პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების გასაჩივრებას "კავკასუს ონლაინი" საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების გასაჩივრებას "კავკასუს ონლაინი" საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს

ინ­ტერ­ნე­ტის უმ­სხვი­ლე­სი სა­ბი­თუ­მო მიმ­წო­დე­ბე­ლი რე­გი­ონ­ში, „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ ბოლო პე­რი­ოდ­ში, ერ­თნა­ი­რად მო­ექ­ცა მე­დი­ის, მთავ­რო­ბის, პარ­ლა­მენ­ტის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ.

უფრო მე­ტიც, სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბა­ში ეს ერთ-ერთი უიშ­ვი­ა­თე­სი (თუ ერ­თა­დერ­თი არა) შემ­თხვე­ვაა, როცა დარ­გობ­რი­ვი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა ღა­მის 2 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და.

ბიზ­ნე­სის­თვის კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მავ­ნე და და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ ერთი კომ­პა­ნი­ის­თვის რომ მი­ი­ღეს, დღეს ამას აღა­რა­ვინ აყე­ნებს კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ, უფრო მე­ტიც, დარ­გობ­რივ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, რო­მან კა­კუ­ლია, ამას პირ­და­პირ, სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნი­დან აცხა­დებს.

2020 წლის 17 ივ­ლისს, პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, რო­მან კა­კუ­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, არ­სე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი კომ­პა­ნი­ის ქმე­დე­ბე­ბის აღ­საკ­ვე­თად, ამი­ტო­მაც შე­ვი­და კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი.

„მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იყო ის, რომ არ­სე­ბობ­და კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ქმე­დე­ბა და არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი ამ ქმე­დე­ბის აღ­კვე­თის­თვის. არ­სე­ბობ­და უფრო მკაც­რი ზომა, რო­მელ­საც ჰქვია ლი­ცენ­ზი­ის შე­ჩე­რე­ბა, მაგ­რამ მას მოჰ­ყვე­ბა ცუდი შე­დე­გე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. ამი­ტომ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა გა­და­წყვი­ტა შე­მო­ე­ტა­ნა შე­და­რე­ბით რბი­ლი ზომა, რომ ეს პრობ­ლე­მა მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა”, – გა­ნა­ცხა­და რო­მან კა­კუ­ლი­ამ.

2020 წლის 17 ივ­ლისს­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით მი­ი­ღო „ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი („კა­ნო­ნი“). პრე­ზი­დენ­ტის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი კა­ნო­ნი მაც­ნე­ში იმა­ვე დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდა და დღეს უკვე კა­ნო­ნი მოქ­მე­დია.

კო­მი­სია კა­ნონს ბიზ­ნეს­თან კონ­სენ­სუ­სის შე­დეგს უწო­დებს, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი, რო­მე­ლიც სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ბა­ზარ­ზე ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­თა­მა­შეა, ამ კონ­სენ­სუ­სის ნა­წი­ლი არ არის და ეს არა­ერ­თგზის და­ა­ფი­ქი­რა კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ

რო­გო­რია „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ პო­ზი­ცია „ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ზე „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ აცხა­დებს:

