მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან კობერიძე: "კომუნიკაციების კანონში" ცვლილებებით ხელისუფლებამ ლეგალური გახადა ბიზნესზე ძალადობა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ტერორით და რეკეტით აკეთებდა
ლევან კობერიძე: "კომუნიკაციების კანონში" ცვლილებებით ხელისუფლებამ ლეგალური გახადა ბიზნესზე ძალადობა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ტერორით და რეკეტით აკეთებდა

2020 წლის 17 ივ­ლისს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა 3 მოს­მე­ნით 1 კვი­რა­ში მი­ი­ღო "ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტმა ხელი იმ დღეს­ვე მო­ა­წე­რა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­შიც იმა­ვე დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდა. დღეს ეს კა­ნო­ნი უკვე მოქ­მე­დია.

კო­მი­სია კა­ნონს ბიზ­ნეს­თან კონ­სენ­სუ­სის შე­დეგს უწო­დებს, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი", რო­მე­ლიც სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ბა­ზარ­ზე ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­თა­მა­შეა, ამ კონ­სენ­სუ­სის ნა­წი­ლი არ არის და ეს არა­ერ­თგზის და­ა­ფიქ­სი­რა კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ.

"კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი" "ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს.

ექ­სპერ­ტე­ბი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ე­ბებს "ბიზ­ნე­სის­თვის კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მავ­ნეს და და­მა­ზი­ა­ნე­ბელს" უწო­დე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან შე­უ­სა­ბა­მოა.

პარ­ლა­მენ­ტა­რი ლე­ვან კო­ბე­რი­ძე, ამ­ჯე­რად "ლე­ლოს" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი ვა­კე­ში, აცხა­დებს, რომ ამ კა­ნო­ნის მი­სა­ღე­ბად უპ­რე­ცე­დენ­ტო მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ცხად­და პარ­ლა­მენ­ტში და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ და­უშ­ვა ყვე­ლა გა­მო­ნაკ­ლი­სი, რისი დაშ­ვე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და.

"ეს კა­ნო­ნი არის თვალ­სა­ჩი­ნო გა­მოვ­ლი­ნე­ბა დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლის, რომ არ და­ტო­ვოს სივ­რცე, მათ შო­რის ბიზ­ნეს სივ­რცეც, რო­მელ­ზეც არ ექ­ნე­ბა პირ­და­პი­რი ჩა­რე­ვის, კონ­ტრო­ლის და ზე­წო­ლის მე­ქა­ნიზ­მი. ამ კა­ნო­ნით, ფაქ­ტობ­რი­ვად, ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ლე­გა­ლუ­რი სახე მის­ცა იმ ბიზ­ნეს­ზე ძა­ლა­დო­ბას, რა­საც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ახორ­ცი­ე­ლებ­და პირ­და­პი­რი ტე­რო­რის და რე­კე­ტის სა­ხით. ეს კა­ნო­ნი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის შე­ლახ­ვის და ბიზ­ნე­სის სა­კუ­თა­რი (ხე­ლი­სუფ­ლე­ბის) პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი­სათ­ვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, რო­მან კა­კუ­ლი­ამ პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლი იქნა კონ­კრე­ტუ­ლად ერთი კომ­პა­ნი­ის­თვის. „მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იყო ის, რომ არ­სე­ბობ­და კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ქმე­დე­ბა და არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი ამ ქმე­დე­ბის აღ­კვე­თის­თვის. არ­სე­ბობ­და უფრო მკაც­რი ზომა, რო­მელ­საც ჰქვია ლი­ცენ­ზი­ის შე­ჩე­რე­ბა, მაგ­რამ მას მოჰ­ყვე­ბა ცუდი შე­დე­გე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. ამი­ტომ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა გა­და­წყვი­ტა შე­მო­ე­ტა­ნა შე­და­რე­ბით რბი­ლი ზომა, რომ ეს პრობ­ლე­მა მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და რო­მან კა­კუ­ლი­ამ. ლე­ვან კო­ბე­რი­ძეს მი­აჩ­ნია, რომ კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი დამ­ღუპ­ვე­ლია:

"ვფიქ­რობ, მისი ეს გან­ცხა­დე­ბა არის უკი­დუ­რე­სად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ისე­თი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის, რონ­ლის­თვი­საც სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის ხელ­ყო­ფის მცდე­ლო­ბა, კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­ზღუდ­ვა და სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პრინ­ცი­პე­ბის­გან გა­დახ­ვე­ვა არის დამ­ღუპ­ვე­ლი და შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თი იქო­ნი­ოს. არ გა­მოვ­რი­ცხავ, მისი ეს გა­მო­ნათ­ქვა­მი გახ­დეს სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლო­ში ქვეყ­ნის (სა­ქარ­თვე­ლოს) წი­ნა­აღ­მდეგ

კა­ნო­ნის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბა­ი­ყო არა მხო­ლოდ გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვა, არა­მედ ოც­ნე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის მთელს 8 წლი­ან პე­რი­ოდ­ში, პარ­ლა­მენ­ტში არ ახ­სენ­დე­ბათ მსგავ­სი პრე­ცენ­დე­ტი - რო­დე­საც სხდო­მე­ბი დღე და ღამე იყო გა­დაბ­მუ­ლი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. გა­მი­ხარ­დე­ბო­და, ეს რომ ყო­ფი­ლი­ყო მთე­ლი მე­ცხრე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის ჩვე­უ­ლი სა­მუ­შაო რიტ­მი. ფაქ­ტია ეს იყო პარ­ტი­უ­ლი და­ვა­ლე­ბა და პარ­ლა­მენტს და კო­მი­ტეტს პირ­და­პირ და­ე­ვა­ლა ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის აუ­ცი­ლებ­ლად არა­თუ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად, არა­მედ ფაქ­ტობ­რი­ვად, ბიზ­ნეს სექ­ტორ­თან, ექ­სპერ­ტებ­თან და დე­პუ­ტა­ტებ­თან გან­ხილ­ვის გა­რე­შეც კი.

სხდო­მებ­ზე ვი­ხი­ლავ­დით კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც და­რი­გე­ბუ­ლიც კი არ იყო და ცვლი­ლე­ბე­ბის ზე­პი­რად მოს­მე­ნა გვი­წევ­და დე­პუ­ტებს. ეს იყო არა სა­პარ­ლა­მენ­ტო გან­ხილ­ვა არა­მედ პარ­ლა­მენ­ტის რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ის შა­პი­ტოს ცირ­კად გა­დაქ­ცე­ვა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უმ­რავ­ლე­სო­ბის იმ წევ­რებმს, რომ­ლებ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რეს ამ კა­ნონს, არც კი იცი­ან რას და­უ­ჭი­რეს მხა­რი. სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­აკშ­ვი­ლის რე­ჟი­მის დრო­ინ­დე­ლი “ნო­ტა­რი­უ­სი” პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა ოც­ნე­ბამ მისი მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო წლებ­ში სრუ­ლად გად­მო­ა­კო­პი­რა", - აცხა­დებს ლე­ვან კო­ბე­რი­ძე.

პარ­ლა­მენ­ტარს მი­აჩ­ნია, რომ ეს კა­ნო­ნი იმ უკვე მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა, რომ­ლი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს “დამ­სჯელ სტრუქ­ტუ­რე­ბად” გა­და­აქ­ცი­ოს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ე­ბი და სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი - ამის მა­გა­ლი­თად ასა­ხე­ლებს ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში მი­ღე­ბულ ყბა­და­ღე­ბულ 520-ე დად­გე­ნი­ლე­ბას და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს, ჯან­დაც­ვი­სა და წამ­ლის შე­სა­ხებ კა­ნო­ნებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ლევან კობერიძე: "კომუნიკაციების კანონში" ცვლილებებით ხელისუფლებამ ლეგალური გახადა ბიზნესზე ძალადობა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ტერორით და რეკეტით აკეთებდა

ლევან კობერიძე: "კომუნიკაციების კანონში" ცვლილებებით ხელისუფლებამ ლეგალური გახადა ბიზნესზე ძალადობა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ტერორით და რეკეტით აკეთებდა

2020 წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა 3 მოსმენით 1 კვირაში მიიღო "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი იმ დღესვე მოაწერა და საკანონმდებლო მაცნეშიც იმავე დღეს გამოქვეყნდა. დღეს ეს კანონი უკვე მოქმედია.

კომისია კანონს ბიზნესთან კონსენსუსის შედეგს უწოდებს, თუმცა ფაქტია, რომ "კავკასუს ონლაინი", რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ კონსენსუსის ნაწილი არ არის და ეს არაერთგზის დააფიქსირა კომპანიის ხელმძღვანელობამ.

"კავკასუს ონლაინი" "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ექსპერტები საკანონმდებლო ცვლიებებს "ბიზნესისთვის კატასტროფულად მავნეს და დამაზიანებელს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

პარლამენტარი ლევან კობერიძე, ამჯერად "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში, აცხადებს, რომ ამ კანონის მისაღებად უპრეცედენტო მობილიზაცია გამოცხადდა პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანომ დაუშვა ყველა გამონაკლისი, რისი დაშვებაც შეიძლებოდა.

