მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთმანეთს უფრო მეტად მივეჩვიეთ... ჩვენს ურთიერთობაში სიტყვები ზედმეტი იყო" - ჩცდ-ს მსახიობები დაქორწინებას აპირებენ
"ერთმანეთს უფრო მეტად მივეჩვიეთ... ჩვენს ურთიერთობაში სიტყვები ზედმეტი იყო" - ჩცდ-ს მსახიობები დაქორწინებას აპირებენ

სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გმი­რე­ბი გი­ორ­გი ტა­ბი­ძე და ნინა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და­ი­ნიშ­ნენ. მათი გმი­რე­ბი სანი და ელე­ნე სე­რი­ალ­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს თა­მა­შობ­დნენ და რო­გორც ჩანს, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა რე­ა­ლო­ბა­შიც გაგ­რძელ­და.

"თით­ქოს ერთ ადა­მი­ან­თან რა­ღაც იწყე­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, ღიად მა­ინც ვერ ვი­სა­უბ­რებ, რად­გან რა­ღა­ცებ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი თა­ვა­დაც არ ვარ. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მო­მი­ვი­დეს..." - ამ­ბობ­და გი­ორ­გი ტა­ბი­ძე რამ­დე­ნი­მე თვის წინ.

ჟურ­ნალ "გზის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი ნინა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე აცხა­დებ­და, რომ ის და გი­ორ­გი დიდი ხა­ნია იც­ნო­ბენ ერ­თმა­ნეთს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- წლე­ბია მე და გი­ორ­გი ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ, მაგ­რამ ახლო მე­გობ­რე­ბი არას­დროს ვყო­ფილ­ვართ. სე­რი­ალ­მა უფრო დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. თე­ატ­რა­ლურ­ში ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, შემ­დეგ მე აკა­დე­მი­უ­რი წელი ავი­ღე, ამი­ტომ გი­ორ­გიმ ჩემ­ზე ადრე და­ამ­თავ­რა.

- თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი რო­გორ და­ი­წყო?

- ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად და ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და. სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბებ­ზე ერ­თმა­ნეთს უფრო მე­ტად მი­ვეჩ­ვი­ეთ, მეტი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. მერე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­წე­რე­ბი, სა­ერ­თო სა­ნაც­ნო­ბო წრე­ში შეხ­ვედ­რე­ბი და… ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სი­ტყვე­ბი ზედ­მე­ტი იყო, ერ­თმა­ნე­თი­სად­მი გრძნო­ბა ბუ­ნებ­რი­ვად ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და.

- გი­ორ­გიც რო­მან­ტი­კო­სია?

კი, მაგ­რამ მგო­ნია, მე მე­ტად რო­მან­ტი­კო­სი ვარ. რიგ სა­კი­თხებ­ზე ერ­თნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გვაქვს, ერ­თმა­ნე­თის კარ­გად გვეს­მის, ეს სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- თქვე­ნი გრძნო­ბე­ბი, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე თა­მაშ­ში გეხ­მა­რე­ბათ?

- ორი­ვეს გვეხ­მა­რე­ბა, არა­და, ბევ­რი წყვი­ლის­გან გა­მი­გია, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ერ­თად თა­მა­ში უჭირთ. გი­ორ­გის გვერ­დით მე­ტად გახ­სნი­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვარ. სა­ნამ კა­მე­რე­ბი ჩა­ირ­თვე­ბა, გავ­დი­ვართ და რიგ სცე­ნებს ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ, აზ­რებს ვცვლით.

16 აგ­ვის­ტოს გი­ორ­გიმ ნი­ნას ხელი სთხო­ვა და გო­გო­ნას­თან თან­ხმო­ბა მი­ი­ღო.

მარ­თა­ლია, წყვი­ლის "ლავ­სთო­რის" შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო, თუმ­ცა თაყ­ვა­ნიმ­ცემ­ლე­ბის­თვის მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

გი­ორ­გი­სა და ნი­ნას წყვი­ლი პირ­ვე­ლი არ არის, რომ­ლებ­მაც სე­რი­ალ­ში ერ­თმა­ნე­თი იპო­ვეს. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში“ და­ქორ­წინ­დნენილო ბე­როშ­ვი­ლი და ანი ბე­ბი­აც და წყვილს უკვე სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ.

