სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის "მარტოკაცი", რომელიც 2 კვირაში ფეისბუქ-ვარსკვლავად იქცა - "19 წელი გურიაში გავატარე, ეს ვიდეოები იმ დროის გაცოცხლებაა"
ვინ არის "მარტოკაცი", რომელიც 2 კვირაში ფეისბუქ-ვარსკვლავად იქცა - "19 წელი გურიაში გავატარე, ეს ვიდეოები იმ დროის გაცოცხლებაა"

„მარ­ტო­კა­ცი“ - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით 2 კვი­რაა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­არ­ტე­ბი გა­მოჩ­ნდა, რომ­ლებ­შიც პერ­სო­ნა­ჟი, „მარ­ტო­კა­ცი“ უმე­ტე­სად გუ­რულ კაცს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. ამ გვერდმა უამ­რა­ვი „ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლის“ ყუ­რა­დღე­ბა მა­შინ­ვე მი­პყრო და უკვე ბევ­რი მიმ­დე­ვა­რიც შე­მო­იკ­რი­ბა. „მარ­ტო­კა­ცი“ გუ­რუ­ლი ენაკ­ვი­მა­ტო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად მღე­რის და არის არ­ტის­ტუ­ლიც.

ვი­ნა­ი­დან მის მი­მართ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა, AMBEBI.GE-მ სცა­და გა­ერ­კვია, თუ ვინ იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ნე­გა­ტი­ვით სავ­სე ცხოვ­რე­ბა­ში პო­ზი­ტივს გას­ცემს და ადა­მი­ა­ნებს კარგ გან­წყო­ბას უქ­მნის.

„კი, მე ვარ „მარ­ტო­კა­ცი“, და­მი­ა­ნე გორ­დე­ლა­ძე. ამ სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვის იდეა ჰა­ე­რი­დან არ მო­სუ­ლა. მარ­ტო კი არა, ოჯახ­ში 8 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ, მაგ­რამ პან­დე­მი­ის დროს გვერ­დით არა­ვინ მყავ­და, ვის­თან ერ­თა­დაც ვიმ­ღე­რებ­დი, ყვე­ლა რა­ღაც დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლად ვის­ხე­დით და ერ­თად სიმ­ღე­რის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და. ჩემი ან­სამ­ბლის, „გორ­დას“ წევ­რე­ბიც და­ჩაგ­რუ­ლე­ბი და და­მარ­ტო­კა­ცე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ... იმის გამო, რომ სიმ­ღე­რე­ბის ყვე­ლა ხმა ვიცი, ავ­დე­ქი და ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­კუ­თა­რი თავი "გა­ვამ­რავ­ლე". პირ­ვე­ლი ხმაც მე ვთქვი და და­ნარ­ჩე­ნიც,“ - გვე­უბ­ნე­ბა ახა­ლი ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვი და ჩვენ­თან სა­უ­ბარს ასე გა­ნაგ­რძობს:

„2 კვი­რის წინ პირ­ვე­ლი ვი­დეო ჩავ­წე­რე. ასე რომ, „მარ­ტო­კა­ცი“ სულ 2 კვი­რი­საა... პან­დე­მი­ას ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი, თუმ­ცა და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბიც ჰქონ­და. რა­ღა­ცე­ბი სხვა­ნა­ი­რად გა­დავ­ხარ­შეთ, მით უმე­ტეს, ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. თურ­მე სი­მარ­ტო­ვის პე­რი­ოდ­ში უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა.

უც­ნა­უ­რია, როცა არ მყავ­და პა­ტა­რა შვი­ლი და მქონ­და ბევ­რი დრო, რად­გა­ნაც სამ­სა­ხუ­რი დავ­კარ­გე და სახ­ლში ვი­ჯე­ქი, მა­შინ კი არ და­ვი­წყე ამის კე­თე­ბა, მა­შინ, როცა ბავ­შვი და­ი­ბა­და (პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში) და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო შე­მიმ­ცირ­და... თუმ­ცა ახლა ყვე­ლა­ფერს ვა­ხერ­ხებ, ძი­ძა­ო­ბა­საც ვი­თავ­სებ და ბევ­რი საქ­მის კე­თე­ბას.

- ვი­დე­ო­ში მუდ­მი­ვად გუ­რუ­ლი პერ­სნა­ჟის გა­მო­ჩე­ნა რას ნიშ­ნავს?

