მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერჯერობით ვერსად მიგვყავს სამკურნალოდ - ვერც ისრაელში და ვერც გერმანიაში" - რას ამბობს გოგი თოფაძე დაჭრილი შვილიშვილის მდგომარეობაზე?
"ჯერჯერობით ვერსად მიგვყავს სამკურნალოდ - ვერც ისრაელში და ვერც გერმანიაში" - რას ამბობს გოგი თოფაძე დაჭრილი შვილიშვილის მდგომარეობაზე?

ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ლე­ვან თო­ფა­ძის გა­მო­კი­თხვა გუ­შინ გვი­ან დას­რულ­და. თო­ფა­ძის ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი ან­თა­ძის თქმით,მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს არ და­უ­ნა­ხავს, ჰქონ­და თუ არა ბუსა ჟვა­ნი­ას დანა, ან მსგავ­სი სა­გა­ნი. ამას­თა­ნა­ვე, ად­ვო­კა­ტის თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბა ბუსა ჟვა­ნი­ა­სა და ლე­ვან თო­ფა­ძის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შემ­დეგ მოხ­და, ვი­ნა­ი­დან, ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

"ლე­ვან თო­ფა­ძემ გა­მომ­ძი­ე­ბელს იმ გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რისი შემ­სწრეც და სამ­წუ­ხა­როდ, მო­ნა­წი­ლეც იყო. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ბუსა ჟვა­ნი­ას­თან შეხ­ლა-შე­მოხ­ლის შე­დე­გად მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. თუმ­ცა, ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ დანა, ან რამე მსგავ­სი სა­გა­ნი მას არ და­უ­ნა­ხავს. შეხ­ლა-შე­მოხ­ლის ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა და ამის თა­ო­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი ჩვე­ნე­ბა მის­ცა. რო­გორც თა­ვად გან­მარ­ტა, ლე­ვანს ბუსა ჟვა­ნი­ას­თან მხო­ლოდ ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებ­და, გა­მარ­ჯო­ბით იც­ნობ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს მოჰ­ყვა, ერ­თმა­ნეთს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ტე­ლე­ფონ­ზე არა­ნა­ი­რი მუ­ქა­რის შე­სა­ხებ არ გა­ნუ­ცხა­დე­ბი­ათ, ეს იყო სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ან­თა­ძემ.

ambebi.ge ლე­ვა­ნის ბა­ბუ­ას, ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ლე­ვა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოა და შე­საძ­ლოა მას მკურ­ნა­ლო­ბა სა­ზღვარ­გა­რე­თის რო­მე­ლი­მე კლი­ნი­კა­ში მო­უ­წი­ოს.

გოგი თო­ფა­ძე:

"ლე­ვა­ნი ვერ არის მთლად კარ­გად. ვი­ნა­ი­დან დანა ხერ­ხე­მალ­თა­ნაც აქვს დარ­ტყმუ­ლი, რო­გორც ჩანს, რა­ღაც და­უ­ზი­ან­და და მარ­ცხე­ნა ფეხს ვერ გრძნობს, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ­სად მიგ­ვყავს სამ­კურ­ნა­ლოდ - ვერც ის­რა­ელ­ში და ვერც გერ­მა­ნი­ა­ში, არ არის რე­ი­სე­ბი, ყვე­ლამ სა­ზღვრე­ბი და­კე­ტა. ასეთ ცუდ დღე­ში ვართ... გუ­შინ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ექი­მე­ბი იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი და გვი­თხრეს, უცხო­ეთ­ში უნდა წა­იყ­ვა­ნო­თო. ახლა ვე­ძებთ გზებს, რო­გორ წა­ვიყ­ვა­ნოთ იქ, სა­დაც გვი­თხრეს. მკურ­ნა­ლო­ბას დრო დას­ჭირ­დე­ბაო, ასე გვე­უბ­ნე­ბი­ან ექი­მე­ბი".

