მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უპრეცედენტო დავა საქართველოს ისტორიაში - "თუ ასე გავაგრძელებთ, საქართველო თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას საბოლოოდ დაკარგავს"
უპრეცედენტო დავა საქართველოს ისტორიაში - "თუ ასე გავაგრძელებთ, საქართველო თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას საბოლოოდ დაკარგავს"

"ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი" და მისი ერთ-ერთი მთა­ვა­რი ინ­ვეს­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლო­ში და­ვას იწყე­ბენ. მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტს ითხო­ვენ, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ მთავ­რო­ბის კამ­პა­ნი­ამ, ძირი გა­მო­ე­თხა­რა ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის­თვის, სწო­რედ ამ ოდე­ნო­ბის და­ნა­კარ­გი მო­უ­ტა­ნა რო­გორც კონ­სორ­ცი­უმს, ისე მის მთა­ვარ ინ­ვეს­ტორს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კი ფიქ­რო­ბენ, რომ კონ­სორ­ცი­უ­მის პრე­ტენ­ზი­ებს სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არა აქვს და ახ­სე­ნე­ბენ, რომ ხელ­შე­წყო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ვერ შე­ას­რუ­ლეს. თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს კონ­სორ­ცი­უ­მის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ სა­არ­ბიტ­რა­ჟო პრო­ცეს­მა შე­საძ­ლოა შე­ა­ყოვ­ნოს პორ­ტის­თვის ახა­ლი ინ­ვეს­ტო­რის მო­ძი­ე­ბა. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რას ფიქ­რო­ბენ ამ სა­კი­თხზე ეკო­ნო­მის­ტე­ბი და იუ­რის­ტე­ბი.

გიგა ბე­დი­ნე­იშ­ვი­ლი, ფი­ნან­სის­ტი და ეკო­ნო­მის­ტი:

- თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც არ­სე­ბობს და პრაქ­ტი­კა­შიც არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა, როცა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი აგე­ბენ სა­არ­ბიტ­რა­ჟო და­ვებს. სა­ქარ­თვე­ლო­საც წა­უ­გია რამ­დე­ნი­მე ასე­თი დავა და შემ­დეგ ეს მო­სახ­ლე­ო­ბის გა­და­სახ­დე­ლი ხდე­ბა, რად­გან ბი­უ­ჯე­ტი სწო­რედ მო­სახ­ლე­ო­ბის ჯი­ბი­დან ივ­სე­ბა. ჯერ არ ვი­ცით, რო­გო­რი იქ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქ­ტი და გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს თუ არა მო­თხოვ­ნილ თან­ხას რო­გორც ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის ოდე­ნო­ბას, მაგ­რამ პრინ­ცი­პია მთა­ვა­რი - პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო ხალ­ხმა რა­ტომ უნდა გა­და­ი­ხა­დოს ეს ფული?! რო­გო­რიც უნდა იყოს სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თა­ვად ეს პრო­ცე­სი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე, შე­ი­ლა­ხე­ბა მისი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცია.ეს არ არის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, როცა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რი სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის.ცოტა ხნის წინ ასე­თი დავა ჰქონ­და ამე­რი­კულ კომ­პა­ნია "ფრონ­ტე­რას"; სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას გეგ­მავს "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ინ­ვეს­ტო­რიც.

ამი­ტომ პო­ტენ­ცი­უ­რი ინ­ვეს­ტო­რი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს მხედ­ვე­ლო­ბა­ში მსხვი­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის გახ­მა­უ­რე­ბულ და­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ. ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის სა­არ­ბიტ­რა­ჟო და­ვამ შე­საძ­ლოა ქვე­ყა­ნას ფი­ნან­სურ­თან ერ­თად, მძი­მე რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნიც მო­უ­ტა­ნოს.

- ანაკ­ლი­ის სა­არ­ბიტ­რა­ჟო და­ვას ემ­თხვე­ვა 6 კონ­გრეს­მე­ნის წე­რი­ლი, რომ­ლი­თაც ისი­ნი მი­მარ­თა­ვენ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს და სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც რუსი ოლი­გარ­ქის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ არის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბუ­ლი, ცდი­ლობს გა­ა­ძე­ვოს ქვეყ­ნი­დან ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და ეს რუ­სე­თი­დან, ჩი­ნე­თი­დან და ირა­ნი­დან ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­სა­ზი­დად კეთ­დე­ბა. ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შავი ზღვის პორ­ტებ­ში აქ­ტი­ვო­ბე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს. ეს პრე­ტენ­ზი­ე­ბი ხომ არ სცდე­ბა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის პრე­ტენ­ზი­ებს?

- ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექტს აქვს არა მარ­ტო ეკო­ნო­მი­კუ­რი, არა­მედ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვაც. კო­მერ­ცი­უ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი ამა­ზე სა­ჯა­როდ არ ლა­პა­რა­კო­ბენ, მაგ­რამ ჩვენ ხომ ვი­ცით, რომ ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი შავ ზღვა­ზე მკვეთ­რად შეც­ვლის სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი პარტნი­ო­რე­ბის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას. ასე რომ, ნუ დავ­მა­ლავთ, რომ ეს არის კო­მერ­ცი­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი და ამა­ვე დროს აქვს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო მნიშ­ვნე­ლო­ბა. ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და. ამი­ტომ, როცა ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბი წე­რილ­ში პირ­და­პირ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მას რუს ოლი­გარ­ქს უწო­დე­ბენ, ეს შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან შორს წა­ვი­დეს, მათ შო­რის არც ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას გა­მოვ­რი­ცხავ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ივა­ნიშ­ვილს კარ­გად ეს­მის, რომ ასე­თი სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს და მგო­ნი, ბოლო მო­მენ­ტში ამ წი­თელ ხაზს არ გა­დაკ­ვეთს, რად­გან ეს ძა­ლი­ან მძი­მე დარ­ტყმა იქ­ნე­ბო­და მის­თვი­საც და ქვეყ­ნის­თვი­საც.

- სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს, რომ ბევ­რჯერ გა­და­უ­ვა­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა კონ­სორ­ცი­უმს და დღეს, წე­სით, ანაკ­ლი­ა­ში მოქ­მე­დი პორ­ტი უნდა გვქონ­დეს.

- სუ­ლაც არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მარ­თლაც არა­ერ­თხელ გა­და­უ­ვა­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და პი­რი­ქით, კონ­სორ­ცი­უმ­საც ჰქონ­და შე­ფერ­ხე­ბე­ბი, მაგ­რამ ამა­ვე დროს ბევ­რჯერ მო­ვის­მი­ნეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რი­ტო­რი­კაც, რო­მე­ლიც სულ არ ეხ­მა­რე­ბო­და იმას, რომ კონ­სორ­ცი­უმს დრო­ზე მო­ე­ზი­და პრო­ექ­ტის­თვის თან­ხე­ბი.

როცა ცალი ხე­ლით ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს გა­და­ა­ვა­დებ, ხოლო მე­ო­რით ხელს უშლი პრო­ექტს იმით, რომ ამ­ბობ, არ გჯე­რა მისი კო­მერ­ცი­უ­ლი მომ­გე­ბი­ა­ნო­ბის, მა­შინ გა­და­ვა­დე­ბა ინ­ვეს­ტო­რის­თვის შე­ღა­ვა­თი სუ­ლაც არ არის.

- მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა არ ამ­ბობს უარს ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტზე. შე­საძ­ლე­ბე­ლია პორ­ტში სწო­რედ ის ინ­ვეს­ტი­ცია შე­მო­ვი­დეს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჯერ კი­დევ პრე­მი­ე­რი ბახ­ტა­ძე გა­აფრ­თხი­ლა პომ­პე­ომ და უთხრა, რომ პორ­ტი გა­აძ­ლი­ე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბას თა­ვი­სუ­ფალ ეკო­ნო­მი­კებ­თან და თა­ვი­დან აა­ცი­ლებს რუ­სუ­ლი და ჩი­ნუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბას.

