მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სილქნეტი გვთავაზობს Amediateka-ს კინოკატალოგის სერიალებს, რომელიც წიგნების მიხედვით გადაიღეს
სილქნეტი გვთავაზობს Amediateka-ს კინოკატალოგის სერიალებს, რომელიც წიგნების მიხედვით გადაიღეს

თუ აპ­ლი­კა­ცია SilkGO-ს გა­ი­აქ­ტი­უ­რებთ მო­ბი­ლურ დი­ვა­ი­სებ­ზე, მი­ი­ღებთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ქარ­თულ და უცხო­ურ არ­ხებს, ექ­სკლუ­ზი­ურ „სილქ სპორტ“ პროგ­რა­მას, ვი­დე­ო­თე­კის გან­ყო­ფი­ლე­ბას, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­უ­კე­თე­სო კი­ნოკ­ლა­სი­კა, ასე­ვე Disney-ს სა­ბავ­შვო ფილ­მე­ბის კო­ლექ­ცია. ხოლო კი­ნო­კა­ტა­ლო­გი Amediateka, სტუ­დი­ე­ბის: HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC სე­რი­ა­ლე­ბის პრე­მი­ე­რებს და ახალ ეპი­ზო­დებს გვთა­ვა­ზობს. აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში აპ­ლი­კა­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბა უფა­სოა.

სილ­ქნეტ­მა Amediateka-ს კი­ნო­კა­ტა­ლო­გი­დან ის სე­რი­ა­ლე­ბი შე­არ­ჩია, რო­მე­ლიც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა.

ჰო­ვარდს ენდი/Howards End

მინი სე­რი­ა­ლი ინ­გლი­სე­ლი რო­მა­ნის­ტის ედ­ვარდ ფოს­ტე­რის ნა­წარ­მო­ე­ბის ადაპ­ტა­ცი­აა - სო­ცი­ა­ლურ უთა­ნას­წო­რო­ბა­ზე. სამი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი ერ­თმა­ნეთ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფონ­ზე ჭეშ­მა­რი­ტი პოსტ-ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი დრა­მა იხა­ზე­ბა. სე­ზო­ნი 4 სე­რი­ის­გან შედ­გე­ბა.

ჯენტლმე­ნი ჯეკი/Gentleman Jack

სე­რი­ა­ლი გა­და­ღე­ბუ­ლია ანა ლის­ტე­რის დღი­უ­რე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ცხოვ­რობ­და. მას მოს­წონ­და მა­მა­კა­ცუ­რი სტი­ლის სა­მო­სი და შავი ფერი, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ო­დის ქალ­ბა­ტო­ნებ­ში არ იყო მი­ღე­ბუ­ლი. მარ­თავ­და ოჯა­ხის ქო­ნე­ბას, შე­ის­წავ­ლა მშე­ნებ­ლო­ბა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი ჰქონ­და.

იმ ეპო­ქა­ში ის არ მა­ლავ­და, რომ ქა­ლე­ბი უფრო ხიბ­ლავ­და და და­ქორ­წინ­და კი­დეც ანა უო­კერ­ზე და ეს იყო დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში პირ­ვე­ლი იდენ­ტურ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა.რო­გორც დღი­უ­რე­ბი­დან ჩანს, ავ­ტორ­მა კავ­კა­სი­ა­შიც იმოგ­ზა­უ­რა ცხოვ­რე­ბის მეგ­ზურ­თან ერ­თად. ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩა­მო­სუ­ლა (თბი­ლი­სი, რაჭა-ლე­ჩხუ­მი, ზუგ­დი­დი). მეს­ტი­ის გზა­ზე ცხე­ნე­ბით მგზავ­რო­ბი­სას ენ ლის­ტე­რი ავად გამ­ხდა­რა. ის ქუ­თა­ი­სის მახ­ლობ­ლად, 22 სექ­ტემ­ბერს (1840 წ.) გარ­და­იც­ვა­ლა.

დღი­უ­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­და­ი­ღეს სე­რი­ა­ლი, მო­ი­ცავს 7000 გვერდს და უმე­ტე­სი ნა­წი­ლი და­შიფ­რუ­ლია. პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი 8 სე­რი­ის­გან შედ­გე­ბა და მას­ში სა­ქარ­თვე­ლო­ზე ეპი­ზო­დი ვერ მოხ­ვდა.