- ხომ გი­თხა­რით, მე ვარ და­მი­ა­ნე გორ­დე­ლა­ძე გუ­რი­ი­დან. ოზურ­გე­თის სო­ფელ ლი­ხა­ურ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ლი­ხა­უ­რი ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სო­ფე­ლია და ამი­ტო­მაც მე­ა­მა­ყე­ბა. მისი სახლ-მუ­ზე­უ­მი ჩემი სახ­ლი­დან ერთ კი­ლო­მეტრშია. ასე რომ, ვი­დე­ო­ებ­ში გუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი ბუ­ნებ­რი­ვია.

- „გორ­და“ ახ­სე­ნე და მოგ­ვი­ყე­ვი ამ ან­სამ­ბლზე...

- „გორ­და“ 2016 წელს შე­იქ­მნა, მე და ჩემ­მა ძმამ და­ვა­არ­სეთ. ჩემი ძმა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლია, თვი­თო­ნაც ფოლკ­ლო­რის­ტი, ორი­ვე ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რით და ეს ან­სამ­ბლიც ამი­ტომ შევ­ქმე­ნით. შემ­დეგ გვერ­დით მე­გობ­რე­ბი შე­მო­ვიკ­რი­ბეთ - ან­სამ­ბლს 10 წევ­რი ჰყავს. უკვე ბევრ ქვე­ყა­ნა­შიც მო­ვას­წა­რით გას­ტრო­ლებ­ზე წას­ვლა.

რო­გორც და­მი­ა­ნე გვე­უბ­ნე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში“ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე ის­ტო­რი­ის გან­ხრით სწავ­ლობ­და, მა­ინც სულ მუ­სი­კით ცხოვ­რობ­და... ის თა­ვის სა­ა­მა­ყო საქ­მედ იმას მი­იჩ­ნევს, რომ ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ინ­გი­ლო­ში მუ­შა­ობ­და.

„იქ სა­პატ­რი­არ­ქოს­გან გა­ლო­ბის მას­წავ­ლებ­ლად ვი­ყა­ვი მივ­ლე­ნი­ლი. სა­ინ­გი­ლოს მხა­რე­ში მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არ არ­სე­ბობ­და. კახ­ში, რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრში არ­სე­ბულ სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში დღეს უკვე ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია... ასე რომ, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კვი­რის მან­ძილ­ზე 2 დღე, აზ­რე­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვი­ყა­ვი, და­ნარ­ჩე­ნი დღე­ე­ბი - თბი­ლის­ში. ამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, მო­ვა­ხერ­ხეთ ის, რომ იქ ახლა ქარ­თუ­ლი გუნ­დი გა­ლობს, რი­თაც კარ­გი საქ­მე გა­კეთ­და და ვა­მა­ყობ. ეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის დიდი შვე­ბაა. გუნდში ძი­რი­თა­დად ბავ­შვე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც გა­ლო­ბა შე­ვას­წავ­ლე, შემ­დეგ კი ერ­თმა­ნეთს პან­დე­მი­ამ დაგ­ვა­შო­რა, სა­ზღვრე­ბი და­ი­კე­ტა. რო­გორც კი გა­იხ­სნე­ბა, ჩა­ვალ და ერ­თად სიმ­ღე­რას და გლო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებთ,“ - გვე­უბ­ნე­ბა და­მი­ა­ნე გორ­დე­ლა­ძე.

- ვი­დე­ო­ე­ბი, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დებ, რა არის შენ­თვის?

- 19 წელი გუ­რი­ა­ში გა­ვა­ტა­რე და სწო­რედ იმ პე­რი­ო­დის და ცხოვ­რე­ბის გა­ცო­ცხლე­ბა­ცაა, რა­შიც ვტრი­ა­ლებ­დი და რაც გუ­რუ­ლი ბა­ბუა-ბე­ბი­ე­ბის სა­უბ­რე­ბი­დან მეს­მო­და. ამას­თან, ახ­ლან­დე­ლი ცხოვ­რე­ბის გად­მო­ცე­მა­ცაა, - ახ­ლაც ასე ვცხოვ­რობ, ასე ვლა­პა­რა­კობ, სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ქარ­თუ­ლით კი გე­სა­უბ­რე­ბით, თუმ­ცა სახ­ლში ჩემს პა­ტა­რა ბავ­შვს გუ­რულ დი­ა­ლექ­ტზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. ხომ ვამ­ბობ, ეს არის წარ­სუ­ლის, აწ­მყოს გად­მო­ცე­მა, რაც მო­მა­ვალ­შიც ასე გაგ­რძელ­დე­ბა, ასე უცებ ვერ შე­ვიც­ვლე­ბი...

