სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახლობლები ვარაუდობენ, რომ მოაჯირიდან ჯერ ბაია გადავარდა, მას გიორგიც გადაჰყვა და გოგონას გადარჩენა სცადა
ახლობლები ვარაუდობენ, რომ მოაჯირიდან ჯერ ბაია გადავარდა, მას გიორგიც გადაჰყვა და გოგონას გადარჩენა სცადა

15 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, "დე­და­ე­ნის ბაღ­ში" მდე­ბა­რე "ბა­უ­ჰა­უს ბა­რის" ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი - გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. მათი კვა­ლი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან და­ი­კარ­გა. ბა­რი­დან გას­ვლამ­დე, ახ­ლა­გაზ­რდებ­მა სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბი - ხელ­ჩან­თე­ბი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ბარ­ში და­ტო­ვეს. შსს-მ აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ:

"ბა­უ­ჰა­უს ბა­რი­დან" 2 ახალ­გაზ­რდის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა პო­ლი­ცი­ა­ში 15 აგ­ვის­ტოს და­ახ­ლო­ე­ბით 21:00 სა­ათ­ზე შე­მო­ვი­და. პო­ლი­ცი­ამ ახალ­გაზ­რდე­ბის ძებ­ნა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბა კი 143-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს”.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სამდღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, ბარ „ბა­უ­ჰა­უს” და­კარ­გუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ცხედ­რე­ბი მდი­ნა­რე მტკვარ­ში, ბა­რის სი­ახ­ლო­ვეს 17 აგ­ვის­ტოს იპო­ვეს - თავ­და­პირ­ვე­ლად გო­გო­ნას ცხე­და­რი ნა­ხეს, შემ­დეგ კი - ვა­ჟის. გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძის და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ცხედ­რე­ბი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სწავ­ლობს, რა ვი­თა­რე­ბა­ში დად­გა ეს უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი - ორი ახალ­გაზ­რდის სიკ­ვდი­ლი. შე­საძ­ლო მი­ზე­ზებ­ზე გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და ბა­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­ჯა­როდ არ ლა­პა­რა­კო­ბენ.

რა გახ­და ახალ­გაზ­რდე­ბის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი და ჰქონ­დათ თუ არა მათ სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ამას ექ­სპერ­ტი­ზა რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ად­გენს.

ახალ­გაზ­რდე­ბის ცხედ­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნამ­დე ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ambebi.ge-სთან ჰყვე­ბო­და:

"ბაია, ქუ­თა­ის­ში გა­ი­ზარ­და, შემ­დეგ თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და დე­დას­თან ერ­თად და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. ჩემი მე­გო­ბა­რი 28 წლი­საა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და კარ­გი გო­გოა, სიმ­შვი­დი­სა და სით­ბოს გან­სა­ხი­ე­რე­ბა, ამ­დენ ხანს ახ­ლობ­ლებს არ ანერ­ვი­უ­ლებ­და. რო­გორც ვიცი, მათ შო­რის არა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი და არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან".

"ჩვე­ნი პირ­ვე­ლი სი­ხა­რუ­ლი. ჩემი ან­გე­ლო­ზი. ჩემო სულო, რო­გორ გავმწარ­დით. ჩემო ლა­მა­ზო ბაია, რო­გორ მიგ­ვა­ტო­ვე. რო­გორ გვი­ხა­რო­დი და გვე­ა­მა­ყე­ბო­დი“, - და­წე­რა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გარ­დაც­ვლი გო­გო­ნას დე­ი­დამ.

გარ­დაც­ვლი­ლი ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის ვერ­სი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბი ჰა­ერ­ზე გა­ვიდ­ნენ, მტკვრის მო­ა­ჯირ­ზე ის­ხდნენ და მდი­ნა­რე­ში იქი­დან გა­და­ვარ­დნენ. ახ­ლობ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მო­ა­ჯი­რი­დან ჯერ ბაია გა­და­ვარ­და, მას გი­ორ­გიც გა­დაჰ­ყვა და გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა სცა­და, მაგ­რამ დი­ნე­ბამ ორი­ვე წა­ი­ღო...

ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბაც.

ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ვა­ჟის მამა მა­მუ­კა შა­ლამ­ბე­რი­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. რო­გორც გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძეს, ასე­ვე ბაია ბე­რუ­აშ­ვილს მე­გობ­რე­ბი კარგ და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბად ახა­სი­ა­თე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
25

მოაჯირზე ჯდომა რა ახალი მოდაა, ქვევიდან სიკვდილი გიცქერის კბილდაღრჭენილი და სხვაგან ვერ იპოვი მოსასვენებელს???

ნინო
1

რა სამწუხაროა,ასეთი ახალგაზრდები. უფალმა გაანათლოს მათი სული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ახლობლები ვარაუდობენ, რომ მოაჯირიდან ჯერ ბაია გადავარდა, მას გიორგიც გადაჰყვა და გოგონას გადარჩენა სცადა

ახლობლები ვარაუდობენ, რომ მოაჯირიდან ჯერ ბაია გადავარდა, მას გიორგიც გადაჰყვა და გოგონას გადარჩენა სცადა

15 აგვისტოს, გამთენიისას, "დედაენის ბაღში" მდებარე "ბაუჰაუს ბარის" ორი თანამშრომელი - გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი გაუჩინარდა. მათი კვალი იუსტიციის სახლთან დაიკარგა. ბარიდან გასვლამდე, ახლაგაზრდებმა საკუთარი ნივთები - ხელჩანთები და მობილური ტელეფონები ბარში დატოვეს. შსს-მ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ:

"ბაუჰაუს ბარიდან" 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციამ ახალგაზრდების ძებნა აქტიურად დაიწყო. გამოძიება კი 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, ბარ „ბაუჰაუს” დაკარგული თანამშრომლების ცხედრები მდინარე მტკვარში, ბარის სიახლოვეს 17 აგვისტოს იპოვეს - თავდაპირველად გოგონას ცხედარი ნახეს, შემდეგ კი - ვაჟის. გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

გამოძიება სწავლობს, რა ვითარებაში დადგა ეს უმძიმესი შედეგი - ორი ახალგაზრდის სიკვდილი. შესაძლო მიზეზებზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ახლობლები და ბარის თანამშრომლები საჯაროდ არ ლაპარაკობენ.

რა გახდა ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზი და ჰქონდათ თუ არა მათ სხეულზე დაზიანებები, ამას ექსპერტიზა რამდენიმე დღეში დაადგენს.

ახალგაზრდების ცხედრების აღმოჩენამდე ბაია ბერუაშვილის მეგობარი ambebi.ge-სთან ჰყვებოდა:

"ბაია, ქუთაისში გაიზარდა, შემდეგ თბილისში გადმოვიდა დედასთან ერთად და ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. ჩემი მეგობარი 28 წლისაა, ძალიან სერიოზული და კარგი გოგოა, სიმშვიდისა და სითბოს განსახიერება, ამდენ ხანს ახლობლებს არ ანერვიულებდა. როგორც ვიცი, მათ შორის არანაირი სიყვარული და არაფერი ყოფილა, ჩვეულებრივი თანამშრომლები არიან".

"ჩვენი პირველი სიხარული. ჩემი ანგელოზი. ჩემო სულო, როგორ გავმწარდით. ჩემო ლამაზო ბაია, როგორ მიგვატოვე. როგორ გვიხაროდი და გვეამაყებოდი“, - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გარდაცვლი გოგონას დეიდამ.

გარდაცვლილი ბაია ბერუაშვილის ოჯახის ახლობლების ვერსიით, ახალგაზრდები ჰაერზე გავიდნენ, მტკვრის მოაჯირზე ისხდნენ და მდინარეში იქიდან გადავარდნენ. ახლობლები ვარაუდობენ, რომ მოაჯირიდან ჯერ ბაია გადავარდა, მას გიორგიც გადაჰყვა და გოგონას გადარჩენა სცადა, მაგრამ დინებამ ორივე წაიღო...

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ვერსიაზე მუშაობს გამოძიებაც.

ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი ვაჟის მამა მამუკა შალამბერიძე წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომელი იყო. როგორც გიორგი შალამბერიძეს, ასევე ბაია ბერუაშვილს მეგობრები კარგ და სასიამოვნო ადამიანებად ახასიათებენ.

"დამაფინანსოს რუსეთმა, მერე, რა მაგათი საქმეა?" - ვინ არის ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე და რა აკავშირებს რუსეთთან

35 000 ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

პროკურატურა მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს