სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთვრალი დაეჯახა ჯერ მანქანას, შემდეგ ქვეითებს და მიიმალა" - 25 წლის გოგოს ბრალი წარედგინა ფონიჭალის ავარიაზე, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა
"მთვრალი დაეჯახა ჯერ მანქანას, შემდეგ ქვეითებს და მიიმალა" - 25 წლის გოგოს ბრალი წარედგინა ფონიჭალის ავარიაზე, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში ავა­რი­ის შე­დე­გად ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლის­ში, ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, პ.გ-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 15 აგ­ვის­ტოს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ­მა პ.გ-მ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დაც­ვა და ყო­ველ­გვა­რი ხე­ლის­შემ­შლე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე, მისი მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მო­ბი­ლით და­ე­ჯა­ხა გა­ჩე­რე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნას და მის უკან მდგომ ქვე­ი­თებს: მ.მ-ს, ე.ა-ს, რ.ა-ს, ა.მ-ს, ა. მ-ს, ე.ა-სა და ე.მ-ს, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

"საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ე.ა. და ე.მ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, ხოლო ა.მ. და მ.მ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვალ­ნენ, სხვა და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი მო­თავ­სე­ბუ­ლი არი­ან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა პ.გ. 16 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე­ცხრე ნა­წი­ლით (ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა იმ პი­რის მიერ, ვინც ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას მარ­თავს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ) და 128-ე მუხ­ლით (გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბა) 18 აგ­ვის­ტოს წა­რედ­გი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბულ პ.გ-სთვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
4

საქონელთანაც კი არ შეიძლება შედარება. საქონელიც კი მეტად ლამაზი და ესთეტიურია

ნათკა
12

სამუდამო უნდა მიარჭო მაგას, 25 წლის გოგო რო საჭესთან მთვრალი დაჯდები, აწი სვას ციხეში რამდენიც უნდა..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"მთვრალი დაეჯახა ჯერ მანქანას, შემდეგ ქვეითებს და მიიმალა" - 25 წლის გოგოს ბრალი წარედგინა ფონიჭალის ავარიაზე, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა

"მთვრალი დაეჯახა ჯერ მანქანას, შემდეგ ქვეითებს და მიიმალა" - 25 წლის გოგოს ბრალი წარედგინა ფონიჭალის ავარიაზე, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა

პროკურატურამ ქვემო ფონიჭალაში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ თბილისში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, პ.გ-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ღამის საათებში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პ.გ-მ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და ყოველგვარი ხელისშემშლელი პირობების გარეშე, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დაეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მის უკან მდგომ ქვეითებს: მ.მ-ს, ე.ა-ს, რ.ა-ს, ა.მ-ს, ა. მ-ს, ე.ა-სა და ე.მ-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ე.ა. და ე.მ. შემთხვევის ადგილზე, ხოლო ა.მ. და მ.მ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ, სხვა დაშავებულები მოთავსებული არიან სამედიცინო დაწესებულებაში.სამართალდამცველებმა პ.გ. 16 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეცხრე ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) 18 აგვისტოს წარედგინა. პროკურატურამ ბრალდებულ პ.გ-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამამ შიმშილობა შეწყვიტა - თამაზ ხომასურიძე შვილსაც იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს

PHR: ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა - "ის  წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას"

რა ინფორმაცია მიაწოდეს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს - საგამოძიებო უწყება შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს