პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ოვაშვილის "სიმშვიდის ქოხი" გაფერადდა - როგორ გამოიყურება სახლი, რომელიც რეჟისორმა შვილებთან ერთად ააშენა
გიორგი ოვაშვილის "სიმშვიდის ქოხი" გაფერადდა - როგორ გამოიყურება სახლი, რომელიც რეჟისორმა შვილებთან ერთად ააშენა

"ვიწ­ვევ მო­ხა­ლი­სე­ებს "სიმ­შვი­დის ქო­ხის" შე­სა­ღე­ბად. შერ­ჩე­ვის წე­სით მო­ვიწ­ვევ 2-3 მო­ტი­ვი­რე­ბულ მო­ხა­ლი­სეს" - წერ­და 25 ივ­ლისს სა­კუ­თა­რი „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, შვი­ლებ­თან ერ­თად, თა­ვი­სი ხე­ლით, სო­ფელ ძეგ­ვში ქოხი აა­შე­ნა. ნა­მუშ­ვარ­მა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, რა­ზეც AMBEBI.GE ცოტა ხნის წინ ექ­სკლუ­ზი­უ­რად წერ­და.

რე­ჟი­სო­რის გან­ცხა­დე­ბას მსურ­ვე­ლე­ბი და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი მა­ლე­ვე გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ და "სიმ­შვი­დის ქოხი", რო­გორც გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი უწო­დებს, გა­ფე­რად­და, რი­თაც კი­დევ მეტი სი­ლა­მა­ზე და სი­ხა­ლი­სე შე­ი­ძი­ნა.

"ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­ვა­ცხა­დე, თუ ვინ­მეს ჰქონ­და სურ­ვი­ლი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო სახ­ლის გა­ფე­რა­დე­ბა­ში, გა­მომ­ხმა­უ­რე­ბოდ­ნენ. გა­მოჩ­დნენ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, სა­ი­და­ნაც გა­ვა­კე­თეთ სე­ლექ­ცია, - სამი ადა­მი­ა­ნი შე­ირ­ჩა. სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარგ გო­გო­ნებს ერ­გოთ და ქოხი გა­ა­ფე­რა­დეს" - გვე­უბ­ნე­ბა ბა­ტო­ნი გი­ორ­გი.

- ფე­რე­ბი თვი­თონ შე­არ­ჩი­ეს?

- კი, ზოგ­მა სა­ღე­ბა­ვე­ბი თვი­თონ მო­ი­ტა­ნა, მეც მქონ­და რა­ღა­ცე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ, მგო­ნი, კარ­გი გა­მოგ­ვი­ვი­და. „ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამ ქოხს უკავ­შირ­დე­ბა, იმპრო­ვი­ზე­ბუ­ლად ხდე­ბა. წი­ნას­წარ არ ვი­ცით, შემ­დე­გი რა ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ, მივ­ყვე­ბი ამ­ბე­ბის შემ­დგომ გან­ვით­რე­ბას, დი­ნე­ბას... ქო­ხის წინ მო­ე­და­ნი წით­ლად შევ­ღე­ბე და უკვე ინ­ტე­რი­ე­რის გა­ლა­მა­ზე­ბა­ზეც გა­და­ვე­დით - ლა­მი­ნა­ტი და­ვა­გეთ...

ვფიქ­რობთ, რომ კონ­კურ­სი კი­დევ გა­მო­ვა­ცხა­დოთ, რას­თან ერ­თა­დაც გა­დავ­წყვეტთ, ინ­ტე­რი­ე­რი რო­გო­რი იქ­ნე­ბა, რომ ქო­ხის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ლა­მა­ზე­ბა­ზე იმუ­შა­ონ. მერე ალ­ბათ უკვე აქ გარ­კვე­ულ პრო­ექ­ტებს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. იქ­ნე­ბა ღია ჩვე­ნე­ბე­ბი, ან ფო­ტოგ­რა­ფებს მო­ვიწ­ვევთ, რომ თა­ვი­ან­თი სა­მუ­შაო გა­ა­კე­თონ.

- მოკ­ლედ, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სივ­რცე შექ­მე­ნით... თქვენს შვი­ლებს რა იდე­ე­ბი აქვთ ამ ქოხ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- მოს­წონთ - თებ­რო­ნია შიგ­ნით თა­მა­შობს და სტუმ­რე­ბი რომ მო­დი­ან, სულ იქ მიჰ­ყავს. მას უნდა, რომ იქ სა­ზა­ფხუ­ლო სა­ბავ­შვო კაფე გახ­სნას ისე, რომ თვი­თონ ამუ­შა­ვოს. უფ­რო­სე­ბიც, რო­გორც კი ნა­ხა­ვენ დროს, რა­ღა­ცა­ში გვეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ ახლა ბიჭს აღარ სცა­ლია, გო­გო­ნამ კი იმ დღეს შიგ­ნით ინ­ტე­რი­ე­რის ღებ­ვა­ზე იმუ­შა­ვა. ძი­რი­თა­დად კი, მე და თებ­რო­ნია ვართ აქ.

- "სიმ­შვი­დის ქოხი" - სა­ბო­ლო­ოდ ასე და­ერ­ქვა?