"ეს კანონი არის თვალსაჩინო გამოვლინება დღევანდელი ხელისუფლების დაუოკებელი სურვილის, რომ არ დატოვოს სივრცე, მათ შორის ბიზნეს სივრცეც, რომელზეც არ ექნება პირდაპირი ჩარევის, კონტროლის და ზეწოლის მექანიზმი. ამ კანონით, ფაქტობრივად, ოცნების ხელისუფლებამ ლეგალური სახე მისცა იმ ბიზნესზე ძალადობას, რასაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა პირდაპირი ტერორის და რეკეტის სახით. ეს კანონი საკუთრების უფლების შელახვის და ბიზნესის საკუთარი (ხელისუფლების) პოლიტიკური ინტერესისათვის დაქვემდებარების საშუალებას იძლევა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ პირდაპირ განაცხადა, რომ ეს კანონი მიღებული იქნა კონკრეტულად ერთი კომპანიისთვის. „მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არსებობდა კომპანია, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე განახორციელა ქმედება და არსებული კანონით გათვალისწინებული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქმედების აღკვეთისთვის. არსებობდა უფრო მკაცრი ზომა, რომელსაც ჰქვია ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ მას მოჰყვება ცუდი შედეგები მოსახლეობისთვის. ამიტომ მარეგულირებელმა გადაწყვიტა შემოეტანა შედარებით რბილი ზომა, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა", - განაცხადა რომან კაკულიამ. ლევან კობერიძეს მიაჩნია, რომ კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები დამღუპველია:

"ვფიქრობ, მისი ეს განცხადება არის უკიდურესად დამაზიანებელი ისეთი ქვეყნის ეკონომიკისათვის, რონლისთვისაც საკუთრების უფლების ხელყოფის მცდელობა, კონკურენციის შეზღუდვა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისგან გადახვევა არის დამღუპველი და შეიძლება შეუქცევადი ხასიათი იქონიოს. არ გამოვრიცხავ, მისი ეს გამონათქვამი გახდეს სერიოზული არგუმენტი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ქვეყნის (საქართველოს) წინააღმდეგ

კანონის დაჩქარებული წესით მიღებაიყო არა მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევა, არამედ ოცნების მმართველობის მთელს 8 წლიან პერიოდში, პარლამენტში არ ახსენდებათ მსგავსი პრეცენდეტი - როდესაც სხდომები დღე და ღამე იყო გადაბმული რამდენიმე დღის განმავლობაში. გამიხარდებოდა, ეს რომ ყოფილიყო მთელი მეცხრე მოწვევის პარლამენტის ჩვეული სამუშაო რიტმი. ფაქტია ეს იყო პარტიული დავალება და პარლამენტს და კომიტეტს პირდაპირ დაევალა ამ კანონპროექტის აუცილებლად არათუ დაჩქარებულად, არამედ ფაქტობრივად, ბიზნეს სექტორთან, ექსპერტებთან და დეპუტატებთან განხილვის გარეშეც კი.

სხდომებზე ვიხილავდით კანონპროექტს, რომელიც დარიგებულიც კი არ იყო და ცვლილებების ზეპირად მოსმენა გვიწევდა დეპუტებს. ეს იყო არა საპარლამენტო განხილვა არამედ პარლამენტის როგორც ინსტიტუციის შაპიტოს ცირკად გადაქცევა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობის იმ წევრებმს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ კანონს, არც კი იციან რას დაუჭირეს მხარი. სამწუხაროა, რომ სააკშვილის რეჟიმის დროინდელი “ნოტარიუსი” პარლამენტის მუშაობა ოცნებამ მისი მმართველობის ბოლო წლებში სრულად გადმოაკოპირა", - აცხადებს ლევან კობერიძე.

პარლამენტარს მიაჩნია, რომ ეს კანონი იმ უკვე მიღებული კანონების გაგრძელებაა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს “დამსჯელ სტრუქტურებად” გადააქციოს მარეგულირებელი კომისიები და სამინისტროები - ამის მაგალითად ასახელებს ჯანდაცვის სფეროში მიღებულ ყბადაღებულ 520-ე დადგენილებას და საკანონმდებლო ცვლილებებს, ჯანდაცვისა და წამლის შესახებ კანონებში.

ბათუმში დიჯიტალ ტვ-ის ოფისი გაიხსნა

თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა და აქ, ახლა ის უკვე თიბისი კონცეპტია

Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!