მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუბნებიან, რომ პუტკუნა ბავშვებს, ვისაც ტკბილეული უყვარს, ელვირს ეძახიან..." - როგორ მოირგო ნიკა ქავთარაძემ ჩცდ-ს ყველაზე სკანდალური როლი?
"მეუბნებიან, რომ პუტკუნა ბავშვებს, ვისაც ტკბილეული უყვარს, ელვირს ეძახიან..." - როგორ მოირგო ნიკა ქავთარაძემ ჩცდ-ს ყველაზე სკანდალური როლი?

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მე-16 სე­ზო­ნი და­ი­ხუ­რა. რო­გორც ყო­ველ სე­ზონ­ზე, პრო­ექ­ტში წელ­საც ბევ­რი ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი გა­მოჩ­ნდა, მათ შო­რის, "ტრო­ლე­ბის უფ­რო­სი" ელ­ვი­რი. ამ რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა ნიკა ქავ­თა­რა­ძეს მი­ან­დო. ნი­კას კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თავი არა­ერთ ამ­პლუ­ა­ში მო­უ­სინ­ჯავს, თუმ­ცა სე­რი­ალ­ში როლი პირ­ვე­ლად ითა­მა­შა და არ­ცთუ ური­გოდ.

რო­გორ აფა­სებს ნიკა ქავ­თა­რა­ძე სე­რი­ალ­ში თა­ვის ნა­მუ­შე­ვარს, რო­გორ მო­ირ­გო უარ­ყო­ფი­თი როლი, მი­ი­ღო თუ არა მისი შექ­მნი­ლი ელ­ვი­რი მა­ყუ­რე­ბელ­მა და რას ურ­ჩევ­და პერ­სო­ნაჟს, ამა­ზე ambebi.ge-სთან თა­ვად სა­უბ­რობს.

"ჩემი სე­რი­ალ­ში შეს­ვლა ნამ­დვი­ლად რის­კი იყო, მაგ­რამ ეს ასე პირ­და­პირ არ მომ­ხდა­რა, სინ­ჯე­ბი გა­და­მი­ღეს, იმ­სჯე­ლეს და როლ­ზე ამის შე­დე­გად და­მამ­ტკი­ცეს... ყო­ვე­ლი გა­და­ღე­ბის დღეს ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, რად­გა­ნაც რის­კი, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩემს და­ნახ­ვა­ზე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით არ წა­ვი­დეს, სულ არ­სე­ბობს, მით უმე­ტეს, რომ გა­რეგ­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც არა­ფე­რი შე­მიც­ვლია... მაგ­რამ არის თა­ო­ბა, რო­მელ­მაც თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ახლა გა­მიც­ნო, სა­ერ­თოდ არ იცი­ან, ვინ ვარ, არც ახ­სოვთ, აქამ­დე რას ვა­კე­თებ­დი, რად­გა­ნაც მა­შინ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ...

ამი­ტომ, ვი­ღა­ცე­ბის­თვის მე ვარ მხო­ლოდ ელ­ვი­რი. ამას მერე მივ­ხვდი, როცა ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით პირ­ვე­ლი სე­რია გა­ვი­და", - გვე­უბ­ნე­ბა ნიკა ქავ­თა­რა­ძე, რო­მელ­საც სას­ცე­ნო მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად აქვს, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის, თუმ­ცა ამას რო­ლის შექ­მნა­ში, ვფიქ­რობ, ხელი არ შე­უშ­ლია... ასე­ვე რის­კი ისიც იყო, რომ არამ­სა­ხი­ობს ასე­თი უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟის როლი უნდა ეთა­მა­შა...

"მთე­ლი ჯგუ­ფი ზრუ­ნავს იმა­ზე, რომ ტი­პა­ჟი შედ­გეს, მეც ვზრუ­ნავ... ამი­ტომ, რო­დე­საც გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, სახე აირ­ჩი­ეს, - ეს მამ­შვი­დებ­და, თო­რემ მსა­ხი­ო­ბი რომ არ ვარ, ფაქ­ტია! თა­ნაც ისე­თი ხა­ზით შე­ვე­დი სე­რი­ალ­ში, რო­მე­ლიც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­შიც ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა, ანუ ტრო­ლებს და ბო­ტებს ვგუ­ლის­ხმობ", - აღ­ნიშ­ნავს ნიკა ქავ­თა­რა­ძე.