პერი მე­ი­სო­ნი/Perry Mason

ამე­რი­კუ­ლი დე­ტექ­ტი­ვის ლე­გენ­და­რულ პერ­სო­ნაჟ­ზე, პერი მე­ი­სონ­ზე, 80-მდე წიგ­ნი და­წე­რა მის­მა ავ­ტორ­მა, ელ სტენ­ლი გარ­დნერ­მა. მინი სე­რი­ა­ლი სრუ­ლად არ ასა­ხავს პერი მე­ი­სო­ნის, რო­გორც უნი­კა­ლუ­რი ნი­ჭის მქო­ნე გა­მომ­ძი­ებ­ლის მთელ საქ­მე­ებს. თუმ­ცა, 8 სე­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მეა შე­სუ­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ პერი მე­ი­სონ­მა შე­იძ­ლე­ბა გახ­სნას.

უცხო/The Outsider

სტი­ვენ კინ­გმა კი­დევ ერთხელ გაგ­ვა­ო­ცა თა­ვი­სი მის­ტი­კით სე­რი­ალ­ში „უცხო“. დე­ტექ­ტი­ვი მო­ზარ­დის სიკ­ვდილს იძი­ებს, ყო­ველ სე­რი­ა­ში ახა­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იკ­ვე­თე­ბა. ტრი­ლე­რის ატ­მოს­ფე­როს მსა­ხი­ო­ბე­ბის იდე­ა­ლუ­რი თა­მა­ში ამ­ძაფ­რებს. სე­რი­ალ­ში 10 სე­რი­აა.

დიდი პა­ტა­რა ტყუ­ი­ლე­ბი/Big Little Lies

ლი­ა­ნა მო­რი­არ­ტის ბესთსე­ლერ­მა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი ჰო­ლი­ვუ­დე­ლე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა ორი­ვე სე­ზონ­ში. კა­ლი­ფორ­ნი­ელ ქალ­ბა­ტო­ნებს ერთი მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვი მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევთ. თი­თო­ე­ულს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა და დრა­მა­ტუ­ლი ეპი­ზო­დე­ბი აქვს, რო­მელ­საც თა­ნად­გო­მით უმკლავ­დე­ბი­ან, გინ­დაც ქალ­თა სო­ლი­და­რო­ბით.

კი­ნო­კა­ტა­ლო­გი Amediateka ერ­თნა­ი­რად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია რო­გორც SilkTV-ის ეთე­რით, ისე SilkGo-ს აპ­ლი­კა­ცი­ით. კა­ტა­ლო­გის ინ­ტერ­ფე­ი­სი გან­ყო­ფი­ლე­ბად არის და­ყო­ფი­ლი, სე­რი­ა­ლე­ბი -ჟან­რე­ბად. ამას­თან, სერ­ვისს გა­აჩ­ნია ფუნ­ქცია და­ი­მახ­სოვ­როს სად გა­ჩერ­დით.

აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო პლატ­ფორ­მა წლის ბო­ლომ­დე უფა­სოდ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი აპ­ლი­კა­ცი­ით:

🔹iOS: apple.co/2IeCcoK

🔹Android: bit.ly/38nhKg3

(R)

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
0

გაიკეთოს მამულაიშვილმა უკან!

მომავალი საქართველო
0

ორივეს პატივს ვცემ, მაგრამ რა ყველა ამთბილისს მიაწყდა კაცო. თუ რეგიონები საქართველო არაა. 

ავტორი:

სილქნეტი გვთავაზობს Amediateka-ს კინოკატალოგის სერიალებს, რომელიც წიგნების მიხედვით გადაიღეს

სილქნეტი გვთავაზობს Amediateka-ს კინოკატალოგის სერიალებს, რომელიც წიგნების მიხედვით გადაიღეს

თუ აპლიკაცია SilkGO-ს გაიაქტიურებთ მობილურ დივაისებზე, მიიღებთ სატელევიზიო ქართულ და უცხოურ არხებს, ექსკლუზიურ „სილქ სპორტ“ პროგრამას, ვიდეოთეკის განყოფილებას, სადაც განთავსებულია საუკეთესო კინოკლასიკა, ასევე Disney-ს საბავშვო ფილმების კოლექცია. ხოლო კინოკატალოგი Amediateka, სტუდიების: HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC სერიალების პრემიერებს და ახალ ეპიზოდებს გვთავაზობს. აქციის ფარგლებში აპლიკაციით სარგებლობა უფასოა.

სილქნეტმა Amediateka-ს კინოკატალოგიდან ის სერიალები შეარჩია, რომელიც ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა.

