პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავზარდოთ გაყიდვები - 5 რჩევა დეველოპერებს
როგორ გავზარდოთ გაყიდვები - 5 რჩევა დეველოპერებს

COVID-19-ის გავ­ლე­ნით, ბი­ნე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი 2020 წლის აპ­რილ­სა და მა­ის­ში მკვეთ­რად შემ­ცირ­და, თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კის გახ­სნას­თან ერ­თად, ივ­ლის­ში კლე­ბის ტემ­პი შე­ნელ­და, ამ ყვე­ლა­ფერს სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის - Galt & Taggart-ის კვლე­ვა­ში ვკი­თხუ­ლობთ.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ბი­ნე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის წლი­უ­რი კლე­ბა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • · აპ­რი­ლი - მი­ნუს 92.7%
  • · მა­ი­სი - მი­ნუს 74.3%
  • · ივ­ნი­სი - მი­ნუს 21%

იმა­ვე კვლე­ვის თა­ნახ­მად 2020 წლის მე-2 კვარ­ტალ­ში თბი­ლის­ში შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა პროგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლი (გა­ყიდ­ვე­ბის ზრდის 0%-იანი ტემ­პი). Galt & Taggart-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ყიდ­ვებს ხელს შე­უ­წყობს მთავ­რო­ბის მიერ იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის 4%-იანი სუბ­სი­დი­რე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აპ­რილ­ში ბი­ნე­ბის ფა­სის ერ­თა­დერ­თი 8.3%-იანი ზრდის შემ­დეგ, ახა­ლი ბი­ნე­ბის ფასი შემ­ცირ­და. მა­ის­ში და ივ­ნის­ში კი დე­ვე­ლო­პე­რებ­მა და კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით, გამ­ქი­რა­ვებ­ლებ­მა ახალ რე­ა­ლო­ბას­თან ადაპ­ტა­ცია და­ი­წყეს და ფა­სე­ბიც შე­ამ­ცი­რეს.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სექ­ტორ­ში გა­ყიდ­ვე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბის­თვის დე­ვე­ლო­პე­რებს ათო­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ. ჩვენ შე­ვარ­ჩი­ეთ 5 ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზა, რო­მე­ლიც სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორს ამ პრო­ცეს­ში და­ეხ­მა­რე­ბა:

  • სეს­ხე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ყიდ­ვე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბის­თვის

მთავ­რო­ბის გეგ­მა, ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ან მშე­ნე­ბა­რე ბი­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად აღე­ბუ­ლი იპო­თე­კუ­რი სეს­ხის 4% და­ა­სუბ­სი­დი­როს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტის მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბას კი­დევ უფრო გაზ­რდის.

თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ბი­ნის ფა­სის შემ­ცი­რე­ბას, თან­ხის ნა­წი­ლის შეგ­რო­ვე­ბას ან რა­ი­მე სხვას ელო­და, გაჩ­ნდა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იჩ­ქა­როს და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა შე­ღა­ვა­თით უფრო სწრა­ფად შე­ი­ძი­ნოს, რად­გან სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მა წლის ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ექ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბი­სას, სა­სურ­ვე­ლია, დე­ვე­ლო­პერ­მა აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თოს სეს­ხის გა­ნაკ­ვე­თის პრო­ცენ­ტის სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მა­ზე და მომ­ხმა­რე­ბელს სრუ­ლად და­ა­ნა­ხოს სუ­რა­თი, რამ­დე­ნით ნაკ­ლებს და­ხარ­ჯავს ის მა­გა­ლი­თად, პან­დე­მი­ამ­დე პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით.

მთავ­რო­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი პა­კე­ტის მი­ხედ­ვით, ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ბი­ნის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო და­ა­სუბ­სი­დი­რებს იპო­თე­კუ­რი სეს­ხის გა­ნაკ­ვე­თის 4%-ს. სუბ­სი­დია სეს­ხის აღე­ბი­დან 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სუბ­სი­დია არა­უ­მე­ტეს 200 000-ლა­რი­ან სეს­ხებ­ზე გა­ი­ცე­მა და მათ, ვი­საც სურს, ახა­ლი პროგ­რა­მით ისარ­გებ­ლოს, ბი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სულ მცი­რე 10% უნდა ჰქონ­დეს შე­ტა­ნი­ლი.

  • პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა

მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნე­ბი წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა, იც­ვლე­ბა სტან­დარ­ტე­ბიც, რომ­ლის მიხდვი­თაც თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვებს გას­ცემს.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლე­ბი პრო­ექ­ტის გაც­ნო­ბი­სას ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბით, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის ხა­რის­ხით, შე­ნო­ბის მდგრა­დო­ბით და ა.შ.

დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია, ყვე­ლა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სტან­დარ­ტი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლია, თუ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მყიდ­ველ­საც მი­აწ­ვდის. ასე ის შეძ­ლებს, უფრო სა­ი­მე­დო, გამჭვირ­ვა­ლე და სან­დო კომ­პა­ნი­ის იმი­ჯი შე­იქ­მნას.

  • კლი­ენ­ტე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი

არა­ფე­რია იმა­ზე სან­დო, ვიდ­რე გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­გან ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა. კომ­პა­ნი­ე­ბის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა თუ სხვა არ­ხებ­ში გა­ცი­ლე­ბით უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, ვიდ­რე და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი.

დე­ვე­ლო­პე­რებს, რომ­ლე­ბიც პრო­ექტს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კიდ­ნენ და ბევ­რი კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლიც ჰყავთ, შე­უძ­ლი­ათ მომ­ხმა­რე­ბელ­თა და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი თა­ვი­ანთ სა­რეკ­ლა­მო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნონ, ასე­ვე აკონ­ტრო­ლონ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ის უკუ­კავ­ში­რი, რა­საც კონ­კრე­ტუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ტო­ვე­ბენ, ხელი შე­უ­წყონ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბის გა­ჩე­ნას.

ე.წ Word of mouth არის ის, რაც გა­ყიდ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყო­ველ­თვის წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს. იმის­თვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­დეს, კომ­პა­ნი­ამ შე­საძ­ლე­ბე­ლია და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლე­ბი შექ­მნას, კლი­ენ­ტე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი და­ა­წე­სოს.

  • ბი­ნას­თან ერ­თად, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის და­მა­ტე­ბი­თი სერ­ვი­სის ან პრო­დუქ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბა

ამ ხერ­ხს კომ­პა­ნი­ე­ბი უკვე წლე­ბია, მი­მარ­თა­ვენ და რო­გორც წესი, ძი­რი­თა­დად, ამარ­თლებს. ერ­თგვა­რი გა­თა­მა­შე­ბე­ბი, ბი­ნის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­ჩუქ­რად გარ­კვე­უ­ლი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კა, ავე­ჯი, და­ზღვე­ვა თუ სხვა სერ­ვი­სი ან პრო­დუქ­ტი პრო­ექტს უფრო მიმ­ზიდ­ველს ხდის. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მომ­ხმა­რე­ბელ­მა ორი ერთი და იმა­ვე ფა­სი­სა და მსგავ­სი მდე­ბა­რე­ო­ბის ორ ბი­ნას შო­რის შე­იძ­ლე­ბა, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭოს იმას, ვინც მსგავს აქ­ცი­ას სთა­ვა­ზობს.

  • პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის House.ge-ზე გან­თავ­სე­ბა

House.ge არის პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც SS.ge-ის გუნ­დმა პან­დე­მი­ის აქ­ტი­ურ პე­რი­ოდ­ში შექ­მნა. პლატ­ფორ­მა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია მხო­ლოდ ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი და მშე­ნე­ბა­რე ბი­ნე­ბი. ამას­თან, ის დე­ვე­ლო­პერს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, კომ­პა­ნი­ი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია წარ­მო­ად­გი­ნოს. ეს მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, არა ცალ­კე­უ­ლი ბი­ნის, არა­მედ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად შე­ი­ტყოს, მისი ფა­სე­ბი, ხა­რის­ხი, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა, მიმ­დე­ბა­რე ობი­ექ­ტე­ბი და სხვა ფაქ­ტო­რე­ბი უფრო ად­ვი­ლად შე­ა­და­როს სხვა პრო­ექ­ტებს.

