პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
მსოფლიო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახელებს ცოტა კი სწყინთ ხოლმე, როცა ამას ვამბობ, მაგრამ იმერლებმა ასწავლეს ეს კულტურა ჩვენებს" - გაიცანით თელაველი თიხის ოსტატი
"კახელებს ცოტა კი სწყინთ ხოლმე, როცა ამას ვამბობ, მაგრამ იმერლებმა ასწავლეს ეს კულტურა ჩვენებს" - გაიცანით თელაველი თიხის ოსტატი

მე­თუ­ნე­ო­ბა უძ­ვე­ლე­სი ხე­ლო­ბაა, რო­მელ­საც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ოდით­გან მის­დევ­დნენ. ამას სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი არა­ერ­თი უნი­კა­ლუ­რი თი­ხის ჭურ­ჭე­ლი ადას­ტუ­რებს. თი­ხას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ცოდ­ნა უნდა, ოღონდ ეს საქ­მე ჯერ უნდა შე­გიყ­ვარ­დეს, მერე კი მას­თან "გა­ში­ნა­უ­რე­ბაც" შე­იძ­ლე­ბა. რო­გორც ოს­ტა­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ად­ვი­ლად მოგ­ყვე­ბა, გე­ლა­პა­რა­კე­ბა, უამ­რავ ამ­ბავს მო­გი­თხრობს და ფილ­მის ცნო­ბი­ლი ფრა­ზის არ იყოს, სა­სი­ა­მოვ­ნო­დაც "მღე­რის". ამ­ჯე­რად თე­ლა­ველ მე­თუ­ნე ლექ­სო გენ­გაშ­ვილს გა­გაც­ნობთ, რო­მელ­მაც თი­ხა­ზე მუ­შა­ო­ბა ცხოვ­რე­ბის წე­სად აქ­ცია და ამის გამო თავს ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევს.

- თე­ლავ­ში იმ უბან­ში ვცხოვ­რობ­დი, რო­მელ­საც მა­წან­წა­რა ჰქვია და სა­დაც მე­თუ­ნე­ე­ბი მრავ­ლად იყ­ვნენ. ამ დარ­გს 12-14 ოჯა­ხი მის­დევ­და და იქა­უ­რო­ბა ნამ­დვი­ლი კერა იყო. ეს საქ­მე მხო­ლოდ მე კი არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ბევ­რის ინ­ტე­რე­სიც ყო­ფი­ლა, რო­გორ მზად­დე­ბო­და თი­ხის გუნ­დის­გან, ვთქვათ, დოქი. მა­შინ ეს ოჯა­ხე­ბი თა­ვი­ანთ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არ გვა­ხე­დებ­დნენ, რომ ნა­მუ­შევ­რე­ბის­თვის თვა­ლი შეგ­ვევ­ლო. ამი­ტომ ეს ხე­ლო­ბა ცოტა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. მე­თუ­ნე­ე­ბის ნა­ხე­ლავს ფან­ჯრი­დან მა­შინ მოვკრავ­დით ხოლ­მე თვალს, როცა თე­ლავ­ში უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და კე­რა­მი­კულ ნა­წარმს ყი­დუ­ლობ­დნენ... მახ­სოვს, სა­ბავ­შვო ბაღ­ში თი­ხით მან­ქა­ნებს ვძერ­წავ­დით და ვღე­ბავ­დით...

XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის და­სა­წყის­ში დარ­გი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყო რუ­ის­პირ­ში და თე­ლა­ვის სხვა სოფ­ლებ­შიც - ვარ­დი­სუ­ბან­სა და იყალ­თო­ში, თუმ­ცა ქა­ლაქ­ში მა­ინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი მზად­დე­ბო­და - გა­მო­ყე­ნე­ბით კე­რა­მი­კას­თან ერ­თად, დე­კო­რა­ტი­უ­ლიც. რაც მთა­ვა­რია, თე­ლავ­ში თიხა ყო­ველ­თვის ულე­ვად იყო.1987 წელს ხალ­ხუ­რი რეწ­ვის პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში შე­ვე­დი. ერ­თა­დერ­თმა და­ვამ­თავ­რე "წი­თელ დიპ­ლომ­ზე". სას­წავ­ლე­ბელ­ში ნამ­დვი­ლი მე­თუ­ნე გაბ­რი­ელ ჭი­ბა­ლაშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და და მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ შო­რის აღარ არის... მერე ისე­თი წლე­ბი და­ი­წყო, ეს საქ­მე კი არა, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­ძი­რა. 25 წელი სოჭ­ში ვცხოვ­რობ­დი, იქ ჰო­ბის დო­ნე­ზე მივ­დევ­დი ამ საქ­მეს, ფეს­ტი­ვა­ლებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი... სამ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი და ამ საქ­მეს მივ­ყა­ვი ხელი. ამ­ჟა­მად 5-6 კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მე­თუ­ნე მყავს, რომ­ლე­ბიც შე­მიძ­ლია ოს­ტა­ტე­ბად და­ვა­საქ­მო.

