თამარ ბაჩალიაშვილის ხელფასი 4 500 ლარამდე იყო. ამის შესახებ კომპანია ZAG-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბაჩალიაშვილმა მათთან მუშაობა 2017 წელს, 6 თვიანი სტაჟირებით დაიწყო და ამის შემდეგ უკვე კომპანიის რიგითი თანამშრომელი გახდა.
როგორც კობერიძემ აღნიშნა, კომპანიაში მუშაობის პერიოდში ბაჩალიაშვილი საფრაგნეთში სასწავლებლად ორჯერ იმყოფებოდა და იქიდან დისტანციურ რეჟიმში მუშაობას პარალელურად აგრძელებდა. მისივე ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილმა სამსახურიდან წასვლა 2020 წლის ივლისში გადაწყვიტა.
"თამუნა ჩვენთან გასაუბრებით მოხდა 2017 წელს. ყველა გასაუბრებას მე და ტექნიკური მენეჯერი ვესწრებით ხოლმე. თამუნას შემთხვევაში ნიკა გეჯაძე ესწრებოდა. მოგვეწონა მისი მიდგომა სამქისადმი. შესაბამისად ავიყვანეთ. თამუნა მაშინ 20 წლის იყო.
ჩვენ ხელფასს ვუხდიდით და იქიდან რასაც ვავალებდით აკეთებდა. მაგრამ იმის თავისუფლებასაც ვაძლევდით რომ ესწავლა. ჩვეულებრივი რიგითი პროგრამისტის ხელფასი ჰქონდა. ეს არის დაახლოებით 4500 ლარამდე" - აღნიშნა კობერიძემ.
საქართველოში ვცხოვრობდი ტანჯვით და ვაი ვაგლახით ვიშოვე სამსახური და 1000 ლარი ძლივს მქონდა ჩენი მეუღლე 500-700 ლარზე ორგან მუშაობდა საკმაოდ კარგი განათლებით და პროფესიებით.. 4500 ლარი ორივეს ერთად რომ გვქონოდა ემიგრაციაში წავიდოდი? ადამიანებს ყველაფერი აქვთ და სიცოცხლეს არ აფასებენ სამწუხაროა
უმუშევარი ხალხი არ იკლავს თავს და ამას რამ მოაკვლევინა