პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამირხანაშვილი მეხუთედ გამოკითხეს... რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება" - რას ამბობს დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი
"ამირხანაშვილი მეხუთედ გამოკითხეს... რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება" - რას ამბობს დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის, ზ.ხ.-ს ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი გელ­ხა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მის ახალ მა­სა­ლებ­ში ე.წ. ოქ­როს მოწ­მის, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა­ცაა, რო­მე­ლიც მისი წინა ჩვე­ნე­ბე­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა.

"საქ­მის ახალ მა­სა­ლებ­ში ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი არის გა­მო­კი­თხუ­ლი და­მა­ტე­ბით, ეს მისი მე­ხუ­თე ჩვე­ნე­ბაა, რა თქმა უნდა, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მისი ჩვე­ნე­ბა და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მის წინა ჩვე­ნე­ბებს. ლო­გი­კუ­რია, რომ მას სხვაგ­ვა­რად არ გა­მო­კი­თხავ­დნენ. ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი უარ­ყოფს იმ ფაქ­ტებს, რომ­ლის ირ­გვლი­ვაც ის გა­მო­ი­კი­თხა. ეს არა­თუ დე­ტა­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბა, არა­მედ ჩვე­ნე­ბის შეც­ვლაა," - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის, რომ ზ.ხ.-ს გარ­დაც­ვლილ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან რა­ი­მე სა­ხის შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­და.

"პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დაც­ვის მხა­რემ არ ითა­ნამ­შრომ­ლოს მე­დი­ას­თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და არ მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ამ­ძი­მეს ბრალ­დე­ბა.

არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის, რომ ზ.ხ.-ს რა­ი­მე სა­ხის შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­და შა­ქა­რაშ­ვილ­თან, არ არ­სე­ბობს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დო­ბა და მკვლე­ლო­ბა შა­ქა­რაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბით.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ზუს­ტად ამი­ტომ მი­მარ­თა ამ ხრიკს, რომ ვერ გა­ი­გოთ ინ­ფორ­მა­ცია, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მო­ახ­დი­ნეს ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რამ „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრა­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს და­უმ­ძიმ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
7

ადვოკატო ! არ ღირს ფულის კეთება ამ ყველაფრის ფასად , ნამუსი შეგრჩეთ ცოტა , და ნუ იცავთ ჯალათებს , სად გაიზარდეთ ! 

???
2

ის მერსედერსის მანქანის მკვლელები რატომ ავიწყდებათ? თან ასეთი დანაშაულისთვის ჩვენთან ძალიან მცირე სასჯელია, ყფრო მკაცრი სასჯელი არის საჭირო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ამირხანაშვილი მეხუთედ გამოკითხეს... რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება" - რას ამბობს დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი

"ამირხანაშვილი მეხუთედ გამოკითხეს... რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება" - რას ამბობს დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, საქმის ახალ მასალებში ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაცაა, რომელიც მისი წინა ჩვენებებისგან რადიკალურად განსხვავდება.

"საქმის ახალ მასალებში ამირხანაშვილი არის გამოკითხული დამატებით, ეს მისი მეხუთე ჩვენებაა, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება და არ შეესაბამება მის წინა ჩვენებებს. ლოგიკურია, რომ მას სხვაგვარად არ გამოკითხავდნენ. ამირხანაშვილი უარყოფს იმ ფაქტებს, რომლის ირგვლივაც ის გამოიკითხა. ეს არათუ დეტალების დაზუსტება, არამედ ჩვენების შეცვლაა," - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის, რომ ზ.ხ.-ს გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა.

"პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაცვის მხარემ არ ითანამშრომლოს მედიასთან, საზოგადოებასთან და არ მიაწოდოს ინფორმაცია, რომელი მტკიცებულებების საფუძველზე დაამძიმეს ბრალდება.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის, რომ ზ.ხ.-ს რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა შაქარაშვილთან, არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, როგორ განხორციელდა ძალადობა და მკვლელობა შაქარაშვილთან მიმართებით.

პროკურატურამ ზუსტად ამიტომ მიმართა ამ ხრიკს, რომ ვერ გაიგოთ ინფორმაცია, რის საფუძველზეც მოახდინეს ბრალის დამძიმება“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

როგორ ატარებენ საგამოძიებო ექსპერიმენტს ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის ადგილას - დეტალები მაწევანის ტყიდან

"გაგნიძემ მკითხა, როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვაო?" - "რადიო თავისუფლება" გუკა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებას აქვეყნებს

"სასიამოვნოდ გაოცებული გახლავართ" - რას წერს მირიან ნიკოლაძე  შაქარაშვილის  საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტზე