Faceამბები
საზოგადოება
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ანესთეზიოლოგი, რომელსაც პროკურატურამ ექიმებთან ერთად ბრალი წარუდგინა და რა განცხადებას ავრცელებს ის
ვინ არის ანესთეზიოლოგი, რომელსაც პროკურატურამ ექიმებთან ერთად ბრალი წარუდგინა და რა განცხადებას ავრცელებს ის

"თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შპს "თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­კა­ვე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად და სრუ­ლად უარ­ყოფს და­კა­ვე­ბულ პირ­თა მი­მართ, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებს (სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბა, უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბა) და მი­იჩ­ნევს, რომ ბრალ­დე­ბის სა­ფუძ­ვლად მოყ­ვა­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტა­ცია არის აბ­სურ­დუ­ლი და სრუ­ლე­ბით არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს.

"პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სრუ­ლი­ად მცდა­რია პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრალ­დე­ბა, თით­ქოს თაღ­ლი­თუ­რი გზით, უსა­ფუძ­ვლოდ გან­ხორ­ცი­ელ­და პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა, იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბის მიერ მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ეს ფაქ­ტი სავ­სე­ბით არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას, ჩვე­ნი კლი­ნი­კა ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია თა­ნამ­შრომ­ლობს იტა­ლი­ის ქა­ლაქ ბერ­გა­მოს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის პრო­ფე­სო­რებ­თან რო­ბერ­ტო აგა­ცის­თან და რო­ბერ­ტო ნა­ნის­თან და მათი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ და ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დის ჩარ­თუ­ლო­ბით, ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 98 პა­ცი­ენტს წარ­მა­ტე­ბით ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია. ეს იყო ზუს­ტად ის, რის­თვი­საც პა­ცი­ენ­ტმა მი­მარ­თა სა­ა­ვად­მყო­ფო­სა და ასე­ვე იტა­ლი­ელ სპე­ცი­ა­ლის­ტებს.

მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­შიც დას­ტურ­დე­ბა იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა. კერ­ძოდ, პა­ცი­ენტ ნ.ც-ს, სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნის აბ­ლა­ცი­ის მიზ­ნით, ქარ­თველ-იტა­ლი­ელ ექიმ­თა ჯგუ­ფის მიერ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია, პირ­ვე­ლად ჩა­უ­ტარ­და 2018 წლის 18 სექ­ტემ­ბერს. ოპე­რა­ცი­ას მეთ­ვალ­ყუ­რე­ობ­და და ზე­დამ­ხედ­ვე­ლობ­და ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი ექი­მი რო­ბერ­ტო აგა­ცი. მო­ცე­მუ­ლი ოპე­რა­ცი­ის და­დე­ბით შე­დე­გებ­ზე მე­ტყვე­ლებს ის ფაქ­ტი, რომ პა­ცი­ენტს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ეხ­სნა პა­თო­ლო­გი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტმა კვლავ იგ­რძნო დის­კომ­ფორ­ტი, იტა­ლი­ელ ექი­მებ­თან გან­მე­ო­რე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად და მისი მო­თხოვ­ნით, 2018 წლის 11 ნო­ემ­ბერს და­ი­გეგ­მა ხელ­მე­ო­რე ოპე­რა­ცია. ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბი­სას, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გის მიერ პა­ცი­ენ­ტის ანეს­თე­ზი­ის პრო­ცეს­ში მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და და მი­უ­ხე­და­ვად, იტა­ლი­ელ-ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის ჯგუ­ფის მზა­ო­ბი­სა, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის მა­გივ­რად სა­ჭი­რო გახ­და რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი და აუხ­სნე­ლია, სად იკ­ვე­თე­ბა თაღ­ლი­თუ­რი ქმე­დე­ბის ნიშ­ნე­ბი.

ასე­ვე, უსა­ფუძ­ვლო და მცდა­რია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, და­კა­ვე­ბულ ექიმს ვახ­ტანგ ყი­ფი­ანს არ გა­აჩ­ნდა შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზია მო­ცე­მუ­ლი სერ­ვი­სის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნი გახ­ლავთ ცნო­ბი­ლი, რა თქმა უნდა, ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ექი­მი, ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი რა­დი­ო­ლო­გი­ის დარ­გში, 15 წელ­ზე მეტი სტა­ჟით. მხო­ლოდ ბოლო 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მის მიერ 2000-მდე გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­აც წარ­მო­ად­გენ­და ინ­ტერ­ვე­ცი­ულ-რა­დი­ო­ლო­გი­ურ ჩა­რე­ვას, ვი­ნა­ი­დან პრო­ცე­დუ­რის და­სა­წყის­ში­ვე გარ­თულ­და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, ნა­თე­ლია, რომ ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნის ქმე­დე­ბე­ბი ვერ გახ­დე­ბო­და პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით ოპე­რა­ცი­ის დროს, და­კა­ვე­ბულ­მა ექიმ­მა ვახ­ტანგ ყი­ფი­ან­მა „და­იხ­მა­რა“ ექი­მი მაგ­და ხო­ჭო­ლა­ვა, რო­მელ­საც არ ჰქონ­და შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზია. ეს გან­ცხა­დე­ბა, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნი, მოკ­ლე­ბუ­ლია ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას. პირ­ველ რიგ­ში, ტერ­მი­ნი „და­იხ­მა­რა“ არის მცდა­რი და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. მაგ­და ხო­ჭო­ლა­ვა წარ­მო­ად­გენს ექიმ-ანეს­თე­ზი­ო­ლოგს, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტის სა­ო­პე­რა­ციო დარ­ბაზ­ში შეყ­ვა­ნის შემ­დგომ უზ­რუნ­ველ­ყოფს პა­ცი­ენ­ტის და­ძი­ნე­ბას (ანეს­თე­ზი­ას)და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იწყე­ბა ოპე­რა­ცია. ეს არ არის დახ­მა­რე­ბა ორ ექიმს შო­რის, ეს არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­სი.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მაგ­და ხო­ჭო­ლა­ვა არის მოქ­მე­დი ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია, იტა­ლი­ა­ში შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნოს მიერ გა­ცე­მუ­ლი ლი­ცენ­ზია, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, მის კომ­პე­ტენ­ცი­ებს.

აქვე ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მცდა­რია ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ თით­ქოს მაგ­და ხო­ჭო­ლა­ვა თავს არი­დებს გა­მო­ძი­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და მან, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ მიზ­ნით და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა. რე­ა­ლუ­რად მაგ­და ხო­ჭო­ლა­ვა ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს იტა­ლი­ა­ში, სა­დაც დღემ­დე ეწე­ვა აქ­ტი­ურ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას, ერთ-ერთ წამ­ყვან კლი­ნი­კა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ტა­ლი, სრუ­ლე­ბით ცვლის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­წე­ვა­სა და ქვეყ­ნი­დან „გაქ­ცე­ვის“ თა­ო­ბა­ზე" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცოტა ხნის წინ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას მაგ­და ხო­ჭო­ლა­ვამ გან­ცხა­დე­ბით უპა­სუ­ხა, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

მინ­და გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ვეხ­მა­უ­რო გუ­შინ, 4 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, ჩემ მი­მართ, წარ­დგე­ნილ უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებს, უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"პირ­ველ რიგ­ში, ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ არ ვე­თან­ხმე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნილ ბრალს და იმე­დი მაქვს, მალე სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ობი­ექ­ტუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ასე­ვე, მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ტე­ლე­ვი­ზი­ით არას­წო­რად გავ­რცე­ლე­ბულ სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლო და აბ­სურ­დულ ბრალ­დე­ბას, იმის თა­ო­ბა­ზე, რომ თით­ქოს გა­მო­ძი­ე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, გან­ზრახ დავ­ტო­ვე ქვე­ყა­ნა და „გა­ვი­ქე­ცი“ იტა­ლი­ა­ში. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 25 წელ­ზე მე­ტია აქ­ტი­უ­რად ვე­წე­ვი ლი­ცენ­ზი­რე­ბულ, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბას ანეს­თე­ზია-რე­ა­ნი­მა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ი­და­ნაც 10 წელი ვმუ­შა­ობ­დი,შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზი­ის ფარ­გლებ­ში, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში და ბოლო 15 წე­ლი­წა­დია ვცხოვ­რობ და ვმოღ­ვა­წე­ობ იტა­ლი­ა­ში ბერ­გა­მოს სა­ა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს, ჩემი ქვე­ყა­ნა­ში არ ყოფ­ნა.

შე­სა­ბა­მი­სად, ვა­ცხა­დებ, რომ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, მე­ტიც მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­თან და სი­მარ­თლის დად­გე­ნის მიზ­ნით, მო­მა­ვალ­შიც მზად ვარ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის" - წერს ხო­ჭო­ლა­ვა გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთინო
5

იურიდიული მხარეებია გასარკვევი. თუ იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს, მაშინ რა ფორმით შედის და აკეთებს ოპერაციებს საქართველოში, ეს უნდა ჰქონდეს გარკვეული მასაც და მთავარ ექიმსაც.

ლელა
0

მერე რა რომ იტალიაში მუშაობს? მოიწვიეს ალბათ.ეგ ჩვეულებრივი პრაქტიკაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

ვინ არის ანესთეზიოლოგი, რომელსაც პროკურატურამ ექიმებთან ერთად ბრალი წარუდგინა და რა განცხადებას ავრცელებს ის

ვინ არის ანესთეზიოლოგი, რომელსაც პროკურატურამ ექიმებთან ერთად ბრალი წარუდგინა და რა განცხადებას ავრცელებს ის

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“ თანამშრომლების დაკავების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" თანამშრომლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს (სამსახურეობრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა, უკანონო საექიმო საქმიანობა) და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად მცდარია პროკურატურის ბრალდება, თითქოს თაღლითური გზით, უსაფუძვლოდ განხორციელდა პაციენტის ოჯახის წევრების დარწმუნება, იტალიელი ექიმების მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.

ეს ფაქტი სავსებით არ შეესაბამება რეალობას, ჩვენი კლინიკა ბოლო რამდენიმე წელია თანამშრომლობს იტალიის ქალაქ ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებთან რობერტო აგაცისთან და რობერტო ნანისთან და მათი მეთვალყურეობის ქვეშ და ჩვენი სამედიცინო გუნდის ჩართულობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში 98 პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ეს იყო ზუსტად ის, რისთვისაც პაციენტმა მიმართა საავადმყოფოსა და ასევე იტალიელ სპეციალისტებს.

მოცემულ შემთხვევაშიც დასტურდება იტალიელი ექიმების ჩართულობა. კერძოდ, პაციენტ ნ.ც-ს, სიმსივნური წარმონაქმნის აბლაციის მიზნით, ქართველ-იტალიელ ექიმთა ჯგუფის მიერ წარმატებული ოპერაცია, პირველად ჩაუტარდა 2018 წლის 18 სექტემბერს. ოპერაციას მეთვალყურეობდა და ზედამხედველობდა ცნობილი იტალიელი ექიმი რობერტო აგაცი. მოცემული ოპერაციის დადებით შედეგებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პაციენტს მნიშვნელოვნად მოეხსნა პათოლოგიით გამოწვეული ჩივილები.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, პაციენტმა კვლავ იგრძნო დისკომფორტი, იტალიელ ექიმებთან განმეორებითი კონსულტაციის შედეგად და მისი მოთხოვნით, 2018 წლის 11 ნოემბერს დაიგეგმა ხელმეორე ოპერაცია. ოპერაციის დაწყებისას, ანესთეზიოლოგის მიერ პაციენტის ანესთეზიის პროცესში მისი მდგომარეობა გაუარესდა და მიუხედავად, იტალიელ-ქართველი ექიმების ჯგუფის მზაობისა, ქირურგიული ჩარევის მაგივრად საჭირო გახდა რეანიმაციული ქმედებების განხორციელება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და აუხსნელია, სად იკვეთება თაღლითური ქმედების ნიშნები.

