პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავტომობილში მომხვდა რაღაც ხელკეტი და ერთხელ დავარტყიო..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანია ინციდენტში მონაწილეობას აღიარებს
"ავტომობილში მომხვდა რაღაც ხელკეტი და ერთხელ დავარტყიო..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანია ინციდენტში მონაწილეობას აღიარებს

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მო­რა­გის, ნიკა ჟვა­ნი­ას ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პირი ინ­ცი­დენ­ტში გარ­კვე­ულ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აღი­ა­რებს, თუმ­ცა, წარ­დგე­ნილ ბრალს არც ნა­წი­ლობ­რივ და არც სრუ­ლად არ ეთან­ხმე­ბა.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი არც საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ეთან­ხმე­ბა.

"არა­ვი­თა­რი ნა­წი­ლობ­რი­ვი ბრა­ლის აღი­ა­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ნიკა ჟვა­ნია თა­ვის პირ­ვან­დელ ჩვე­ნე­ბა­ში ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­ულ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბას ადას­ტუ­რებს. ბრა­ლის ნა­წი­ლობ­რივ, ან მთლი­ა­ნად აღი­ა­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. მსგავ­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა ჟვა­ნი­ას მხრი­დან არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. ჯერ­ჯე­რო­ბით, საქ­მე­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი უც­ნო­ბია, არა­ფე­რი ახა­ლი არ მომ­ხდა­რა, არა­ვის არა­ფე­რი არ უღი­ა­რე­ბია. თავ­და­პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ში, რაც და­ა­დას­ტუ­რა, სწო­რედ ამა­ზეა სა­უ­ბა­რი", -აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვი­ლის თქმით, ნიკა ჟვა­ნია ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა მი­აჩ­ნია, რომ წარ­დგე­ნი­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია მის ქმე­დე­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"რა თქმა უნდა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას არ ეთან­ხმე­ბა. ნიკა ჟვა­ნია ამ­ბობს, რომ ინ­ცი­დენ­ტსა და ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო, თუმ­ცა, მი­აჩ­ნია, რომ მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია მის ქმე­დე­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ბრალს არ აღი­ა­რებს. თუმ­ცა, ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქტს - კი. ეს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ეპი­ზოდს არ უკავ­შირ­დე­ბა, რა­საც შემ­დეგ ტრა­გე­დია მოჰ­ყვა.

სა­უ­ბა­რია "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ჩე­რე­ბა­ზე, რის შემ­დე­გაც ფი­ზი­კურ შეხ­ლა-შე­მოხ­ლა ხდე­ბა. შემ­დეგ, ნიკა ჟვა­ნია ჯდე­ბა ისევ ავ­ტო­მო­ბილ­ში და მი­დის, რაც პირ­ვან­დელ ჩვე­ნე­ბა­შიც თქვა", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

რო­გორც გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პირი ასე­ვე აღი­ა­რებს, რომ ხელ­კე­ტი ჰქონ­და და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე ამო­ი­წუ­რა და ეს ფაქ­ტი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ეპი­ზოდს არ უკავ­შირ­დე­ბა.

"ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რომ ავ­ტო­მო­ბილ­ში მომ­ხვდა რა­ღაც ხელ­კე­ტი და ერთხელ და­ვარ­ტყიო. ჟვა­ნი­ას და მის მე­გობ­რებ­საც ეგო­ნათ, რომ იქ იყ­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ესე­ნი სცე­მეს. კონ­ფლიქ­ტი­სა და სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად ეს ხელ­კე­ტი ამი­ტომ გად­მო­ვი­ტა­ნეო, რომ მეტი ინ­ცი­დენ­ტი არ მომ­ხდა­რი­ყო და რა­ღაც­ნა­ი­რად ამით მო­წი­ნა­აღ­მდე­გე შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა. თუმ­ცა, ინ­ცი­დენ­ტი იმ წუთ­ში ამო­ი­წუ­რა, დას­ხდნენ ავ­ტო­მო­ბილ­ში და წა­ვიდ­ნენ. სხვა სა­ხის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არც აღი­ა­რებს, არც ჩვე­ნე­ბა­ში უთი­თებს და არც სხვა რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არის ბრალ­დე­ბის მხრი­დან", - გან­მარ­ტავს ად­ვო­კა­ტი.

მისი შე­ფა­სე­ბით, ნიკა ჟვა­ნი­ას მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლოა.

"ჩვენ ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ვე­ლო­დე­ბით სა­ბო­ლო­ოდ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რა­საც გა­მო­ძი­ე­ბა შე­ად­გენს. მიგ­ვაჩ­ნია, რომ მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლოა. მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია მარ­თლაც სა­ში­ნე­ლე­ბაა და ამას ასე აღიქ­ვამს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. ამ ტრა­გე­დი­ას არ უნდა მოჰ­ყვეს ადა­მი­ა­ნე­ბის იმა­ზე მე­ტად დას­ჯა, ვიდ­რე ემუქ­რე­ბათ. ეს არის ჩვე­ნი ამო­ცა­ნა. ნიკა ჟვა­ნი­ას გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვს, რომ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის რა­ღაც სას­ჯე­ლი უნდა მი­ი­ღოს, თუმ­ცა, ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, ეს ადეკ­ვა­ტუ­რი იყოს", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ცნო­ბის­თვის, 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
2

რკინის ხელკეტით თურმე სიტუაცია განმუხტა აი მესმის ლოგიკა

ლალუკა
2

ადამიანი მუშტს რომ მოიქნევს უნდა ღირდეს დარტყმად, მითუმეტეს რკინის ჯოხს. სად გქონდა თვალები ამ კაწაწა ბავშვს რომ ურტყამდი, სული რომ შეგებერა ისიც ეყოფოდა. შენ რაგბისტი კი არა მხეცი ხარ. რაგბისტები დიდსულოვანი ხალხია.

