რო­მე­ლი­მე უწყე­ბა ვერ შეწვდე­ბა. მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უნდა გა­და­ნა­წილ­დეს რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი, ისე ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დო­ნე­ზე. იმე­დი მაქვს, რომ ეს კო­დექ­სი რე­ა­ლუ­რად ამუ­შავ­დე­ბა და არ იქ­ცე­ვა ფორ­მა­ლურ ჩარ­ჩო-დო­კუ­მენ­ტად, რო­გორც ეს ზო­გი­ერ­თი კა­ნო­ნის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და, რო­მელ­თა ამოქ­მე­დე­ბა­საც ასე­ვე იმე­დის თვა­ლით შევ­ცქე­რო­დით", - გვე­უბ­ნე­ბა გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ქეთი მე­ლი­ქი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
50 თეთრი
1

ივიშვიშეთ ეხლა. იუვენალური იუსტიციის კანონი, რომ მიიღეს, ყველანი გასუსულები იყავით. ვინც ხმა ამოიღო, გვერდითაც კი არ დაუდექით. ქართველებო, რას დაამსგავსეთ ქვეყანა?? ბედნიერი ერი...

sss 21
1

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ომბუცმენის მოადგილე,ფსიქოლოგი სოც მუშაკი,გაეროს ბავშვთა ფონდი,სხვა სახელმჭიფო უწყებები..... ეს ამდენი გრანტიჭამია არაფრის მაკეთებელი ოგანიზაციები...

სახელმწიფო ძალოვან უწყებაში სადაც მე ვმუშაობდი, შეამცირეს 8 შვილის მამა (მეცხრე შემდეგ შეეძინა) მხოლოდ იმიტომ რომ ერთ ჩინოვნიკს თვალში არ მოდიოდა პიროვნულად. ( მიზეზი რომ დავწერო 90 % არ დამიჯერეთბ მაგრამ გაიხსენთ ფილმი სათამაშო სადც ხელის ჩამორთმევისას შენიშნა, რომ ოფლიანი ხელი ქონდა და ამის გულისთვის გაუშვა ზუტად ასეტი მიზეზი იყო)

ზემოთ ჩამოთვლილ მუქთამჭამელებს ეს არეხება?!! თუ ისინი სხვა საქართველოში ცხოვრობენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ბავშვების ოჯახიდან გაყვანის წესი იცვლება -  რამდენად სამართლიანია სისტემა, როგორც ბავშვების, ისე მშობლების მიმართ

ბავშვების ოჯახიდან გაყვანის წესი იცვლება -  რამდენად სამართლიანია სისტემა, როგორც ბავშვების, ისე მშობლების მიმართ

ბავშვების ოჯახებისგან განცალკევებისა და მინდობით აღზრდაში გადაყვანის საკითხი ბოლო დროს აქტიური განსჯის საგანი გახდა. მედიით გაშუქდა არაერთი გახმაურებული შემთხვევა, როდესაც მშობლები სოციალურ მუშაკებს გულგრილობაში ადანაშულებდნენ და მიჩნევდნენ, რომ მათ შვილები უსამართლოდ ჩამოართვეს. ერთ-ერთი ასეთი საქმე ფუტკარაძეების 9 შვილიანი ოჯახის ისტორიაა, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. ოჯახის ცხრავე შვილი, რომელთა შორის ყველაზე უმცროსი ხუთი თვის იყო, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. AMBEBI.GE -სთან საუბარში ბავშვების დედა მადონა ფუტკარაძე შვილების ჩამორთმევას ოჯახის მატერიალური მდგომარეობით ხსნის. 9 შვილის დედა ამბობს, რომ მის ოჯახს უჭირს, თუმცა ყოველთვის ცდილობდა, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში შვილებისთვის მაქსიმალურად ეზრუნა. 1-წლიანი განშორების შემდეგ ფუტკარაძეებს შვილები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაუბრუნეს.

  • AMBEBI.GE დაინტერესდა რა შემთხვევაში მიმართავს სახელმწიფო უკიდურეს ზომას - ბავშვის მშობლისგან განცალკევებას, რამდენად სამართლიანია სისტემა ამ პროცესში როგორც ბავშვების, ისე მშობლების მიმართ და პასუხობს თუ არა მოქმედი სოციალური დაცვის სისტემა იმ უმთავრეს ამოცანას, რასაც საერთაშორისო კანონმდებლობა სახელმწიფოებს უწესებს?

ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენცია ადგენს სტანდარტს, რომლითაც სახელმწიფოებმა უნდა იხელმძღვანელონ. საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებულია, რომ ამოსვალი წერტილი ბავშვთა საუკეთესო ინტერესია, რაც უპირობოდ განსაზღვარავს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის აუცილებლობას. საუკეთესო ევროპული გამოცდილებით, ბავშის ოჯახიდან გაყვანა მხოლოდ უკიდურეს შემთვევაში ხდება. მაშინ, როდესაც ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთლეობას ემუქრება საფრთხე. სხვა დანარჩენ შემთხვევაში სახელმწიფომ ბავშვებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა საკუთარ ოჯახებში უნდა უზრუნველყოს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველო ამ მიმართულებით სრულად ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. ომბუდსმენის მოადგილე ეკატერინე სხილაძე AMBEBI.GE - ს იმ ტენდენციაზე ესაუბრება, რაც მისი შეფასებით, სისტემის მთავრი გამოწვევაა. ეკატერინე სხილაძის განმარტებით, ბავშვთა საჭიროებების უგულვებელყოფა, რაც ხშირ შემთვევაში ამ მძიმე გადაწყვეტილების საფუძველი ხდება, სისტემის მხრიდან არასწორად არის გაგებული.

"სამწუხარო ტენდენცია დამკვიდრდა - ოჯახების მატერიალური მდგომარეობა ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის საფუძველი ხდება. ამ პრობლემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი აქტიურად საუბრობს თავის ანგარიშებში და სახელმწიფოს მოუწოდებს გააძლიეროს ოჯახების სოციალური ფუნქცია, რათა თავიდან იყოს აცილებული ბავშების ოჯახიდან გაყვანა. სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს რა შემთხვევაში ხდება რეალურად ბავშვთა უგულვებელყოფა. უნდა გამიჯნოს მიზნმიმართულად უგულვებელყოფენ მშობლები ბავშვის უფლებებს, თუ გარემო პირობების გამო ვერ ახერხებენ სათანადოდ იზრუნონ ბავშვებზე.

კანონის განმარტებით, უგულვებელყოფას, ანუ ძალადობის ერთგავრ ფორმას, მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ოჯახს აქვს საშუალება, მაგრამ სათანადოდ არ ზრუნავს ბავშვზე. ხოლო თუ ოჯახს სურს, რომ, მაგალითად, ბავშვს აცრები ჩაუტაროს, უყიდოს საჭირო ნივთები, მისცეს კარგი განათლება და ა.შ. მაგრამ არ აქვს ამის საშუალება, ეს არ არის ბავშის უფლებების უგულვებელყოფა. ყველა საერთაშორისო ნორმა ამბობს, რომ არ შეიძლება სიღარიბის გამო მოხდეს ბავშვისა და მშობლის დაშორება. სინამდვილეში პრობლემაა უკიდურესი სიღარიბე, რომლის დაძლევასაც არსებული სახელმწიფო პროგრამები ვერ უზრუნველყოფენ. ისინი ძირითადად ერთჯერადი დახმარების ხასიათს ატარებენ და არ წარმოადგენენ სისტემურ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის აუცილებლობა არ დადგეს დღისწერიგში", - გვეუბნება სახალხო დამცველის მოადგილე.

თუმცა არსებობს ერთეული შემთხვევები, როდესაც ოჯახი ბავშვისთვის ძალადობრივ გარემოდ იქცევა, სადაც მისი დარჩენა ფატალური შედეგების მომტანიც კი შეიძლება გახდეს. ასეთ დროს სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა ბავშვის საუკეთესო ინტერესია, თუმცა ამ შემთხვევაში ბავშვთა უფლებადამცველები სხვა გამოწვევას ხედავენ.

"საერთაშორისო პრაქტიკით განსაზღვურულია, ვინ არის ბავშის ოჯახიდან გამომყვანი და როგორ უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესი. არის ქვეყნები, სადაც გამოყვანის პროცესში ჩართულია პოლიცია, თუმცა საუკეთესო გამოცდილება არის ის, რომ ეს მოხდეს პოლიციის გარეშე. წესით, სოციალურ მუშაკს ჰქონდეს ის საჭირო უნარ-ჩვევები, რაც პრობლემის შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ გადაჭრას შეუწყობს ხელს. გაყვანის პროცესი მოითხოვს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ხნის მუშაობას, რომელშიც, როგორც წესი, ჩართულია ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და წინასწარ ხდება მშბობლებისა და ბავშვების მომზადება ამ მტკივნეული პროცესისთვის. ამასთანავე, არსებობს შემთხვევები, როდესაც არსებობს მყისიერი საფრთხე და აუცილებელია ბავშვის ოჯახიდან დაუყონებლივ გაყვანა", - გვიხსნის გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდრეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთი მელიქიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" , რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე წლებია მუშაობს, მიიჩნევს, რომ სიტემის მთავარი გამოწვევა მწირი რესურსებია, რაც შეუძლებელს ხდის მის სრულყოფილ ფუნქციონირებას. ორგანიზაციის წევრი ანა არგანაშვილი AMBEBI.GE - სთან საუბარში სოციალური მუშკების გაფიცვას იხსენებს და დასძენს, რომ მას შემდეგ სისტემაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა.

