პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან კარგადაა შესწავლილი თამარის ცხოვრება, ფსიქოლოგიური ტიპი და ეს მზაკვრული გეგმა დასახულია თვეების მანძილზე" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
"ძალიან კარგადაა შესწავლილი თამარის ცხოვრება, ფსიქოლოგიური ტიპი და ეს მზაკვრული გეგმა დასახულია თვეების მანძილზე" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

23 წლის გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დის თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 21 და 22 ივ­ლისს თეთ­რი­წყა­რო­ში ელექტრო­ე­ნერ­გია იმი­ტომ გა­მო­ირ­თო, რომ მან­ქა­ნის გა­და­ტა­ნის და ტყეს­თან და­ტო­ვე­ბის მოწ­მე არა­ვინ ყო­ფი­ლი­ყო.

თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის თქმით, საქ­მე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან აქვთ, რომ­ლე­ბიც ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თეთ­რი­წყა­როს მცხოვ­რებ­ლებ­საც ატე­რო­რე­ბენ.

„21 და 22 ივ­ლისს ზუს­ტად იმი­ტომ გა­მო­ირ­თო შუქი, რომ და­ნარ­ჩენ დღე­ებ­ში მან­ქა­ნა ისე ყო­ფი­ლი­ყო მიყ­ვა­ნი­ლი და და­დე­ბუ­ლი იმ ად­გი­ლას, რომ ამის მოწ­მე არა­ვინ არ ყო­ფი­ლი­ყო. ჩემი ეჭვი ის არის, რომ ეს „ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვის“ ჩა­დე­ნი­ლი, რომ ყო­ფი­ლი­ყო აქამ­დე იქ­ნე­ბო­და გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, აქ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან გვაქვს საქ­მე, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ნა­ი­რად ატე­რო­რე­ბენ თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ყვე­ლას ვერ და­ა­ში­ნებს, არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ზუს­ტად აში­ნე­ბენ და ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მი­უწ­ვდე­ბათ ხელი ყვე­ლა­ფერს იყე­ნე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე სამ­სა­ხურ­თან კავ­შირ­ში არ არის.

„უკვე 100 პრო­ცენ­ტით ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ სამ­სა­ხურ­თან კავ­შირ­ში არ არის, რად­გან სამ­სა­ხუ­რი­დან თა­მა­რი უკვე წა­მო­სუ­ლი იყო. ძა­ლი­ან კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი თა­მა­რის ცხოვ­რე­ბა, თა­მა­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტიპი და ეს მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მა არის და­სა­ხუ­ლი თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე და არა ერთ დღეს, სპონ­ტა­ნუ­რად. თა­მარ ორ­შა­ბათს კომ­პი­უ­ტე­რი უკვე სამ­სა­ხურ­ში უნდა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. ამის გა­კე­თე­ბა იმი­ტომ გა­და­წყდა შა­ბათს, რომ არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო კომ­პი­ტე­რი და აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო მათ ხელ­ში. კომ­პი­ტერ­ზე იყო „ფლეშ­კა“, რო­მე­ლიც და­ი­კარ­გა“ ,- აცხა­დებს თე­ო­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zaza
195

მემგონი მთელი ოჯახი სამკურნალოა

ნატა
3

სამსახურს თუ არ უკავშირდება, აბა უნივერსიტეტს უკავშირდება?! .თი სხვა საქმიანობაც ქონდა და კერძო შეკვეთებს იღებ და თავისი სპეციალობიდან გამომდინარე, მაშინ ეგ გაარკვიეთ.. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ძალიან კარგადაა შესწავლილი თამარის ცხოვრება, ფსიქოლოგიური ტიპი და ეს მზაკვრული გეგმა დასახულია თვეების მანძილზე" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"ძალიან კარგადაა შესწავლილი თამარის ცხოვრება, ფსიქოლოგიური ტიპი და ეს მზაკვრული გეგმა დასახულია თვეების მანძილზე" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, 21 და 22 ივლისს თეთრიწყაროში ელექტროენერგია იმიტომ გამოირთო, რომ მანქანის გადატანის და ტყესთან დატოვების მოწმე არავინ ყოფილიყო.

თეონა თამაზაშვილის თქმით, საქმე მაღალი თანამდებობის პირებთან აქვთ, რომლებიც ბაჩალიაშვილის საქმიდან გამომდინარე, თეთრიწყაროს მცხოვრებლებსაც ატერორებენ.

„21 და 22 ივლისს ზუსტად იმიტომ გამოირთო შუქი, რომ დანარჩენ დღეებში მანქანა ისე ყოფილიყო მიყვანილი და დადებული იმ ადგილას, რომ ამის მოწმე არავინ არ ყოფილიყო. ჩემი ეჭვი ის არის, რომ ეს „ჩვეულებრივი მოკვდავის“ ჩადენილი, რომ ყოფილიყო აქამდე იქნებოდა გამოძიებული, აქ ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველანაირად ატერორებენ თეთრიწყაროს რაიონს. ჩვეულებრივი ადამიანი ყველას ვერ დააშინებს, არიან ისეთები, რომლებიც ზუსტად აშინებენ და ქვეყანაში, სადაც მიუწვდებათ ხელი ყველაფერს იყენებენ“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე სამსახურთან კავშირში არ არის.

„უკვე 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ სამსახურთან კავშირში არ არის, რადგან სამსახურიდან თამარი უკვე წამოსული იყო. ძალიან კარგად არის შესწავლილი თამარის ცხოვრება, თამარის ფსიქოლოგიური ტიპი და ეს მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების მანძილზე და არა ერთ დღეს, სპონტანურად. თამარ ორშაბათს კომპიუტერი უკვე სამსახურში უნდა დაებრუნებინა. ამის გაკეთება იმიტომ გადაწყდა შაბათს, რომ არ დაბრუნებულიყო კომპიტერი და აღმოჩენილიყო მათ ხელში. კომპიტერზე იყო „ფლეშკა“, რომელიც დაიკარგა“ ,- აცხადებს თეონა ბაჩალიაშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

პროკურატურამ გია საფაროვის  განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინა

"არჩილი პატიოსანი ადამიანია, მთელი ის დღეები მშვიდად იყო... იცოდა, რომ არაფერი ჩაუდენია" - "რადიო თავისუფლება" გაგნიძის დის ინტერვიუს აქვეყნებს

"ეს ქალი ორმოცზეც არ მინახავს... ჩემთვის უკვე ნათელია, რა დავალებასაც ის ასრულებს" - რას პასუხობს მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ბებიას