სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ წინაშე მუხლზე ვდგავარ ცხოვრებაში პირველად" - რა ხდება ბელორუსში, სადაც ლუკაშენკოს მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების პარალელური აქციები იმართება
"თქვენ წინაშე მუხლზე ვდგავარ ცხოვრებაში პირველად" - რა ხდება ბელორუსში, სადაც ლუკაშენკოს მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების პარალელური აქციები იმართება

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კომ მინ­სკში, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ მომ­ხრე­ებს მი­მარ­თა, რომ მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად მათ წი­ნა­შე იჩო­ქებს.

„დიდი მად­ლო­ბა თქვენ. მე თქვენ წი­ნა­შე მუხ­ლზე ვდგა­ვარ პირ­ვე­ლად ჩემს სი­ცო­ცხლე­ში. თქვენ ეს და­იმ­სა­ხუ­რეთ“, - გა­ნა­ცხა­და ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა მი­ტინგზე გა­მოს­ვლი­სას.

ლუ­კა­შენ­კო ტრი­ბუ­ნი­დან ჩა­მო­ვი­და და ხალ­ხს თავი და­უკ­რა.

„ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, ამ 50 ათა­სი ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბის ფა­სე­უ­ლო­ბა იმა­შია, რაც მე აღ­მაფრ­თო­ვა­ნებს: ამით უჩ­ვე­ნეთ, ვინ არის სახ­ლის პატ­რო­ნი“, - გა­ნუ­ცხა­და შეკ­რე­ბი­ლებს ლუ­კა­შენ­კომ მი­ტინ­გის და­სას­რულს.

მა­ნამ­დე კი, ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტსა და კრემ­ლის ლი­დერს ვლა­დი­მერ პუ­ტინს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­ი­მარ­თა. მათ ბე­ლა­რუს­ში არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს.

პუ­ტინ­მა ლუ­კა­შენ­კოს მზად­ყოფ­ნა და­უ­დას­ტუ­რა, და­ეხ­მა­როს პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. ორი­ვე მათ­გან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არი­ან ერ­თობ­ლი­ვად მო­ახ­დი­ნონ რე­ა­გი­რე­ბა სა­გა­რეო საფრ­თხე­ებ­ზე.

მინ­სკში, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­ე­დან­ზე დღეს ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აქ­ცი­ას მარ­თვან. მო­ე­დან­ზე რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. მთავ­რო­ბის სახ­ლის წინ მო­ე­და­ნი შე­მო­სა­ზღვრუ­ლია, რომ­ლის მიღ­მაც ასე­ვე იკ­რი­ბე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ბე­ლა­რუ­სის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შე­ბი აქვთ თან.

მო­ედ­ნის მთლი­ან პე­რი­მეტრზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მო­რი­გე­ო­ბენ.

ეს პირ­ვე­ლი აქ­ცი­აა ლუ­კა­შენ­კოს მხარ­და­სა­ჭე­რად, რო­მე­ლიც 9 აგ­ვის­ტოს, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­წყე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის შემ­დეგ, იმარ­თე­ბა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ბე­ლო­რუს­ში ლუ­კა­შენ­კოს წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცი­ა­ში მი­ნი­მუმ 200 000 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, რომ ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცია-მსვლე­ლო­ბა­ზე ის­მის შე­ძა­ხი­ლე­ბი: „წადი!“.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­და მინ­სკი­სა ლუ­კა­შენ­კოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს მთელს ქვე­ყა­ნა­ში.

ცნო­ბის­თვის, ბე­ლა­რუს­ში 9 აგ­ვის­ტოს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, მოქ­მედ პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს ამომ­რჩე­ველ­თა 80,23%-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, მის­მა მთა­ვარ­მა მე­ტო­ქემ, სვეტ­ლა­ნა ცი­ხა­ნოვ­სკა­ი­ამ კი - ამომ­რჩე­ველ­თა 9,9 %-ის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე.
0

ლუკაშენკოს მხარდამჭერები 50 000-ია და მოწინააღმდეგეები 200 000 -ი? არჩევნებზე ლუკაშენკოს, 87-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი? სურათზე, რომ ასე არ სჩანს. რომელი ტვინგახვრეტილი წერთ ამას?

კოტე
27

ბატკა შავად არის შენი საქმე, პუტინი ვერ გიშველის იმას თავის თავი ყავს საშველი! მუხლზე კი არა გელიოტინაზე არ დაგადებინონ თავი! ჟივი ბელარუს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თქვენ წინაშე მუხლზე ვდგავარ ცხოვრებაში პირველად" - რა ხდება ბელორუსში, სადაც ლუკაშენკოს მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების პარალელური აქციები იმართება

"თქვენ წინაშე მუხლზე ვდგავარ ცხოვრებაში პირველად" - რა ხდება ბელორუსში, სადაც ლუკაშენკოს მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების პარალელური აქციები იმართება

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილ მომხრეებს მიმართა, რომ მადლიერების ნიშნად მათ წინაშე იჩოქებს.

„დიდი მადლობა თქვენ. მე თქვენ წინაშე მუხლზე ვდგავარ პირველად ჩემს სიცოცხლეში. თქვენ ეს დაიმსახურეთ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა მიტინგზე გამოსვლისას.

ლუკაშენკო ტრიბუნიდან ჩამოვიდა და ხალხს თავი დაუკრა.

„ძვირფასო მეგობრებო, ამ 50 ათასი ადამიანის ქმედების ფასეულობა იმაშია, რაც მე აღმაფრთოვანებს: ამით უჩვენეთ, ვინ არის სახლის პატრონი“, - განუცხადა შეკრებილებს ლუკაშენკომ მიტინგის დასასრულს.

მანამდე კი, ბელარუსის პრეზიდენტსა და კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მათ ბელარუსში არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.

პუტინმა ლუკაშენკოს მზადყოფნა დაუდასტურა, დაეხმაროს პრობლემების მოგვარებაში. ორივე მათგანმა განაცხადა, რომ მზად არიან ერთობლივად მოახდინონ რეაგირება საგარეო საფრთხეებზე.

მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე დღეს ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდამჭერები აქციას მართვან. მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მთავრობის სახლის წინ მოედანი შემოსაზღვრულია, რომლის მიღმაც ასევე იკრიბებიან ადამიანები, რომლებსაც ბელარუსის სახელმწიფო დროშები აქვთ თან.

მოედნის მთლიან პერიმეტრზე სამართალდამცველები მორიგეობენ.

ეს პირველი აქციაა ლუკაშენკოს მხარდასაჭერად, რომელიც 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული პროტესტის შემდეგ, იმართება.

პარალელურად, ბელორუსში ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქციაში მინიმუმ 200 000 ადამიანი მონაწილეობს. ადგილობრივი მედია წერს, რომ ანტისამთავრობო აქცია-მსვლელობაზე ისმის შეძახილები: „წადი!“.

მათივე ინფორმაციით, გარდა მინსკისა ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს მთელს ქვეყანაში.

ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23%-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.