ავტორი:

"ავტომობილში მომხვდა რაღაც ხელკეტი და ერთხელ დავარტყიო..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანია ინციდენტში მონაწილეობას აღიარებს

"ავტომობილში მომხვდა რაღაც ხელკეტი და ერთხელ დავარტყიო..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანია ინციდენტში მონაწილეობას აღიარებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგის, ნიკა ჟვანიას ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ინციდენტში გარკვეულ მონაწილეობას აღიარებს, თუმცა, წარდგენილ ბრალს არც ნაწილობრივ და არც სრულად არ ეთანხმება.

როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც საქმის კვალიფიკაციას ეთანხმება.

"არავითარი ნაწილობრივი ბრალის აღიარება არ ყოფილა. საუბარია იმაზე, რომ ნიკა ჟვანია თავის პირვანდელ ჩვენებაში ინციდენტში მონაწილეობასთან დაკავშირებით გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს. ბრალის ნაწილობრივ, ან მთლიანად აღიარებაზე საუბარი არ არის. მსგავსი სამართლებრივი ქმედება ჟვანიას მხრიდან არ განხორციელებულა. ჯერჯერობით, საქმეში ყველანაირი სამართლებრივი სტატუსი უცნობია, არაფერი ახალი არ მომხდარა, არავის არაფერი არ უღიარებია. თავდაპირველ ჩვენებაში, რაც დაადასტურა, სწორედ ამაზეა საუბარი", -აცხადებს ადვოკატი.

გიორგი ყავლაშვილის თქმით, ნიკა ჟვანია ჩხუბში მონაწილეობას ადასტურებს, თუმცა მიაჩნია, რომ წარდგენილი კვალიფიკაცია მის ქმედებას არ შეესაბამება.

"რა თქმა უნდა, კვალიფიკაციას არ ეთანხმება. ნიკა ჟვანია ამბობს, რომ ინციდენტსა და ჩხუბში მონაწილეობა მიიღო, თუმცა, მიაჩნია, რომ მის მიმართ წარდგენილი კვალიფიკაცია მის ქმედებას არ შეესაბამება. ბრალს არ აღიარებს. თუმცა, ინციდენტში მონაწილეობის ფაქტს - კი. ეს გიორგი შაქარაშვილის ეპიზოდს არ უკავშირდება, რასაც შემდეგ ტრაგედია მოჰყვა.

საუბარია "მერსედესის" მარკის ავტომობილის გაჩერებაზე, რის შემდეგაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლა ხდება. შემდეგ, ნიკა ჟვანია ჯდება ისევ ავტომობილში და მიდის, რაც პირვანდელ ჩვენებაშიც თქვა", - აცხადებს ადვოკატი.

როგორც გიორგი ყავლაშვილი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ასევე აღიარებს, რომ ხელკეტი ჰქონდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, რომელიც მალევე ამოიწურა და ეს ფაქტი გიორგი შაქარაშვილის ეპიზოდს არ უკავშირდება.

"ჩვენებაში ამბობს, რომ ავტომობილში მომხვდა რაღაც ხელკეტი და ერთხელ დავარტყიო. ჟვანიას და მის მეგობრებსაც ეგონათ, რომ იქ იყვენ ადამიანები, ვინც ესენი სცემეს. კონფლიქტისა და სიტუაციის გასანეიტრალებლად ეს ხელკეტი ამიტომ გადმოვიტანეო, რომ მეტი ინციდენტი არ მომხდარიყო და რაღაცნაირად ამით მოწინააღმდეგე შეეჩერებინა. თუმცა, ინციდენტი იმ წუთში ამოიწურა, დასხდნენ ავტომობილში და წავიდნენ. სხვა სახის მონაწილეობას არც აღიარებს, არც ჩვენებაში უთითებს და არც სხვა რაიმე მტკიცებულება არის ბრალდების მხრიდან", - განმარტავს ადვოკატი.

მისი შეფასებით, ნიკა ჟვანიას მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა.

"ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით დაველოდებით საბოლოოდ მტკიცებულებებს, რასაც გამოძიება შეადგენს. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა. მომხდარი ტრაგედია მართლაც საშინელებაა და ამას ასე აღიქვამს ნებისმიერი ადამიანი. ამ ტრაგედიას არ უნდა მოჰყვეს ადამიანების იმაზე მეტად დასჯა, ვიდრე ემუქრებათ. ეს არის ჩვენი ამოცანა. ნიკა ჟვანიას გააზრებული აქვს, რომ ინციდენტში მონაწილეობისთვის რაღაც სასჯელი უნდა მიიღოს, თუმცა, ჩვენი ამოცანაა, ეს ადეკვატური იყოს", - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

"თამარ ბაჩალიაშვილის ეზოში რეიდები ტარდება, უღებენ სურათებს და მთელი რიგი დარღვევებია" - ადვოკატი

"ჩავატარებთ ექსპერიმენტს, რომელიც მიეძღვნება "ფერად სახლთან“ განვითარებულ მოვლენებს, ბატონ ამირხანაშვილს" - რას გეგმავენ  ბრალდებული მორაგბის ადვოკატები

"საეჭვო "ტოიოტა ქამრი" ბაჩალიაშვილის სახლთან, მის გაუჩინარებამდე მორიგეობდა" - რა ინფორმაცია მიაწოდეს პროგრამისტის ახლობლებმა პროკურატურას