ცნო­ბი­სათ­ვის, ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2 აგ­ვის­ტოს სა­კუ­თარ სახ­ლში დაჭ­რეს. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბუსა ჟვა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლია. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­და.შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ლე­ვან თო­ფა­ძეს მის­სა­ვე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
11
საქართველოში რატომ ვერ მკურნალობენ ? დიაგნოზსაც ვერ უსვამენ სავარაუდოდ. პარლამენტარი რომ იყავი ჯობდა გეფიქრა მედოცინის განვითარებაზე. შენ ფული გაქ და წაიყვან საზღვარგარეთ, სხვებმა რა ქნან ?
hm
15

ზუსტად ტქვენი ბრალია ამდენი დანაშაული! დაგჩეხეს, სიკვდილს ძლი სგადაურჩი და დანა არ ჭერიაო?@ მაშ რითი მოგაყენეს დსაზიანებები ენით? მაინცდამაინც უნდა მომკვდარიყავი რომ სხვანაიარდ გელაპარაკათ? რატომ მგონაი რომ სულაც არ დაიჭერენ ენ ის კი ამით გათამამებული მომდევნოს შეიწირავს!

 

აღარ მეცოდებით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჯერჯერობით ვერსად მიგვყავს სამკურნალოდ - ვერც ისრაელში და ვერც გერმანიაში" - რას ამბობს გოგი თოფაძე დაჭრილი შვილიშვილის მდგომარეობაზე?

"ჯერჯერობით ვერსად მიგვყავს სამკურნალოდ - ვერც ისრაელში და ვერც გერმანიაში" - რას ამბობს გოგი თოფაძე დაჭრილი შვილიშვილის მდგომარეობაზე?

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის გამოკითხვა გუშინ გვიან დასრულდა. თოფაძის ადვოკატის, გიორგი ანთაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაუნახავს, ჰქონდა თუ არა ბუსა ჟვანიას დანა, ან მსგავსი საგანი. ამასთანავე, ადვოკატის თქმით, დაპირისპირება ბუსა ჟვანიასა და ლევან თოფაძის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა, ვინაიდან, ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ლევან თოფაძემ გამომძიებელს იმ გარემოებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რისი შემსწრეც და სამწუხაროდ, მონაწილეც იყო. მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები. თუმცა, ასევე განმარტა, რომ დანა, ან რამე მსგავსი საგანი მას არ დაუნახავს. შეხლა-შემოხლის ფაქტი დაადასტურა და ამის თაობაზე შესაბამისი ჩვენება მისცა. როგორც თავად განმარტა, ლევანს ბუსა ჟვანიასთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდა, გამარჯობით იცნობდა. დაპირისპირება სატელეფონო საუბარს მოჰყვა, ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეფონზე არანაირი მუქარის შესახებ არ განუცხადებიათ, ეს იყო სიტყვიერი დაპირისპირება", - განაცხადა ანთაძემ.

ambebi.ge ლევანის ბაბუას, ბიზნესმენ გოგი თოფაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა და შესაძლოა მას მკურნალობა საზღვარგარეთის რომელიმე კლინიკაში მოუწიოს.

გოგი თოფაძე:

"ლევანი ვერ არის მთლად კარგად. ვინაიდან დანა ხერხემალთანაც აქვს დარტყმული, როგორც ჩანს, რაღაც დაუზიანდა და მარცხენა ფეხს ვერ გრძნობს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერსად მიგვყავს სამკურნალოდ - ვერც ისრაელში და ვერც გერმანიაში, არ არის რეისები, ყველამ საზღვრები დაკეტა. ასეთ ცუდ დღეში ვართ... გუშინ ყველაზე ცნობილი ექიმები იყვნენ მოსულები და გვითხრეს, უცხოეთში უნდა წაიყვანოთო. ახლა ვეძებთ გზებს, როგორ წავიყვანოთ იქ, სადაც გვითხრეს. მკურნალობას დრო დასჭირდებაო, ასე გვეუბნებიან ექიმები".

ცნობისათვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს საკუთარ სახლში დაჭრეს. დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დაკავებულია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ნანა ფიცხელაური

გორში დაჭრილი 30 წლამდე მამაკაცი ალექსანდრე არჩუაძეა, მეტსახელად "ბოთე"

გორში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს - რა მოხდა შემთხვევის ადგილას

შსს-ს ცნობით, თელავში პირმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა, ამბის გაგების შემდეგ კი, გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა