სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეძუძურს რძე რომ გაუშრეს და პატარას ბატატი აჭამოს, ჯანმრთელი გაიზრდება" - 82 წლის ფერმერი, რომელმაც ტროპიკული კულტურა ინტერნეტით აღმოაჩინა
"მეძუძურს რძე რომ გაუშრეს და პატარას ბატატი აჭამოს, ჯანმრთელი გაიზრდება" - 82 წლის ფერმერი, რომელმაც ტროპიკული კულტურა ინტერნეტით აღმოაჩინა

ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა და შრო­მის სურ­ვი­ლი - ლა­გო­დე­ხე­ლი 82 წლის ფერ­მერ შოთა ერი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი ასე უნდა და­ვი­წყოთ. პრო­ფე­სი­ით ბი­ო­ლო­გი სკო­ლა­შიც მუ­შა­ობ­და, ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში მეც­ნი­ე­რი მუ­შა­კი გახ­ლდათ. ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბა ად­რეც ჰქონ­და, მაგ­რამ პენ­სი­ა­ზე გას­ვლის შემ­დეგ ფერ­მე­რო­ბა და­ი­წყო. სი­ახ­ლე­ებს არ უშინ­დე­ბა, უყ­ვარს ინო­ვა­ცი­ე­ბი. ჯერ კი­დევ 1986-1987 წლებ­ში კი­ვის გა­მოყ­ვა­ნა და­ი­წყო, როცა ეს კულ­ტუ­რა მა­სობ­რი­ვად არ იყო ჩვენ­თან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი... ახლა მოჰ­ყავს ბა­ტა­ტი და ამით უკ­მა­ყო­ფი­ლო ნამ­დვი­ლად არ არის.

შოთა ერი­აშ­ვი­ლი:

გა­დავ­წყვი­ტე ჩემ­თვის გა­მო­მეყ­ვა­ნა მას შემ­დეგ, რაც ერთ ად­გი­ლას ვნა­ხე. ავა­ჭე­რი კალ­მე­ბი და გა­ვა­ხა­რე. რომ გა­ი­გეს, მი­თხრეს, მოგ­ვყი­დეო და მივ­ყი­დე, რად­გან 10 "ძირ­ზე მეტი მა­ინც არ მინ­დო­და. შემ­დეგ წელს კი­დევ და­ვა­კალ­მე, მე­სა­მე წელს კი 500-600 ძი­რამ­დე ავე­დი. ყო­ვე­ლი და­კალ­მე­ბუ­ლი ნა­ყოფ­სა და მო­სა­ვალს მე­სა­მე წელს მაძ­ლევ­და. კივი ეზო­ში 200 კვად­რა­ტულ მეტრზე მქონ­და გა­შე­ნე­ბუ­ლი. რაც სათ­ბუ­რი ავა­შე­ნე, რა­ღა­ცე­ბის შეც­ვლა მო­მიხ­და", - გვე­უბ­ნე­ბა შოთა ერი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სათ­ბუ­რი ბა­ტატს და­უთ­მო.

ეს კულ­ტუ­რა ინ­ტერ­ნე­ტით აღ­მო­ა­ჩი­ნა და მის მოყ­ვა­ნას სამ წე­ლი­წადს სწავ­ლობ­და. ბა­ტა­ტის დიდი მო­სა­ვა­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად მან აიღო (ამის შე­სა­ხებ "მა­მულ-დე­დუ­ლი" წერ­და). სა­ინ­ტე­რე­სოა, კარ­გად და­წყე­ბუ­ლი საქ­მე დღეს რო­გორ ვი­თარ­დე­ბა.

