საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეიმს ბონდის ფორმაში გამოწყობილი პუტინი, ვაქცინით ხელში... - როგორ ეხმაურება რუსული მედია liberation-ის "შარჟს"
ჯეიმს ბონდის ფორმაში გამოწყობილი პუტინი, ვაქცინით ხელში... - როგორ ეხმაურება რუსული მედია liberation-ის "შარჟს"

მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა Covid-19-ის ვაქ­ცი­ნის შექ­მნა და მისი ეფექ­ტუ­რო­ბა და­ა­დას­ტუ­რა, ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბა­საც და­ი­წყე­ბენ. აცრა ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის შვილ­მა უკვე გა­ი­კე­თა, რა­საც მსოფ­ლიო წამ­ყვა­ნი მე­დი­ის მხრი­დან დიდი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო.

ფრან­გუ­ლი გა­ზე­თი liberation პირ­ველ გვერ­დზე ჯე­იმს ბონ­დის ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბილ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. მას ხელ­ში Covid-19-ის ვაქ­ცი­ნა უჭი­რავს.

"პუ­ტი­ნი, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი. ხვა­ლინ­დე­ლი დღე არა­სო­დეს მოკ­ვდე­ბა" - წერს გა­ზე­თი მთა­ვარ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის მიერ გა­შარ­ჟე­ბულ­მა პუ­ტინ­მა მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა უკვე მი­ი­პყრო. მათ შო­რის არის რუ­სუ­ლი მე­დი­აც.

russia today სტა­ტი­ის იდე­ას მი­მო­ი­ხი­ლავს:

"გან­სხვა­ვე­ბით გა­მო­გო­ნი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი ჯა­შუ­ში­სა, რო­მელ­საც პის­ტო­ლე­ტი ყო­ველ­თვის აქვს მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი, პუ­ტინს ხელ­ში Covid-19-ის ვაქ­ცი­ნა უჭი­რავს. ვირუს­მა, რო­მელ­საც "სიკ­ვდი­ლის ლი­ცენ­ზია" აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, მსოფ­ლი­ო­ში 740,000 ადა­მი­ა­ნი სი­ცო­ცხლეს უკვე გა­მო­ა­სალ­მა.

ეკო­ნო­მი­კურ ზა­რალ­ზე სა­უ­ბა­რი აღარ არის. სტა­ტი­ის სა­თა­უ­რი აშ­კა­რად ემ­თხვე­ვა 1997 წლის ბონ­დის ფილ­მის სა­თა­ურს - "ხვა­ლინ­დე­ლი დღე არა­სო­დეს მოკ­ვდე­ბა", რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო პირს ბროს­ნან­მა" - წერს russia today.

გა­მო­ცე­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ კა­რი­კა­ტუ­რა­ში მო­ცე­მუ­ლი აშ­კა­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ნიშ­ნე­ბი­სა, პირს ბროს­ნა­ნის მსგავ­სად, გა­ზე­თის რე­დაქ­ცია პუ­ტინ­ში აშ­კა­რად ვერ ხე­დავს კა­ცობ­რი­ო­ბის მხსნელს.

სტა­ტია აკ­რი­ტი­კებს მოს­კოვს, რომ Covid-19-ის ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბა­ში ჩაშ­ვე­ბა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­ცხა­დი იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სეთ­მა ვაქ­ცი­ნა და­ამ­ტკი­ცა, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა- გა­მა­ლე­ი­ას ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვარ-მეც­ნი­ე­რე­ბი ახა­ლი, რუ­სუ­ლი COVID19-ის ვაქ­ცი­ნის ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბით კმა­ყო­ფი­ლია.

რუ­სე­თი ვაქ­ცი­ნის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან წარ­მო­ე­ბას იწყებს. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ათა­სო­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბულს აც­რის. მსოფ­ლი­ო­ში COVID19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო 10-ზე მეტი ვაქ­ცი­ნის ტეს­ტი­რე­ბა ჩა­ტარ­და. სა­ბო­ლოო შე­დე­გით, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ოთხი მათ­გა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­თა გა­მოც­და ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პან­დე­მია 2020 წლის 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ჩი­ნეთ­ში პნევ­მო­ნი­ის აფეთ­ქე­ბა 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყო. ის გა­მოწ­ვე­უ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის აქამ­დე უც­ნო­ბი შტა­მით.