მიგ­ვაჩ­ნია, რომ კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ნორ­მე­ბის (კონ­კუ­რენ­ცი­ის შემ­სწავ­ლე­ლი ნორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე გავ­ლე­ნის შე­სა­ფა­სებ­ლად) აღ­სრუ­ლე­ბის ნა­წილ­ში კა­ნო­ნი სრუ­ლა­დაა აც­დე­ნი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლი­რე­ბის ერ­თი­ან ჩარ­ჩოს და მხო­ლოდ ერთ კომ­პა­ნი­ა­ზე, კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი; კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი დღეს ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­ზეც ნორ­მის შე­მად­გენ­ლო­ბა სრუ­ლად ვრცელ­დე­ბა და ამ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­სა­ნიშ­ნად ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბას აკ­მა­ყო­ფი­ლებს. კო­მი­სია „კავ­კა­სუს ონ­ლა­ინს“ ბე­ნე­ფი­ცი­არ მე­სა­კუთ­რე კომ­პა­ნი­ა­ში ბოლო ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მე­სა­კუთ­რის მიერ წი­ლის კო­მი­სი­ის წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბის გა­რე­შე გას­ხვი­სე­ბის გამო ედა­ვე­ბა. კო­მი­სი­ას მი­აჩ­ნია, რომ დარ­ღვე­ვა მიმ­დი­ნა­რეა და ასე­თი დარ­ღვე­ვის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად (წი­ლე­ბის თავ­და­პირ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა) ვადა გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს 1 აგ­ვის­ტომ­დე. ამ დარ­ღვე­ვის­თვის კავ­კა­სუს ონ­ლა­ინს უკვე და­კის­რე­ბუ­ლი აქვს ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 45-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ჯა­რი­მა, მათ შო­რის, 270 000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა ორ­ჯერ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნონს არ აქვს უკუქ­ცე­ვი­თი ძალა, რაც კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას (პირ­ვე­ლი მოს­მე­ნა დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტეტ­ში 2020 წლის 14 ივ­ლი­სი) კო­მი­სი­ამ, რო­გორც კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნა­ავ­ტორ­მა თა­ვად­ვე და­ა­დას­ტუ­რა, დიდი ალ­ბა­თო­ბით კო­მი­სია ამას უშუ­ა­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბი­სას უკვე სხვაგ­ვა­რად გან­მარ­ტავს და არის რის­კი იმი­სა, რომ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბა გა­ავ­რცე­ლოს კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლამ­დე არ­სე­ბულ დარ­ღვე­ვებ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ კა­ნო­ნის ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რეს, მიგ­ვაჩ­ნია, რომ კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან შე­უ­სა­ბა­მოა შემ­დე­გი მი­ზე­ზე­ბის გამო:

