მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემზე თქვა, გამაცნო თამუნამო. ტყუილია!" - რას ამბობს ბაჩალიაშვილის მეგობარი და რას პასუხობს ბიჭი, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილის შეყვარებული იყო
"ჩემზე თქვა, გამაცნო თამუნამო. ტყუილია!" - რას ამბობს ბაჩალიაშვილის მეგობარი და რას პასუხობს ბიჭი, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილის შეყვარებული იყო

სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი მა­რი­ამ ვარ­დი­აშ­ვი­ლი ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძეს სიც­რუ­ე­ში სდებს ბრალს. შე­გახ­სე­ნებთ, ლობ­ჟა­ნი­ძემ მე­დი­ა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ იგი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. მან ასე­ვე თქვა, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე მას რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი გა­აც­ნო, მათ შო­რის მა­რი­ამ ვარ­დი­აშ­ვი­ლი, რაც ამ უკა­ნას­კნელ­მა "ტვ პირ­ვე­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მე­გო­ბარ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ლობ­ჟა­ნი­ძეს­თვის გა­მარ­ჯო­ბაც კი არ­სო­დეს უთ­ქვამს.

"ლობ­ჟა­ნი­ძე ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლი იყო, მაგ­რამ შო­რი­დან მყავს ნა­ნა­ხი, გა­მარ­ჯო­ბაც კი არ გვით­ქვამს ერ­თმა­ნე­თის­თვის. ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მაც­ნო თა­მუ­ნა­მო. ტყუ­ი­ლია! ვი­მე­ო­რებ, გა­მარ­ჯო­ბაც არ მქონ­და ნათ­ქვა­მი. უბ­რა­ლოდ შარ­შან ზამ­თარ­ში მომ­წე­რა, რომ ჩემი მე­გო­ბა­რი მოს­წონ­და, თა­მუ­ნა არა, სხვა და მთხო­ვა, რომ გა­მა­ცა­ნიო. ვერ გა­ვა­ცა­ნი, რა თქმა უნდა. მას შემ­დეგ გა­მარ­ჯო­ბაც არ მით­ქვამს. ამას­წი­ნათ მომ­წე­რა და მი­თხრა, მე და თა­მუ­ნას ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­დაო. ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვო ხარ, შენს სა­კითხს გა­დავ­ცემ გა­მო­ძი­ე­ბა­სო და რა­ღა­ცებს მე­მუქ­რე­ბო­და. სახ­ლი რომ გაქვს თეთ­რი­წყა­რო­შიო, გა­დავ­ცემ და და­გი­ბა­რე­ბე­ნო", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა.

მა­რი­ამ ვარ­დი­აშ­ვილს AMBEBI.GE-სთან უპა­სუ­ხა ლობ­ჟა­ნი­ძემ და თა­ვის მხრივ ვარ­დი­აშ­ვილს სიც­რუ­ე­ში დას­დო ბრა­ლი.

"ცრუ­ობს, თუ უარ­ყოფს, არ ვიც­ნობ­დიო. ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქონ­და, მაგ­რამ თა­მარ­მა გა­მაც­ნო. მე მივ­წე­რე თუ იყა­ვი სამ­ძი­მარ­ზე - მეთ­ქი და კი ვი­ყა­ვიო და მგო­ნი, ესეც იც­რუა და არ იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში. მე იქ არ მი­ნა­ხავს. სამ­წუ­ხა­როდ, იგი თა­მა­რის ფსევ­დო­მე­გო­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც არ სურს გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მაგ­რამ თუ ნე­ბით არ მივა იქ და გა­მო­ძი­ე­ბა ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ, სხვა გზე­ბით მი­იყ­ვა­ნენ. მან თვი­თონ მი­თხრა, რომ სახ­ლი აქვს თეთ­რი­წყა­რო­ში, სა­დაც იპო­ვეს თა­მა­რის ავ­ტო­მო­ბი­ლი. ვუ­თხა­რი, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის, თო­რემ მე გა­დავ­ცემ­დი. არ დავ­მუქ­რე­ბი­ვარ. ამ მი­მო­წე­რას წარ­ვუდ­გენ გა­მო­ძი­ე­ბას", - ამ­ბობს ლობ­ჟა­ნი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბევრი რაღაც იხსნება
15