- ვფიქ­რობ, ამ პრო­ექ­ტის ჩაშ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ამო­ცა­ნა იყო. რა თქმა უნდა, ამას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა არას­დროს აღი­ა­რებს, მაგ­რამ სი­ტყვით ერთს ამ­ბო­ბენ და საქ­მით მე­ო­რეს ამ­ტკი­ცე­ბენ. საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნუ­რად შე­იძ­ლე­ბა ხორ­ცი შე­ას­ხა ჩა­ნა­ფიქ­რს - სი­ტყვით აქო და ადი­დო პორ­ტის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და მო­აჩ­ვე­ნო ხალ­ხს, რომ მონ­დო­მე­ბუ­ლი ხარ მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი კუ­ლი­სებ­ში ისე იმუ­შაო, რომ ამ პრო­ექტს შან­სი არ ჰქონ­დეს.

ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი, იუ­რის­ტი:

- ჩემ­თვის, რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სამ­წუ­ხა­როა, რომ თუკი ვინ­მე იხე­ი­რებს ამით და, ალ­ბათ, კონ­კრე­ტუ­ლი ბე­ნე­ფი­ტე­ბით მად­ლო­ბა­საც გა­და­უხ­დის ჩვენს მთავ­რო­ბას, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ilo
86

ხიხო ტეტიას რომ შეენარჩუნებინა თავისი კაპიტალი რუსეთში წავიდა ქვეყნის ღალატზე მას აბაშიძის ხვედრი არ აცდება 

x
44

ანაკლიის პორტი სასწრაფოდ უნდა აშენდეს. ამერიკა საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტიაა. რუსეთი ოკუპანტია და მუდამ ასეთი იქნება. არ არსებობს ორი რუსეთი, არსებობს ერთი - ველური

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

უპრეცედენტო დავა საქართველოს ისტორიაში - "თუ ასე გავაგრძელებთ, საქართველო თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას საბოლოოდ დაკარგავს"

უპრეცედენტო დავა საქართველოს ისტორიაში - "თუ ასე გავაგრძელებთ, საქართველო თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას საბოლოოდ დაკარგავს"

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და მისი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავას იწყებენ. მოსარჩელეები საქართველოს სახელმწიფოსგან მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მთავრობის კამპანიამ, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის, სწორედ ამ ოდენობის დანაკარგი მოუტანა როგორც კონსორციუმს, ისე მის მთავარ ინვესტორს. ხელისუფლებაში კი ფიქრობენ, რომ კონსორციუმის პრეტენზიებს სამართლებრივი საფუძველი არა აქვს და ახსენებენ, რომ ხელშეწყობის მიუხედავად, მათ ვალდებულებები ვერ შეასრულეს. თუმცა ხელისუფლება წუხილს გამოთქვამს კონსორციუმის ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან მიაჩნია, რომ საარბიტრაჟო პროცესმა შესაძლოა შეაყოვნოს პორტისთვის ახალი ინვესტორის მოძიება. ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ეკონომისტები და იურისტები.

გიგა ბედინეიშვილი, ფინანსისტი და ეკონომისტი:

- თეორიული შანსიც არსებობს და პრაქტიკაშიც არაერთხელ ყოფილა, როცა სახელმწიფოები აგებენ საარბიტრაჟო დავებს. საქართველოსაც წაუგია რამდენიმე ასეთი დავა და შემდეგ ეს მოსახლეობის გადასახდელი ხდება, რადგან ბიუჯეტი სწორედ მოსახლეობის ჯიბიდან ივსება. ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება სასამართლოს ვერდიქტი და გაითვალისწინებს თუ არა მოთხოვნილ თანხას როგორც ზარალის ანაზღაურების ოდენობას, მაგრამ პრინციპია მთავარი - პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობის გამო ხალხმა რატომ უნდა გადაიხადოს ეს ფული?! როგორიც უნდა იყოს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, თავად ეს პროცესი უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაზე, შეილახება მისი საერთაშორისო რეპუტაცია.ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო ინვესტორი საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის.ცოტა ხნის წინ ასეთი დავა ჰქონდა ამერიკულ კომპანია "ფრონტერას"; საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს "კავკასუს ონლაინის" აზერბაიჯანელი ინვესტორიც.

ამიტომ პოტენციური ინვესტორი აუცილებლად მიიღებს მხედველობაში მსხვილი ინვესტორების გახმაურებულ დავებს საქართველოს წინააღმდეგ. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საარბიტრაჟო დავამ შესაძლოა ქვეყანას ფინანსურთან ერთად, მძიმე რეპუტაციული ზიანიც მოუტანოს.