  1. კა­ნო­ნი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პი­რის მიერ მხო­ლოდ წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის ფორ­მა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო ით­ვა­ლის­წი­ნებს სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. მა­შინ რო­დე­საც კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ნორ­მე­ბის, მათ შო­რის, შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნის, მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ კო­მი­სი­ამ (შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე) ჩა­ა­ტა­როს სა­თა­ნა­დო კვლე­ვა და შე­ა­ფა­სოს ესა თუ ის ტრან­ზაქ­ცია ბაზ­რის შე­სა­ბა­მის სეგ­მენტზე არ­სე­ბულ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე გავ­ლე­ნას ხომ არ ახ­დენს. ბაზ­რის კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის გამო თუ კო­მი­სია სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თველს და­ნიშ­ნავს ეს კა­ნო­ნის მიზ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სი არ იქ­ნე­ბა. რო­გორც იცით, სწო­რედ ამ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბას ითხოვს კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი 2019 წლის 17 ოქ­ტომ­ბრი­დან დღემ­დე, კო­მი­სია კი უარს ამ­ბობს მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად შეს­რუ­ლოს. კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან რომ კო­მი­სი­ის მიერ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნა­თე­ლი გახ­დე­ბა, რომ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცია არ ახ­დენს რა­ი­მე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე: ახალ ბე­ნე­ფი­ცი­არ მე­სა­კუთ­რეს არ აქვს სხვა რა­ი­მე აქ­ტი­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ არის აფი­ლი­რე­ბუ­ლი სხვა სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის გამ­წევ ოპე­რა­ტო­რებ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში, აქვს კომ­პა­ნი­ის სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი და კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ, მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა რო­გორც სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ბაზ­რის, ისე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.
  2. კა­ნო­ნი ერ­თპი­როვ­ნულ და გა­ნუ­სა­ზღვრელ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს ანი­ჭებს კო­მი­სი­ას, რომ ჩა­ე­რი­ოს ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პი­რის ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და შე­უ­ზღუ­დოს სა­მე­წარ­მეო თა­ვი­სუფ­ლე­ბა; სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნის შემ­დეგ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პირი ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის ან/და კო­მი­სი­ის თან­ხმო­ბას სა­ჭი­რო­ე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა ექ­ცე­ვა თუ არა ასე­თი ქმე­დე­ბა აღ­სას­რუ­ლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის (რომ­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლა­დაც და­ი­ნიშ­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი) ფარ­გლებ­ში.
  3. სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თველს კა­ნო­ნით შე­უ­სა­ბა­მოდ ფარ­თო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი აქვს დად­გე­ნი­ლი: და­ნიშ­ნოს ან/და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პი­რის დი­რექ­ტორ(ებ)ი, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევრ(ებ)ი, ავ­ტო­რი­ზე­ბულ პირს შე­უ­ჩე­როს, ან შე­უ­ზღუ­დოს მო­გე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა, დი­ვი­დენ­დე­ბი­სა და პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მა, ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდა. ასე­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი არც კონ­ცენ­ტრა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის და არც სპე­ცი­ფი­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სას­რუ­ლე­ბის მი­ზანს არ ემ­სა­ხუ­რე­ბა. არც ერთი კა­ნონ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ და ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მაგ. კო­მი­სი­ის ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას, რო­გო­რი­ცაა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მე­სა­კუთ­რის მიერ გას­ხვი­სე­ბუ­ლი წი­ლე­ბის თავ­და­პირ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­დგე­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი უხე­ში ჩა­რე­ვა კერ­ძო სუ­ბი­ექ­ტის სა­მე­წარ­მეო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში შე­ი­ცავს მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის­თვის და მისი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის­თვის შე­უქ­ცე­ვა­დი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის საფრ­თხეს.
  4. სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი ინიშ­ნე­ბა, კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფამ­დე. კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის შემ­თხვე­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ ცხა­დია, რომ კო­მი­სია სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თველს კომ­პა­ნი­ა­ში უვა­დოდ ნიშ­ნავს, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლურ­მა მმარ­თველ­მა უზ­რუნ­ველ­ყოს ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი არა უშუ­ა­ლოდ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პი­რის ქმე­დე­ბა­ზე, არა­მედ მე­სა­მე პი­რე­ბის ნე­ბა­ზე და ქმე­დე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, კო­მი­სია ფაქ­ტობ­რი­ვად იყე­ნებს ისეთ სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მე­ლიც არ უზ­რუნ­ველ­ყოფს და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვას და გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით და ასე­თი­ვე გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბით ერე­ვა კერ­ძო სუ­ბი­ექ­ტის მე­წარ­მე­ო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში და ზღუ­დავს მის სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას;
  5. კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თველს და­ნიშ­ვნა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­სა­მარ­თლო კონ­ტროლს. რო­დე­საც კო­მი­სია ბიზ­ნეს­თან კომ­პრო­მის­ზე სა­უბ­რობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვახ­სე­ნოთ, რომ ბიზ­ნე­სის ნა­წილ­თან კომ­პრო­მი­სი სწო­რედ სას­მარ­თლო კონ­ტრო­ლის შე­მო­ღე­ბის ხარ­ჯზე მოხ­და სპე­ცი­ფი­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ნა­წილ­ში. მა­შინ რო­დე­საც, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ ნორ­მა­ზე სა­სა­მარ­თლო კონ­ტრო­ლი არ არის გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბუ­ლი და კო­მი­სია სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნი­სას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი დის­კრე­ცი­ის ფარ­გლებ­ში იმოქ­მე­დებს. კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს კო­მი­სი­ის არ­გუ­მენ­ტი, რომ სა­სა­მარ­თლო კონ­ტრო­ლი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პი­რის უფ­ლე­ბა­ში შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს და მო­ი­თხო­ვოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბა. კო­მი­სი­ის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბის საქ­მე­ებ­ზე, შე­ჩე­რე­ბის სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბი­სას სა­სა­მარ­თლო არ შე­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ში­ნა­არ­სის შე­ფა­სე­ბა­ში, და ით­ვა­ლის­წი­ნებს მხო­ლოდ ზი­ა­ნის სა­კითხს (ად­გე­ბა თუ არა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­სრუ­ლე­ბით ზი­ა­ნი პირს). გარ­და ამი­სა, კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ ძა­ლა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სხდო­მა­ზე მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე შე­დის, შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­რი­ზე­ბულ პირს სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვა იმ პი­რო­ბებ­ში მო­უ­წევს რო­დე­საც მის­თვის კო­მი­სი­ის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­მო­ტი­ვა­ციო ნა­წი­ლიც კი არ იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი.