- თავ­და­პირ­ვე­ლად, 11 ბა­ტა­ტი ვი­შო­ვე, ფან­ჯრის რა­ფა­ზე მო­ვიყ­ვა­ნე და იქი­დან ნა­ხე­ვა­რი ტონა ავი­ღე. მერე 900 ცალი დავ­დე გა­სა­ღი­ვებ­ლად - ამის­თვის სა­ძი­ნე­ბე­ლი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე და სათ­ბუ­რი მო­ვა­წყვე... ოთახ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 30 გრა­დუ­სი იყო და მორ­წყვი­სას სულ გა­მი­შავ­და. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ სათ­ბუ­რის გა­კე­თე­ბა, სა­დაც უფრო ბევრ ბა­ტატს მო­ვი­წევ­დით. მერე "ქეა"-ევ­რო­კავ­ში­რის­გან მი­ვი­ღეთ პა­ტა­რა გრან­ტი.

- დიდი სათ­ბუ­რია?

- იმ­ხე­ლა და­ფი­ნან­სე­ბაც არ მიგ­ვი­ღია, რომ დიდი სათ­ბუ­რი გაგ­ვე­მარ­თა.სულ 70 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია, ბი­ლი­კე­ბის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ კი 40 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი­ღა დარ­ჩა. მერე დიდი თა­რო­ე­ბი გავ­მარ­თეთ და ფარ­თო­ბიც გა­ი­ზარ­და. შარ­შან მო­სა­ვა­ლი 15 ტო­ნამ­დე მო­ვი­და.

- მო­სა­ვალს სა­ნამ გა­ყი­დით, სად აბი­ნა­ვებთ?

- თა­ვი­დან და­სა­ბი­ნა­ვე­ბე­ლი ად­გი­ლი არ გვქონ­და. ამი­ტომ ოთახ­ში და­ვა­წყვე 8 ტონა ბა­ტა­ტი, და­ნარ­ჩე­ნი კი სათ­ბურ­ში. მაგ­რამ სათ­ბუ­რის კედ­ლე­ბი თხე­ლია და 2-3 ტო­ნამ­დე გაგ­ვი­ფუჭ­და, რად­გან შე­სა­ნა­ხი ტემ­პე­რა­ტუ­რა ვერ და­ვი­ცა­ვით. მოკ­ლედ, აღე­ბუ­ლი თან­ხა უკან ჩა­ვაბ­რუ­ნეთ და აგერ, ხე­ლოს­ნე­ბი სა­წყო­ბის გა­კე­თე­ბას გა­სულ კვი­რას მორ­ჩნენ - სა­ქათ­მე მოვ­შა­ლეთ და მის ად­გი­ლას ავა­შე­ნეთ სა­წყო­ბი (56 კვმ). ასე რომ, წლე­ვან­დელ მო­სა­ვალს კარ­გად და­ვა­ბი­ნა­ვებთ, რომ არ გა­ფუჭ­დეს, კონ­დი­ცი­ო­ნერ­საც და­ვა­მონ­ტა­ჟებთ და სა­თა­ნა­დო ტემ­პე­რა­ტუ­რას და­ვი­ცავთ. ჰი­პერ­მარ­კეტ­თან გვაქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­დე­ბუ­ლი და წელს მომ­ხმა­რე­ბელს უფრო ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტით მო­ვა­მა­რა­გებთ. ბა­ტა­ტის შე­მოს­ვლის აგ­რო­ვა­და 4 თვეა. ოქ­ტომ­ბრის 5-10 რი­ცხვის­თვის მო­სავ­ლის ამო­ღე­ბას და­ვას­რუ­ლებთ.

- პრო­ცე­სი იწყე­ბა სათ­ბურ­ში და შემ­დეგ ღია გრუნ­ტში ინაც­ვლებს, ხომ ასეა?