- კარ­გი საქ­მეა, როცა შენს ცოდ­ნას, გა­მოც­დი­ლე­ბას სხვებს გა­დას­ცემ.

- ჩემი ოს­ტა­ტის­თვის პი­რო­ბა მქონ­და მი­ცე­მუ­ლი, რომ მე­თუ­ნე­ო­ბის სკო­ლა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, პი­რო­ბა შე­ვას­რუ­ლე - ასე­თი სკო­ლა ჯერ თე­ლავ­ში გავ­ხსე­ნი და უფა­სოდ ვას­წავ­ლი­დი, მერე - თბი­ლის­შიც. მაგ­რამ ხალ­ხმა ვერ გა­ი­გო ეს. არა­და, მინ­დო­და, ამ საქ­მი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გას­ჩე­ნო­დათ, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­სი­ა­მოვ­ნოდ ამე­ფო­რი­ა­ქე­ბი­ნა... ახლა სკო­ლა ფა­სი­ა­ნია და ინ­ტე­რე­სიც მეტი აქვთ. სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­დი­ან, უხა­რი­ათ სწავ­ლა. შევ­ქმე­ნი კა­ხუ­რი კე­რა­მი­კა - თუკი კა­ხეთ­ში რამე ჭურ­ჭე­ლი მზად­დე­ბო­და, აღ­ვად­გი­ნე.

- კა­ხუ­რი ჭურ­ჭე­ლი ახ­სე­ნეთ... რა გა­ნას­ხვა­ვებს მას იმე­რუ­ლის­გან?

- დარ­გი კა­ხეთ­ში უფრო იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რად­გან ბევ­რი ღვი­ნის­თვის ჭურ­ჭე­ლიც ბევ­რი იყო სა­ჭი­რო. თი­ხაც გან­სხვავ­დე­ბა - მათი უფრო ცე­ცხლგამ­ძლეა, კე­ცე­ბი­სა და ლო­ბი­ოს ქოთ­ნე­ბის­თვის გა­მიზ­ნუ­ლი, ასე­ვე ქვევ­რე­ბის­თვი­საც, მშვე­ნი­ე­რი ქვევ­რე­ბი აქვთ. კა­ხე­ლებს ცოტა კი სწყინთ ხოლ­მე, როცა ამას ვამ­ბობ, მაგ­რამ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვიცი, რომ იმერ­ლებ­მა ას­წავ­ლეს ეს კულ­ტუ­რა ჩვე­ნებს. კა­ხეთ­ში სა­მუ­შა­ოდ გა­ზა­ფხულ­ზე ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და შე­მოდ­გო­მით უკან მი­დი­ოდ­ნენ. კა­ხე­ლებს იმ დროს არც თო­ნის გა­სა­კე­თებ­ლად ეცა­ლათ და არც - ქვევ­რის, რად­გან ვე­ნახს უვ­ლიდ­ნენ. შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის პი­რებს კი, ვინც ვე­ნახ­ში ვერ მუ­შა­ობ­და, შე­გირ­დე­ბად იყე­ნებ­დნენ, რომ თიხა მო­ე­ტა­ნათ, მო­ე­ზი­ლათ, გა­მო­საწ­ვა­ვი ღუმ­ლის ასან­თე­ბად შეშა მო­ე­ზი­დათ. იმერ­ლე­ბი კი ბრუნ­დე­ბოდ­ნენ უკან, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი ვარ­დი­სუ­ბან­ში დარ­ჩა და ამ სო­ფელს დღეს იმერ­ლე­ბის სო­ფელ­საც ეძა­ხი­ან. ყვა­რელ­შიც არი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა თი­ხის სხვა ჭურ­ჭელს, გან­სხვა­ვე­ბა ის იყო, რომ ჩვე­ნი უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, რად­გან ბევ­რი ღვი­ნო გვქონ­და.