ჰოვარდს ენდი/Howards End

მინი სერიალი ინგლისელი რომანისტის ედვარდ ფოსტერის ნაწარმოების ადაპტაციაა - სოციალურ უთანასწორობაზე. სამი განსხვავებული ოჯახი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და რთული ურთიერთობების ფონზე ჭეშმარიტი პოსტ-ვიქტორიანული დრამა იხაზება. სეზონი 4 სერიისგან შედგება.

ჯენტლმენი ჯეკი/Gentleman Jack

სერიალი გადაღებულია ანა ლისტერის დღიურების მიხედვით, რომელიც მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა. მას მოსწონდა მამაკაცური სტილის სამოსი და შავი ფერი, რომელიც იმ პერიოდის ქალბატონებში არ იყო მიღებული. მართავდა ოჯახის ქონებას, შეისწავლა მშენებლობა და წარმატებული ბიზნესი ჰქონდა.

იმ ეპოქაში ის არ მალავდა, რომ ქალები უფრო ხიბლავდა და დაქორწინდა კიდეც ანა უოკერზე და ეს იყო დიდ ბრიტანეთში პირველი იდენტურსქესიანთა ქორწინება.როგორც დღიურებიდან ჩანს, ავტორმა კავკასიაშიც იმოგზაურა ცხოვრების მეგზურთან ერთად. ბოლოს საქართველოშიც ჩამოსულა (თბილისი, რაჭა-ლეჩხუმი, ზუგდიდი). მესტიის გზაზე ცხენებით მგზავრობისას ენ ლისტერი ავად გამხდარა. ის ქუთაისის მახლობლად, 22 სექტემბერს (1840 წ.) გარდაიცვალა.

დღიური, რომლის მიხედვითაც გადაიღეს სერიალი, მოიცავს 7000 გვერდს და უმეტესი ნაწილი დაშიფრულია. პირველი სეზონი 8 სერიისგან შედგება და მასში საქართველოზე ეპიზოდი ვერ მოხვდა.

პერი მეისონი/Perry Mason

ამერიკული დეტექტივის ლეგენდარულ პერსონაჟზე, პერი მეისონზე, 80-მდე წიგნი დაწერა მისმა ავტორმა, ელ სტენლი გარდნერმა. მინი სერიალი სრულად არ ასახავს პერი მეისონის, როგორც უნიკალური ნიჭის მქონე გამომძიებლის მთელ საქმეებს. თუმცა, 8 სერიაში ყველაზე გახმაურებული საქმეა შესული, რომელიც მხოლოდ პერი მეისონმა შეიძლება გახსნას.

უცხო/The Outsider

სტივენ კინგმა კიდევ ერთხელ გაგვაოცა თავისი მისტიკით სერიალში „უცხო“. დეტექტივი მოზარდის სიკვდილს იძიებს, ყოველ სერიაში ახალი ეჭვმიტანილი იკვეთება. ტრილერის ატმოსფეროს მსახიობების იდეალური თამაში ამძაფრებს. სერიალში 10 სერიაა.

დიდი პატარა ტყუილები/Big Little Lies

ლიანა მორიარტის ბესთსელერმა ყველაზე პოპულარული და ნიჭიერი ჰოლივუდელები გააერთიანა ორივე სეზონში. კალიფორნიელ ქალბატონებს ერთი მკვლელობის ამბავი მოსვენებას არ აძლევთ. თითოეულს განსხვავებული ცხოვრება და დრამატული ეპიზოდები აქვს, რომელსაც თანადგომით უმკლავდებიან, გინდაც ქალთა სოლიდარობით.

კინოკატალოგი Amediateka ერთნაირად მოსახერხებელია როგორც SilkTV-ის ეთერით, ისე SilkGo-ს აპლიკაციით. კატალოგის ინტერფეისი განყოფილებად არის დაყოფილი, სერიალები -ჟანრებად. ამასთან, სერვისს გააჩნია ფუნქცია დაიმახსოვროს სად გაჩერდით.

აქციის ფარგლებში სატელევიზიო პლატფორმა წლის ბოლომდე უფასოდ არის ხელმისაწვდომი აპლიკაციით:

🔹iOS: apple.co/2IeCcoK

🔹Android: bit.ly/38nhKg3

(R)

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის 35 ლარად? – სიახლეები, რომელიც „ბიბლუსში“ გელოდებათ

Yandex გახდა Yandex Go

“თეგეტა მოტორსში” მომხმარებელს გადახდილი თანხის 30% უკან დაუბრუნდება