- რო­დე­საც პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ათს მიხ­ვდი, რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი იყო ამ პე­რო­ნაჟ­თან შენი მი­ახ­ლე­ბა?

- ტიპს იმ­დე­ნი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა აქვს, და­დე­ბი­თი სა­ერ­თოდ, არა­ფე­რი გა­აჩ­ნია. თა­ვის ქცე­ვე­ბით, მა­ნე­რე­ბით იმ­დე­ნად გრო­ტეს­კუ­ლი ტი­პა­ჟია, რომ მსგავ­სი, კონ­კრე­ტუ­ლი პერ­სო­ნა არც არ­სე­ბობს ალ­ბათ, რო­მელ­საც მი­ბა­ძავ და როლს ასე შექ­მნი. ასე რომ, არა­ვის მა­ნე­რე­ბის "და­მუ­ღა­მე­ბა" არ დამ­ჭირ­და. სრუ­ლი­ად ახა­ლი გმი­რის შექ­მნა მო­მიხ­და, (არა)ჩვე­უ­ლებ­რი­ვის.

აქ კი უკვე ჩემი წარ­მო­სახ­ვის ტიპი მყავ­და, რო­მე­ლიც არის უპ­რინ­ცი­პო, ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი, მას­ში ბევ­რი ვი­ღა­ცის ცუდი თვი­სე­ბაა თავ­მოყ­რი­ლი. ერთი შე­ხედ­ვით რთუ­ლი რო­ლია, მაგ­რამ მა­ინც ად­ვი­ლი, იმი­ტომ, რომ არ თა­მა­შობ ყვე­ლას­თვის ნაც­ნობ ტიპს. ტრო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი ხომ არა­ვინ იცის რო­გო­რია?! ეს ხომ არ არის რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი, რე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა, ირი­ა­ლუ­რია.

- ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ხარ, ვინც ტრო­ლე­ბის ფაბ­რი­კის, თუ ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რის როლი ითა­მა­შა...

- მა­გის გამო ქეთი დევ­და­რი­ა­ნის და ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძის მად­ლი­ე­რი ვარ. სა­ერ­თოდ, კი იმი­სი, ვინც ეს იდეა მო­ი­ფიქ­რა, რომ ასე­თი პერ­სო­ნის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. მარ­თა­ლია, არ ვი­ცით, ისი­ნი ვინ არი­ან, მაგ­რამ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­დათ ასე­თი ტრო­ლებ­სა თუ ბო­ტებ­ზე. დღეს კი შე­იძ­ლე­ბა 80 წლის ქალ­მა თუ კაც­მა მათ შე­სა­ხებ უკვე იცო­დეს.

- და­მა­ჯე­რე­ბე­ლია შენ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი როლი, ამას ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს. რო­გორ შე­ძე­ლი?

- ად­რეც მით­ქვამს, ქეთი დევ­და­რი­ან­მა მი­თხრა, - იცო­დე, ისე მოხ­დე­ბა, ქუ­ჩა­ში ნი­კას ნაც­ვლად ყვე­ლა ელ­ვირს და­გი­ძა­ხებ­სო, რაც გა­მარ­თლდა... ხოლო თუ ჩემი როლი შედ­გა, ეს უკვე მხო­ლოდ ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ვინც გა­და­ღე­ბის მი­მართ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს. ამას გა­დამ­ღებ ჯგუფ­ში ყვე­ლა გრძნობს და თა­ვის საქ­მეს კარ­გად აკე­თებს და სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­დის ნა­მუ­შე­ვა­რი კარ­გი, მე­ტიც, იდე­ა­ლუ­რი.

გა­და­ღე­ბი­სას ჩემი, პი­როვ­ნუ­ლი უკან მაქვს გა­და­დე­ბუ­ლი და სრუ­ლი­ად მინ­დო­ბი­ლი ვარ რე­ჟი­სორს, ადა­მი­ანს, ვი­საც ეს პრო­ცე­სი მიჰ­ყავს. ასე­თი კარ­გი რე­ჟი­სო­რე­ბი, რო­გო­რიც ამ სე­რი­ალს ჰყავს, იშ­ვი­ა­თია. სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლე­ვენ, რომ ზედ­მე­ტად ინერ­ვი­უ­ლო. შე­იძ­ლე­ბა, 2-3 სე­რია ტი­პის ძი­ე­ბა­ში ხარ, მაგ­რამ მერე შენს ნა­მუ­შე­ვარს ნა­ხუ­ლობ და ცდი­ლობ, ხა­სი­ა­თი მე­ტად და­ი­ჭი­რო და უფრო კონ­კრე­ტუ­ლი ტიპი შექ­მნა - ეს პრო­ცე­სის ნა­წი­ლია.

- შენი პერ­სო­ნა­ჟის შე­სა­ხებ ცუდი კო­მენ­ტა­რე­ბი წა­მი­კი­თხავს...

- ელ­ვი­რი რა­ტომ უნდა უყ­ვარ­დეთ? ისე­თი ცუდი და ბო­რო­ტი ტი­პია, სიყ­ვა­რულს არ უნდა იმ­სა­ხუ­რებ­დეს. უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცებს მა­ინც უყ­ვართ... მაგ­რამ ჩემ­ზე არ შემ­ხვედ­რია კო­მენ­ტა­რი, როლს ცუ­დად აკე­თებ­სო. თო­რემ, ვი­მე­ო­რებ, ელ­ვი­რი მო­სა­წო­ნი რომ არ არის, ამას რა თქმა უნდა?! ის კი არა, ინ­ტერ­ნეტ­ში სა­ლო­მე შარ­ვა­ძის გმირს, ქე­თის "პუ­ტავ­დნენ", ბუ­ლინ­გი მო­უ­წყვეს, გა­ნი­ხი­ლავ­დნენ - ქმარს უღა­ლა­ტაო...

სა­ერ­თოდ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ სე­რი­ალს ასე აღიქ­ვა­მენ, ნა­წილს ეს პერ­სო­ნა­ჟე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი ტი­პე­ბი ჰგო­ნია. უნდთ, მათ ჭკუ­ა­ზე ია­რონ. ვი­მე­ო­რებ, უც­ნა­უ­რი ისაა, რომ ასე­თი დო­ნის უარ­ყო­ფი­თი გმი­რი ვი­ღა­ცე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟია. ეს კი რე­ჟი­სო­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- ისე, რო­გო­რი ტი­პია? რა უნდა?

- ფული უნდა, ძა­ლა­უფ­ლე­ბა და არა­ფე­რი სხვა. ყე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი ადა­მი­ა­ნია, უპ­რინ­ცი­პო, გარ­კვე­ულ­წი­ლად უს­ქე­სოც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ხაზი უც­ნა­უ­რად ჩანს სე­რი­ალ­ში. არა­ვინ უყ­ვარს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დე­დაც არ უყ­ვარს. უბ­რა­ლოდ, დედა ჰყავს, რო­მე­ლიც უვ­ლის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­თან რა­ღაც ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა ჰქონ­დეს. სახ­ლში კომ­ფორ­ტი სჭირ­დე­ბა.

- ცხოვ­რე­ბა­ში შეხ­ვედ­რი­ხარ ასეთ ადა­მი­ანს?

