სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 წლის სტუდენტის უპრეცედენტო საქმე - რა ბრალდებით დააკავეს სამი მოქმედი პოლიციელი დანაშაულიდან 3 წლის მერე? (ექსკლუზივი)
20 წლის სტუდენტის უპრეცედენტო საქმე - რა ბრალდებით დააკავეს სამი მოქმედი პოლიციელი დანაშაულიდან 3 წლის მერე? (ექსკლუზივი)

სამი წლის წინ kvirispalitra.ge -მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა 20 წლის სტუ­დენ­ტის ირაკ­ლი ხო­ფე­რი­ას ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­შიც ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მის ცე­მა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მის ცემა-წა­მე­ბას ადას­ტუ­რებ­და ის ფო­ტო­მა­სა­ლაც და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაც, რაც ოჯახს ხელთ ჰქონ­და. კად­რებ­ში აშ­კა­რად ჩან­და და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი და ოჯა­ხი თა­ვი­დან­ვე ჩი­ო­და, რო­გორც გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში, ასე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­კა­ვე­ბას ითხოვ­და.

ამო­ნა­რი­დი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"2017 წლის 16 თე­ბერ­ვალს, და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ში­ნის­კენ მივ­დი­ო­დი, უკვე ბახ­ტრი­ონ­ზე ვი­ყა­ვი და სახ­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე მეტ­რი მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, რო­დე­საც ორმა მა­მა­კაც­მა გა­მა­ჩე­რა, ერთს პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მა ეცვა. გი­ორ­გიო, - და­მი­ძა­ხეს, - გი­ორ­გი არ მქვია, ირაკ­ლი ვარ-მეთ­ქი. აბა, პი­რა­დო­ბა მაჩ­ვე­ნეო, ვაჩ­ვე­ნე და მა­შინ მი­თხრეს, უნდა გა­ვარ­კვი­ოთ და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­მო­დიო. ჩამ­სვეს ოპე­რა­ტი­ულ მან­ქა­ნა­ში და მი­მიყ­ვა­ნეს ხი­ლი­ან­ზე, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ა­ში. ოთახ­ში რო­გორც კი შე­მიყ­ვა­ნეს, მა­შინ­ვე სა­ხე­ში ხელი მომ­ხვდა, ვერ მივ­ხვდი რა ხდე­ბო­და, ეს ჩემ­თვის სრუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო. მირ­ტყამ­დნენ გა­მე­ტე­ბით, ისე მირ­ტყეს, გო­ნე­ბაც დავ­კარ­გე. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ თით­ქოს 15 თე­ბერ­ვალს, დი­ლის 10 სა­ათ­ზე ვი­ღა­ცას წა­ვარ­თვი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და მერე და­ვა­ლომ­ბარ­დე. ვე­უბ­ნე­ბო­დი ეს ტყუ­ი­ლია, მე ლექ­ცი­ა­ზე ვი­ჯე­ქი იმ დროს, შე­გიძ­ლი­ათ ჩემს ჯგუ­ფე­ლებ­თან და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­და­ა­მოწ­მოთ-მეთ­ქი, მაგ­რამ უფრო გა­მე­ტე­ბით მირ­ტყამ­დნენ. შემ­დეგ და­მა­დეს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი, ჩა­მიყ­ვა­ნეს სარ­დაფ­ში და ითხოვ­დნენ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა არ­ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. თუ არ აღი­ა­რებ, მა­შინ წა­მალს ჩა­გი­დებთ და 6 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას მო­გის­ჯი­ა­ნო. ცხვი­რის წა­მა­ლი, ნავ­ტი­ზი­ნი მედო ჯი­ბე­ში და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ამ წა­მალ­ზე ხომ არის შენი ხე­ლის ანა­ბეჭ­დი, ეს ანა­ბეჭ­დი გა­და­ვა იმ ნარ­კო­ტიკ­ზე, რო­მელ­საც ჩა­გიგ­დებთ და მერე ამ­ტკი­ცე, რომ შენი არ არი­სო. ვე­უბ­ნე­ბო­დი ერთი ზა­რის უფ­ლე­ბა ხომ მაქვს, და­მა­რე­კი­ნეთ-მეთ­ქი, ამა­ზეც დამ­ცი­ნოდ­ნენ...

"მა­შინ საქ­მე­ში ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რის­ტი რე­ვაზ აჭა­რა­ძე ჩა­ერ­თო, ახლა ირ­კვე­ვა, ად­ვო­კატს და და­ზა­რა­ლე­ბულს 3 წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი დას­ჭირ­დათ იმის­თვის, რომ დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.

ეს წლე­ბი ქვეყ­ნის შიგ­ნით სა­მარ­თალს რომ ვერ მი­აღ­წი­ეს, საქ­მე სტრას­ბურ­გში გა­ა­ა­სა­ჩივ­რეს. ამ­ჯე­რად უკვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და საქ­მე ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში. არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის­თვის და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­უს­ჯე­ლო­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს­გან ისი­ნი მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა­საც ითხო­ვენ. სტრას­ბურ­გმა საქ­მე და­საშ­ვე­ბად ცნო და რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც მოს­თხო­ვა ამ ბრალ­დე­ბებ­ზე თა­ვი­სი არ­გუ­მენ­ტე­ბის წარ­დგე­ნა. ად­ვო­კა­ტი რე­ვაზ აჭა­რა­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სტრას­ბურ­გში საქ­მის გან­ხილ­ვამ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი საქ­მე ჩა­მო­ი­ღო და 3 მოქ­მედ პო­ლი­ცი­ელს 28 ივ­ლისს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა.

დღეს გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე ზის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მე­ხუ­თე გან­ყო­ფი­ლე­ბის მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, მისი მო­ად­გი­ლე და ერთი ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­კი. სა­მი­ვე დამ­ნა­შა­ვის ამოც­ნო­ბა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა შეძ­ლო, მარ­თა­ლია ისი­ნი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რე­ბენ, მაგ­რამ გლ­და­ნის ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტი­ლე­ბი ახლა სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქტს ელო­დე­ბი­ან.

რა­ტომ­ღაც პრო­კუ­რა­ტუ­რას მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტიც არ გა­უხ­მა­უ­რე­ბია. ად­ვო­კა­ტი რე­ვაზ აჭა­რა­ძე ამ გა­უხ­მა­უ­რე­ბე­ლი საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა. ამ­ბობს, რომ უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა, ამ ბრალ­დე­ბით მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­კა­ვე­ბა.

ად­ვო­კა­ტი რე­ვაზ აჭა­რა­ძე:

- 2017 წლის 16 თე­ბერ­ვალს ირაკ­ლი ხო­ფე­რია მას მერე, რაც ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის მე­ხუ­თე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო წა­იყ­ვა­ნეს, ცე­მი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი გახ­და. ბიჭს ოთახ­ში შეყ­ვა­ნი­სას­ვე, გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ პირ­და­პირ და­არ­ტყა სა­ხე­ში ისე, რომ არა­ნა­ი­რი სი­ტყვი­ე­რი გა­სა­უბ­რე­ბა მათ შო­რის არ ყო­ფი­ლა. ოთახ­ში ექ­ვსი კაცი იყო ირაკ­ლის ჩათ­ვლით, 5 პო­ლი­ცი­ე­ლი­დან 4-მა მას­ზე იძა­ლა­და, მხო­ლოდ ერთი ფორ­მი­ა­ნი პო­ლი­ცი­ე­ლი არ ძა­ლა­დობ­და. ისე სცე­მეს, გო­ნე­ბაც და­კარ­გა, სის­ხლიც წა­მო­უ­ვი­და, და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, ხელ­სა­ხო­ცე­ბი მის­ცეს და უთხრეს, მო­იწ­მინ­დე სის­ხლიო და სის­ხლი­ა­ნი ია­ტა­კიც კი მო­აწ­მენ­დი­ნეს. შემ­დეგ ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და­ა­დეს და სუ­რა­თებ­ზეც კარ­გად ჩანს ცე­მის კვა­ლი. არა­ერ­თი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, რაც რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ, ასე­ვე სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზა­მაც და­ად­გი­ნა.

და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ხან­დაზ­მუ­ლო­ბით იმ პე­რი­ოდს და მი­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ბლაგ­ვი საგ­ნით. ასე­ვე ძა­ლა­დობ­დნენ მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც. სხვა გზა არ რჩე­ბო­და, გარ­და იმი­სა, ეღი­ა­რე­ბი­ნა ის, რა­საც თხოვ­დნენ... მერე ტახ­ტზე დას­ვეს, წინ და­უდ­გეს სკა­მი, რო­მელ­ზეც მო­რი­გე­ო­ბით ჯდე­ბო­და ხან ერთი და ხან მე­ო­რე პო­ლი­ცი­ე­ლი და რო­გორც ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც ახ­დენ­დნენ ზე­მოქ­მე­დე­ბას და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ თუ არ აღი­ა­რებ წინა დღეს ვი­ღაც პი­როვ­ნე­ბას ტე­ლე­ფო­ნი წა­არ­თვი და და­ა­ლომ­ბარ­დე, იცო­დე ნარ­კო­ტიკს ჩა­გიგ­დებ­თო.

ამ დროს შე­მო­ვი­და ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც წა­კი­თხუ­ლი ჰქონ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბა და უთხრა პო­ლი­ცი­ე­ლებს, მგო­ნი შე­გე­შა­ლა­თო, ეს არ ემ­თხვე­ვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის აღ­წე­რი­ლო­ბა­სო. იმა­საც იხ­სე­ნებს, ეს რომ გა­ი­გო ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა, თავ­ში ხელი შე­მო­ირ­ტყაო… შე­მო­ი­ტა­ნეს პლან­შე­ტი, სა­დაც ვი­დე­ო­შიც ჩან­და, რომ ის პირი ნამ­დვი­ლად არ იყო ირაკ­ლი. ამის შემ­დეგ გა­ა­კე­თეს ვი­თომ ამოც­ნო­ბა, თვა­ლებ­ზე აა­ფა­რეს ხელი ირაკ­ლის, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა თქვა ვი­თომ, ეს ის არ არი­სო და მო­უ­წი­ათ მისი გა­მოშ­ვე­ბა. სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­ზე და­ფიქ­სირ­და პო­ლი­ცი­ი­დან მისი გა­მოს­ვლის დრო, იქვე გა­ა­ჩე­რა ნა­ცემ­მა ბიჭ­მა ტაქ­სი და სახ­ლში, ფა­ნას­კერ­ტე­ლის ქუ­ჩა­ზე ავი­და.

5 წუთ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, შინ იყო. ეს ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა ჩვე­ნი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბა­ში. მა­შინ­ვე ოჯახ­მა გა­მო­ი­ძა­ხა სას­წრა­ფო, ესეც ადას­ტუ­რებ­და, რომ ბიჭი ნა­ცე­მი იყო. ყვე­ლა პო­ლი­ცი­ე­ლი ამ­ბობ­და, არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, როცა გა­ვუშ­ვი­თო, მაგ­რამ ისეთ მოკ­ლე დრო­ში, მაქ­სი­მუმ 10 წუთ­ში ასე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სხვაგ­ვა­რად ნი­უ­ჰოს­პო­ტალ­ში რომ ვერ აღ­მოჩ­ნდე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, უდაო იყო.