რაც მთა­ვა­რია, ჩემი ყო­ფის ხალ­ხის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა. ისე ახლა და­ვი­წყე ამის კე­თე­ბა და პერ­სო­ნა­ჟე­ბი ცხა­დია, კი­დევ მო­ი­მა­ტებს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, გუ­რუ­ლე­ბი ასე აქ­ტი­უ­რად თუ რა­ტომ მყავს ვი­დე­ო­ში, აქ­ტი­უ­რი ხალ­ხი ვართ გუ­რუ­ლე­ბი და ალ­ბათ მი­ზე­ზიც ესაა...

- სა­ხა­სი­ა­თო გა­რეგ­ნო­ბაც გაქვს...

- ულ­ვაშს ყო­ველ­თვის ვა­ტა­რებ­დი. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ძვე­ლი გუ­რუ­ლე­ბი სულ გა­პარ­სუ­ლე­ბი არ და­დი­ოდ­ნენ, დიახ, წი­ნაპ­რე­ბი წვერ-ულ­ვაშს ატა­რებ­დნენ. თან, გუ­რუ­ლი მა­მა­კა­ცი ყო­ველ­თვის აპ­რე­ხილ ულ­ვა­შებ­თან, ქარ­ზი­მა­ტულ პი­როვ­ნე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, რო­მე­ლიც თუ გუ­რულ დი­ა­ლექ­ტზე ვი­ტყვი, უცებ შე­იძ­ლე­ბა „გა­კუჭ­დეს“, ანუ გა­ცე­ცხლდეს, წა­მი­ე­რად აენ­თოს... სა­ერ­თოდ კი ქარ­თველს ეშ­ხი­ა­ნი გა­რეგ­ნო­ბა აქვს - წვე­რი და ულ­ვა­ში პეწს ჰმა­ტებს. ქარ­თვე­ლი მა­ინც სხვა­ნა­ირ გა­რეგ­ნო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა და ამი­ტომ ვცდი­ლობ, გა­მოწ­კე­პი­ლი ევ­რო­პე­ლი­ვით არ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენ­მა ასე­თი ფორ­მით შე­მოს­ვლამ რა გაჩ­ვე­ნა - ღირს გაგ­რძე­ლე­ბა?

- პან­დე­მი­ამ­დე ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ჭეშ­მა­რი­ტი გუ­რუ­ლი მეც აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თუ­ლი, ეს ალ­ბათ ასე­ვე გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ მას მერე, რაც ამ საქ­მის კე­თე­ბა და­ვი­წყე, ერთ რა­მეს მივ­ხვდი, რაც სხვა­თა შო­რის, ერთ ქარ­თველ მსა­ხი­ობს აქვს ნათ­ქვა­მი - „თუ გინ­და, არ მო­წამ­ლო სუფ­რა, არ უნდა ილა­პა­რა­კო - რე­ლი­გი­ა­ზე, ფეხ­ბურ­თსა და პო­ლი­ტი­კა­ზე“. ამ თე­მებ­ზე არ ვლა­პა­რა­კობ და მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რი გზავ­ნი­ლე­ბით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც კო­მენ­ტა­რე­ბით მპა­სუ­ხობს, რომ - „კარ­გია, ამ უჰა­ე­რო­ბა­ში ასე­თი ჰა­ე­რის, პო­ზი­ტი­ვის ჩა­სუნ­თქვა“, - და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ში­ნა­არ­სის გზავ­ნი­ლებს ვკი­თხუ­ლობ. რო­გორც ჩანს, ხალ­ხს ეს სჭირ­დე­ბა, მით უმე­ტეს, ამ რთულ პე­რი­ოდ­ში.

- მე­უღ­ლეს მოს­წონს შენი ნა­მუ­შევ­რე­ბი და რა შე­ფა­სე­ბებს გაძ­ლევს?