- ანაკლიის საარბიტრაჟო დავას ემთხვევა 6 კონგრესმენის წერილი, რომლითაც ისინი მიმართავენ სახელმწიფო მდივანს და სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა, რომელიც რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მანიპულირებული, ცდილობს გააძევოს ქვეყნიდან ამერიკელი ბიზნესმენები და ეს რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების მოსაზიდად კეთდება. ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს შავი ზღვის პორტებში აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. ეს პრეტენზიები ხომ არ სცდება მხოლოდ კონკრეტული კომპანიების პრეტენზიებს?

- ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს აქვს არა მარტო ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური დატვირთვაც. კომერციული სუბიექტები ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაზე მკვეთრად შეცვლის საქართველოსა და მისი პარტნიორების თავდაცვისუნარიანობას. ასე რომ, ნუ დავმალავთ, რომ ეს არის კომერციულად საინტერესო პროექტი და ამავე დროს აქვს გეოპოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა. ანაკლიის პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის ყველა თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა. ამიტომ, როცა ამერიკელი კონგრესმენები წერილში პირდაპირ მოიხსენიებენ ბიძინა ივანიშვილს და მას რუს ოლიგარქს უწოდებენ, ეს შესაძლოა ძალიან შორს წავიდეს, მათ შორის არც ფინანსური სანქციების დაწესებას გამოვრიცხავ. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ასეთი საშიშროება არსებობს და მგონი, ბოლო მომენტში ამ წითელ ხაზს არ გადაკვეთს, რადგან ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნებოდა მისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

- საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ბევრჯერ გადაუვადა ვალდებულებების შესრულება კონსორციუმს და დღეს, წესით, ანაკლიაში მოქმედი პორტი უნდა გვქონდეს.

- სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ მართლაც არაერთხელ გადაუვადა ვალდებულებების შესრულება და პირიქით, კონსორციუმსაც ჰქონდა შეფერხებები, მაგრამ ამავე დროს ბევრჯერ მოვისმინეთ ხელისუფლების რიტორიკაც, რომელიც სულ არ ეხმარებოდა იმას, რომ კონსორციუმს დროზე მოეზიდა პროექტისთვის თანხები.

როცა ცალი ხელით ვალდებულებებს გადაავადებ, ხოლო მეორით ხელს უშლი პროექტს იმით, რომ ამბობ, არ გჯერა მისი კომერციული მომგებიანობის, მაშინ გადავადება ინვესტორისთვის შეღავათი სულაც არ არის.

- მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მთავრობა არ ამბობს უარს ანაკლიის პროექტზე. შესაძლებელია პორტში სწორედ ის ინვესტიცია შემოვიდეს, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ პრემიერი ბახტაძე გააფრთხილა პომპეომ და უთხრა, რომ პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან ააცილებს რუსული და ჩინური ეკონომიკური ინტერესების გატარებას.

- ვფიქრობ, ამ პროექტის ჩაშლა საქართველოს მთავრობის ამოცანა იყო. რა თქმა უნდა, ამას საქართველოს მთავრობა არასდროს აღიარებს, მაგრამ სიტყვით ერთს ამბობენ და საქმით მეორეს ამტკიცებენ. საკმაოდ ჭკვიანურად შეიძლება ხორცი შეასხა ჩანაფიქრს - სიტყვით აქო და ადიდო პორტის პერსპექტივები და მოაჩვენო ხალხს, რომ მონდომებული ხარ მისი განხორციელებისთვის, სინამდვილეში კი კულისებში ისე იმუშაო, რომ ამ პროექტს შანსი არ ჰქონდეს.

ლევან ალაფიშვილი, იურისტი:

- ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანი და სამწუხაროა, რომ თუკი ვინმე იხეირებს ამით და, ალბათ, კონკრეტული ბენეფიტებით მადლობასაც გადაუხდის ჩვენს მთავრობას, რუსეთის ხელისუფლება იქნება. წაიკითხეთ სრულად

წელს "თბილისობა" არ გაიმართება - კახა კალაძე

LIVE - Newsroom-ის სტუმარია გიგი უგულავა

რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი პროპაგანდისტული გზავნილები საქართველოში და მათი გამოძახილი