მივ­მარ­თეთ პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მე აღეძ­რა. რო­გორც სჩ­ვე­ვი­ათ, ქვემ­დე­ბა­რე­ო­ბით გა­და­უგ­ზავ­ნეს იმ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას, რო­მელ­საც ვუ­ჩი­ო­დით. ეს ფაქ­ტი დრო­ის გა­წელ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, შემ­დეგ კი თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებ­და გა­მო­ძი­ე­ბას, არა­ერ­თხელ და­ი­კი­თხა ირაკ­ლი, ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით ატა­რებ­დნენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს, მაგ­რამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა­დაც კი არ გვცნეს. მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს გზით მი­ვაღ­წი­ეთ პი­რის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბას. ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჩვე­ნე­ბა აქვს მი­ცე­მუ­ლი ერთ პირს, ის ადას­ტუ­რებს, ხელი რომ აა­ფა­რეს ირაკ­ლის და ისე მოხ­და ვი­თომ ამოც­ნო­ბა, თუმ­ცა მე­ო­რედ როცა და­ი­კი­თხა თქვა, ასეთ რა­მეს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, ისე მო­მეჩ­ვე­ნა ვი­თომ თვა­ლებ­ზე ხელი აა­ფა­რე­სო. წე­სით ეს ადა­მი­ა­ნიც უნდა მი­ე­ცეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში ცრუ ჩვე­ნე­ბის­თვის. ვინც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი იყო, ის პო­ლი­ცი­ის მუ­შა­კია. ეტყო­ბა უნ­დო­დათ მალე გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ათ მის­თვის ტე­ლე­ფო­ნის წარ­თმე­ვის საქ­მე, მაგ­რამ გა­მო­ვი­და ისე, რე­ა­ლუ­რად დამ­ნა­შა­ვე­ში უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი შე­ე­შა­ლათ. ისე იყო ბიჭი ნა­ცე­მი, თა­ვი­დან ისიც კი არ ახ­სოვ­და, ოქ­მზე ხელი რომ მო­ა­წე­რი­ნეს. მერე არ­გუ­მენ­ტად ჰქონ­და თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას, შენ ხელს აწერ ჩვე­ნე­ბა­ზე, სა­დაც წე­რია, რომ ბრალს არ აღი­ა­რებ და არა­ფერს შეს­წრე­ბი­ხა­რო, ეს ოქმი ფორ­მა­ლუ­რად შედ­გა, რომ გა­ეშ­ვათ გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან და ეთ­ქვათ ტყუ­ი­ლად არ მო­ვიყ­ვა­ნე­თო.

უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ რამ­დე­ნი­მე თვე­ში 2017 წელს, ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ნა­შა­უ­ლის არარ­სე­ბო­ბის მო­ტი­ვით შე­წყვი­ტა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იყო უამ­რა­ვი სამ­ხი­ლი. დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ეწე­რა, არ და­დას­ტურ­და რომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სცე­მეს ირაკ­ლი ხო­ფე­რი­აო. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს გა­ვა­სა­ჩივ­რეთ სა­სა­მარ­თლო­ში და ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო იმა­ზე მსჯე­ლო­ბა, რომც არ ეცე­მათ პო­ლი­ცი­ე­ლებს, მა­შინ ის მა­ინც უნდა და­ედ­გი­ნათ, ვინ მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ესეც გა­ვა­სა­ჩივ­რეთ და იმ­დე­ნად ცალ­სა­ხად ჩან­და ჩვე­ნი სი­მარ­თლე, სა­სა­მარ­თლომ უკან და­უბ­რუ­ნა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად და მი­უ­თი­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ამო­წუ­რუ­ლი არ გაქვთ და არ არის დად­გე­ნი­ლი ვინ მი­ა­ყე­ნა მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბიო. ამის შემ­დეგ ჩვენ მო­ვი­თხო­ვეთ საქ­მე გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ცე­მო­და. 2 დღე­ში ქა­ლა­ქის პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე­მაც და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა და მი­მარ­თა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას თქვენ გა­მო­ძი­ეთ ეს საქ­მე, რად­გან ჩვენ შევ­წყვი­ტეთ და ჩვენს მი­მართ შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ნდო­ბაო.

- ვერც იქ მი­აღ­წი­ეთ ამ­დე­ნი წელი სა­მარ­თალს?

- კი­დევ სამი წელი უკვე გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვიბ­რძო­დით სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. რამ­დე­ნი­მე გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გა­მო­ვიც­ვა­ლეთ. ერ­თმა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა კარ­გი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­მა­ტა საქ­მეს, მან გა­მო­ი­თხო­ვა "სმარტ ლო­ჯი­კი­დან" ინ­ფორ­მა­ცია ელექტრო­ნულ სის­ტე­მებ­ზე და იქი­დან მი­ღე­ბუ­ლი დას­კვნი­და­ნაც ჩან­და, რომ ირაკ­ლი ყვე­ლა­ფერს სი­მარ­თლეს ამ­ბობ­და. ყვე­ლა პო­ლი­ცი­ე­ლი თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობ­და, რომ მო­ვიყ­ვა­ნეთ, შე­ვად­გი­ნეთ მა­შინ­ვე გა­მო­კი­თხვის ოქმი, მაგ­რამ ამის შემ­დეგ გვეხ­ვე­წე­ბო­და ირაკ­ლი, დაგ­ვე­ხია ეს ოქმი და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მას ვა­წყნა­რებ­დი­თო. არა­და, ირაკ­ლი ცალ­სა­ხად ამ­ბობ­და, ჯერ მცე­მეს სას­ტი­კად და მერე წა­მოს­ვლის წინ შე­ად­გი­ნეს ოქ­მიო. "სმარტ ლო­ჯი­კი­დან" მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია ირაკ­ლი რომ უთი­თებ­და, სწო­რედ იმ დროს იყო რე­ა­ლუ­რად ოქმი შედ­გე­ნი­ლი.

- ვი­დე­ო­კა­მე­რებ­ში არ იყო ასა­ხუ­ლი რა­ი­მე სამ­ხი­ლი პო­ლი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ?