- ეგე­ნი ძა­ლი­ან ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, სა­ერ­თო კე­თილ­დღე­ო­ბას აფუ­ჭე­ბენ, არარ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას ქმნი­ან და იმ რე­ა­ლო­ბას ხალ­ხს აჯე­რე­ბენ. მერე ნე­ბის­მი­ე­რი, რო­მე­ლიც იტყვის, რომ ეს ასე არ არის, მას ატყუ­ე­ბენ... ეს ტიპი სი­ახ­ლე სე­რი­ა­ლის­თვის, ამ ფორ­მა­ტის­თვი­საა, თუმ­ცა კე-გე-ბე-ს ჰყავ­და ასე­თი ხალ­ხი იმის­თვის, რომ ვი­ღა­ცა­ზე რა­ღაც ჭორი აე­გო­რე­ბი­ნათ და ადა­მი­ა­ნი გა­ე­შა­ვე­ბი­ნათ, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მას­ზე სხვა წარ­მოდ­გე­ნა შეჰ­ქმნო­და. ახლა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­მოქ­მე­დო "ია­რა­ღი" ინ­ტერ­ნე­ტია. ცუ­დია, რომ ტრო­ლე­ბით და ბო­ტე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხალ­ხს ებ­რძვის. სა­ო­ცე­ბა ხდე­ბა - ინ­ტერ­ნეტ­ში ადა­მი­ა­ნებს იმას აჯე­რე­ბენ, ბუ­ნე­ბა­ში რაც არ არ­სე­ბობს.

- რას ურ­ჩევ­დი ელ­ვირს?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ელ­ვირს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. თან, მე რა უნდა ვურ­ჩიო?! გმი­რია და ეგ არის, ვე­რა­ფერს ვურ­ჩევ. თუ სე­რი­ალ­ში დიდ­ხანს იქ­ნე­ბა, "გა­მის­წორ­დე­ბა".

- მე-16 სე­ზონს სევ­დი­ა­ნი ფი­ნა­ლი ჰქონ­და, ახა­ლი ამ­ბე­ბიც და­იხ­ლარ­თა. რო­გორ გგო­ნია, რა პერ­სპექ­ტი­ვა აქვს შენს გმირს?

- არა მგო­ნია, შე­მოდ­გო­მა­ზე სხვა­ნა­ი­რი ქვე­ყა­ნა გვქონ­დეს, სა­დაც ტრო­ლე­ბის თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ იქ­ნე­ბა, გა­აგ­რძე­ლებს ალ­ბათ ელ­ვი­რიც "სი­ცო­ცხლეს"... სა­ინ­ტე­რე­სოა, ბა­ქარ­თან, ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხა­ზის გან­ვი­თა­რე­ბა. რე­ა­ლუ­რად არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია და ჩემ ვა­რა­უ­დებს, რა, რო­გორ იქ­ნე­ბა, ვერ გა­მოვ­თქვამ...

- ბო­ლოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნი­ნას პერ­სო­ნა­ჟი გახ­და გან­კი­თხვის ობი­ექ­ტი.

- არა­და, უც­ნა­უ­რია, - წიგნს რომ კი­თხუ­ლობ, მერე მე­გობ­რებ­თან ერ­თად გმი­რებს ლან­ძღავ? ეს გმი­რი ხომ ავ­ტო­რის მო­ფიქ­რე­ბუ­ლია და რა­ღაც კონ­ტექ­სტშია ჩაბ­მუ­ლი. ნინა სა­დღაც რომ წა­ვი­და, ეს ხომ სცე­ნა­რია? არა­და, ვი­ღა­ცას, ვინც კო­მენ­ტა­რებს წერს, რე­ა­ლო­ბა ჰგო­ნია...

რე­ა­ლურ­სა და მხატ­ვრულს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა უნდა ვი­პო­ვოთ. ჩვენ არ ვცხოვ­რობთ მხატ­ვრულ სამ­ყა­რო­ში, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც იდე­ა­ლურ სამ­ყა­როს "ჩცდ"-ში ვე­ძებთ. ამ სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა ის არის, რომ ცო­ცხა­ლია, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი რამ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ეს ხომ არ არის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი?! მოკ­ლედ, უყუ­რონ სე­რი­ალს და მერე თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე იფიქ­რონ. ჩვენ გვინ­და, ცხოვ­რე­ბა გა­ვუ­მარ­ტი­ვოთ და ნუ გა­ირ­თუ­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას.