- მე­უღ­ლე - ანა კო­ბო­ზე­ვა გახ­ლავთ, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც 2 წლის წინ დავ­ქორ­წინ­დით, გვა­რი შე­იც­ვა­ლა და ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თით მეტი გორ­დე­ლა­ძეა... ერ­თმა­ნე­თი მოს­კოვ­ში, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ვი­ცა­ნით. თუ გუ­რი­ა­ში ჩა­მოხ­ვალთ, სა­კუ­თა­რი თვა­ლით და ყუ­რით დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ანა ბევრ ქარ­თველ­ზე უკეთ მღე­რის ქარ­თულ და გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­რულ სიმ­ღე­რებს. გა­ნათ­ლე­ბით მუ­სი­კის თე­ო­რე­ტი­კო­სია და სა­ო­ცა­რი სის­წრა­ფით ით­ვი­სებს ახალ სიმ­ღე­რას. ანა ალ­ბათ ერ­თა­დერ­თია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ირ­ლან­დი­ურ არ­ფა­ზე უკ­რავს (კლა­სი­კუ­რი არ­ფის დამ­კვრე­ლე­ბი ბევ­რნი არი­ან, მაგ­რამ ირ­ლან­დი­უ­რი არფა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი ინ­სტრუ­მენ­ტია არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელს მსოფ­ლი­ო­ში). პა­ტა­რა იო­ნას გამო, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ნაკ­ლე­ბი დრო გვრჩე­ბა, მაგ­რამ ანა ყო­ველ მხრივ ხელს მი­წყობს, რომ ვა­კე­თო საყ­ვა­რე­ლი საქ­მე. როცა რა­ი­მეს გა­და­ღე­ბას ან ჩა­წე­რას ვა­პი­რებ, პა­ტა­რას­თან ერ­თად, სა­სე­ირ­ნოდ მი­დის, მე კი სიმ­შვი­დე­ში უკეთ ვმუ­შა­ობ.

- იუ­მორ­ში ვინ არის შენი კერ­პი?

- ალ­ბათ ჩემი თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, ჯა­ნი­კო გორ­დე­ლა­ძე (სო­ფელ­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ, ყვე­ლა გორ­დე­ლა­ძეა). გვერ­დი­თა სო­ფელ მაკ­ვა­ნე­თი­დან ერ­მი­ლე მე­ფა­რიშ­ვილს და­ვა­სა­ხე­ლებ. ესე­ნი ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვის იუ­მორ­ზეც გა­ვი­ზარ­დე. თი­თო­ე­ულს სა­ო­ცა­რი ენა აქვს. ასე­თი ენა­მოს­წრე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ე­ბის გვერ­დით რომ იზ­რდე­ბი, გინ­და თუ, არა, ეს შენ­შიც შე­მო­დის.

- რა გეგ­მე­ბი გაქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- 2 კვი­რის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მაქვს და, რო­გორც გი­თხა­რით, და­დე­ბი­თი გზავ­ნი­ლე­ბი. ჩემი გა­მომ­წე­რე­ბი ახალ ვი­დე­ო­ებს ელო­დე­ბი­ან. ამი­ტომ, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს გაგ­რძელ­დე­ბა, მეტი ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იქ­ნე­ბა, რაც კი­დევ მეტ სი­ახ­ლეს მო­ი­ტანს. სულ ერთი ყურ­სას­მე­ნით და ერთი ტე­ლე­ფო­ნით ხომ არ ვი­მუ­შა­ვებ? შე­სა­ბა­მი­სად, ხა­რის­ხიც გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

მად­ლო­ბა, რომ ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­დით და თუ ამ ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ, ვინ­მეს ჩემი ახ­ლოს გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, „მარ­ტო­კა­ცის“ არხი გა­მო­ი­წე­რონ, ამას სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვე­სალ­მე­ბი. ეს ჩემ­თვის სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბა, შემ­დეგ­ში კი­დევ უკეთ ვა­კე­თო ჩემი საქ­მე და არ გავ­ჩერ­დე.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოლა
0

დამიანე შენ გაიხარე , მიხარია ასა ძალიან რომ გიყვარს გურია. უდავოდ ნიჭიერი ადამიანი ხარ. უფალი გფარავდეს ყველგან და ყველაფერში.

lola
1

ეს ბავშვი ნამდვილად შეუცვალეს, წმინდა წყლის სომეხია ეს პატარა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