- კუ­რი­ო­ზუ­ლია ეს სა­კი­თხიც, 8 კა­მე­რა აქვს გან­ყო­ფი­ლე­ბას, აქე­დან 7 არის პე­რი­მეტრზე რას აკ­ვირ­დე­ბი­ან, რა არის და­სა­ცა­ვი პე­რი­მეტრზე, არ ვიცი. ერთი კა­მე­რაა შე­სას­ვლელ კარ­ზე, პრობ­ლე­მა ისიც იყო რომ მე­ო­რე კა­რიც აქვს პო­ლი­ცი­ის ამ გან­ყო­ფი­ლე­ბას და როცა შს სა­მი­ნის­ტროს მოვ­თხო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია ამა­ზე, მოგ­ვწე­რეს, არის მე­ო­რე კარი, მაგ­რამ იმ კარს არა­ვინ იყე­ნებ­სო. მო­ცე­მუ­ლო­ბა იყო ასე­თი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სი­მარ­თლეს არ ამ­ბობ­დნენ. ამ­ბობ­დნენ, ოქმი შვიდ სა­ათ­ზე შე­ვად­გი­ნე­თო და "სმარტ ლო­ჯი­კის" ინ­ფორ­მა­ცი­ით დად­გინ­და, რომ 10 ის ნა­ხე­ვარ­ზე შედ­გა რე­ა­ლუ­რად ეს ოქმი. ეს უკვე ორი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იყო და მი­ნი­მუმ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი სი­ყალ­ბეს რომ ჰქონ­და ად­გი­ლი, თუნ­დაც ამ მუხ­ლით და ცრუ ჩვე­ნე­ბის­თვის უნდა მი­ე­ცათ ისი­ნი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. არა­და ჩვე­ნე­ბებ­ში ამ­ბობ­დნენ, თით­ქოს პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი და მო­ად­გი­ლე თავ­ზე უს­მევ­დნენ ხელს ირაკ­ლის და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, არ შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნე­ბა რომ მოგ­ვე­ცი, იმას ვერ დავ­ხევ­თო. რო­დის შე­იყ­ვა­ნეს და რო­დის გა­მო­ვი­და ეს კა­რის კა­მე­რა­ზე ფიქ­სირ­დე­ბო­და, ამას ვერ გა­ექ­ცე­ოდ­ნენ. გაგ­ვი­მარ­თლა იმი­თაც რომ ირაკ­ლის ტაქ­სის ფული არ ჰქონ­და და დე­და­მის­მა ტაქ­სის მძღოლს ტე­ლე­ფო­ნის ან­გა­რიშ­ზე ჩა­უ­რი­ცხა მომ­სა­ხუ­რე­ბის თან­ხა, ამი­თაც ფიქ­სირ­დე­ბო­და ტაქ­სით გა­ად­გი­ლე­ბის დრო. და­ი­კი­თხა ტაქ­სის მძღო­ლიც და ისიც ამ­ბობ­და, მან­ქა­ნა­ში რომ მეჯ­და გულ­მკერ­დზე იკი­დებ­და ხელს და ცუ­დად ყოფ­ნა ეტყო­ბო­დაო. სახ­ლში მის­ვლის­თა­ნა­ვე ოჯახ­მა სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა და სა­და­ვო არა­ფე­რი იყო. უშე­დე­გოდ ვი­თხოვ­დით კონ­კრე­ტულ პი­რებს ბრა­ლი წარ­დგე­ნო­დათ, ჩა­ტარ­და ამოც­ნო­ბა, ირაკ­ლიმ ამ­ხი­ლა და ამო­იც­ნო ის პი­რე­ბი, ვინც მას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. კერ­ძოდ სამი პირი ამო­იც­ნო, ხოლო მე­ო­თხე ვერ ამო­იც­ნო. უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იყო, სხვას ვერ მო­ი­პო­ვებ­დით, რად­გან პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მოხ­და და­ნა­შა­უ­ლი. მაგ­რამ ვერა და ვერ დად­გა მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით მიგ­ვე­მარ­თა სტრა­ბურ­გის­თვის, რად­გან ამ­დე­ნი წელი არა­ვის წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. წა­მე­ბის და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლმა უჩივ­ლა სა­ხელ­მწი­ფოს, მი­ვუ­თი­თეთ გა­მო­ძი­ე­ბა, რომ გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი იყო და არ სჯიდ­ნენ დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლებს. ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ვი­ა­რეთ საქ­მის და­საშ­ვე­ბი­თო­ბის ეტა­პი, რაც იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, იქი­დან მო­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მო­ი­თხო­ვეს მათი არ­გუ­მენ­ტა­ცი­ე­ბი და დო­კუ­მენ­ტე­ბი. ვფიქ­რობ, სწო­რედ სტრას­ბურ­გი­დან მი­ღე­ბუ­ლი წე­რი­ლე­ბის შე­დე­გად მიხ­ვდა პრო­კუ­რა­ტუ­რა, რომ ქვე­ყა­ნას მო­უ­წევ­და პა­სუ­ხის­გე­ბა ამის გამო და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა. არა­და, ამ­დე­ნი ხანი თა­რო­ზე ჰქონ­დათ საქ­მე შე­მო­დე­ბუ­ლი და რო­გორც კი სტრას­ბურ­გი­დან მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, ისი­ნი და­ა­კა­ვეს. 28 ივ­ლისს დაგ­ვი­კავ­შირ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა და გვი­თხრა, რომ სამი მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი ყავ­დათ.

- კონ­კრე­ტუ­ლად ვინ არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი?

- და­კა­ვე­ბუ­ლია ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მე­ხუ­თე გან­ყო­ფი­ლე­ბის იმ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სი, მისი მო­ად­გი­ლე და ერთი ოპერ­მუ­შა­კი, სა­მი­ვეს ამ­ხელს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ხო­ფე­რია. ახ­ლაც მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ, ორი მათ­გა­ნი საკ­მა­ოდ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და ამ­ჟა­მა­დაც, ოღონდ სხვა რა­ი­ონ­ში. ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ, მაგ­რამ მათ წი­ნა­აღ­მდეგ საკ­მა­რის­ზე მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია.