ამას­თან, House.ge მომ­ხმა­რე­ბელს დე­ვე­ლო­პერ­თან პირ­და­პირ აკავ­ში­რებს და მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას უმარ­ტი­ვებს, რაც გა­ყიდ­ვე­ბის ზრდის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. კომ­პა­ნი­ას სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა მი­ი­ღოს ყვე­ლა ის სერ­ვი­სი, რა­საც აქამ­დე SS.ge სთა­ვა­ზობ­და და და­მა­ტე­ბით, კომ­პა­ნი­ის პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს მომ­ხმა­რე­ბელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორ გავზარდოთ გაყიდვები - 5 რჩევა დეველოპერებს

როგორ გავზარდოთ გაყიდვები - 5 რჩევა დეველოპერებს

COVID-19-ის გავლენით, ბინების გაყიდვები 2020 წლის აპრილსა და მაისში მკვეთრად შემცირდა, თუმცა ეკონომიკის გახსნასთან ერთად, ივლისში კლების ტემპი შენელდა, ამ ყველაფერს საინვესტიციო ბანკის - Galt & Taggart-ის კვლევაში ვკითხულობთ.

კვლევის მიხედვით, ბინების გაყიდვების წლიური კლება ასე გამოიყურება:

  • · აპრილი - მინუს 92.7%
  • · მაისი - მინუს 74.3%
  • · ივნისი - მინუს 21%

იმავე კვლევის თანახმად 2020 წლის მე-2 კვარტალში თბილისში შედეგების გაუმჯობესებაა პროგნოზირებული (გაყიდვების ზრდის 0%-იანი ტემპი). Galt & Taggart-ის ინფორმაციით, გაყიდვებს ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4%-იანი სუბსიდირება.

აღსანიშნავია, რომ აპრილში ბინების ფასის ერთადერთი 8.3%-იანი ზრდის შემდეგ, ახალი ბინების ფასი შემცირდა. მაისში და ივნისში კი დეველოპერებმა და კერძო ინვესტორებმა, განსაკუთრებით, გამქირავებლებმა ახალ რეალობასთან ადაპტაცია დაიწყეს და ფასებიც შეამცირეს.

უძრავი ქონების სექტორში გაყიდვების სტიმულირებისთვის დეველოპერებს ათობით რეკომენდაციის გათვალისწინება შეუძლიათ. ჩვენ შევარჩიეთ 5 ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც სამშენებლო სექტორს ამ პროცესში დაეხმარება:

  • სესხების სუბსიდირების პროგრამის გამოყენება გაყიდვების სტიმულირებისთვის

მთავრობის გეგმა, ახალაშენებული ან მშენებარე ბინების შესაძენად აღებული იპოთეკური სესხის 4% დაასუბსიდიროს, აღნიშნული პროდუქტის მიმართ დაინტერესებას კიდევ უფრო გაზრდის.

თუ მომხმარებელი ბინის ფასის შემცირებას, თანხის ნაწილის შეგროვებას ან რაიმე სხვას ელოდა, გაჩნდა შესაძლებლობა, იჩქაროს და უძრავი ქონება შეღავათით უფრო სწრაფად შეიძინოს, რადგან სუბსიდირების პროგრამა წლის ბოლომდე გრძელდება. შესაბამისად, პროექტის შეთავაზებისას, სასურველია, დეველოპერმა აქცენტი გააკეთოს სესხის განაკვეთის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაზე და მომხმარებელს სრულად დაანახოს სურათი, რამდენით ნაკლებს დახარჯავს ის მაგალითად, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტის მიხედვით, ახალაშენებული ბინის შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის განაკვეთის 4%-ს. სუბსიდია სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ სუბსიდია არაუმეტეს 200 000-ლარიან სესხებზე გაიცემა და მათ, ვისაც სურს, ახალი პროგრამით ისარგებლოს, ბინის ღირებულების სულ მცირე 10% უნდა ჰქონდეს შეტანილი.

  • პროექტის შესახებ მომხმარებლისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება

მომხმარებლის მოთხოვნები წლიდან წლამდე იზრდება, იცვლება სტანდარტებიც, რომლის მიხდვითაც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური სამშენებლო ნებართვებს გასცემს.