- კი, ჯერ ნერ­გი გა­მომ­ყავს, გა­დარ­გვის პე­რი­ოდ­ში დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 1000 ცალს ვჭრი, ვა­ფეს­ვი­ა­ნებ, მერე კი ღია გრუნ­ტში გა­და­მაქვს.ბა­ტა­ტი რთუ­ლად მო­სავ­ლე­ლი კულ­ტუ­რაა, ნერ­გი თუ არ გა­მო­იყ­ვა­ნე, არ მო­დის. რომ დარ­გავ, რო­გორც გოგ­რა და კიტ­რი, ისე იზ­რდე­ბა. მუხლთა შო­რი­სებ­ში, ფოთ­ლის "იღ­ლი­ებ­ში", მა­საც გა­მო­აქვს ფეს­ვი. ნაკ­ვეთ­ში, სა­დაც სა­ბო­ლო­ოდ გა­დაგ­ვაქვს, მულ­ჩი­რე­ბას ვუ­კე­თებთ - ჯერ მიწა იხ­ვნე­ბა, ფხვი­ერ­დე­ბა და მერე მი­საყ­რე­ლად მზად­დე­ბა. გავ­ჭი­მეთ წვე­თო­ვა­ნი სის­ტე­მაც, ცე­ლო­ფა­ნი და­ვა­ფი­ნეთ და მის ნახ­ვრე­ტებ­ში ყო­ველ 40 სან­ტი­მეტრში დავრგეთ.

- მორ­წყვა ინ­ტენ­სი­უ­რად სჭირ­დე­ბა?

- ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია წე­ლი­წად­ზე, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მორ­წყვა ხში­რად უნდა. წვი­მა რომ მო­ვი­დეს, ცე­ლო­ფან­ში ხომ ვერ ჩავა? ამი­ტომ წვე­თო­ვა­ნით ვრწყავთ. ყო­ველ წელს სა­უ­კე­თე­სო ნი­ა­და­გი კი გვაქვს, მაგ­რამ მორ­წყვის მი­უ­ხე­და­ვად, წლე­ულს გვალ­ვა ცე­ლო­ფანს ახუ­რებს და ცოტა შე­ა­წუ­ხა, თან ივ­ნის-ივ­ლის­ში წვი­მა არ ყო­ფი­ლა.

- ბა­ტატ­მა რით მი­იქ­ცია თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა?

- ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო ბოსტნე­უ­ლია. მისი 100-ზე მეტი ჯიში არ­სე­ბობს. ისე­თი სა­სარ­გებ­ლოა, მე­ძუ­ძურს რძე რომ გა­უშ­რეს და ორი თვის პა­ტა­რას მხო­ლოდ ბა­ტა­ტი აჭა­მოს, ბავ­შვი ჯან­მრთე­ლი გა­იზ­რდე­ბა, რად­გან ბა­ტა­ტი გა­ჯე­რე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო ელე­მენ­ტი­თა და ვი­ტა­მი­ნით. მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან ტკბი­ლია, მაგ­რამ დი­ა­ბე­ტი­ა­ნებს არ ავ­ნებს. ჰი­პერ­მარ­კეტ­ში კი­ლოგ­რა­მი 11 ლარი ღირს, ჩვენ­გან კი აქამ­დე 3,5 ლა­რად იბა­რებ­დნენ. უცხო­ე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი ბა­ტა­ტი, არა სე­ზონ­ზე, სხვა ქსელ­ში 17,95 ლა­რა­დაც მი­ნა­ხავს.

- რამ­დე­ნი ჯი­შის ბა­ტა­ტი მოგ­ყავთ?

- ხუთი ჯიში გვაქვს: სტა­ფი­ლოს­ფე­რი გუ­ლით, იის­ფე­რი, თეთ­რი (მას "გოჩა" ჰქვია და უფრო კარ­ტო­ფილს ჰგავს, მეტ სა­ხა­მე­ბელს შე­ი­ცავს), სტა­ფი­ლოს­ფერ­ში ბევ­რი კა­რო­ტი­ნია, იის­ფე­რი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ან­ტო­ცი­ა­ნი­ნებს შე­ი­ცავს, სიმ­სივ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი­ე­რე­ბებს....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
0

წარმატებებს გისურვებთ პოზიტიური რეპორტაჟია

დ გ
0

დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მეძუძურს რძე რომ გაუშრეს და პატარას ბატატი აჭამოს, ჯანმრთელი გაიზრდება" - 82 წლის ფერმერი, რომელმაც ტროპიკული კულტურა ინტერნეტით აღმოაჩინა

"მეძუძურს რძე რომ გაუშრეს და პატარას ბატატი აჭამოს, ჯანმრთელი გაიზრდება" - 82 წლის ფერმერი, რომელმაც ტროპიკული კულტურა ინტერნეტით აღმოაჩინა

ცოდნა, გამოცდილება და შრომის სურვილი - ლაგოდეხელი 82 წლის ფერმერ შოთა ერიაშვილის შესახებ საუბარი ასე უნდა დავიწყოთ. პროფესიით ბიოლოგი სკოლაშიც მუშაობდა, ლაგოდეხის ნაკრძალში მეცნიერი მუშაკი გახლდათ. შინამეურნეობა ადრეც ჰქონდა, მაგრამ პენსიაზე გასვლის შემდეგ ფერმერობა დაიწყო. სიახლეებს არ უშინდება, უყვარს ინოვაციები. ჯერ კიდევ 1986-1987 წლებში კივის გამოყვანა დაიწყო, როცა ეს კულტურა მასობრივად არ იყო ჩვენთან გავრცელებული... ახლა მოჰყავს ბატატი და ამით უკმაყოფილო ნამდვილად არ არის.

შოთა ერიაშვილი:

გადავწყვიტე ჩემთვის გამომეყვანა მას შემდეგ, რაც ერთ ადგილას ვნახე. ავაჭერი კალმები და გავახარე. რომ გაიგეს, მითხრეს, მოგვყიდეო და მივყიდე, რადგან 10 "ძირზე მეტი მაინც არ მინდოდა. შემდეგ წელს კიდევ დავაკალმე, მესამე წელს კი 500-600 ძირამდე ავედი. ყოველი დაკალმებული ნაყოფსა და მოსავალს მესამე წელს მაძლევდა. კივი ეზოში 200 კვადრატულ მეტრზე მქონდა გაშენებული. რაც სათბური ავაშენე, რაღაცების შეცვლა მომიხდა", - გვეუბნება შოთა ერიაშვილი, რომელმაც სათბური ბატატს დაუთმო.

ეს კულტურა ინტერნეტით აღმოაჩინა და მის მოყვანას სამ წელიწადს სწავლობდა. ბატატის დიდი მოსავალიც საქართველოში პირველად მან აიღო (ამის შესახებ "მამულ-დედული" წერდა). საინტერესოა, კარგად დაწყებული საქმე დღეს როგორ ვითარდება.

- თავდაპირველად, 11 ბატატი ვიშოვე, ფანჯრის რაფაზე მოვიყვანე და იქიდან ნახევარი ტონა ავიღე. მერე 900 ცალი დავდე გასაღივებლად - ამისთვის საძინებელი გავათავისუფლე და სათბური მოვაწყვე... ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსი იყო და მორწყვისას სულ გამიშავდა. ამიტომ გადავწყვიტეთ სათბურის გაკეთება, სადაც უფრო ბევრ ბატატს მოვიწევდით. მერე "ქეა"-ევროკავშირისგან მივიღეთ პატარა გრანტი.

- დიდი სათბურია?

- იმხელა დაფინანსებაც არ მიგვიღია, რომ დიდი სათბური გაგვემართა.სულ 70 კვადრატული მეტრია, ბილიკების გაკეთების შემდეგ კი 40 კვადრატული მეტრიღა დარჩა. მერე დიდი თაროები გავმართეთ და ფართობიც გაიზარდა. შარშან მოსავალი 15 ტონამდე მოვიდა.

- მოსავალს სანამ გაყიდით, სად აბინავებთ?