- "ჩცდ"-ს არა­ნაკ­ლე­ბი უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟია ცოტ­ნე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მედ­რო­ვეა, მთე­ლი სე­რი­ა­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა მან­ტია არ მო­ირ­გო - მას­თან ელ­ვირს ახლო კონ­ტაქ­ტი აქვს...

- ცოტ­ნეს სიმ­შვი­დე, ფული და გარ­თო­ბა უნდა, - სა­კუ­თა­რი კომ­ფორ­ტის კა­ცია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ეგო­ის­ტი, მაგ­რამ ელ­ვი­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რა­ღაც ტი­პის მო­რა­ლი მა­ინც აქვს და აწუ­ხებს. ელ­ვი­რი მთლად უნა­მუ­სოა!

- რას ეტყო­დი შენს მა­ყუ­რე­ბელს, რო­მე­ლიც მთე­ლი სე­ზო­ნი აქ­ტი­უ­რად გი­ყუ­რებ­და?

- ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, რა­ნა­ი­რი სე­რი­ა­ლიც არ უნდა იყოს, მა­ყუ­რე­ბელ­მა მისი ყუ­რე­ბით სი­ა­მოვ­ნე­ბა უნდა მი­ი­ღოს ისე, რო­გორც მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბით. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი ჰქონ­დეთ და ამა­ზე ილა­პა­რა­კონ კი­დეც. სა­ერ­თოდ, კი მად­ლო­ბა, რომ უყუ­რე­ბენ და ჩემს გმირს გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. ქუ­ჩა­ში ხალ­ხი თბი­ლად მხვდე­ბა და იმა­საც მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ პუტ­კუ­ნა ბავ­შვებს, ვი­საც ბევ­რი ტკბი­ლე­უ­ლი უყ­ვარს, ელ­ვირს ეძა­ხი­ან...

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანო
19

ძალიან მოუხდა ეს როლი, კარგად ასრულებს, ბრავო

ლელა
45

ძალიან უხდება თავის როლს ასე მგონია ცხოვრებაშიც ასეთია.

ავტორი:

"მეუბნებიან, რომ პუტკუნა ბავშვებს, ვისაც ტკბილეული უყვარს, ელვირს ეძახიან..." - როგორ მოირგო ნიკა ქავთარაძემ ჩცდ-ს ყველაზე სკანდალური როლი?

"მეუბნებიან, რომ პუტკუნა ბავშვებს, ვისაც ტკბილეული უყვარს, ელვირს ეძახიან..." - როგორ მოირგო ნიკა ქავთარაძემ ჩცდ-ს ყველაზე სკანდალური როლი?

პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" მე-16 სეზონი დაიხურა. როგორც ყოველ სეზონზე, პროექტში წელსაც ბევრი ახალი პერსონაჟი გამოჩნდა, მათ შორის, "ტროლების უფროსი" ელვირი. ამ როლის შესრულება გადამღებმა ჯგუფმა ნიკა ქავთარაძეს მიანდო. ნიკას კარიერის განმავლობაში თავი არაერთ ამპლუაში მოუსინჯავს, თუმცა სერიალში როლი პირველად ითამაშა და არცთუ ურიგოდ.

როგორ აფასებს ნიკა ქავთარაძე სერიალში თავის ნამუშევარს, როგორ მოირგო უარყოფითი როლი, მიიღო თუ არა მისი შექმნილი ელვირი მაყურებელმა და რას ურჩევდა პერსონაჟს, ამაზე ambebi.ge-სთან თავად საუბრობს.

"ჩემი სერიალში შესვლა ნამდვილად რისკი იყო, მაგრამ ეს ასე პირდაპირ არ მომხდარა, სინჯები გადამიღეს, იმსჯელეს და როლზე ამის შედეგად დამამტკიცეს... ყოველი გადაღების დღეს ძალიან ვნერვიულობ, რადგანაც რისკი, რომ მაყურებელი ჩემს დანახვაზე სხვა მიმართულებით არ წავიდეს, სულ არსებობს, მით უმეტეს, რომ გარეგნული თვალსაზრისითაც არაფერი შემიცვლია... მაგრამ არის თაობა, რომელმაც თქვენგან განსხვავებით, ახლა გამიცნო, საერთოდ არ იციან, ვინ ვარ, არც ახსოვთ, აქამდე რას ვაკეთებდი, რადგანაც მაშინ პატარები იყვნენ...