მე­თუ­ნე­ო­ბა სტუ­დი­ა­ში უნდა ის­წავ­ლე­ბო­დეს. თი­ხის­გან რაც კი შე­იძ­ლე­ბა დამ­ზად­დეს, ყვე­ლაფ­რის­თვის გვაქვს და­ნად­გა­რი. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხე­ლოს­ნოა, გვერ­დით პა­ტა­რა მუ­ზე­უ­მით, სა­დაც სამი ძვე­ლი ჩარ­ხია, მა­წან­წა­რი­და­ნაა მო­ტა­ნი­ლი. ერთი 150 წლი­საა, მე­ო­რე - 100-ის და მე­სა­მე­საც სა­უ­კუ­ნეს არა­ფე­რი უკ­ლია. ისი­ნი სა­მუ­ზე­უ­მო ექ­სპო­ნა­ტე­ბია, მაგ­რამ მუ­შა­ობს და მათ­ზეც ვა­ტა­რებ ხოლ­მე მას­ტერკლა­სებს.

- რა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი უნდა გა­ი­ა­როს თი­ხის გუნ­დამ, რომ მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჭურ­ჭე­ლი "ამ­ღერ­დეს"?

- დიახ, თიხა ხმას გა­მოს­ცემს, ნე­ბის­მი­ე­რი ჭურ­ჭე­ლი. 1000 გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე და ცოტა მეტ­ზეც გა­მომ­წვა­რი, რა თქმა უნდა, "მღე­რის", მაგ­რამ გა­მოწ­ვამ­დე გაშ­რო­ბა უნდა, ერთი კვი­რა მა­ინც. ამას დიდი სიფრ­თხი­ლე სჭირ­დე­ბა. ოთახ­ში ბუმ­ბუ­ლია ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც არ უნდა იქა­ნა­ოს - გამ­ჭო­ლი ქარი არ უნდა იყოს. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­გორ გა­მო­იწ­ვე­ბა, თი­ხას რო­გორ მო­ამ­ზა­დებ, ამ ყვე­ლა­ფერს კი სწავ­ლა უნდა. დღეს ეს პრო­ცე­სი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია - არის კომ­პი­უ­ტე­რი, სხვა ტექ­ნი­კაც, რო­მე­ლიც სა­წყი­სი ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზეა და­ყე­ნე­ბუ­ლი, შემ­დეგ ყო­ველ სა­ათ­ში კი თვი­თონ­ვე არე­გუ­ლი­რებს. ადრე ღუ­მელ­ში იყო სა­ჭი­რო შე­შის შე­კე­თე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რის თვალ­ზო­მით გან­სა­ზღვრა...

- ქვევ­რის ამოყ­ვა­ნას რამ­დე­ნი ხანი უნდა?

- ქვევ­რი შენ­დე­ბა, ის ჩარხზე არ ამოჰ­ყავთ. პა­ტა­რა მო­ცუ­ლო­ბის, მა­გა­ლი­თად, 10-ლიტ­რი­ა­ნი კი ად­ვი­ლად კეთ­დე­ბა ჩარხზე. ქვევ­რი ძი­რი­დან შენ­დე­ბა. 20 სმ-ზე მეტს ყო­ველ­დღე ვერ შე­მო­ავ­ლებ. მა­სა­ლა, რი­თაც შენ­დე­ბა, ეტა­პობ­რი­ვად შრე­ბა, ფენა სქე­ლია და გაშ­რო­ბას დიდი დრო უნდა. ასე ეტა­პობ­რი­ვად ამოგ­ვყავს. ჩარხზე კი პა­ტა­რა ქვევ­რი შე­გიძ­ლია 5 წუთ­ში ამო­იყ­ვა­ნო. აქვს თა­ვი­სი გაშ­რო­ბი­სა და გა­მოწ­ვის წე­სიც. თი­ხა­ზე მო­მუ­შა­ვე­თა კლა­სი­ფი­კა­ცია ასე­თია - მე­ჭურ­ჭლე-მე­თუ­ნე, მე­თო­ნე, მექ­ვევ­რე, მეკ­რა­მი­ტე, მე­ა­გუ­რე.