- პი­რო­ბი­თად და კი­დევ ვფიქ­რობთ. ვნა­ხოთ, პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ბევრ კი­თხვას გას­ცემს პა­სუხს და მი­მარ­თუ­ლე­ბა­საც მოგ­ვცემს, შემ­დგომ­ში რო­გორ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
pante
2

შუშის სასახლეს მირჩევნია

საღოლ!
23

როგორი ჭკვიანია, ბავშვებს უფასოდ ამუშავებს ისედაც ღატაკ ბავშვებს ისე რომ ამუშავებ ეს ნორმალურია??!

 

დავიჯერო რეჟისორს იმდენი არ აქვს ნორმლაური სახლი აესენებინა?

როორც ჩანს არა

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გიორგი ოვაშვილის "სიმშვიდის ქოხი" გაფერადდა - როგორ გამოიყურება სახლი, რომელიც რეჟისორმა შვილებთან ერთად ააშენა

გიორგი ოვაშვილის "სიმშვიდის ქოხი" გაფერადდა - როგორ გამოიყურება სახლი, რომელიც რეჟისორმა შვილებთან ერთად ააშენა

"ვიწვევ მოხალისეებს "სიმშვიდის ქოხის" შესაღებად. შერჩევის წესით მოვიწვევ 2-3 მოტივირებულ მოხალისეს" - წერდა 25 ივლისს საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, რომელმაც პანდემიის პერიოდში, შვილებთან ერთად, თავისი ხელით, სოფელ ძეგვში ქოხი ააშენა. ნამუშვარმა უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა, რაზეც AMBEBI.GE ცოტა ხნის წინ ექსკლუზიურად წერდა.

რეჟისორის განცხადებას მსურველები და მოხალისეები მალევე გამოეხმაურნენ და "სიმშვიდის ქოხი", როგორც გიორგი ოვაშვილი უწოდებს, გაფერადდა, რითაც კიდევ მეტი სილამაზე და სიხალისე შეიძინა.

"ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოვაცხადე, თუ ვინმეს ჰქონდა სურვილი, მონაწილეობა მიეღო სახლის გაფერადებაში, გამომხმაურებოდნენ. გამოჩდნენ მოხალისეები, საიდანაც გავაკეთეთ სელექცია, - სამი ადამიანი შეირჩა. სამუშაოს შესრულება ძალიან კარგ გოგონებს ერგოთ და ქოხი გააფერადეს" - გვეუბნება ბატონი გიორგი.

- ფერები თვითონ შეარჩიეს?

- კი, ზოგმა საღებავები თვითონ მოიტანა, მეც მქონდა რაღაცები და საბოლოოდ, მგონი, კარგი გამოგვივიდა. „ყველაფერი, რაც ამ ქოხს უკავშირდება, იმპროვიზებულად ხდება. წინასწარ არ ვიცით, შემდეგი რა ნაბიჯი იქნება. უბრალოდ, მივყვები ამბების შემდგომ განვითრებას, დინებას... ქოხის წინ მოედანი წითლად შევღებე და უკვე ინტერიერის გალამაზებაზეც გადავედით - ლამინატი დავაგეთ...

ვფიქრობთ, რომ კონკურსი კიდევ გამოვაცხადოთ, რასთან ერთადაც გადავწყვეტთ, ინტერიერი როგორი იქნება, რომ ქოხის ამ მიმართულებით გალამაზებაზე იმუშაონ. მერე ალბათ უკვე აქ გარკვეულ პროექტებს განვახორციელებთ. იქნება ღია ჩვენებები, ან ფოტოგრაფებს მოვიწვევთ, რომ თავიანთი სამუშაო გააკეთონ.

- მოკლედ, სახელოვნებო სივრცე შექმენით... თქვენს შვილებს რა იდეები აქვთ ამ ქოხთან დაკავშირებით?

- მოსწონთ - თებრონია შიგნით თამაშობს და სტუმრები რომ მოდიან, სულ იქ მიჰყავს. მას უნდა, რომ იქ საზაფხულო საბავშვო კაფე გახსნას ისე, რომ თვითონ ამუშავოს. უფროსებიც, როგორც კი ნახავენ დროს, რაღაცაში გვეხმარებიან, მაგრამ ახლა ბიჭს აღარ სცალია, გოგონამ კი იმ დღეს შიგნით ინტერიერის ღებვაზე იმუშავა. ძირითადად კი, მე და თებრონია ვართ აქ.

- "სიმშვიდის ქოხი" - საბოლოოდ ასე დაერქვა?

- პირობითად და კიდევ ვფიქრობთ. ვნახოთ, პირველი პროექტი იქნება მნიშვნელოვანი, ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და მიმართულებასაც მოგვცემს, შემდგომში როგორ უნდა ვიმოქმედოთ.

"გუკა ამირხანაშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მონასტერში გაშვებას ითხოვს, რაზეც უარი ეთქვა" - "ტვ პირველი"

"ვერ გეტყვით ვინ მეხმარება, ჩემი ყოფილი კოლეგები, ხმის დაშიფვრის ოფიცრები არიან" - დაკავებული არასრულწლოვნის მამამ გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო

"მე თუ შევიგინები, იქნებ ჩემი მაგალითით გაჩვენებთ, როგორ არ უნდა მოიქცეთ..." - მეუფე იაკობი