ასევე, უსაფუძვლო და მცდარია პროკურატურის განცხადება, რომლის მიხედვით, დაკავებულ ექიმს ვახტანგ ყიფიანს არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია მოცემული სერვისის ჩასატარებლად. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ვახტანგ ყიფიანი გახლავთ ცნობილი, რა თქმა უნდა, ლიცენზირებული ექიმი, ინტერვენციული რადიოლოგიის დარგში, 15 წელზე მეტი სტაჟით. მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში მის მიერ 2000-მდე გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა. აღნიშნული მანიპულაციაც წარმოადგენდა ინტერვეციულ-რადიოლოგიურ ჩარევას, ვინაიდან პროცედურის დასაწყისშივე გართულდა პაციენტის მდგომარეობა და არ განხორციელებულა ქირურგიული ჩარევა, ნათელია, რომ ვახტანგ ყიფიანის ქმედებები ვერ გახდებოდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების საფუძველი.

პროკურატურის განცხადებით ოპერაციის დროს, დაკავებულმა ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა „დაიხმარა“ ექიმი მაგდა ხოჭოლავა, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია. ეს განცხადება, როგორც სხვა დანარჩენი, მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას. პირველ რიგში, ტერმინი „დაიხმარა“ არის მცდარი და არ შეესაბამება სამედიცინო პროცესის მიმდინარეობას. მაგდა ხოჭოლავა წარმოადგენს ექიმ-ანესთეზიოლოგს, რომელიც პაციენტის საოპერაციო დარბაზში შეყვანის შემდგომ უზრუნველყოფს პაციენტის დაძინებას (ანესთეზიას)და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ოპერაცია. ეს არ არის დახმარება ორ ექიმს შორის, ეს არის დამოუკიდებელი სამედიცინო პროცესი.

უნდა აღინიშნოს, რომ მაგდა ხოჭოლავა არის მოქმედი ანესთეზიოლოგი, რომელსაც გააჩნია, იტალიაში შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია, რომელიც ადასტურებს, მის კომპეტენციებს.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მცდარია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს მაგდა ხოჭოლავა თავს არიდებს გამოძიებასთან ურთიერთობას და მან, სპეციალურად ამ მიზნით დატოვა ქვეყანა. რეალურად მაგდა ხოჭოლავა ცხოვრობს და მოღვაწეობს იტალიაში, სადაც დღემდე ეწევა აქტიურ სამედიცინო საქმიანობას, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. აღნიშნული დეტალი, სრულებით ცვლის პროკურატურის მიერ დაყენებულ ბრალდებებს არალიცენზირებული საქმიანობის გაწევასა და ქვეყნიდან „გაქცევის“ თაობაზე" - ნათქვამია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ წარდგენილ ბრალდებას მაგდა ხოჭოლავამ განცხადებით უპასუხა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მინდა განცხადებით გამოვეხმაურო გუშინ, 4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურის მიერ, ჩემ მიმართ, წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს, უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით.

"პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო ტელევიზიით არასწორად გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებას, იმის თაობაზე, რომ თითქოს გამოძიებისგან თავის არიდების მიზნით, განზრახ დავტოვე ქვეყანა და „გავიქეცი“ იტალიაში. უნდა აღინიშნოს, რომ 25 წელზე მეტია აქტიურად ვეწევი ლიცენზირებულ, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულებით, საიდანაც 10 წელი ვმუშაობდი,შესაბამისი ლიცენზიის ფარგლებში, ანესთეზიოლოგად საქართველოში და ბოლო 15 წელიწადია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ იტალიაში ბერგამოს სააუნივერსიტეტო კლინიკაში, რამაც განაპირობა, განვითარებული მოვლენების დროს, ჩემი ქვეყანაში არ ყოფნა.

შესაბამისად, ვაცხადებ, რომ გაჟღერებული ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მეტიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდი საგამოძიებო ორგანოებთან და სიმართლის დადგენის მიზნით, მომავალშიც მზად ვარ თანამშრომლობისთვის" - წერს ხოჭოლავა განცხადებაში.

დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა ქვეითი შეიწირა - რა მოხდა გორთან?

"ნაციონალური მოძრაობის" სურვილი იყო ჩვენი გარდაცვლილი შვილის ცხედარი მიგვერთმია მათთვის და ამისგან გამოეყვანათ პოლიტიკური თემა" - მირიან ნიკოლაძე

სასამართლომ 2 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას პატიმრობა შეუფარდა