ანა არგანაშვილი

"სახელმწიფომ იცის როგორ უნდა დაიცვას ბავშების უფლებები, რა არის ბავშვთა საუკეთესო ინტერესი, მაგრამ იმენად შეზღუდულები არიან რესურსებში, ამის გაკეთება შეუძლებებლია. როდესაც სოციალური მუშაკები გაიფიცნენ, მას შემედეგ არაფერი შეცვლილა, მათ არ გაუუმჯობესდათ პირობები. მინიმალურად თუ შეიცვალა რამე. მაგალითად, რამდენიმე მანქანა დაუმატეს და ამით მორჩა. მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ ერთად ვაღიაროთ პრობლემა და დავიწყოთ გადაჭრა", - ამბობს ანა არგანაშვილი.

სისტემური პრობლემების არსებობას პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებაში არ უარყოფენ. მერი მაღლაფერიძე, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ახალშექმნილი უწყებას ხელმძღანელობს, ambebi.ge -ს იმ ცვლილებების შესახებ ესაუბრა, რასაც სახელმწიფო სისტემის დახვეწის მიზნით გეგმავს.

"მინდა ვაღიარო, რომ ჩვენს სისტემასაც აქვს ხარვეზები, მაგრამ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამის გამოსწორებაზე. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე იდგა წლების განმავლობაში ეს მიმართულება, გამოწვევაა, მაგალითად ფორმები, რომლითაც ვმუშაობთ, რესურსების ნაკლებობა, დოკუმენტების მოწესრიგების პრობელემა. იგივე პროგრამები, რომელსაც ვახორციელებთ, არის დასახვეწი და ა.შ. ეს ხომ ცოცხალი ორგანიზმია. მაგრამ ამ მიმართულებით იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურა - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. მისი შექმნის მთავარი მიზანი ბავშვთა უფლებების დაცვაზე კონცენტრაციის გაძლიერება იყო.

მერი მაღლაფერიძე

ის, რაც მთელი სამინისტროს მასშტაბით იყო გაბნეული, ფოკუსირდა ერთ სტრუქტურაში, რაც უზრუნველყოფს მეტ ხარისხს. ასევე, შეიქმნა ბავშვთა უფლებათა კოდექსი, რომელიც 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება. დოკუმენტში გაწერილია ყველა ის ღონისძიება, რომელიც ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს პასუხობს. ეს არის უსერიოზულესი დოკუმენტი, რომელმაც, წესით, უნდა უზრუნველყოს ბავშის ყველა უფლების დაცვა. კოდექსი უპირობოდ კრძალავს ბავშვის მიმართ ძალის გამოყენებას ნებისმიერ გრემოში, ეს იქნება ოჯახი, ქუჩა თუ სკოლა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ახალი კოდექსით, ბავშვის ოჯახიდან გაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს სასამრთლო. თუ კი მზრუნველობა-მეურვეობის საბჭოს ჰქონდა აქამდე ამის შესაძლებლობა, კანონს შემოაქვს დასაბუთების უფრო მაღალი სტანდარტი. ასევე, კანონი ავალდებულებს პროფესიონალებს გადამზადებას. პერიოდულ გადამზადებას გაივლიან ადვოკატები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და მხოლოდ ამას შემდეგ ჩაერთვებიან ამ პროცესებში", - გვეუბნება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი.

ახალ კოდექსს იმედის თვალით შეჰყურებენ ბავშვთა უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები. დოკუმენტის საჭიროებასა და სიკეთეზე ყველა თანხმდება, თუმცა იმ რისკზეც ლაპარაკობენ, რომელიც, მათი შეფასებით, ყოველთვის თან ახლავს ახალი კანონის შემოღებას.

"უდაოდ ძალიან კარგი და სერიოზული დოკუმენტია. თუმცა იმდენად კომპლექსურია, რომ ერთი რისკი მაინც ახლავს თან - რამდენად შეძლებს სახელმწიფო მის სრულყოფილ აღსრულებას. ფაქტია, რომ ამას ერთი რომელიმე უწყება ვერ შეწვდება. მის განხორციელება უნდა გადანაწილდეს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. იმედი მაქვს, რომ ეს კოდექსი რეალურად ამუშავდება და არ იქცევა ფორმალურ ჩარჩო-დოკუმენტად, როგორც ეს ზოგიერთი კანონის შემთხვევაში მოხდა, რომელთა ამოქმედებასაც ასევე იმედის თვალით შევცქეროდით", - გვეუბნება გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამების ხელმძღვანელი ქეთი მელიქიძე.

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა

"ეს იყო ადამიანი-დღესასწაული,  ყველას იმედი და საყრდენი!" - ვინ იყო ქართველი ბიზნესმენი, რომელიც უკრაინაში კორონავირუსით გარდაიცვალა

გიორგი ანწუხელიძის შვილებს "გურული დღიურების ფონდის" სტიპენდია დაენიშნებათ