მთავრობის დადგენილების თანახმად, კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადად 12 დღე განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 495-ე დადგენილებაშია აღნიშნული. ამ დრომდე კარანტინის ვადად 14 დღე იყო განსაზღვრული.
როგორც დადგენილებაში წერია, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს.“;
ამასთან, იზოლაციაში პირი თავსდება 12 დღით. კარანტინიდან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის/კარანტინის დღეებს დააკლდება თვითიზოლაციაში/კარანტინში გატარებული დღეების რაოდენობა.“.
„ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან“,- ნათქვამია დადგენილებაში.
მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან.“.
გარდა ამისა, მთავრობის დადგენილების მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გამოსული ყველა ფიზიკური პირი ექვემდებარება 12 დღის განმავლობაში კარანტინს.
არათუ 12 თვე, ის დასაყვანია 5-7 დღეზე და უფრო მინიმუმზე! ის/ეს უაზრობააააააააააა. ადამიანს, რომელსაც აქვს ტესტირება განვლილი (თუ იმ ქვეყნის ტესტირებას ენდობი) ეუბნები, რომ 12-14 დღე დაკაკვირდე? რატომ? სინუსიტსა და ყელყურის არეში რა ხდება ამის გაგებას 12-14 დღე სჭირდება? მერე ეს ის ვირუსია, რომლებიც უსიმპტომოდ გადააქვს ადამიანს? მიხვარჩალუ, მაგრამ ამას გაჩვენებთ საქ. ეკონომიკა მალე. თქვენ ვინ მოგცათ ამის უფლება? აქეთ აკეთოთ ფული, იქით კი გაუმზადოთ ქვეყანას დაცემა! ამას აკეთებთ ნასესხები ფულით და აკეთებთ უჭკუოდ! მეტი ხედვა თურნავასა და ამ ეკონომისტებს არ გააჩნია!
რეგულააციებში საჭვეო გაგებების ჩადება არ მოიშალა ამ ქვეყენამ და ესააა კორუფციისა და შემდგომ ჭკუის გადაკეტვის პირობა და ეს იქნება გაისადაც „მაგარი“ სესხის აღების პირობა. შენ რას იტყვი საქამედია მაშინ, ქვეყანას მოსაზრება არ გააჩნდაო?