ავ­ტო­რი: თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
24

მუშაიობს ფაუჩას კანტორა

____
72

დასავლეთს აშკარად შურს რუსეთის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ჯეიმს ბონდის ფორმაში გამოწყობილი პუტინი, ვაქცინით ხელში... - როგორ ეხმაურება რუსული მედია liberation-ის "შარჟს"

ჯეიმს ბონდის ფორმაში გამოწყობილი პუტინი, ვაქცინით ხელში... - როგორ ეხმაურება რუსული მედია liberation-ის "შარჟს"

მას შემდეგ, რაც რუსეთმა Covid-19-ის ვაქცინის შექმნა და მისი ეფექტურობა დაადასტურა, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვაქცინის წარმოებასაც დაიწყებენ. აცრა ვლადიმირ პუტინის შვილმა უკვე გაიკეთა, რასაც მსოფლიო წამყვანი მედიის მხრიდან დიდი ყურადღება დაეთმო.

ფრანგული გაზეთი liberation პირველ გვერდზე ჯეიმს ბონდის ფორმაში გამოწყობილ ვლადიმირ პუტინის ფოტოს აქვეყნებს. მას ხელში Covid-19-ის ვაქცინა უჭირავს.

"პუტინი, ვლადიმირ პუტინი. ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება" - წერს გაზეთი მთავარ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს კომენტირებისას. აღნიშნული გამოცემის მიერ გაშარჟებულმა პუტინმა მსოფლიოს ყურადღება უკვე მიიპყრო. მათ შორის არის რუსული მედიაც.

russia today სტატიის იდეას მიმოიხილავს:

"განსხვავებით გამოგონილი ბრიტანელი ჯაშუშისა, რომელსაც პისტოლეტი ყოველთვის აქვს მომარჯვებული, პუტინს ხელში Covid-19-ის ვაქცინა უჭირავს. ვირუსმა, რომელსაც "სიკვდილის ლიცენზია" აქვს მოპოვებული, მსოფლიოში 740,000 ადამიანი სიცოცხლეს უკვე გამოასალმა.

ეკონომიკურ ზარალზე საუბარი აღარ არის. სტატიის სათაური აშკარად ემთხვევა 1997 წლის ბონდის ფილმის სათაურს - "ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება", რომელშიც მონაწილეობა მიიღო პირს ბროსნანმა" - წერს russia today.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ კარიკატურაში მოცემული აშკარად გამოკვეთილი პოზიტიური ნიშნებისა, პირს ბროსნანის მსგავსად, გაზეთის რედაქცია პუტინში აშკარად ვერ ხედავს კაცობრიობის მხსნელს.

სტატია აკრიტიკებს მოსკოვს, რომ Covid-19-ის ვაქცინის წარმოებაში ჩაშვება და ოფიციალური განაცხადი იმის შესახებ, რომ რუსეთმა ვაქცინა დაამტკიცა, არაპროფესიონალიზმია.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო კვლევითი დაწესებულება- გამალეიას ინსტიტუტის მკვლევარ-მეცნიერები ახალი, რუსული COVID19-ის ვაქცინის ტესტირების შედეგებით კმაყოფილია.

რუსეთი ვაქცინის ფართომასშტაბიან წარმოებას იწყებს. ჯანდაცვის სამინისტრო ათასობით ინფიცირებულს აცრის. მსოფლიოში COVID19-ის საწინააღმდეგო 10-ზე მეტი ვაქცინის ტესტირება ჩატარდა. საბოლოო შედეგით, ყველაზე ეფექტური ოთხი მათგანი აღმოჩნდა, რომელთა გამოცდა ჯერ არ დასრულებულა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ავტორი: თეონა რამაზაშვილი

თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

"რემდესივირი და სხვა ანტივირუსული პრეპარატები სიკვდილიანობის შემცირებაზე გავლენას არ ახდენს" - კვლევა

"ვაქცინები ნულოვან კოვიდს არ უდრის, პანდემიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი" - ჯანმო-ს დირექტორი