სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვა, რომ ბუსა ჟვანიას გამარჯობით იცნობდა, დაპირისპირება სატელეფონო საუბრის შედეგად მოხდა" - რა ჩვენება მისცა ლევან თოფაძემ გამოძიებას
"თქვა, რომ ბუსა ჟვანიას გამარჯობით იცნობდა, დაპირისპირება სატელეფონო საუბრის შედეგად მოხდა" - რა ჩვენება მისცა ლევან თოფაძემ გამოძიებას

ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ლე­ვან თო­ფა­ძის გა­მო­კი­თხვა დას­რულ­და. რო­გორც თო­ფა­ძის ად­ვო­კა­ტი, გი­ორ­გი ან­თა­ძე აცხა­დებს, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს არ და­უ­ნა­ხავს, ბუსა ჟვა­ნი­ას დანა, ან მსგავ­სი სა­გა­ნი ჰქონ­და თუ არა.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბა ბუსა ჟვა­ნი­ა­სა და ლე­ვან თო­ფა­ძის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შემ­დეგ მოხ­და, ვი­ნა­ი­დან, ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

"ლე­ვან თო­ფა­ძემ გა­მომ­ძი­ე­ბელს იმ გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რისი შემ­სწრეც და სამ­წუ­ხა­როდ მო­ნა­წი­ლეც იყო. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ბუსა ჟვა­ნი­ას­თან შეხ­ლა-შე­მოხ­ლის შე­დე­გად მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. თუმ­ცა, ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ დანა, ან რამე მსგავ­სი სა­გა­ნი მას არ და­უ­ნა­ხავს. შეხ­ლა-შე­მოხ­ლის ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა და ამის თა­ო­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

რო­გორც თა­ვად გან­მარ­ტა, ბუსა ჟვა­ნი­ას­თან მხო­ლოდ ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებ­და, გა­მარ­ჯო­ბით იც­ნობ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შე­დე­გად მოხ­და, ერ­თმა­ნეთს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ტე­ლე­ფონ­ზე არა­ნა­ი­რი მუ­ქა­რის შე­სა­ხებ არ გა­ნუ­ცხა­დე­ბი­ათ, ეს იყო სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ან­თა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2 აგ­ვის­ტოს დაჭ­რეს. დაჭ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბუსა ჟვა­ნია. დაჭ­რი­ლი იყო თა­ვად ჟვა­ნი­აც. ბუსა ჟვა­ნი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენე
9

უიმეე... ცოტა ხანში აღმოჩნდება, რომ დანა არ ქონია საერთოდ.. და დაჭრილი სულაც არ ყოფილა.. უბრალოდ მოიფხანა და გაეკაწრა 4 ადგილზე კანი.. მთავარია ბუსუსიკო და ლევანიკოს ოჯახი შეთანხმდეს... ვაი ჩვენს პატრონს..

მაკა
10

კომენტარებს რომ ვკითხულობ, უმრავლესობას „ამას დახვრეტა, იმას ჩამოხრჩობა" მოსწონს, პატიება კი წარმოუდგენელ ამბად მიაჩნიათ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"თქვა, რომ ბუსა ჟვანიას გამარჯობით იცნობდა, დაპირისპირება სატელეფონო საუბრის შედეგად მოხდა" - რა ჩვენება მისცა ლევან თოფაძემ გამოძიებას

"თქვა, რომ ბუსა ჟვანიას გამარჯობით იცნობდა, დაპირისპირება სატელეფონო საუბრის შედეგად მოხდა" - რა ჩვენება მისცა ლევან თოფაძემ გამოძიებას

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც თოფაძის ადვოკატი, გიორგი ანთაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაუნახავს, ბუსა ჟვანიას დანა, ან მსგავსი საგანი ჰქონდა თუ არა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, დაპირისპირება ბუსა ჟვანიასა და ლევან თოფაძის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა, ვინაიდან, ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ლევან თოფაძემ გამომძიებელს იმ გარემოებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რისი შემსწრეც და სამწუხაროდ მონაწილეც იყო. მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები. თუმცა, ასევე განმარტა, რომ დანა, ან რამე მსგავსი საგანი მას არ დაუნახავს. შეხლა-შემოხლის ფაქტი დაადასტურა და ამის თაობაზე შესაბამისი ჩვენება მისცა.

როგორც თავად განმარტა, ბუსა ჟვანიასთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდა, გამარჯობით იცნობდა. დაპირისპირება სატელეფონო საუბრის შედეგად მოხდა, ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეფონზე არანაირი მუქარის შესახებ არ განუცხადებიათ, ეს იყო სიტყვიერი დაპირისპირება", - განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ - მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც. ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.