ვინ არის "მარტოკაცი", რომელიც 2 კვირაში ფეისბუქ-ვარსკვლავად იქცა - "19 წელი გურიაში გავატარე, ეს ვიდეოები იმ დროის გაცოცხლებაა"

ვინ არის "მარტოკაცი", რომელიც 2 კვირაში ფეისბუქ-ვარსკვლავად იქცა - "19 წელი გურიაში გავატარე, ეს ვიდეოები იმ დროის გაცოცხლებაა"

„მარტოკაცი“ - ამ სახელწოდებით 2 კვირაა, სოციალურ ქსელში ვიდეოარტები გამოჩნდა, რომლებშიც პერსონაჟი, „მარტოკაცი“ უმეტესად გურულ კაცს განასახიერებს. ამ გვერდმა უამრავი „ფეისბუქ-მომხმარებლის“ ყურადღება მაშინვე მიპყრო და უკვე ბევრი მიმდევარიც შემოიკრიბა. „მარტოკაცი“ გურული ენაკვიმატობით გამოირჩევა, შესანიშნავად მღერის და არის არტისტულიც.

ვინაიდან მის მიმართ საკმაოდ მაღალი ინტერესი გაჩნდა, AMBEBI.GE-მ სცადა გაერკვია, თუ ვინ იყო ადამიანი, რომელიც ამ ნეგატივით სავსე ცხოვრებაში პოზიტივს გასცემს და ადამიანებს კარგ განწყობას უქმნის.

„კი, მე ვარ „მარტოკაცი“, დამიანე გორდელაძე. ამ სახელის დარქმევის იდეა ჰაერიდან არ მოსულა. მარტო კი არა, ოჯახში 8 დედმამიშვილი ვართ, მაგრამ პანდემიის დროს გვერდით არავინ მყავდა, ვისთან ერთადაც ვიმღერებდი, ყველა რაღაც დისტანცირებულად ვისხედით და ერთად სიმღერის საშუალება არ გვქონდა. ჩემი ანსამბლის, „გორდას“ წევრებიც დაჩაგრულები და დამარტოკაცებულები იყვნენ... იმის გამო, რომ სიმღერების ყველა ხმა ვიცი, ავდექი და ტექნიკის გამოყენებით, საკუთარი თავი ''გავამრავლე''. პირველი ხმაც მე ვთქვი და დანარჩენიც,“ - გვეუბნება ახალი ინტერნეტვარსკვლავი და ჩვენთან საუბარს ასე განაგრძობს:

„2 კვირის წინ პირველი ვიდეო ჩავწერე. ასე რომ, „მარტოკაცი“ სულ 2 კვირისაა... პანდემიას ბევრი უარყოფითი, თუმცა დადებითი მხარეებიც ჰქონდა. რაღაცები სხვანაირად გადავხარშეთ, მით უმეტეს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა. თურმე სიმარტოვის პერიოდში უფრო მეტის გაკეთება შესაძლებელი ყოფილა.

უცნაურია, როცა არ მყავდა პატარა შვილი და მქონდა ბევრი დრო, რადგანაც სამსახური დავკარგე და სახლში ვიჯექი, მაშინ კი არ დავიწყე ამის კეთება, მაშინ, როცა ბავშვი დაიბადა (პანდემიის პერიოდში) და თავისუფალი დრო შემიმცირდა... თუმცა ახლა ყველაფერს ვახერხებ, ძიძაობასაც ვითავსებ და ბევრი საქმის კეთებას.

- ვიდეოში მუდმივად გურული პერსნაჟის გამოჩენა რას ნიშნავს?

- ხომ გითხარით, მე ვარ დამიანე გორდელაძე გურიიდან. ოზურგეთის სოფელ ლიხაურში დავიბადე და გავიზარდე. ლიხაური ექვთიმე თაყაიშვილის სოფელია და ამიტომაც მეამაყება. მისი სახლ-მუზეუმი ჩემი სახლიდან ერთ კილომეტრშია. ასე რომ, ვიდეოებში გურული პერსონაჟი ბუნებრივია.

- „გორდა“ ახსენე და მოგვიყევი ამ ანსამბლზე...

- „გორდა“ 2016 წელს შეიქმნა, მე და ჩემმა ძმამ დავაარსეთ. ჩემი ძმა საქართველოს ეროვნული ფოლკლორის ცენტრის თანამშრომელია, თვითონაც ფოლკლორისტი, ორივე ბავშვობიდან ვმღერით და ეს ანსამბლიც ამიტომ შევქმენით. შემდეგ გვერდით მეგობრები შემოვიკრიბეთ - ანსამბლს 10 წევრი ჰყავს. უკვე ბევრ ქვეყანაშიც მოვასწარით გასტროლებზე წასვლა.