კავ­კა­სუს ონ­ლა­ინს მი­აჩ­ნია, რომ თუ კო­მი­სია კომ­პა­ნი­ის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნებს კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ ახალ ზო­მას, და­ნიშ­ნავს სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თველს კომ­პა­ნი­ა­ში იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად რო­მე­ლიც არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის ნე­ბა­სა და ქმე­დე­ბა­ზე, კო­მი­სია უხე­შად ჩა­ე­რე­ვა კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, შე­უ­ზღუ­დავს თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­წარ­მე­ო­ბი­სა და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას. ამი­ტომ კომ­პა­ნია აპი­რებს მი­მარ­თოს ყვე­ლა შე­საძ­ლო ზო­მას, უფ­ლე­ბის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ აი­რი­დოს თა­ვი­დან ის შე­უქ­ცე­ვა­დი ზი­ა­ნი, რაც კომ­პა­ნი­ას შე­იძ­ლე­ბა მი­ად­გეს კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით.

[კომ­პა­ნია ასე­ვე აპი­რებს მი­მარ­თოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს და სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნის გზით სა­და­ვო გა­ხა­დოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან.]

NS

!!!
0

საქართველო ბელორუსის, რუსეთსი დაჩინეთის გზაზე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების გასაჩივრებას "კავკასუს ონლაინი" საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების გასაჩივრებას "კავკასუს ონლაინი" საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს

ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მიმწოდებელი რეგიონში, „კავკასუს ონლაინი“ ბოლო პერიოდში, ერთნაირად მოექცა მედიის, მთავრობის, პარლამენტის, კომუნიკაციების კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ.

უფრო მეტიც, საპარლამენტო მუშაობაში ეს ერთ-ერთი უიშვიათესი (თუ ერთადერთი არა) შემთხვევაა, როცა დარგობრივი კომიტეტის სხდომა ღამის 2 საათამდე გაგრძელდა.

ბიზნესისთვის კატასტროფულად მავნე და დამაზიანებელი საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ერთი კომპანიისთვის რომ მიიღეს, დღეს ამას აღარავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, უფრო მეტიც, დარგობრივ-ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, ამას პირდაპირ, საპარლამენტო ტრიბუნიდან აცხადებს.

2020 წლის 17 ივლისს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ აღმოჩნდა საკმარისი კომპანიის ქმედებების აღსაკვეთად, ამიტომაც შევიდა კანონში ცვლილებები.

„მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არსებობდა კომპანია, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე განახორციელა ქმედება და არსებული კანონით გათვალისწინებული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქმედების აღკვეთისთვის. არსებობდა უფრო მკაცრი ზომა, რომელსაც ჰქვია ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ მას მოჰყვება ცუდი შედეგები მოსახლეობისთვის. ამიტომ მარეგულირებელმა გადაწყვიტა შემოეტანა შედარებით რბილი ზომა, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

2020 წლის 17 ივლისსვე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი („კანონი“). პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა და დღეს უკვე კანონი მოქმედია.

კომისია კანონს ბიზნესთან კონსენსუსის შედეგს უწოდებს, თუმცა ფაქტია, რომ კავკასუს ონლაინი, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ კონსენსუსის ნაწილი არ არის და ეს არაერთგზის დააფიქირა კომპანიის ხელმძღვანელობამ

როგორია „კავკასუს ონლაინის“ პოზიცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონთან დაკავშირებით, ამაზე „კავკასუს ონლაინი“ აცხადებს:

მიგვაჩნია, რომ კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების (კონკურენციის შემსწავლელი ნორმები, რომლებიც გამოიყენება ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენის შესაფასებლად) აღსრულების ნაწილში კანონი სრულადაა აცდენილი საკანონმდებლო რეგულირების ერთიან ჩარჩოს და მხოლოდ ერთ კომპანიაზე, კავკასუს ონლაინზეა მორგებული; კავკასუს ონლაინი დღეს ერთადერთი კომპანიაა, რომელზეც ნორმის შემადგენლობა სრულად ვრცელდება და ამ კანონის მიხედვით სპეციალური მმართველის დასანიშნად ყველა წინაპირობას აკმაყოფილებს. კომისია „კავკასუს ონლაინს“ ბენეფიციარ მესაკუთრე კომპანიაში ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ წილის კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისების გამო ედავება. კომისიას მიაჩნია, რომ დარღვევა მიმდინარეა და ასეთი დარღვევის აღმოსაფხვრელად (წილების თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება) ვადა განსაზღვრული აქვს 1 აგვისტომდე. ამ დარღვევისთვის კავკასუს ონლაინს უკვე დაკისრებული აქვს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა ჯარიმა, მათ შორის, 270 000 ლარიანი ჯარიმა ორჯერ.

