მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანგებო ბრიფინგი დაკარგულ 13 წლის მოზარდზე - რა დეტალებზე ისაუბრეს შსს-ში
საგანგებო ბრიფინგი დაკარგულ 13 წლის მოზარდზე - რა დეტალებზე ისაუბრეს შსს-ში

სვა­ნეთ­ში და­კარ­გუ­ლი მო­ზარ­დის ილია ფილ­ფა­ნის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, შე­მოწ­მე­ბუ­ლია 38 სო­ფე­ლი, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლია 7 მდი­ნა­რე, მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი და მიმ­დე­ბა­რე ხე­ო­ბე­ბი.

ამის შე­სა­ხებ შსს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თე­მუ­რაზ მღებ­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 80 მე­ხან­ძრე- მაშ­ვე­ლი, პო­ლი­ცი­ის და­ნა­ყო­ფე­ბი, დრო­ნე­ბი, წყალ­ზე მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი. მაშ­ვე­ლე­ბი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ მო­ზარდს ეძე­ბენ რო­გორც სვა­ნეთ­ში, ასე­ვე, შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე. ილია ფილ­ფა­ნის ფო­ტო­სუ­რა­თი დაგ­ზავ­ნი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა და­ნა­ყოფ­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა აქ­ტი­ურ სა­ტე­ლე­ფო­ნო ნო­მერ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრის “112”-ის მიერ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­მე­ნო­ვა­ნი, მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გა­იგ­ზავ­ნა ილია ფილ­ფა­ნის ფო­ტო­სუ­რა­თით, რათა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დარ­ე­კონ 112-ზე.

ილია ფილ­ფა­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან დღემ­დე, მე­ხან­ძრე- მაშ­ვე­ლე­ბის მიერ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი და შე­მოწ­მე­ბუ­ლია სოფ­ლე­ბი: ლენ­ჯე­რი, ლაშ­დღვე­რი, მეს­გუ­ნი, ნემ­სია, სოლი, კა­ე­რი, ლხა­ნი, ქარ­თვა­ნი, ლან­ხვრი, ის­კა­რი, ცა­ლა­ნა­რი, ეცე­რი, კა­ლა­ში, უშ­გუ­ლი, უღვა­ლი, ფარი, ზემო ლუჰა, ქვე­მო ლუჰა, ლა­ხა­მუ­ლა, ნო­და­ში, მა­გარ­დი, ლეზ­გა­რა, სვი­ფი, ღვე­ბალ­დი, სოლი, კა­ე­რი, ლემ­სია, ქაშ­ვე­თი, ლაშთღვე­რი, ნეს­გუ­ნი, ზარ­გა­ში, ქუ­რე­ლი, ბეჩო, მა­ზე­რი, ჯორ­კვა­ლი, ლა­ტა­ლი და აღ­ნიშ­ნულ სოფ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი და კოშ­კე­ბი.

ასე­ვე, შე­მოწ­მე­ბუ­ლია მუგ­ვი­რის ტე­რი­ტო­რია, ქო­რულ­დის მთის ტე­რი­ტო­რია, ჭუ­ბე­რი და მის გარ­შე­მო ტე­რი­ტო­რია, ლა­ღა­მი, ლანჩვა­ლა, სო­კოს უბა­ნი.

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ფე­ხით გა­ი­ა­რეს ბეჩო-დიზი-ხა­ი­ში-ჯვა­რამ­დე ზუგ­დი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ჭა­ლა­დის მყინ­ვარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტი, მეს­ტი­ის სა­ბა­გი­როს მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი ტყის მა­სი­ვი, მეს­ტი­ის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკ­ლე­სი­ი­დან სო­ფელ ლენ­ჯე­რამ­დე ტყის ფერ­დო­ბე­ბი, სო­ფელ ებუ­თის და ჰაწ­ვა­ლის მთის ტყის მა­სი­ვი და უღელ­ტე­ხილ ჰო­კოს მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი 4 ძვე­ლი უმოქ­მე­დო გვი­რა­ბი. ჯამ­ში მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის მიერ შე­მოწ­მე­ბუ­ლია 38 სო­ფე­ლი და მისი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია.

ასე­ვე, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი და შე­მოწ­მე­ბუ­ლია 7 მდი­ნა­რე, მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი და მიმ­დე­ბა­რე ხე­ო­ბე­ბი.

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა შე­ა­მოწ­მეს მთებ­ში, სა­ძოვ­რებ­ზე არ­სე­ბუ­ლი სად­გო­მე­ბი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი და გვი­რა­ბე­ბი, ასე­ვე ტყე­ე­ბი.

სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მდი­ნა­რე ენ­გურ­სა და ენ­გურ­ჰეს­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვთ და­კარ­გუ­ლი მო­ზარ­დის ოჯახ­თან. ილია ფილ­ფა­ნის მშობ­ლებს ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მი­ე­წო­დე­ბათ მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია.

მო­ზარ­დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით, რაც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს. ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას ან მის შე­საძ­ლო ად­გილ­სამ­ყო­ფელს უკავ­შირ­დე­ბა, მოწ­მდე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ." - აღ­ნიშ­ნეს ბრი­ფინგზე.

ცნო­ბის­თვის სვა­ნეთ­ში, სო­ფელ ლენ­ჯერ­ში 13 წლის ილია ფილ­ფა­ნი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ მისი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიცრუე
18

ტყუუილია! არანაირი სმს პირადად მე არ მიმიღია!!!!

თამარი
1

ღმერთო ნეტავ ცოცხალი იყოს და მალე გამოჩნდეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

საგანგებო ბრიფინგი დაკარგულ 13 წლის მოზარდზე - რა დეტალებზე ისაუბრეს შსს-ში

საგანგებო ბრიფინგი დაკარგულ 13 წლის მოზარდზე - რა დეტალებზე ისაუბრეს შსს-ში

სვანეთში დაკარგული მოზარდის ილია ფილფანის საძიებო სამუშაოების ფარგლებში, შემოწმებულია 38 სოფელი, დათვალიერებულია 7 მდინარე, მდინარის კალაპოტი და მიმდებარე ხეობები.

ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურაზ მღებრიშვილმა განაცხადა, რომელმაც სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

"საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველები გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში.

საქართველოში არსებულ ყველა აქტიურ სატელეფონო ნომერზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის “112”-ის მიერ საინფორმაციო სამენოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა ილია ფილფანის ფოტოსურათით, რათა მოქალაქეებმა, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ 112-ზე.

ილია ფილფანის გაუჩინარებიდან დღემდე, მეხანძრე- მაშველების მიერ დათვალიერებული და შემოწმებულია სოფლები: ლენჯერი, ლაშდღვერი, მესგუნი, ნემსია, სოლი, კაერი, ლხანი, ქართვანი, ლანხვრი, ისკარი, ცალანარი, ეცერი, კალაში, უშგული, უღვალი, ფარი, ზემო ლუჰა, ქვემო ლუჰა, ლახამულა, ნოდაში, მაგარდი, ლეზგარა, სვიფი, ღვებალდი, სოლი, კაერი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთღვერი, ნესგუნი, ზარგაში, ქურელი, ბეჩო, მაზერი, ჯორკვალი, ლატალი და აღნიშნულ სოფლებში არსებული მიტოვებული სახლები და კოშკები.

ასევე, შემოწმებულია მუგვირის ტერიტორია, ქორულდის მთის ტერიტორია, ჭუბერი და მის გარშემო ტერიტორია, ლაღამი, ლანჩვალა, სოკოს უბანი.

მეხანძრე-მაშველებმა ფეხით გაიარეს ბეჩო-დიზი-ხაიში-ჯვარამდე ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიები, ჭალადის მყინვარზე არსებული ტურისტული მარშრუტი, მესტიის საბაგიროს მიმდებარედ არსებული ტყის მასივი, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები, სოფელ ებუთის და ჰაწვალის მთის ტყის მასივი და უღელტეხილ ჰოკოს მიმდებარედ არსებული 4 ძველი უმოქმედო გვირაბი. ჯამში მეხანძრე-მაშველების მიერ შემოწმებულია 38 სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

ასევე, დათვალიერებული და შემოწმებულია 7 მდინარე, მდინარის კალაპოტი და მიმდებარე ხეობები.

მეხანძრე-მაშველებმა შეამოწმეს მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები, ასევე ტყეები.

საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ დაკარგული მოზარდის ოჯახთან. ილია ფილფანის მშობლებს ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდებათ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.

მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ყველა ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვნის გაუჩინარებას ან მის შესაძლო ადგილსამყოფელს უკავშირდება, მოწმდება სამართალდამცველების მიერ." - აღნიშნეს ბრიფინგზე.

ცნობისთვის სვანეთში, სოფელ ლენჯერში 13 წლის ილია ფილფანი 18 ივლისს გაუჩინარდა და მას შემდეგ მისი სამძებრო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობდა.

რა ახალი განკარგულება დამტკიცდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების შესახებ

"საქართველოში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, 8-დღიანი კარანტინის შემდეგ, კორონავირუსის სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ" - ამირან გამყრელიძე

აჭარაში კორონავირუსით 51 წლის პოლიციელი გარდაიცვალა - შსს განცხადებას ავრცელებს