როგორც დამიანე გვეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ „ჯავახიშვილში“ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისტორიის განხრით სწავლობდა, მაინც სულ მუსიკით ცხოვრობდა... ის თავის საამაყო საქმედ იმას მიიჩნევს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, საინგილოში მუშაობდა.

„იქ საპატრიარქოსგან გალობის მასწავლებლად ვიყავი მივლენილი. საინგილოს მხარეში მგალობელთა გუნდი ჩამოვაყალიბე, რომელიც მანამდე არ არსებობდა. კახში, რაიონულ ცენტრში არსებულ საკათედრო ტაძარში დღეს უკვე ქართული გალობა შესაძლებელია... ასე რომ, 2 წლის განმავლობაში, კვირის მანძილზე 2 დღე, აზრებაიჯანის ტერიტორიაზე ვიყავი, დანარჩენი დღეები - თბილისში. ამდენი საუკუნის შემდეგ, მოვახერხეთ ის, რომ იქ ახლა ქართული გუნდი გალობს, რითაც კარგი საქმე გაკეთდა და ვამაყობ. ეს იმ ადამიანებისთვის დიდი შვებაა. გუნდში ძირითადად ბავშვები არიან, რომლებსაც გალობა შევასწავლე, შემდეგ კი ერთმანეთს პანდემიამ დაგვაშორა, საზღვრები დაიკეტა. როგორც კი გაიხსნება, ჩავალ და ერთად სიმღერას და გლობას გავაგრძელებთ,“ - გვეუბნება დამიანე გორდელაძე.

- ვიდეოები, რომელსაც სოციალურ ქსელში დებ, რა არის შენთვის?

- 19 წელი გურიაში გავატარე და სწორედ იმ პერიოდის და ცხოვრების გაცოცხლებაცაა, რაშიც ვტრიალებდი და რაც გურული ბაბუა-ბებიების საუბრებიდან მესმოდა. ამასთან, ახლანდელი ცხოვრების გადმოცემაცაა, - ახლაც ასე ვცხოვრობ, ასე ვლაპარაკობ, სალიტერატურო ქართულით კი გესაუბრებით, თუმცა სახლში ჩემს პატარა ბავშვს გურულ დიალექტზე ველაპარაკები. ხომ ვამბობ, ეს არის წარსულის, აწმყოს გადმოცემა, რაც მომავალშიც ასე გაგრძელდება, ასე უცებ ვერ შევიცვლები...

რაც მთავარია, ჩემი ყოფის ხალხისთვის გაზიარება. ისე ახლა დავიწყე ამის კეთება და პერსონაჟები ცხადია, კიდევ მოიმატებს. რაც შეეხება იმას, გურულები ასე აქტიურად თუ რატომ მყავს ვიდეოში, აქტიური ხალხი ვართ გურულები და ალბათ მიზეზიც ესაა...

- სახასიათო გარეგნობაც გაქვს...

- ულვაშს ყოველთვის ვატარებდი. ბუნებრივია, რომ ძველი გურულები სულ გაპარსულები არ დადიოდნენ, დიახ, წინაპრები წვერ-ულვაშს ატარებდნენ. თან, გურული მამაკაცი ყოველთვის აპრეხილ ულვაშებთან, ქარზიმატულ პიროვნებასთან ასოცირდება, რომელიც თუ გურულ დიალექტზე ვიტყვი, უცებ შეიძლება „გაკუჭდეს“, ანუ გაცეცხლდეს, წამიერად აენთოს... საერთოდ კი ქართველს ეშხიანი გარეგნობა აქვს - წვერი და ულვაში პეწს ჰმატებს. ქართველი მაინც სხვანაირ გარეგნობასთან ასოცირდება და ამიტომ ვცდილობ, გამოწკეპილი ევროპელივით არ გამოვიყურებოდე.

- სოციალურ ქსელში შენმა ასეთი ფორმით შემოსვლამ რა გაჩვენა - ღირს გაგრძელება?