- თიხა რა ამ­ბებს მო­გი­თხრობთ?

- ყვე­ლა­ზე მთა­ვარ ამ­ბებს... თუ აქამ­დე თი­ხას არ შე­ხე­ბი­ხართ, გე­ტყვით, რომ ყო­ველ შე­ხე­ბა­ზე გე­მორ­ჩი­ლე­ბათ და შე­გიძ­ლი­ათ მას ნე­ბის­მი­ე­რი სა­სურ­ვე­ლი ფორ­მა მის­ცეთ. დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ადა­მი­ანს თუ ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის რამე აკ­ლია, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მი­ეხ­მა­რე­ბა მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბა­ში.მე ახლა ბედ­ნი­ე­რი ვარ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვოც­ნე­ბობ­დი, რო­დის მოვ­რჩე­ბო­დი სხვა საქ­მე­ებს, რომ თი­ხას­თან მე­მუ­შა­ვა. ლა­მის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვე­ლო­დი ამ დროს. ზუს­ტად ვიცი, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვიქ­ნე­ბი, ამის მეტს არა­ფერს გა­ვა­კე­თებ.მე იმ საქ­მით ვშო­უ­ლობ ლუკ­მა­პურს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მსი­ა­მოვ­ნებს, შე­დე­გე­ბი კი სტი­მულს მი­ორ­მა­გებს! ახლა თე­ლავ­ში ამ დარ­გის კო­ლე­ჯის, კურ­სე­ბის ამუ­შა­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ და ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
0

ძალიან საინტერესო სტატიაა. მადლობა. 

giorgi
1

8000 წლის ქვევრი და ყურძნის წიპწები კახეთშია ნაპოვნი, სანამ დაწერთ ვინმეს მაინც შეეკითხეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ავტორი:

"კახელებს ცოტა კი სწყინთ ხოლმე, როცა ამას ვამბობ, მაგრამ იმერლებმა ასწავლეს ეს კულტურა ჩვენებს" - გაიცანით თელაველი თიხის ოსტატი

"კახელებს ცოტა კი სწყინთ ხოლმე, როცა ამას ვამბობ, მაგრამ იმერლებმა ასწავლეს ეს კულტურა ჩვენებს" - გაიცანით თელაველი თიხის ოსტატი

მეთუნეობა უძველესი ხელობაა, რომელსაც ჩვენი წინაპრები ოდითგან მისდევდნენ. ამას საქართველოში აღმოჩენილი არაერთი უნიკალური თიხის ჭურჭელი ადასტურებს. თიხასთან ურთიერთობას ცოდნა უნდა, ოღონდ ეს საქმე ჯერ უნდა შეგიყვარდეს, მერე კი მასთან "გაშინაურებაც" შეიძლება. როგორც ოსტატები ამბობენ, ადვილად მოგყვება, გელაპარაკება, უამრავ ამბავს მოგითხრობს და ფილმის ცნობილი ფრაზის არ იყოს, სასიამოვნოდაც "მღერის". ამჯერად თელაველ მეთუნე ლექსო გენგაშვილს გაგაცნობთ, რომელმაც თიხაზე მუშაობა ცხოვრების წესად აქცია და ამის გამო თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს.

- თელავში იმ უბანში ვცხოვრობდი, რომელსაც მაწანწარა ჰქვია და სადაც მეთუნეები მრავლად იყვნენ. ამ დარგს 12-14 ოჯახი მისდევდა და იქაურობა ნამდვილი კერა იყო. ეს საქმე მხოლოდ მე კი არ მაინტერესებდა, ბევრის ინტერესიც ყოფილა, როგორ მზადდებოდა თიხის გუნდისგან, ვთქვათ, დოქი. მაშინ ეს ოჯახები თავიანთ სამზარეულოში არ გვახედებდნენ, რომ ნამუშევრებისთვის თვალი შეგვევლო. ამიტომ ეს ხელობა ცოტა გასაიდუმლოებული იყო. მეთუნეების ნახელავს ფანჯრიდან მაშინ მოვკრავდით ხოლმე თვალს, როცა თელავში უცხოელი ტურისტები ჩამოდიოდნენ და კერამიკულ ნაწარმს ყიდულობდნენ... მახსოვს, საბავშვო ბაღში თიხით მანქანებს ვძერწავდით და ვღებავდით...