ამიტომ, ვიღაცებისთვის მე ვარ მხოლოდ ელვირი. ამას მერე მივხვდი, როცა ჩემი მონაწილეობით პირველი სერია გავიდა", - გვეუბნება ნიკა ქავთარაძე, რომელსაც სასცენო მუშაობის გამოცდილება ნამდვილად აქვს, მაგრამ პროფესიით მსახიობი არ არის, თუმცა ამას როლის შექმნაში, ვფიქრობ, ხელი არ შეუშლია... ასევე რისკი ისიც იყო, რომ არამსახიობს ასეთი უარყოფითი პერსონაჟის როლი უნდა ეთამაშა...

"მთელი ჯგუფი ზრუნავს იმაზე, რომ ტიპაჟი შედგეს, მეც ვზრუნავ... ამიტომ, როდესაც გამოცდილი ადამიანები, დარწმუნებულები იყვნენ გადაწყვეტილებაში, სახე აირჩიეს, - ეს მამშვიდებდა, თორემ მსახიობი რომ არ ვარ, ფაქტია! თანაც ისეთი ხაზით შევედი სერიალში, რომელიც ჩვენს ცხოვრებაშიც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ანუ ტროლებს და ბოტებს ვგულისხმობ", - აღნიშნავს ნიკა ქავთარაძე.

- როდესაც პერსონაჟის ხასიათს მიხვდი, რამდენად კომფორტული იყო ამ პერონაჟთან შენი მიახლება?

- ტიპს იმდენი უარყოფითი თვისება აქვს, დადებითი საერთოდ, არაფერი გააჩნია. თავის ქცევებით, მანერებით იმდენად გროტესკული ტიპაჟია, რომ მსგავსი, კონკრეტული პერსონა არც არსებობს ალბათ, რომელსაც მიბაძავ და როლს ასე შექმნი. ასე რომ, არავის მანერების "დამუღამება" არ დამჭირდა. სრულიად ახალი გმირის შექმნა მომიხდა, (არა)ჩვეულებრივის.

აქ კი უკვე ჩემი წარმოსახვის ტიპი მყავდა, რომელიც არის უპრინციპო, ყველაფერზე წამსვლელი, მასში ბევრი ვიღაცის ცუდი თვისებაა თავმოყრილი. ერთი შეხედვით რთული როლია, მაგრამ მაინც ადვილი, იმიტომ, რომ არ თამაშობ ყველასთვის ნაცნობ ტიპს. ტროლების დირექტორი ხომ არავინ იცის როგორია?! ეს ხომ არ არის რომელიმე ცნობილი, რეალური პერსონა, ირიალურია.

- ასე რომ, საქართველოში პირველი ხარ, ვინც ტროლების ფაბრიკის, თუ ქარხნის დირექტორის როლი ითამაშა...

- მაგის გამო ქეთი დევდარიანის და ირაკლი საღინაძის მადლიერი ვარ. საერთოდ, კი იმისი, ვინც ეს იდეა მოიფიქრა, რომ ასეთი პერსონის გასაჯაროება მომხდარიყო. მართალია, არ ვიცით, ისინი ვინ არიან, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში არსებობდნენ ადამიანები, ვისაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ ასეთი ტროლებსა თუ ბოტებზე. დღეს კი შეიძლება 80 წლის ქალმა თუ კაცმა მათ შესახებ უკვე იცოდეს.

- დამაჯერებელია შენ მიერ შესრულებული როლი, ამას ბევრი აღნიშნავს. როგორ შეძელი?

- ადრეც მითქვამს, ქეთი დევდარიანმა მითხრა, - იცოდე, ისე მოხდება, ქუჩაში ნიკას ნაცვლად ყველა ელვირს დაგიძახებსო, რაც გამართლდა... ხოლო თუ ჩემი როლი შედგა, ეს უკვე მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც გადაღების მიმართ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას იღებს. ამას გადამღებ ჯგუფში ყველა გრძნობს და თავის საქმეს კარგად აკეთებს და საბოლოოდ გამოდის ნამუშევარი კარგი, მეტიც, იდეალური.