24 სექ­ტემ­ბერს არის პრო­ცე­სი ჩა­ნიშ­ნუ­ლი და და­ი­წყე­ბა საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა. მარ­თა­ლია გა­მო­ძი­ე­ბა ეს წლე­ბი ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის მუხ­ლით, რა­მაც გა­მო­იწ­ვია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 5-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. წა­მე­ბის მუხ­ლით რომ წა­რე­მარ­თათ საქ­მე, მა­შინ 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­დათ და ვი­თხოვთ ამ მუხ­ლით საქ­მის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბას. ადა­მი­ა­ნი უნდა და­ი­სა­ჯოს იმის­თვის, რაც მან ჩა­ი­დი­ნა. და­ას­წრო ამით სა­ხელ­მწი­ფომ სტრას­ბურგს, რად­გან არ უნ­დო­დათ წა­ე­გოთ სტრას­ბურ­გში ისე­თი საქ­მე, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და რომ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან იყო ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ეს იყო პრეს­ტი­ჟის შე­ლახ­ვა ქვეყ­ნის­თვის. იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ და ჩა­მო­ი­ღეს თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი საქ­მე. სტრას­ბურ­გამ­დე რომ არ წა­სუ­ლი­ყო ეს საქ­მე, ალ­ბათ იდე­ბო­და თა­რო­ზე ისე, რო­გორც არა­ერ­თი ასე­თი საქ­მე დევს.

3 წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ აღ­დგა სა­მარ­თა­ლი და ეს პი­რე­ბი დღეს ცი­ხე­ში არი­ან, თუმ­ცა ვთვლით, რომ მე­ო­თხე პი­რის გა­მოვ­ლე­ნაც უნდა მოხ­დეს. ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა. სა­ი­ას არ ჰქო­ნია ასე­თი შემ­თხვე­ვა, როცა მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ზე ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს. თუ არ ჩავ­თვლით 20-21 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე პი­რე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას, მაგ­რამ იქ სულ სხვა სი­ტუ­ა­ცია იყო. თით­ქმის ერთი თვეა ეს ხალ­ხი და­კა­ვე­ბუ­ლია და ფაქ­ტიც კი არ გა­უხ­მა­უ­რე­ბია პრო­კუ­რა­ტუ­რას. ახლა ვე­ლო­დე­ბით სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქტს.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წესრიგა
2

ყოჩაღ ოჯახს და ადვოკატს. პ.ს. ყველა ვინც კი ჩარეული იყო ამ საქმის სამართლიანად არ გამოძიებაში უნდა დაისაჯოს, ადეთი პრეცედენტის დანერგვის შემდეგ სხვებს აღარ ექნებათ სურვილი მსგავსი რამეების გასაკეთებლად

ოსკარი
11

გინდა პოლიცია დაარქვი, გინდა პატრული და გინდა შერიფი, მაინც მიიღებ ქართულ საბჭოთა მილიციას!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

20 წლის სტუდენტის უპრეცედენტო საქმე - რა ბრალდებით დააკავეს სამი მოქმედი პოლიციელი დანაშაულიდან 3 წლის მერე? (ექსკლუზივი)

20 წლის სტუდენტის უპრეცედენტო საქმე - რა ბრალდებით დააკავეს სამი მოქმედი პოლიციელი დანაშაულიდან 3 წლის მერე? (ექსკლუზივი)

სამი წლის წინ kvirispalitra.ge -მ გამოაქვეყნა 20 წლის სტუდენტის ირაკლი ხოფერიას ინტერვიუ, რომელშიც ის სამართალდამცავებს მის ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებდა. მის ცემა-წამებას ადასტურებდა ის ფოტომასალაც და ექსპერტიზის დასკვნაც, რაც ოჯახს ხელთ ჰქონდა. კადრებში აშკარად ჩანდა დაზიანების კვალი და ოჯახი თავიდანვე ჩიოდა, როგორც გენინსპექციაში, ასევე პროკურატურაში და დამნაშავე პოლიციელების დაკავებას ითხოვდა.

ამონარიდი ინტერვიუდან:

"2017 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 5 საათსა და 30 წუთზე უნივერსიტეტიდან შინისკენ მივდიოდი, უკვე ბახტრიონზე ვიყავი და სახლამდე რამდენიმე მეტრი მქონდა დარჩენილი, როდესაც ორმა მამაკაცმა გამაჩერა, ერთს პოლიციელის ფორმა ეცვა. გიორგიო, - დამიძახეს, - გიორგი არ მქვია, ირაკლი ვარ-მეთქი. აბა, პირადობა მაჩვენეო, ვაჩვენე და მაშინ მითხრეს, უნდა გავარკვიოთ და განყოფილებაში წამოდიო. ჩამსვეს ოპერატიულ მანქანაში და მიმიყვანეს ხილიანზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში. ოთახში როგორც კი შემიყვანეს, მაშინვე სახეში ხელი მომხვდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ეს ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. მირტყამდნენ გამეტებით, ისე მირტყეს, გონებაც დავკარგე. მეუბნებოდნენ თითქოს 15 თებერვალს, დილის 10 საათზე ვიღაცას წავართვი მობილური ტელეფონი და მერე დავალომბარდე. ვეუბნებოდი ეს ტყუილია, მე ლექციაზე ვიჯექი იმ დროს, შეგიძლიათ ჩემს ჯგუფელებთან და უნივერსიტეტში გადაამოწმოთ-მეთქი, მაგრამ უფრო გამეტებით მირტყამდნენ. შემდეგ დამადეს ხელბორკილები, ჩამიყვანეს სარდაფში და ითხოვდნენ მეღიარებინა არჩადენილი დანაშაული. თუ არ აღიარებ, მაშინ წამალს ჩაგიდებთ და 6 წლამდე პატიმრობას მოგისჯიანო. ცხვირის წამალი, ნავტიზინი მედო ჯიბეში და მეუბნებოდნენ, ამ წამალზე ხომ არის შენი ხელის ანაბეჭდი, ეს ანაბეჭდი გადავა იმ ნარკოტიკზე, რომელსაც ჩაგიგდებთ და მერე ამტკიცე, რომ შენი არ არისო. ვეუბნებოდი ერთი ზარის უფლება ხომ მაქვს, დამარეკინეთ-მეთქი, ამაზეც დამცინოდნენ...

"მაშინ საქმეში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რევაზ აჭარაძე ჩაერთო, ახლა ირკვევა, ადვოკატს და დაზარალებულს 3 წელიწადნახევარი დასჭირდათ იმისთვის, რომ დამნაშავე პოლიციელები განსასჯელის სკამზე აღმოჩენილიყვნენ.

ეს წლები ქვეყნის შიგნით სამართალს რომ ვერ მიაღწიეს, საქმე სტრასბურგში გააასაჩივრეს. ამჯერად უკვე ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდა საქმე ევროსასამართლოში. არაადამიანური მოპყრობისთვის და პოლიციელების დაუსჯელობისთვის სახელმწიფოსგან ისინი მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვენ. სტრასბურგმა საქმე დასაშვებად ცნო და როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებასაც მოსთხოვა ამ ბრალდებებზე თავისი არგუმენტების წარდგენა. ადვოკატი რევაზ აჭარაძე დარწმუნებულია, რომ სტრასბურგში საქმის განხილვამ განაპირობა, რომ პროკურატურამ თაროზე შემოდებული საქმე ჩამოიღო და 3 მოქმედ პოლიციელს 28 ივლისს ბრალი წაუყენა.

დღეს განსასჯელის სკამზე ზის ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილების მაშინდელი პოლიციის უფროსი, მისი მოადგილე და ერთი ოპერატიული მუშაკი. სამივე დამნაშავის ამოცნობა დაზარალებულმა შეძლო, მართალია ისინი დანაშაულს არ აღიარებენ, მაგრამ გლდანის ციხეში გამოკეტილები ახლა სასამართლოს ვერდიქტს ელოდებიან.

რატომღაც პროკურატურას მოქმედი პოლიციელების დაკავების ფაქტიც არ გაუხმაურებია. ადვოკატი რევაზ აჭარაძე ამ გაუხმაურებელი საქმის დეტალებზე გვესაუბრება. ამბობს, რომ უპრეცედენტო შემთხვევაა, ამ ბრალდებით მოქმედი პოლიციელების დაკავება.

ადვოკატი რევაზ აჭარაძე:

- 2017 წლის 16 თებერვალს ირაკლი ხოფერია მას მერე, რაც ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, სრულიად უდანაშაულო წაიყვანეს, ცემისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ბიჭს ოთახში შეყვანისასვე, განყოფილების უფროსის მოადგილემ პირდაპირ დაარტყა სახეში ისე, რომ არანაირი სიტყვიერი გასაუბრება მათ შორის არ ყოფილა. ოთახში ექვსი კაცი იყო ირაკლის ჩათვლით, 5 პოლიციელიდან 4-მა მასზე იძალადა, მხოლოდ ერთი ფორმიანი პოლიციელი არ ძალადობდა. ისე სცემეს, გონებაც დაკარგა, სისხლიც წამოუვიდა, დასისხლიანებული იყო, ხელსახოცები მისცეს და უთხრეს, მოიწმინდე სისხლიო და სისხლიანი იატაკიც კი მოაწმენდინეს. შემდეგ ხელბორკილები დაადეს და სურათებზეც კარგად ჩანს ცემის კვალი. არაერთი დაზიანება ჰქონდა, რაც როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ, ასევე სამხარაულის ექსპერტიზამაც დაადგინა.

დაზიანებები შეესაბამებოდა ხანდაზმულობით იმ პერიოდს და მიყენებული იყო ბლაგვი საგნით. ასევე ძალადობდნენ მასზე ფსიქოლოგიურადაც. სხვა გზა არ რჩებოდა, გარდა იმისა, ეღიარებინა ის, რასაც თხოვდნენ... მერე ტახტზე დასვეს, წინ დაუდგეს სკამი, რომელზეც მორიგეობით ჯდებოდა ხან ერთი და ხან მეორე პოლიციელი და როგორც ფიზიკურად ძალადობდნენ, ასევე ფსიქოლოგიურადაც ახდენდნენ ზემოქმედებას და ეუბნებოდნენ თუ არ აღიარებ წინა დღეს ვიღაც პიროვნებას ტელეფონი წაართვი და დაალომბარდე, იცოდე ნარკოტიკს ჩაგიგდებთო.

ამ დროს შემოვიდა ერთი თანამშრომელი ქალბატონი, რომელსაც წაკითხული ჰქონდა დაზარალებულის ჩვენება და უთხრა პოლიციელებს, მგონი შეგეშალათო, ეს არ ემთხვევა დაზარალებულის აღწერილობასო. იმასაც იხსენებს, ეს რომ გაიგო ერთმა პოლიციელმა, თავში ხელი შემოირტყაო… შემოიტანეს პლანშეტი, სადაც ვიდეოშიც ჩანდა, რომ ის პირი ნამდვილად არ იყო ირაკლი. ამის შემდეგ გააკეთეს ვითომ ამოცნობა, თვალებზე ააფარეს ხელი ირაკლის, დაზარალებულმა თქვა ვითომ, ეს ის არ არისო და მოუწიათ მისი გამოშვება. სათვალთვალო კამერებზე დაფიქსირდა პოლიციიდან მისი გამოსვლის დრო, იქვე გააჩერა ნაცემმა ბიჭმა ტაქსი და სახლში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავიდა.

5 წუთში, ფაქტობრივად, შინ იყო. ეს ძალიან დაგვეხმარა ჩვენი სიმართლის დამტკიცებაში. მაშინვე ოჯახმა გამოიძახა სასწრაფო, ესეც ადასტურებდა, რომ ბიჭი ნაცემი იყო. ყველა პოლიციელი ამბობდა, არანაირი დაზიანება არ ჰქონდა მიყენებული, როცა გავუშვითო, მაგრამ ისეთ მოკლე დროში, მაქსიმუმ 10 წუთში ასეთი დაზიანებებით სხვაგვარად ნიუჰოსპოტალში რომ ვერ აღმოჩნდებოდა ადამიანი, უდაო იყო.