XIX-XX საუკუნეების დასაწყისში დარგი განვითარებული იყო რუისპირში და თელავის სხვა სოფლებშიც - ვარდისუბანსა და იყალთოში, თუმცა ქალაქში მაინც განსხვავებული ნამუშევრები მზადდებოდა - გამოყენებით კერამიკასთან ერთად, დეკორატიულიც. რაც მთავარია, თელავში თიხა ყოველთვის ულევად იყო.1987 წელს ხალხური რეწვის პროფესიულ სასწავლებელში შევედი. ერთადერთმა დავამთავრე "წითელ დიპლომზე". სასწავლებელში ნამდვილი მეთუნე გაბრიელ ჭიბალაშვილი მუშაობდა და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. სამწუხაროდ, ჩვენ შორის აღარ არის... მერე ისეთი წლები დაიწყო, ეს საქმე კი არა, ყველაფერი ჩაიძირა. 25 წელი სოჭში ვცხოვრობდი, იქ ჰობის დონეზე მივდევდი ამ საქმეს, ფესტივალებშიც ვმონაწილეობდი... სამწელიწად-ნახევარია, საქართველოში დავბრუნდი და ამ საქმეს მივყავი ხელი. ამჟამად 5-6 კარგად მომზადებული მეთუნე მყავს, რომლებიც შემიძლია ოსტატებად დავასაქმო.

- კარგი საქმეა, როცა შენს ცოდნას, გამოცდილებას სხვებს გადასცემ.

- ჩემი ოსტატისთვის პირობა მქონდა მიცემული, რომ მეთუნეობის სკოლა უნდა გამეკეთებინა და საქართველოში რომ ჩამოვედი, პირობა შევასრულე - ასეთი სკოლა ჯერ თელავში გავხსენი და უფასოდ ვასწავლიდი, მერე - თბილისშიც. მაგრამ ხალხმა ვერ გაიგო ეს. არადა, მინდოდა, ამ საქმისადმი ინტერესი გასჩენოდათ, ადამიანები სასიამოვნოდ ამეფორიაქებინა... ახლა სკოლა ფასიანია და ინტერესიც მეტი აქვთ. სიამოვნებით მოდიან, უხარიათ სწავლა. შევქმენი კახური კერამიკა - თუკი კახეთში რამე ჭურჭელი მზადდებოდა, აღვადგინე.

- კახური ჭურჭელი ახსენეთ... რა განასხვავებს მას იმერულისგან?

- დარგი კახეთში უფრო იყო განვითარებული, რადგან ბევრი ღვინისთვის ჭურჭელიც ბევრი იყო საჭირო. თიხაც განსხვავდება - მათი უფრო ცეცხლგამძლეა, კეცებისა და ლობიოს ქოთნებისთვის გამიზნული, ასევე ქვევრებისთვისაც, მშვენიერი ქვევრები აქვთ. კახელებს ცოტა კი სწყინთ ხოლმე, როცა ამას ვამბობ, მაგრამ წყაროებზე დაყრდნობით ვიცი, რომ იმერლებმა ასწავლეს ეს კულტურა ჩვენებს. კახეთში სამუშაოდ გაზაფხულზე ჩამოდიოდნენ და შემოდგომით უკან მიდიოდნენ. კახელებს იმ დროს არც თონის გასაკეთებლად ეცალათ და არც - ქვევრის, რადგან ვენახს უვლიდნენ. შეზღუდული შესაძლებლობის პირებს კი, ვინც ვენახში ვერ მუშაობდა, შეგირდებად იყენებდნენ, რომ თიხა მოეტანათ, მოეზილათ, გამოსაწვავი ღუმლის ასანთებად შეშა მოეზიდათ. იმერლები კი ბრუნდებოდნენ უკან, მაგრამ ზოგიერთი ვარდისუბანში დარჩა და ამ სოფელს დღეს იმერლების სოფელსაც ეძახიან. ყვარელშიც არიან. რაც შეეხება თიხის სხვა ჭურჭელს, განსხვავება ის იყო, რომ ჩვენი უფრო მრავალფეროვანი იყო, რადგან ბევრი ღვინო გვქონდა.