გადაღებისას ჩემი, პიროვნული უკან მაქვს გადადებული და სრულიად მინდობილი ვარ რეჟისორს, ადამიანს, ვისაც ეს პროცესი მიჰყავს. ასეთი კარგი რეჟისორები, როგორიც ამ სერიალს ჰყავს, იშვიათია. საშუალებას არ გაძლევენ, რომ ზედმეტად ინერვიულო. შეიძლება, 2-3 სერია ტიპის ძიებაში ხარ, მაგრამ მერე შენს ნამუშევარს ნახულობ და ცდილობ, ხასიათი მეტად დაიჭირო და უფრო კონკრეტული ტიპი შექმნა - ეს პროცესის ნაწილია.

- შენი პერსონაჟის შესახებ ცუდი კომენტარები წამიკითხავს...

- ელვირი რატომ უნდა უყვარდეთ? ისეთი ცუდი და ბოროტი ტიპია, სიყვარულს არ უნდა იმსახურებდეს. უბრალოდ, ვიღაცებს მაინც უყვართ... მაგრამ ჩემზე არ შემხვედრია კომენტარი, როლს ცუდად აკეთებსო. თორემ, ვიმეორებ, ელვირი მოსაწონი რომ არ არის, ამას რა თქმა უნდა?! ის კი არა, ინტერნეტში სალომე შარვაძის გმირს, ქეთის "პუტავდნენ", ბულინგი მოუწყვეს, განიხილავდნენ - ქმარს უღალატაო...

საერთოდ, ეს ადამიანები ამ სერიალს ასე აღიქვამენ, ნაწილს ეს პერსონაჟები კონკრეტული ტიპები ჰგონია. უნდთ, მათ ჭკუაზე იარონ. ვიმეორებ, უცნაური ისაა, რომ ასეთი დონის უარყოფითი გმირი ვიღაცებისთვის საყვარელი პერსონაჟია. ეს კი რეჟისორების დამსახურებაა.

- ისე, როგორი ტიპია? რა უნდა?

- ფული უნდა, ძალაუფლება და არაფერი სხვა. ყელაფერზე წამსვლელი ადამიანია, უპრინციპო, გარკვეულწილად უსქესოც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხაზი უცნაურად ჩანს სერიალში. არავინ უყვარს, დარწმუნებული ვარ, დედაც არ უყვარს. უბრალოდ, დედა ჰყავს, რომელიც უვლის და აქედან გამომდინარე, მასთან რაღაც ტიპის ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. სახლში კომფორტი სჭირდება.

- ცხოვრებაში შეხვედრიხარ ასეთ ადამიანს?

- ეგენი ძალიან ცუდი ადამიანები არიან, საერთო კეთილდღეობას აფუჭებენ, არარსებულ რეალობას ქმნიან და იმ რეალობას ხალხს აჯერებენ. მერე ნებისმიერი, რომელიც იტყვის, რომ ეს ასე არ არის, მას ატყუებენ... ეს ტიპი სიახლე სერიალისთვის, ამ ფორმატისთვისაა, თუმცა კე-გე-ბე-ს ჰყავდა ასეთი ხალხი იმისთვის, რომ ვიღაცაზე რაღაც ჭორი აეგორებინათ და ადამიანი გაეშავებინათ, რათა საზოგადოებას მასზე სხვა წარმოდგენა შეჰქმნოდა. ახლა ასეთი ადამიანებისთვის სამოქმედო "იარაღი" ინტერნეტია. ცუდია, რომ ტროლებით და ბოტებით ხელისუფლება ხალხს ებრძვის. საოცება ხდება - ინტერნეტში ადამიანებს იმას აჯერებენ, ბუნებაში რაც არ არსებობს.

- რას ურჩევდი ელვირს?

- დარწმუნებული ვარ, ელვირს არაფერი ეშველება. თან, მე რა უნდა ვურჩიო?! გმირია და ეგ არის, ვერაფერს ვურჩევ. თუ სერიალში დიდხანს იქნება, "გამისწორდება".

- მე-16 სეზონს სევდიანი ფინალი ჰქონდა, ახალი ამბებიც დაიხლართა. როგორ გგონია, რა პერსპექტივა აქვს შენს გმირს?

- არა მგონია, შემოდგომაზე სხვანაირი ქვეყანა გვქონდეს, სადაც ტროლების თემა აქტუალური არ იქნება, გააგრძელებს ალბათ ელვირიც "სიცოცხლეს"... საინტერესოა, ბაქართან, ბიზნესის მიმართულებით ხაზის განვითარება. რეალურად არ მაქვს ინფორმაცია და ჩემ ვარაუდებს, რა, როგორ იქნება, ვერ გამოვთქვამ...

- ბოლოს სოციალურ ქსელში ნინას პერსონაჟი გახდა განკითხვის ობიექტი.

- არადა, უცნაურია, - წიგნს რომ კითხულობ, მერე მეგობრებთან ერთად გმირებს ლანძღავ? ეს გმირი ხომ ავტორის მოფიქრებულია და რაღაც კონტექსტშია ჩაბმული. ნინა სადღაც რომ წავიდა, ეს ხომ სცენარია? არადა, ვიღაცას, ვინც კომენტარებს წერს, რეალობა ჰგონია...

რეალურსა და მხატვრულს შორის განსხვავება უნდა ვიპოვოთ. ჩვენ არ ვცხოვრობთ მხატვრულ სამყაროში, მაგრამ რატომღაც იდეალურ სამყაროს "ჩცდ"-ში ვეძებთ. ამ სერიალის მთავარი ღირსება ის არის, რომ ცოცხალია, ისევე როგორც ბევრი რამ ჩვენს ცხოვრებაში. ეს ხომ არ არის დოკუმენტური ფილმი?! მოკლედ, უყურონ სერიალს და მერე თავის ცხოვრებაზე იფიქრონ. ჩვენ გვინდა, ცხოვრება გავუმარტივოთ და ნუ გაირთულებენ ცხოვრებას.

- "ჩცდ"-ს არანაკლები უარყოფითი პერსონაჟია ცოტნე, ჩვეულებრივი მედროვეა, მთელი სერიალის განმავლობაში რა მანტია არ მოირგო - მასთან ელვირს ახლო კონტაქტი აქვს...

- ცოტნეს სიმშვიდე, ფული და გართობა უნდა, - საკუთარი კომფორტის კაცია, ჩვეულებრივი ეგოისტი, მაგრამ ელვირისგან განსხვავებით, რაღაც ტიპის მორალი მაინც აქვს და აწუხებს. ელვირი მთლად უნამუსოა!

- რას ეტყოდი შენს მაყურებელს, რომელიც მთელი სეზონი აქტიურად გიყურებდა?

- ნებისმიერ შემთხვევაში, რანაირი სერიალიც არ უნდა იყოს, მაყურებელმა მისი ყურებით სიამოვნება უნდა მიიღოს ისე, როგორც მხატვრული ნაწარმოებით. თუმცა შეიძლება გარკვეული ასოციაციები ჰქონდეთ და ამაზე ილაპარაკონ კიდეც. საერთოდ, კი მადლობა, რომ უყურებენ და ჩემს გმირს გულშემატკივრობენ. ქუჩაში ხალხი თბილად მხვდება და იმასაც მეუბნებიან, რომ პუტკუნა ბავშვებს, ვისაც ბევრი ტკბილეული უყვარს, ელვირს ეძახიან...

აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე ახალი ფილმი: "ზღვის ორი ნაპირი" - "გვინდა, ჩვენს აფხაზ ძმებს დაველაპარაკოთ და არა ოკუპანტებს"

"ორსულობის პერიოდში ლამის 40 კგ-ს ვიმატებ" - რუსა ჩაჩუას დიეტა და იდეალური ფორმის საიდუმლო

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)