მივმართეთ პროკურატურას საქმე აღეძრა. როგორც სჩვევიათ, ქვემდებარეობით გადაუგზავნეს იმ პოლიციის განყოფილებას, რომელსაც ვუჩიოდით. ეს ფაქტი დროის გაწელვას ემსახურებოდა, შემდეგ კი თბილისის პროკურატურა აწარმოებდა გამოძიებას, არაერთხელ დაიკითხა ირაკლი, ჩვენი ინიციატივით ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, მაგრამ დაზარალებულადაც კი არ გვცნეს. მხოლოდ სასამართლოს გზით მივაღწიეთ პირის დაზარალებულად ცნობას. ასევე ძალიან საინტერესო ჩვენება აქვს მიცემული ერთ პირს, ის ადასტურებს, ხელი რომ ააფარეს ირაკლის და ისე მოხდა ვითომ ამოცნობა, თუმცა მეორედ როცა დაიკითხა თქვა, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია, ისე მომეჩვენა ვითომ თვალებზე ხელი ააფარესო. წესით ეს ადამიანიც უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცრუ ჩვენებისთვის. ვინც დაზარალებული იყო, ის პოლიციის მუშაკია. ეტყობა უნდოდათ მალე გამოეძიებიათ მისთვის ტელეფონის წართმევის საქმე, მაგრამ გამოვიდა ისე, რეალურად დამნაშავეში უდანაშაულო ადამიანი შეეშალათ. ისე იყო ბიჭი ნაცემი, თავიდან ისიც კი არ ახსოვდა, ოქმზე ხელი რომ მოაწერინეს. მერე არგუმენტად ჰქონდა თბილისის პროკურატურას, შენ ხელს აწერ ჩვენებაზე, სადაც წერია, რომ ბრალს არ აღიარებ და არაფერს შესწრებიხარო, ეს ოქმი ფორმალურად შედგა, რომ გაეშვათ განყოფილებიდან და ეთქვათ ტყუილად არ მოვიყვანეთო.

უცნაური ის იყო, რომ თბილისის პროკურატურამ რამდენიმე თვეში 2017 წელს, ამ საქმეზე გამოძიება დანაშაულის არარსებობის მოტივით შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი სამხილი. დადგენილებაში ეწერა, არ დადასტურდა რომ პოლიციელებმა სცემეს ირაკლი ხოფერიაო. ბუნებრივია, ეს გავასაჩივრეთ სასამართლოში და ძალიან მარტივი იყო იმაზე მსჯელობა, რომც არ ეცემათ პოლიციელებს, მაშინ ის მაინც უნდა დაედგინათ, ვინ მიაყენა დაზიანებები. ესეც გავასაჩივრეთ და იმდენად ცალსახად ჩანდა ჩვენი სიმართლე, სასამართლომ უკან დაუბრუნა თბილისის პროკურატურას საქმე გამოსაძიებლად და მიუთითა საგამოძიებო მოქმედებები ამოწურული არ გაქვთ და არ არის დადგენილი ვინ მიაყენა მას დაზიანებებიო. ამის შემდეგ ჩვენ მოვითხოვეთ საქმე გენერალურ პროკურატურას გადაცემოდა. 2 დღეში ქალაქის პროკურორის მოადგილემაც დაწერა განცხადება და მიმართა გენერალურ პროკურატურას თქვენ გამოძიეთ ეს საქმე, რადგან ჩვენ შევწყვიტეთ და ჩვენს მიმართ შეიძლება არ იყოს ნდობაო.

- ვერც იქ მიაღწიეთ ამდენი წელი სამართალს?

- კიდევ სამი წელი უკვე გენერალურ პროკურატურაში ვიბრძოდით სიმართლის დასამტკიცებლად. რამდენიმე გამომძიებელი გამოვიცვალეთ. ერთმა გამომძიებელმა კარგი მტკიცებულებები შემატა საქმეს, მან გამოითხოვა "სმარტ ლოჯიკიდან" ინფორმაცია ელექტრონულ სისტემებზე და იქიდან მიღებული დასკვნიდანაც ჩანდა, რომ ირაკლი ყველაფერს სიმართლეს ამბობდა. ყველა პოლიციელი თავის ჩვენებაში ამბობდა, რომ მოვიყვანეთ, შევადგინეთ მაშინვე გამოკითხვის ოქმი, მაგრამ ამის შემდეგ გვეხვეწებოდა ირაკლი, დაგვეხია ეს ოქმი და ამ დროის განმავლობაში მას ვაწყნარებდითო. არადა, ირაკლი ცალსახად ამბობდა, ჯერ მცემეს სასტიკად და მერე წამოსვლის წინ შეადგინეს ოქმიო. "სმარტ ლოჯიკიდან" მოვიდა ინფორმაცია ირაკლი რომ უთითებდა, სწორედ იმ დროს იყო რეალურად ოქმი შედგენილი.

- ვიდეოკამერებში არ იყო ასახული რაიმე სამხილი პოლიციის წინააღმდეგ?