მეთუნეობა სტუდიაში უნდა ისწავლებოდეს. თიხისგან რაც კი შეიძლება დამზადდეს, ყველაფრისთვის გვაქვს დანადგარი. თანამედროვე სახელოსნოა, გვერდით პატარა მუზეუმით, სადაც სამი ძველი ჩარხია, მაწანწარიდანაა მოტანილი. ერთი 150 წლისაა, მეორე - 100-ის და მესამესაც საუკუნეს არაფერი უკლია. ისინი სამუზეუმო ექსპონატებია, მაგრამ მუშაობს და მათზეც ვატარებ ხოლმე მასტერკლასებს.

- რა ტექნოლოგიური პროცესი უნდა გაიაროს თიხის გუნდამ, რომ მისგან დამზადებული ჭურჭელი "ამღერდეს"?

- დიახ, თიხა ხმას გამოსცემს, ნებისმიერი ჭურჭელი. 1000 გრადუს ტემპერატურაზე და ცოტა მეტზეც გამომწვარი, რა თქმა უნდა, "მღერის", მაგრამ გამოწვამდე გაშრობა უნდა, ერთი კვირა მაინც. ამას დიდი სიფრთხილე სჭირდება. ოთახში ბუმბულია ჩამოკიდებული, რომელმაც არ უნდა იქანაოს - გამჭოლი ქარი არ უნდა იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიწვება, თიხას როგორ მოამზადებ, ამ ყველაფერს კი სწავლა უნდა. დღეს ეს პროცესი გამარტივებულია - არის კომპიუტერი, სხვა ტექნიკაც, რომელიც საწყისი ტემპერატურაზეა დაყენებული, შემდეგ ყოველ საათში კი თვითონვე არეგულირებს. ადრე ღუმელში იყო საჭირო შეშის შეკეთება, ტემპერატურის თვალზომით განსაზღვრა...

- ქვევრის ამოყვანას რამდენი ხანი უნდა?

- ქვევრი შენდება, ის ჩარხზე არ ამოჰყავთ. პატარა მოცულობის, მაგალითად, 10-ლიტრიანი კი ადვილად კეთდება ჩარხზე. ქვევრი ძირიდან შენდება. 20 სმ-ზე მეტს ყოველდღე ვერ შემოავლებ. მასალა, რითაც შენდება, ეტაპობრივად შრება, ფენა სქელია და გაშრობას დიდი დრო უნდა. ასე ეტაპობრივად ამოგვყავს. ჩარხზე კი პატარა ქვევრი შეგიძლია 5 წუთში ამოიყვანო. აქვს თავისი გაშრობისა და გამოწვის წესიც. თიხაზე მომუშავეთა კლასიფიკაცია ასეთია - მეჭურჭლე-მეთუნე, მეთონე, მექვევრე, მეკრამიტე, მეაგურე.

- თიხა რა ამბებს მოგითხრობთ?

- ყველაზე მთავარ ამბებს... თუ აქამდე თიხას არ შეხებიხართ, გეტყვით, რომ ყოველ შეხებაზე გემორჩილებათ და შეგიძლიათ მას ნებისმიერი სასურველი ფორმა მისცეთ. დიდი სიამოვნებაა მასთან ურთიერთობა. ადამიანს თუ ბედნიერებისთვის რამე აკლია, ეს ურთიერთობა აუცილებლად მიეხმარება მასთან მიახლოებაში.მე ახლა ბედნიერი ვარ. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, როდის მოვრჩებოდი სხვა საქმეებს, რომ თიხასთან მემუშავა. ლამის მთელი ცხოვრება ველოდი ამ დროს. ზუსტად ვიცი, სანამ ცოცხალი ვიქნები, ამის მეტს არაფერს გავაკეთებ.მე იმ საქმით ვშოულობ ლუკმაპურს, რომელიც ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს, შედეგები კი სტიმულს მიორმაგებს! ახლა თელავში ამ დარგის კოლეჯის, კურსების ამუშავებას ცდილობენ და ეს ამბავი ძალიან მახარებს.

"ილონ მასკს გაუჭედა სისტემამ... ვაქცინაციაზე ყველაფერი ხდება, ტექნიკაა, კომპიუტერი..." - პაატა იმნაძე

გაიხსნება თუ არა სახმელეთო საზღვრები - რა განაცხადა პაატა იმნაძემ?

"მამამ ვერ გადაიტანა... ჩემი ორივე ფილტვი იყო 81%-ით დაკეტილი, რამდენჯერმე დავიხრჩე უჰაერობით" - გიორგი ფანცულაია მძიმე კოვიდგამოცდილებაზე