აქ ეს ბიჭი სავარაუდოდ სიმრთლეს ამბობს! ეს გოგო ვარდიაშვილი მალავს რაღაცეებს, მაგ, ვიდეო რომელიც ედო ფბზე სადაც თეთრიწყაროს ვიდეოა სადაც თამარია მონიშნული უცბად აიღო თავის ფბდან! გააქრო! რატომ? ასევე თამარის დედა რომ ამბობს იქ არავის იცნბდაო! ეგ როგორ? აკი ვითომ თამარის მეგობარია და ზუსტდა რომ მანდ უცხოვრია! ამაზე რარას იტყვის? ახლა კიდევ ახალ ზალზედ მნიშველოვან რამეს ამბობს ეს ბიჭი, თამარის მანქანა მასთან უპოვიათ და ამ გოგოს ემუქრება !!! ეს როგორღა გავიგოთ? მოკლედ, ეს გოგო რაღაც სუფთად არ გამოდის! ჩემის ვარაუდით

 

მარი
6

თავიდანვე ითქვა, მაგ გოგომ სასწრაფოდ წაშალა თამუნასთან ერტად გადაღებული ვიდეოო. კი მაგრამ, გამოძიება რატომ არ ინტერესდება ამ ვარდიაშვილით??? ციხე შიგნიდან ტყდება ხოლმე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ჩემზე თქვა, გამაცნო თამუნამო. ტყუილია!" - რას ამბობს ბაჩალიაშვილის მეგობარი და რას პასუხობს ბიჭი, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილის შეყვარებული იყო

"ჩემზე თქვა, გამაცნო თამუნამო. ტყუილია!" - რას ამბობს ბაჩალიაშვილის მეგობარი და რას პასუხობს ბიჭი, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილის შეყვარებული იყო

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი მარიამ ვარდიაშვილი ბაჩანა ლობჟანიძეს სიცრუეში სდებს ბრალს. შეგახსენებთ, ლობჟანიძემ მედიაში განაცხადა, რომ იგი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. მან ასევე თქვა, რომ ბაჩალიაშვილმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მას რამდენიმე მეგობარი გააცნო, მათ შორის მარიამ ვარდიაშვილი, რაც ამ უკანასკნელმა "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში კატეგორიულად უარყო. გარდაცვლილი გოგონას მეგობარმა განაცხადა, რომ ლობჟანიძესთვის გამარჯობაც კი არსოდეს უთქვამს.

"ლობჟანიძე ჩვენი უნივერსიტეტელი იყო, მაგრამ შორიდან მყავს ნანახი, გამარჯობაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ინტერვიუში განაცხადა, რომ გამაცნო თამუნამო. ტყუილია! ვიმეორებ, გამარჯობაც არ მქონდა ნათქვამი. უბრალოდ შარშან ზამთარში მომწერა, რომ ჩემი მეგობარი მოსწონდა, თამუნა არა, სხვა და მთხოვა, რომ გამაცანიო. ვერ გავაცანი, რა თქმა უნდა. მას შემდეგ გამარჯობაც არ მითქვამს. ამასწინათ მომწერა და მითხრა, მე და თამუნას ერთმანეთი გვიყვარდაო. ძალიან საეჭვო ხარ, შენს საკითხს გადავცემ გამოძიებასო და რაღაცებს მემუქრებოდა. სახლი რომ გაქვს თეთრიწყაროშიო, გადავცემ და დაგიბარებენო", - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა.

მარიამ ვარდიაშვილს AMBEBI.GE-სთან უპასუხა ლობჟანიძემ და თავის მხრივ ვარდიაშვილს სიცრუეში დასდო ბრალი.

"ცრუობს, თუ უარყოფს, არ ვიცნობდიო. ახლო ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ თამარმა გამაცნო. მე მივწერე თუ იყავი სამძიმარზე - მეთქი და კი ვიყავიო და მგონი, ესეც იცრუა და არ იყო სინამდვილეში. მე იქ არ მინახავს. სამწუხაროდ, იგი თამარის ფსევდომეგობარი აღმოჩნდა, რომელსაც არ სურს გამოძიებასთან თანამშრომლობა, მაგრამ თუ ნებით არ მივა იქ და გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, სხვა გზებით მიიყვანენ. მან თვითონ მითხრა, რომ სახლი აქვს თეთრიწყაროში, სადაც იპოვეს თამარის ავტომობილი. ვუთხარი, რომ ეს ინფორმაცია მიეწოდებინა გამოძიებისთვის, თორემ მე გადავცემდი. არ დავმუქრებივარ. ამ მიმოწერას წარვუდგენ გამოძიებას", - ამბობს ლობჟანიძე.

რა ინფორმაცია მიაწოდა ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს - პროკურატურა შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს

"საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას" - სახელმწიფო ინსპექტორი ბაჩალიაშვილებზე გასული ინფორმაციის კანონიერებას შეისწავლის

"გადავრჩით... ქალბატონ ნინოსაც შევხვდი და ვილაპარაკეთ" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას დედასთან შეხვედრასა და შვილიშვილის მდგომარეობაზე