- კურიოზულია ეს საკითხიც, 8 კამერა აქვს განყოფილებას, აქედან 7 არის პერიმეტრზე რას აკვირდებიან, რა არის დასაცავი პერიმეტრზე, არ ვიცი. ერთი კამერაა შესასვლელ კარზე, პრობლემა ისიც იყო რომ მეორე კარიც აქვს პოლიციის ამ განყოფილებას და როცა შს სამინისტროს მოვთხოვეთ ინფორმაცია ამაზე, მოგვწერეს, არის მეორე კარი, მაგრამ იმ კარს არავინ იყენებსო. მოცემულობა იყო ასეთი, პოლიციელები სიმართლეს არ ამბობდნენ. ამბობდნენ, ოქმი შვიდ საათზე შევადგინეთო და "სმარტ ლოჯიკის" ინფორმაციით დადგინდა, რომ 10 ის ნახევარზე შედგა რეალურად ეს ოქმი. ეს უკვე ორი მტკიცებულება იყო და მინიმუმ სამსახურებრივი სიყალბეს რომ ჰქონდა ადგილი, თუნდაც ამ მუხლით და ცრუ ჩვენებისთვის უნდა მიეცათ ისინი პასუხისგებაში. არადა ჩვენებებში ამბობდნენ, თითქოს პოლიციის უფროსი და მოადგილე თავზე უსმევდნენ ხელს ირაკლის და ეუბნებოდნენ, არ შეიძლება ჩვენება რომ მოგვეცი, იმას ვერ დავხევთო. როდის შეიყვანეს და როდის გამოვიდა ეს კარის კამერაზე ფიქსირდებოდა, ამას ვერ გაექცეოდნენ. გაგვიმართლა იმითაც რომ ირაკლის ტაქსის ფული არ ჰქონდა და დედამისმა ტაქსის მძღოლს ტელეფონის ანგარიშზე ჩაურიცხა მომსახურების თანხა, ამითაც ფიქსირდებოდა ტაქსით გაადგილების დრო. დაიკითხა ტაქსის მძღოლიც და ისიც ამბობდა, მანქანაში რომ მეჯდა გულმკერდზე იკიდებდა ხელს და ცუდად ყოფნა ეტყობოდაო. სახლში მისვლისთანავე ოჯახმა სასწრაფო გამოიძახა და სადავო არაფერი იყო. უშედეგოდ ვითხოვდით კონკრეტულ პირებს ბრალი წარდგენოდათ, ჩატარდა ამოცნობა, ირაკლიმ ამხილა და ამოიცნო ის პირები, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა. კერძოდ სამი პირი ამოიცნო, ხოლო მეოთხე ვერ ამოიცნო. უამრავი მტკიცებულება იყო, სხვას ვერ მოიპოვებდით, რადგან პოლიციის განყოფილებაში მოხდა დანაშაული. მაგრამ ვერა და ვერ დადგა მათი პასუხისმგებლობა.

იძულებულები გავხდით მიგვემართა სტრაბურგისთვის, რადგან ამდენი წელი არავის წაუყენეს ბრალი. წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლმა უჩივლა სახელმწიფოს, მივუთითეთ გამოძიება, რომ გაჭიანურებული იყო და არ სჯიდნენ დამნაშავე პოლიციელებს. ევროსასამართლოში ძალიან სწრაფად გავიარეთ საქმის დასაშვებითობის ეტაპი, რაც იშვიათად ხდება, იქიდან მომართეს საქართველოს ხელისუფლებას და მოითხოვეს მათი არგუმენტაციები და დოკუმენტები. ვფიქრობ, სწორედ სტრასბურგიდან მიღებული წერილების შედეგად მიხვდა პროკურატურა, რომ ქვეყანას მოუწევდა პასუხისგება ამის გამო და იძულებული გახდა დამნაშავე პოლიციელებისთვის ბრალი წარედგინა. არადა, ამდენი ხანი თაროზე ჰქონდათ საქმე შემოდებული და როგორც კი სტრასბურგიდან მოვიდა შეტყობინებები, ისინი დააკავეს. 28 ივლისს დაგვიკავშირდა პროკურატურა და გვითხრა, რომ სამი მოქმედი პოლიციელი დაკავებული ყავდათ.

- კონკრეტულად ვინ არიან დაკავებულები?

- დაკავებულია ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილების იმჟამინდელი უფროსი, მისი მოადგილე და ერთი ოპერმუშაკი, სამივეს ამხელს დაზარალებული ხოფერია. ახლაც მოქმედი პოლიციელები იყვნენ, ორი მათგანი საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა ამჟამადაც, ოღონდ სხვა რაიონში. ბრალს არ აღიარებენ, მაგრამ მათ წინააღმდეგ საკმარისზე მეტი მტკიცებულებებია.

24 სექტემბერს არის პროცესი ჩანიშნული და დაიწყება საქმის არსებითი განხილვა. მართალია გამოძიება ეს წლები ადამიანის წამების მუხლით მიმდინარეობდა, მაგრამ რატომღაც დაკავებულებს ბრალი წაუყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ღირსების შელახვა. აღნიშნული მუხლი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წამების მუხლით რომ წარემართათ საქმე, მაშინ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ და ვითხოვთ ამ მუხლით საქმის გადაკვალიფიცირებას. ადამიანი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რაც მან ჩაიდინა. დაასწრო ამით სახელმწიფომ სტრასბურგს, რადგან არ უნდოდათ წაეგოთ სტრასბურგში ისეთი საქმე, სადაც მითითებული იქნებოდა რომ პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მხრიდან იყო ჩადენილი დანაშაული. ეს იყო პრესტიჟის შელახვა ქვეყნისთვის. იძულებულები გახდნენ და ჩამოიღეს თაროზე შემოდებული საქმე. სტრასბურგამდე რომ არ წასულიყო ეს საქმე, ალბათ იდებოდა თაროზე ისე, როგორც არაერთი ასეთი საქმე დევს.

3 წელიწადნახევრის შემდეგ აღდგა სამართალი და ეს პირები დღეს ციხეში არიან, თუმცა ვთვლით, რომ მეოთხე პირის გამოვლენაც უნდა მოხდეს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. საიას არ ჰქონია ასეთი შემთხვევა, როცა მოქმედი პოლიციელები მოქალაქეზე ძალადობის მუხლით გაასამართლეს. თუ არ ჩავთვლით 20-21 ივნისის საქმეზე პირების პასუხისგებაში მიცემას, მაგრამ იქ სულ სხვა სიტუაცია იყო. თითქმის ერთი თვეა ეს ხალხი დაკავებულია და ფაქტიც კი არ გაუხმაურებია პროკურატურას. ახლა ველოდებით სასამართლოს ვერდიქტს.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ მოაჯირიდან ჯერ ბაია გადავარდა, მას გიორგიც გადაჰყვა და გოგონას გადარჩენა სცადა

"თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს" - გარდაცვლილი პროგრამისტის დედა

როდის დაფუძნდა და ვის მიერ ბარი, რომლის თანამშრომლებიც მტკვარში გარდაცვლილები ნახეს