უძრავი ქონების შეძენის მსურველები პროექტის გაცნობისას ხშირად ინტერესდებიან უსაფრთხოების საკითხებით, სამშენებლო მასალის ხარისხით, შენობის მდგრადობით და ა.შ.

დეველოპერული კომპანია ვალდებულია, ყველა კანონით გათვალისწინებული სტანდარტი დააკმაყოფილოს, თუმცა სასურველია, თუ ამის შესახებ ინფორმაციას მყიდველსაც მიაწვდის. ასე ის შეძლებს, უფრო საიმედო, გამჭვირვალე და სანდო კომპანიის იმიჯი შეიქმნას.

  • კლიენტების კმაყოფილების მუდმივი კონტროლი

არაფერია იმაზე სანდო, ვიდრე გამოცდილების მქონე პირებისგან ობიექტური ინფორმაციის მიღება. კომპანიების არაკეთილსინდისიერების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებსა თუ სხვა არხებში გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დადებითი შეფასებები.

დეველოპერებს, რომლებიც პროექტს პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელიც ჰყავთ, შეუძლიათ მომხმარებელთა დადებითი შეფასებები თავიანთ სარეკლამო კომუნიკაციაში გამოიყენონ, ასევე აკონტროლონ სოციალურ ქსელებში ის უკუკავშირი, რასაც კონკრეტული მომხმარებლები ტოვებენ, ხელი შეუწყონ სოციალურ ქსელებში კმაყოფილი მომხმარებლების მიერ დადებითი შეფასებების გაჩენას.

ე.წ Word of mouth არის ის, რაც გაყიდვების მიმართულებით ყოველთვის წარმატებით მუშაობს. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივად მოხდეს, კომპანიამ შესაძლებელია დამატებითი სტიმულები შექმნას, კლიენტებისთვის გარკვეული საჩუქრები დააწესოს.

  • ბინასთან ერთად, მომხმარებლისთვის დამატებითი სერვისის ან პროდუქტის შეთავაზება

ამ ხერხს კომპანიები უკვე წლებია, მიმართავენ და როგორც წესი, ძირითადად, ამართლებს. ერთგვარი გათამაშებები, ბინის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად გარკვეული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, დაზღვევა თუ სხვა სერვისი ან პროდუქტი პროექტს უფრო მიმზიდველს ხდის. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელმა ორი ერთი და იმავე ფასისა და მსგავსი მდებარეობის ორ ბინას შორის შეიძლება, უპირატესობა მიანიჭოს იმას, ვინც მსგავს აქციას სთავაზობს.

  • პროექტის შესახებ ინფორმაციის House.ge-ზე განთავსება

House.ge არის პლატფორმა, რომელიც SS.ge-ის გუნდმა პანდემიის აქტიურ პერიოდში შექმნა. პლატფორმაზე განთავსებულია მხოლოდ ახალაშენებული და მშენებარე ბინები. ამასთან, ის დეველოპერს საშუალებას აძლევს, კომპანიისა და კონკრეტული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინოს. ეს მომხმარებელს საშუალებას მისცემს, არა ცალკეული ბინის, არამედ პროექტის შესახებ დეტალურად შეიტყოს, მისი ფასები, ხარისხი, ადგილმდებარეობა, მიმდებარე ობიექტები და სხვა ფაქტორები უფრო ადვილად შეადაროს სხვა პროექტებს.

ამასთან, House.ge მომხმარებელს დეველოპერთან პირდაპირ აკავშირებს და მასთან კომუნიკაციას უმარტივებს, რაც გაყიდვების ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. კომპანიას საშუალება ეძლევა მიიღოს ყველა ის სერვისი, რასაც აქამდე SS.ge სთავაზობდა და დამატებით, კომპანიის პროექტების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს.

სენდვიჩი "სოკო" სოკოს გარეშე - სიცილიელი ემიგრანტების შექმნილი უჩვეულო კერძის რეცეპტი შეფისგან

შეზღუდვები, რომლის გათვალისწინებაც ბაკურიანში მშენებლობის დაწყების დროს მოგიწევთ

ანაზღაურების საუკეთესო პირობები ფერმერებისთვის ალდაგში