- თავიდან დასაბინავებელი ადგილი არ გვქონდა. ამიტომ ოთახში დავაწყვე 8 ტონა ბატატი, დანარჩენი კი სათბურში. მაგრამ სათბურის კედლები თხელია და 2-3 ტონამდე გაგვიფუჭდა, რადგან შესანახი ტემპერატურა ვერ დავიცავით. მოკლედ, აღებული თანხა უკან ჩავაბრუნეთ და აგერ, ხელოსნები საწყობის გაკეთებას გასულ კვირას მორჩნენ - საქათმე მოვშალეთ და მის ადგილას ავაშენეთ საწყობი (56 კვმ). ასე რომ, წლევანდელ მოსავალს კარგად დავაბინავებთ, რომ არ გაფუჭდეს, კონდიციონერსაც დავამონტაჟებთ და სათანადო ტემპერატურას დავიცავთ. ჰიპერმარკეტთან გვაქვს ხელშეკრულება დადებული და წელს მომხმარებელს უფრო ხარისხიანი პროდუქტით მოვამარაგებთ. ბატატის შემოსვლის აგროვადა 4 თვეა. ოქტომბრის 5-10 რიცხვისთვის მოსავლის ამოღებას დავასრულებთ.

- პროცესი იწყება სათბურში და შემდეგ ღია გრუნტში ინაცვლებს, ხომ ასეა?

- კი, ჯერ ნერგი გამომყავს, გადარგვის პერიოდში დღეში საშუალოდ 1000 ცალს ვჭრი, ვაფესვიანებ, მერე კი ღია გრუნტში გადამაქვს.ბატატი რთულად მოსავლელი კულტურაა, ნერგი თუ არ გამოიყვანე, არ მოდის. რომ დარგავ, როგორც გოგრა და კიტრი, ისე იზრდება. მუხლთა შორისებში, ფოთლის "იღლიებში", მასაც გამოაქვს ფესვი. ნაკვეთში, სადაც საბოლოოდ გადაგვაქვს, მულჩირებას ვუკეთებთ - ჯერ მიწა იხვნება, ფხვიერდება და მერე მისაყრელად მზადდება. გავჭიმეთ წვეთოვანი სისტემაც, ცელოფანი დავაფინეთ და მის ნახვრეტებში ყოველ 40 სანტიმეტრში დავრგეთ.

- მორწყვა ინტენსიურად სჭირდება?

- ეს დამოკიდებულია წელიწადზე, მიუხედავად ამისა, მორწყვა ხშირად უნდა. წვიმა რომ მოვიდეს, ცელოფანში ხომ ვერ ჩავა? ამიტომ წვეთოვანით ვრწყავთ. ყოველ წელს საუკეთესო ნიადაგი კი გვაქვს, მაგრამ მორწყვის მიუხედავად, წლეულს გვალვა ცელოფანს ახურებს და ცოტა შეაწუხა, თან ივნის-ივლისში წვიმა არ ყოფილა.

- ბატატმა რით მიიქცია თქვენი ყურადღება?

- ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. მისი 100-ზე მეტი ჯიში არსებობს. ისეთი სასარგებლოა, მეძუძურს რძე რომ გაუშრეს და ორი თვის პატარას მხოლოდ ბატატი აჭამოს, ბავშვი ჯანმრთელი გაიზრდება, რადგან ბატატი გაჯერებულია ყველა საჭირო ელემენტითა და ვიტამინით. მართალია, ძალიან ტკბილია, მაგრამ დიაბეტიანებს არ ავნებს. ჰიპერმარკეტში კილოგრამი 11 ლარი ღირს, ჩვენგან კი აქამდე 3,5 ლარად იბარებდნენ. უცხოეთიდან შემოტანილი ბატატი, არა სეზონზე, სხვა ქსელში 17,95 ლარადაც მინახავს.

- რამდენი ჯიშის ბატატი მოგყავთ?

- ხუთი ჯიში გვაქვს: სტაფილოსფერი გულით, იისფერი, თეთრი (მას "გოჩა" ჰქვია და უფრო კარტოფილს ჰგავს, მეტ სახამებელს შეიცავს), სტაფილოსფერში ბევრი კაროტინია, იისფერი დიდი რაოდენობით ანტოციანინებს შეიცავს, სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებებს....წაიკითხეთ სრულად

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში დაფიქსირდა

"ვეძებთ ოჯახები და პოლიცია. მკვდრები ვართ უკვე. აღარ შეგვიძლია" - თბილისში ბარ Bauhaus-ის ორ დაკარგულ თანამშრომელს ეძებენ

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - განახლებული მონაცემები