- პანდემიამდე ისევე, როგორც ყველა ჭეშმარიტი გურული მეც აქტიურად ვიყავი პოლიტიკაში ჩართული, ეს ალბათ ასევე გაგრძელდება, მაგრამ მას მერე, რაც ამ საქმის კეთება დავიწყე, ერთ რამეს მივხვდი, რაც სხვათა შორის, ერთ ქართველ მსახიობს აქვს ნათქვამი - „თუ გინდა, არ მოწამლო სუფრა, არ უნდა ილაპარაკო - რელიგიაზე, ფეხბურთსა და პოლიტიკაზე“. ამ თემებზე არ ვლაპარაკობ და მხოლოდ პოზიტიური გზავნილებით ვეკონტაქტები საზოგადოებას, რომელიც კომენტარებით მპასუხობს, რომ - „კარგია, ამ უჰაერობაში ასეთი ჰაერის, პოზიტივის ჩასუნთქვა“, - დაახლოებით ასეთი შინაარსის გზავნილებს ვკითხულობ. როგორც ჩანს, ხალხს ეს სჭირდება, მით უმეტეს, ამ რთულ პერიოდში.

- მეუღლეს მოსწონს შენი ნამუშევრები და რა შეფასებებს გაძლევს?

- მეუღლე - ანა კობოზევა გახლავთ, თუმცა მას შემდეგ, რაც 2 წლის წინ დავქორწინდით, გვარი შეიცვალა და ახლა საქართველოში ერთით მეტი გორდელაძეა... ერთმანეთი მოსკოვში, სრულიად შემთხვევით გავიცანით. თუ გურიაში ჩამოხვალთ, საკუთარი თვალით და ყურით დარწმუნდებით, რომ ანა ბევრ ქართველზე უკეთ მღერის ქართულ და განსაკუთრებით გურულ სიმღერებს. განათლებით მუსიკის თეორეტიკოსია და საოცარი სისწრაფით ითვისებს ახალ სიმღერას. ანა ალბათ ერთადერთია საქართველოში, რომელიც ირლანდიურ არფაზე უკრავს (კლასიკური არფის დამკვრელები ბევრნი არიან, მაგრამ ირლანდიური არფა ძალიან იშვიათი ინსტრუმენტია არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში). პატარა იონას გამო, ბუნებრივია, საკუთარი თავისთვის ნაკლები დრო გვრჩება, მაგრამ ანა ყოველ მხრივ ხელს მიწყობს, რომ ვაკეთო საყვარელი საქმე. როცა რაიმეს გადაღებას ან ჩაწერას ვაპირებ, პატარასთან ერთად, სასეირნოდ მიდის, მე კი სიმშვიდეში უკეთ ვმუშაობ.

- იუმორში ვინ არის შენი კერპი?

- ალბათ ჩემი თანასოფლელები, მეზობლები, მაგალითად, ჯანიკო გორდელაძე (სოფელში, სადაც ვცხოვრობ, ყველა გორდელაძეა). გვერდითა სოფელ მაკვანეთიდან ერმილე მეფარიშვილს დავასახელებ. ესენი ის ადამიანები არიან, ვის იუმორზეც გავიზარდე. თითოეულს საოცარი ენა აქვს. ასეთი ენამოსწრებული ადამიაების გვერდით რომ იზრდები, გინდა თუ, არა, ეს შენშიც შემოდის.

- რა გეგმები გაქვს ამ მიმართულებით?

- 2 კვირის მანძილზე ძალიან დიდი გამოხმაურება მაქვს და, როგორც გითხარით, დადებითი გზავნილები. ჩემი გამომწერები ახალ ვიდეოებს ელოდებიან. ამიტომ, ბუნებრივია, ეს გაგრძელდება, მეტი ტექნიკური უზრუნველყოფა იქნება, რაც კიდევ მეტ სიახლეს მოიტანს. სულ ერთი ყურსასმენით და ერთი ტელეფონით ხომ არ ვიმუშავებ? შესაბამისად, ხარისხიც გაუმჯობესდება.

მადლობა, რომ ჩემით დაინტერესდით და თუ ამ ინტერვიუს შემდეგ, ვინმეს ჩემი ახლოს გაცნობის სურვილი გაუჩნდება, „მარტოკაცის“ არხი გამოიწერონ, ამას სიამოვნებით მივესალმები. ეს ჩემთვის სტიმული იქნება, შემდეგში კიდევ უკეთ ვაკეთო ჩემი საქმე და არ გავჩერდე.