პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი დაწესდა - რა წესების დაცვა მოუწევთ რეგიონში
მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი დაწესდა - რა წესების დაცვა მოუწევთ რეგიონში

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, ალექ­სან­დრე ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მეს­ტი­ა­ში, უშ­გულ­სა და ლენ­ჯერ­ში სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვა წეს­დე­ბა.

„დაბა მეს­ტი­ა­ში, უშ­გულ­სა და ლენ­ჯერ­ში შექ­მნი­ლი რთუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გამო წეს­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. მათ შო­რის სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბი. იზღუ­დე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა რო­გორც მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ისე მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან“, - აღ­ნიშ­ნა ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ.

ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც და­ტო­ვებს მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს, სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს გა­ივ­ლის.

რო­გორც მან სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა და­სახ­ლე­ბი­დან ტუ­რის­ტე­ბის სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნებ­ში გან­თავ­სე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

„ად­გილ­ზე შექ­მნი­ლია რე­გი­ო­ნა­ლუ­რი შტა­ბი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბას და უწყე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ ქმე­დე­ბებს. მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ უშ­გულ­ში, დაბა მეს­ტი­ა­სა და სო­ფელს ლენ­ჯერ­ში, ნე­ბის­მი­ე­რი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ტეს­ტი­რე­ბის მიზ­ნით ცხე­ლე­ბის ცენ­ტრებს მი­მარ­თონ ან 112-ს და­უ­კავ­შირ­დნენ. სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ აპ­ლი­კა­ცია STOPCOV.GE რათა თავი აა­რი­დონ ინ­ფი­ცი­რე­ბულ პირ­თა შე­საძ­ლო კონ­ტაქტს. ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა ტუ­რისტს მო­ვუ­წო­დებთ იყ­ვნენ მშვი­დად, გა­აგ­რძე­ლონ იქ ყოფ­ნა, სა­დაც არი­ან. სა­სურ­ვე­ლია ყვე­ლა დარ­ჩეს თა­ვის ად­გი­ლას“, - გა­ნა­ცხა­და ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა.

მეს­ტი­ა­ში, უშ­გულ­სა და ლენ­ჯერ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ აფ­თი­ა­ქებს, სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლებს, სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­სა და ღია ტი­პის საკ­ვებ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ექ­ნე­ბა.

რო­გორც ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შეს­ვლა-გას­ვლას პო­ლი­ცია გა­ა­კონ­ტრო­ლებს. მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც მეს­ტი­ის მი­უ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს და­ტო­ვებს, სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს გა­ივ­ლის.

„თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ზე მკაც­რად გა­კონ­ტროლ­დე­ბა დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში ნიღ­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და ხე­ლის ჰი­გი­ე­ნა. მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ჩა­ტარ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი და ტეს­ტი­რე­ბა. შეს­ვლა-გას­ვლას კი პო­ლი­ცია გა­ა­კონ­ტრო­ლებს. გარ­და ამი­სა, „კო­ვიდ 19“-ის ვირუ­სის ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა და­სახ­ლე­ბი­დან ტუ­რის­ტე­ბის სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში გან­თავ­სე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს და­ტო­ვებს, გა­ივ­ლის სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს, ად­გილ­ზე შექ­მნი­ლია რე­გი­ო­ნა­ლუ­რი შტა­ბი, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს და უწყე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნე­ბულ ქმე­დე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა.

2020
0

სვანეთი აბობოქრდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი დაწესდა - რა წესების დაცვა მოუწევთ რეგიონში

მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი დაწესდა - რა წესების დაცვა მოუწევთ რეგიონში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება.

„დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები. მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან“, - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

ხოჯევანიშვილის განცხადებით, ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, სავალდებულო კარანტინს გაივლის.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ.

„ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს. მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელს ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების მიზნით ცხელების ცენტრებს მიმართონ ან 112-ს დაუკავშირდნენ. საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია STOPCOV.GE რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთა შესაძლო კონტაქტს. ჯერჯერობით ყველა ტურისტს მოვუწოდებთ იყვნენ მშვიდად, გააგრძელონ იქ ყოფნა, სადაც არიან. სასურველია ყველა დარჩეს თავის ადგილას“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება.

როგორც ხოჯევანიშვილმა განმარტა, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლას პოლიცია გააკონტროლებს. მისივე თქმით, ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მიუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის.

„თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება. შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს. გარდა ამისა, „კოვიდ 19“-ის ვირუსის ფართო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო სივრცეში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, გაივლის სავალდებულო კარანტინს, ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას უზრუნველყოფს და უწყებების კოორდინებულ ქმედებებს“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს - უახლესი ცნობები რეგიონიდან

"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც" -  რა მდგომარეობაა დაკეტილ მესტიაში