მიუხედავად იმისა, რომ კანონს არ აქვს უკუქცევითი ძალა, რაც კანონპროექტის განხილვისას (პირველი მოსმენა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში 2020 წლის 14 ივლისი) კომისიამ, როგორც კანონპროექტის თანაავტორმა თავადვე დაადასტურა, დიდი ალბათობით კომისია ამას უშუალოდ ადმინისტრაციული წარმოებისას უკვე სხვაგვარად განმარტავს და არის რისკი იმისა, რომ კანონის მოქმედება გაავრცელოს კანონის ძალაში შესვლამდე არსებულ დარღვევებზე.

რაც შეეხება უშუალოდ კანონის შინაარსობრივ მხარეს, მიგვაჩნია, რომ კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა შემდეგი მიზეზების გამო:

  1. კანონი ავტორიზებული პირის მიერ მხოლოდ წინასწარი შეტყობინების ფორმალური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ითვალისწინებს სპეციალური მმართველის დანიშვნის შესაძლებლობას. მაშინ როდესაც კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების, მათ შორის, შეტყობინების გაგზავნის, მთავარი მიზანია, რომ კომისიამ (შეტყობინების საფუძველზე) ჩაატაროს სათანადო კვლევა და შეაფასოს ესა თუ ის ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას ხომ არ ახდენს. ბაზრის კვლევის ჩატარების გარეშე მხოლოდ ფორმალური შეუტყობინებლობის გამო თუ კომისია სპეციალურ მმართველს დანიშნავს ეს კანონის მიზნებთან შესაბამისი არ იქნება. როგორც იცით, სწორედ ამ კვლევის ჩატარებას ითხოვს კავკასუს ონლაინი 2019 წლის 17 ოქტომბრიდან დღემდე, კომისია კი უარს ამბობს მასზე დაკისრებული ფუნქციები კანონის საფუძველზე და შესაბამისად შესრულოს. კომპანიის აქციონერები დარწმუნებულები არიან რომ კომისიის მიერ კვლევის ჩატარების შემთხვევაში ნათელი გახდება, რომ განხორციელებული ტრანზაქცია არ ახდენს რაიმე უარყოფით გავლენას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე: ახალ ბენეფიციარ მესაკუთრეს არ აქვს სხვა რაიმე აქტივი საქართველოში, არ არის აფილირებული სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურების გამწევ ოპერატორებთან საქართველოში, აქვს კომპანიის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი და კონკრეტული გეგმა, რომელიც ვფიქრობ, მხოლოდ პოზიტიურად აისახება როგორც სატელეკომუნიკაციო ბაზრის, ისე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
  2. კანონი ერთპიროვნულ და განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს ანიჭებს კომისიას, რომ ჩაერიოს ავტორიზებული პირის ბიზნეს საქმიანობაში და შეუზღუდოს სამეწარმეო თავისუფლება; სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ ავტორიზებული პირი ნებისმიერი ქმედების განსახორციელებლად სპეციალური მმართველის ან/და კომისიის თანხმობას საჭიროებას, მიუხედავად იმისა ექცევა თუ არა ასეთი ქმედება აღსასრულებელი გადაწყვეტილების (რომლის შესასრულებლადაც დაინიშნა სპეციალური მმართველი) ფარგლებში.
  3. სპეციალური მმართველს კანონით შეუსაბამოდ ფართო უფლებამოსილებები აქვს დადგენილი: დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი, ავტორიზებულ პირს შეუჩეროს, ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა. ასეთი უფლებამოსილებები არც კონცენტრაციის პირობების დარღვევის და არც სპეციფიკური ვალდებულების დარღვევის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების აღსასრულების მიზანს არ ემსახურება. არც ერთი კანონში მითითებული უფლებამოსილება არ და ვერ უზრუნველყოფს მაგ. კომისიის ისეთი გადაწყვეტილების აღსრულებას, როგორიცაა ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ გასხვისებული წილების თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენა. შესაბამისად, ასეთი უხეში ჩარევა კერძო სუბიექტის სამეწარმეო თავისუფლებაში შეიცავს მეწარმე სუბიექტისთვის და მისი კონკურენტუნარიანობისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხეს.
  4. სპეციალური მმართველი ინიშნება, კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე. კავკასუს ონლაინის შემთხვევით თუ ვიმსჯელებთ ცხადია, რომ კომისია სპეციალურ მმართველს კომპანიაში უვადოდ ნიშნავს, რადგან შეუძლებელია სპეციალურმა მმართველმა უზრუნველყოს ისეთი გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც არის დამოკიდებული არა უშუალოდ ავტორიზებული პირის ქმედებაზე, არამედ მესამე პირების ნებაზე და ქმედებაზე. შესაბამისად, კომისია ფაქტობრივად იყენებს ისეთ საშუალებას, რომელიც არ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას და განუსაზღვრელი ვადით და ასეთივე განუსაზღვრელი უფლებამოსილებებით ერევა კერძო სუბიექტის მეწარმეობის თავისუფლებაში და ზღუდავს მის საკუთრების უფლებას;
  5. კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების დარღვევის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსასრულებლად სპეციალურ მმართველს დანიშვნა არ ითვალისწინებს სასამართლო კონტროლს. როდესაც კომისია ბიზნესთან კომპრომისზე საუბრობს მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ ბიზნესის ნაწილთან კომპრომისი სწორედ სასმართლო კონტროლის შემოღების ხარჯზე მოხდა სპეციფიკური ვალდებულების ნაწილში. მაშინ როდესაც, კონცენტრაციის აღმასრულებელ ნორმაზე სასამართლო კონტროლი არ არის გათვალისიწინებული და კომისია სპეციალური მმართველის დანიშვნისას მხოლოდ საკუთარი დისკრეციის ფარგლებში იმოქმედებს. კრიტიკას ვერ უძლებს კომისიის არგუმენტი, რომ სასამართლო კონტროლი გამოიხატება ავტორიზებული პირის უფლებაში შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება. კომისიისთვის კარგად არის ცნობილი სასამართლო პრაქტიკა გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების საქმეებზე, შეჩერების საკითხზე მსჯელობისას სასამართლო არ შედის გადაწყვეტილების შინაარსის შეფასებაში, და ითვალისწინებს მხოლოდ ზიანის საკითხს (ადგება თუ არა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებით ზიანი პირს). გარდა ამისა, კომისიის გადაწყვეტილება სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ ძალაში დაუყოვნებლივ სხდომაზე მიღებისთანავე შედის, შესაბამისად, ავტორიზებულ პირს საკუთარი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვა იმ პირობებში მოუწევს როდესაც მისთვის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიც კი არ იქნება ცნობილი.

კავკასუს ონლაინს მიაჩნია, რომ თუ კომისია კომპანიის მიმართ გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ ახალ ზომას, დანიშნავს სპეციალურ მმართველს კომპანიაში იმ გადაწყვეტილების აღსასრულებლად რომელიც არ არის დამოკიდებული კომპანიის ნებასა და ქმედებაზე, კომისია უხეშად ჩაერევა კომპანიის საქმიანობაში, შეუზღუდავს თავისუფალი მეწარმეობისა და საკუთრების უფლებას. ამიტომ კომპანია აპირებს მიმართოს ყველა შესაძლო ზომას, უფლების დაცვის საშუალებას, რომ აირიდოს თავიდან ის შეუქცევადი ზიანი, რაც კომპანიას შეიძლება მიადგეს კომისიის გადაწყვეტილებებით.

[კომპანია ასევე აპირებს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს კანონის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან.]

NS

"მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი" - რაზე ისაუბრა სოფო შევარდნაძემ პუტინთან შეხვედრის დროს?

მთიან აჭარაში ცნობილი ქართველი  ბლოგერებისა და ინფლუენსერების მოგზაურობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"5 თვის ბავშვი ძუძუდან ამაგლიჯეს, ყველა ტირილით წაიყვანეს..." - ერთწლიანი განშორების შემდეგ ფუტკარაძეების 9 შვილი მშობლებს დაუბრუნეს