თუმ­ცა სე­რი­ა­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხე­ბიც გვახ­სოვს. გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი­სა და ეკა დე­მეტ­რა­ძის ოჯა­ხუ­რი წყვი­ლი, წლე­ბის წინ შე­მო­უ­ერ­თდა სე­რი­ალს. თუმ­ცა მათი ოჯა­ხი სწო­რედ სე­რი­ა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და­ინ­გრა და ცალ-ცალ­კე სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოლიკო
0

გილოცავთ,გილოცავთ,გილოცავთ

გიგლა
6

მამუკა მეჯვარეა? )))

ავტორი:

"ერთმანეთს უფრო მეტად მივეჩვიეთ... ჩვენს ურთიერთობაში სიტყვები ზედმეტი იყო" - ჩცდ-ს მსახიობები დაქორწინებას აპირებენ

"ერთმანეთს უფრო მეტად მივეჩვიეთ... ჩვენს ურთიერთობაში სიტყვები ზედმეტი იყო" - ჩცდ-ს მსახიობები დაქორწინებას აპირებენ

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გმირები გიორგი ტაბიძე და ნინა ლორთქიფანიძე დაინიშნენ. მათი გმირები სანი და ელენე სერიალში შეყვარებულებს თამაშობდნენ და როგორც ჩანს, ეს ურთიერთობა რეალობაშიც გაგრძელდა.

"თითქოს ერთ ადამიანთან რაღაც იწყება, მაგრამ ჯერჯერობით, ღიად მაინც ვერ ვისაუბრებ, რადგან რაღაცებში დარწმუნებული თავადაც არ ვარ. თუმცა შეიძლება, საინტერესო ურთიერთობა გამომივიდეს..." - ამბობდა გიორგი ტაბიძე რამდენიმე თვის წინ.

ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში კი ნინა ლორთქიფანიძე აცხადებდა, რომ ის და გიორგი დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- წლებია მე და გიორგი ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. სერიალმა უფრო დაგვაახლოვა. თეატრალურში ჯგუფელები ვიყავით, შემდეგ მე აკადემიური წელი ავიღე, ამიტომ გიორგიმ ჩემზე ადრე დაამთავრა.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- ყველაფერი თავისთავად და ძალიან ბუნებრივად მოხდა. სერიალის გადაღებებზე ერთმანეთს უფრო მეტად მივეჩვიეთ, მეტი ურთიერთობა გვქონდა. მერე სოციალურ ქსელში მიწერები, საერთო სანაცნობო წრეში შეხვედრები და… ჩვენს ურთიერთობაში სიტყვები ზედმეტი იყო, ერთმანეთისადმი გრძნობა ბუნებრივად ჩამოგვიყალიბდა.

- გიორგიც რომანტიკოსია?

კი, მაგრამ მგონია, მე მეტად რომანტიკოსი ვარ. რიგ საკითხებზე ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, ერთმანეთის კარგად გვესმის, ეს სასიამოვნოა.

- თქვენი გრძნობები, გადასაღებ მოედანზე თამაშში გეხმარებათ?

- ორივეს გვეხმარება, არადა, ბევრი წყვილისგან გამიგია, რომ შეყვარებულებს ერთად თამაში უჭირთ. გიორგის გვერდით მეტად გახსნილი, თავდაჯერებული ვარ. სანამ კამერები ჩაირთვება, გავდივართ და რიგ სცენებს ერთად განვიხილავთ, აზრებს ვცვლით.

16 აგვისტოს გიორგიმ ნინას ხელი სთხოვა და გოგონასთან თანხმობა მიიღო.

მართალია, წყვილის "ლავსთორის" შესახებ ცნობილი იყო, თუმცა თაყვანიმცემლებისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

გიორგისა და ნინას წყვილი პირველი არ არის, რომლებმაც სერიალში ერთმანეთი იპოვეს. "ჩემი ცოლის დაქალებში“ დაქორწინდნენ ილო ბეროშვილი და ანი ბებიაც და წყვილს უკვე საერთო შვილი ჰყავთ.

თუმცა სერიალის განმავლობაში დანგრეული ოჯახებიც გვახსოვს. გიორგი ბოჭორიშვილისა და ეკა დემეტრაძის ოჯახური წყვილი, წლების წინ შემოუერთდა სერიალს. თუმცა მათი ოჯახი სწორედ სერიალის მიმდინარეობისას დაინგრა და ცალ-ცალკე სიყვარული იპოვეს.

"გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან - მარცხნიდან" - გაიცანით თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი

"მიდი, ჯაფარ, ძმაო..ვინ დაგიშალა?" - კახა კალაძის კომენტარი ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც თბილისის მერს ფეხბურთის საყურებლად მუშტაიდში იწვევს

ძუჰაცუ: "უბრალოდ, ავიღე ჩანთა და "ავორთქლდი" - კომპანიები იაპონიაში, რომლებიც ადამიანებს გაუჩინარებაში ეხმარებიან