სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამარმა ბოლოს უნივერსიტეტის წარმატება მომილოცა..." - ვინ არის მიშო იაკობიძე, რომელიც ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, ბაჩალიაშვილს ეძებდა
"თამარმა ბოლოს უნივერსიტეტის წარმატება მომილოცა..." - ვინ არის მიშო იაკობიძე, რომელიც ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, ბაჩალიაშვილს ეძებდა

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ახა­ლი ფი­გუ­რან­ტი მიშო ია­კო­ბი­ძე დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­კი­თხეს. რო­გორც უწყე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ბოლო კო­მუ­ნი­კა­ცია მას­სა და 23 წლის პროგ­რა­მისტს შო­რის 12 ივ­ლისს შედ­გა.

ასე­ვე აღ­წე­რა, რო­დის და­ი­წყო და­კარ­გუ­ლი ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი ძებ­ნა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით.

"ორ­შა­ბათს, რო­დე­საც მე შე­ვი­ტყვე თა­მუ­ნას და­კარ­გვის შე­სა­ხებ, ჩემი ძა­ლე­ბით გა­ვე­მარ­თე ხა­ი­შის მი­მარ­თუ­ლე­ბით, იქ სა­დაც კა­მე­რა ფიქ­სირ­დე­ბო­და. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან შე­ვი­ტყვე და გა­ვე­მარ­თე იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სა­ეჭ­ვო ვე­რა­ფე­რი ვნა­ხე. იმა­ვე დღეს დავ­ბრუნ­დი უკან. მე­ო­რე დღეს გა­ვე­მარ­თე გოლ­თე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, იქაც ვე­ძებ­დი, ვე­რა­ფე­რი ვერ ვნა­ხე სა­ეჭ­ვო" - აღ­ნიშ­ნა ია­კო­ბი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, თუ სა­ი­დან იც­ნობს ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძეს, ია­კო­ბი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან.

"ბა­ჩა­ნაც ასე­ვე ჩემი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლი იყო და აქე­დან გვქონ­და შე­ხე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან. თა­მარ­მა ბო­ლოს 12 ივ­ლისს უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბა მო­მი­ლო­ცა, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე, მო­ვი­კი­თხე და მეტი არა­ფე­რი" - გა­ნა­ცხა­და ია­კო­ბი­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მიშო ია­კო­ბი­ძის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძემ მი­ა­წო­და. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ია­კო­ბი­ძე ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს კარ­გად იც­ნობ­და და გო­გო­ნას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ მისი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ი­წყო.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ann
7

ეძებდა ეს ბიჭი, "შეყვარებულისგან" განსხვავებით, რატომ უნდა მომეძებნაო რომ ამბობს. მეც მოვძებნიდი, ახლობელი რომ დაკარგულიყო

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
7

რა შეყვარებული? ეგ სიკუტუკუ ფსიქიატრთან არის შესამოწმებელი, ცოტა კი არა, მაგრად უბერავს და ეგეთი შიზოფრენიკები საშიშია ძალიან...

შეყვარებული არა ლოკოკინა ნივრით კიდევ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"თამარმა ბოლოს უნივერსიტეტის წარმატება მომილოცა..." - ვინ არის მიშო იაკობიძე, რომელიც ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, ბაჩალიაშვილს ეძებდა

"თამარმა ბოლოს უნივერსიტეტის წარმატება მომილოცა..." - ვინ არის მიშო იაკობიძე, რომელიც ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, ბაჩალიაშვილს ეძებდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი მიშო იაკობიძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხეს. როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბოლო კომუნიკაცია მასსა და 23 წლის პროგრამისტს შორის 12 ივლისს შედგა.

ასევე აღწერა, როდის დაიწყო დაკარგული ბაჩალიაშვილი ძებნა საკუთარი ძალებით.

"ორშაბათს, როდესაც მე შევიტყვე თამუნას დაკარგვის შესახებ, ჩემი ძალებით გავემართე ხაიშის მიმართულებით, იქ სადაც კამერა ფიქსირდებოდა. სოციალური ქსელიდან შევიტყვე და გავემართე იმ მიმართულებით.

საეჭვო ვერაფერი ვნახე. იმავე დღეს დავბრუნდი უკან. მეორე დღეს გავემართე გოლთეთის მიმართულებით, იქაც ვეძებდი, ვერაფერი ვერ ვნახე საეჭვო" - აღნიშნა იაკობიძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ საიდან იცნობს ბაჩანა ლობჟანიძეს, იაკობიძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტიდან.

"ბაჩანაც ასევე ჩემი უნივერსიტეტელი იყო და აქედან გვქონდა შეხება ერთმანეთთან. თამარმა ბოლოს 12 ივლისს უნივერსიტეტის წარმატება მომილოცა, მადლობა გადავუხადე, მოვიკითხე და მეტი არაფერი" - განაცხადა იაკობიძემ.

როგორც ცნობილია, მიშო იაკობიძის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია ბაჩანა ლობჟანიძემ მიაწოდა. მან აღნიშნა, რომ იაკობიძე ბაჩალიაშვილს კარგად იცნობდა და გოგონას გაუჩინარების შემდეგ მისი სამძებრო სამუშაოები დამოუკიდებლად დაიწყო.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ამირხანაშვილი მეხუთედ გამოკითხეს... რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება" - რას ამბობს დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი

შაქარაშვილის საქმეზე 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმება მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა - პროკურორი

"ბულინგი მოახდინეს ჩემზე, გინდა თუ არა, შენ მიეცი კაპანაძეს ის ფურცელიო" - ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო