მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვნახავ ქალბატონ ნინოს... რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება" - გოგი თოფაძე ამბობს, რომ ბუსა ჟვანიასთვის სასჯელის დამძიმება მისი სურვილი არ იყო
"ვნახავ ქალბატონ ნინოს... რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება" - გოგი თოფაძე ამბობს, რომ ბუსა ჟვანიასთვის სასჯელის დამძიმება მისი სურვილი არ იყო

ლე­ვან თო­ფა­ძის დაჭ­რის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ბუსა ჟვა­ნი­ას დედა ნინო ქა­და­გი­ძე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯახს ბო­დიშს უხ­დის. ამის შე­სა­ხებ მან სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან გა­ნა­ცხა­და.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ოჯახს და ვუ­თხრა, რომ ჩემ­თვის ეს ისე­თი­ვე ტკი­ვი­ლია, თუ არა უა­რე­სი, რო­გო­რიც არის მათ­თვის. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რა თქმა უნდა, არ გა­ვურ­ბი­ვართ. ჯერ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ ობი­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა მგო­ნია, რომ ისე და­უმ­ძი­მეს ბრა­ლი... ძა­ლი­ან მძი­მე იყო ეს ჩემ­თვის", - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გი­ძემ და კი­თხვა­ზე, მარ­თლა და­უ­რე­კა თუ არა მან გოგი თო­ფა­ძეს, უპა­სუ­ხა, რომ და­უ­რე­კა ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად და არა მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად.

შედ­გა თუ არა სა­უ­ბა­რი და­კა­ვე­ბუ­ლის დე­და­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯახს შო­რის, ამის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE გოგი თო­ფა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

ყო­ფილ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბუსა ჟვა­ნი­ას დე­დამ, ნინო ქა­და­გი­ძემ მარ­თლაც და­უ­რე­კა.

"ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ და­მი­რე­კა, მას რას ვერ­ჩი... იმ დროს პო­ლი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი და ჩემი და­კი­თხვა მი­დი­ო­და. ვუ­თხა­რი, სა­ღა­მოს და­მი­რე­კეთ, სახ­ლში ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი, ვიც­ნობ ამ ქალ­ბა­ტონს, რა უნდა ვუ­თხრა, რა უნდა ვქნა? პო­ლი­ცი­ა­ში ის ვთქვი, რაც იყო. თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ სას­ჯე­ლის ზო­მის ასე აწე­ვა ჩემი სურ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა, არ წა­ვალ ამა­ზე თა­ნახ­მა. მე­გო­ნა, ბავ­შვი კვდე­ბო­და, გამ­წა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და რა მოხ­და და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს, ეს უკვე არ ვიცი, არაა ჩემი ბრა­ლი.

რა ვუქ­ნა იმას, რაც ჩვე­ნე­ბა­ში მი­წე­რია და რა­ზეც ორ­ჯერ მო­მა­წე­რი­ნეს ხელი? პირ­ვე­ლი 2 დღე გი­ჟად ვი­ყა­ვი და ის დავ­წე­რე, რაც რე­ა­ლუ­რად ვი­ცო­დი. ვიც­ნობ დე­და­მისს, კაი ქა­ლია, ტი­რის, მაგ­რამ რა ვქნა?

მე რაც პო­ლი­ცი­ას ვუ­თხა­რი, ის არ ით­ვა­ლის­წი­ნებს 15 წელს, მაქ­სი­მუმ 3 თუ 4 წელს. ვნა­ხავ იმ ქალ­ბა­ტონს, ავუხ­სნი ყვე­ლა­ფერს და რაც შე­მიძ­ლია მხარს და­ვუ­ჭერ, მე­ცო­დე­ბა...

ისე, ის ბიჭი 2 დღის წინ რომ სა­დღაც მე­ნა­ხა, იქ­ნე­ბა მო­მეკ­ლა კი­დეც, მაგ­რამ ახლა ლე­ვა­ნი უკე­თე­სო­ბის­კე­ნაა და სი­ფი­ცხემ გა­და­მი­ა­რა. მთვრა­ლი იყო ისიც, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლიც, იმას ის გოგო მოს­წონ­და, ჩემ­სას იმ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია, მაგ­რამ ჟვა­ნი­ას რა და რო­გორ მო­ეჩ­ვე­ნა, არ ვიცი. ყვე­ლა­ნი, ვინც იქ იყ­ვნენ, ლე­ვა­ნი­კოს თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან, ის გო­გო­ნაც. შევ­ხვდე­ბი დე­და­მისს, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი... რომ გა­ვი­გე 15 წე­ლიო, შე­მე­ცო­და, კაცო, ის ბიჭი და დე­და­მი­სი" - გა­ნა­ცხა­და გოგი თო­ფა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნი­ას, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ლე­ვან თო­ფა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ეკა­ტე­რი­ნე კუ­კუ­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე ბუსა ჟვა­ნი­ას­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი მისი 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და.

ავ­ტო­რი: ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 95 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
37

კოდექსი და სასამართლო საჭირო აღარ არის,შემეცოდა ,არ შემეცოდა,დაველაპარაკები და ასე შემდეგ! ჟვანია კი არა კურდღელაშვილი რომ ყოფილიყო მიასჯევინებდა 15 წელს! ნასვამობა შემამსუბუქებელი გარემოება რომ არაა,ბაბუა პარლამენტარმა არ იცის! საქართველო დაღმართზე მიგორავს....

მიკი
101

15 წელი ცოდოა ახალგაზრდა კაცი, თან დაზარალებული უკეთაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რატომღაც ვფიქრობ ამ შემთხვევაში მკვლელობის განზრახვა არ ქონია ბრალდებულს, თუმცა ჭრილობის ხარისხიდან გამომდინარე ამაზე გამოძიებამ უნდა იმსჯელოს, შესაძლოა ისევ შეცვალონ კვალიფიკაცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ვნახავ ქალბატონ ნინოს... რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება" - გოგი თოფაძე ამბობს, რომ ბუსა ჟვანიასთვის სასჯელის დამძიმება მისი სურვილი არ იყო

"ვნახავ ქალბატონ ნინოს... რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება" - გოგი თოფაძე ამბობს, რომ ბუსა ჟვანიასთვის სასჯელის დამძიმება მისი სურვილი არ იყო

ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბუსა ჟვანიას დედა ნინო ქადაგიძე დაზარალებულის ოჯახს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

"პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო ოჯახს და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის. პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა, არ გავურბივართ. ჯერ მიმდინარეობს გამოძიება. იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება, თუმცა მგონია, რომ ისე დაუმძიმეს ბრალი... ძალიან მძიმე იყო ეს ჩემთვის", - განაცხადა ქადაგიძემ და კითხვაზე, მართლა დაურეკა თუ არა მან გოგი თოფაძეს, უპასუხა, რომ დაურეკა ბოდიშის მოსახდელად და არა მოსალაპარაკებლად.

შედგა თუ არა საუბარი დაკავებულის დედასა და დაზარალებულის ოჯახს შორის, ამის გასარკვევად AMBEBI.GE გოგი თოფაძეს დაუკავშირდა.

ყოფილმა პარლამენტარმა დაადასტურა, რომ მისი შვილიშვილის საქმეში ბრალდებული ბუსა ჟვანიას დედამ, ნინო ქადაგიძემ მართლაც დაურეკა.

"ქალბატონმა ნინომ დამირეკა, მას რას ვერჩი... იმ დროს პოლიციაში ვიყავი და ჩემი დაკითხვა მიდიოდა. ვუთხარი, საღამოს დამირეკეთ, სახლში ვიქნები-მეთქი, ვიცნობ ამ ქალბატონს, რა უნდა ვუთხრა, რა უნდა ვქნა? პოლიციაში ის ვთქვი, რაც იყო. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სასჯელის ზომის ასე აწევა ჩემი სურვილი არ ყოფილა, არ წავალ ამაზე თანახმა. მეგონა, ბავშვი კვდებოდა, გამწარებული ვიყავი და რა მოხდა და რატომ გადაწყვიტეს, ეს უკვე არ ვიცი, არაა ჩემი ბრალი.

რა ვუქნა იმას, რაც ჩვენებაში მიწერია და რაზეც ორჯერ მომაწერინეს ხელი? პირველი 2 დღე გიჟად ვიყავი და ის დავწერე, რაც რეალურად ვიცოდი. ვიცნობ დედამისს, კაი ქალია, ტირის, მაგრამ რა ვქნა?

მე რაც პოლიციას ვუთხარი, ის არ ითვალისწინებს 15 წელს, მაქსიმუმ 3 თუ 4 წელს. ვნახავ იმ ქალბატონს, ავუხსნი ყველაფერს და რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება...

ისე, ის ბიჭი 2 დღის წინ რომ სადღაც მენახა, იქნება მომეკლა კიდეც, მაგრამ ახლა ლევანი უკეთესობისკენაა და სიფიცხემ გადამიარა. მთვრალი იყო ისიც, ჩემი შვილიშვილიც, იმას ის გოგო მოსწონდა, ჩემსას იმ ქალთან ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ ჟვანიას რა და როგორ მოეჩვენა, არ ვიცი. ყველანი, ვინც იქ იყვნენ, ლევანიკოს თანაკლასელები არიან, ის გოგონაც. შევხვდები დედამისს, დაველაპარაკები... რომ გავიგე 15 წელიო, შემეცოდა, კაცო, ის ბიჭი და დედამისი" - განაცხადა გოგი თოფაძე.

ცნობისთვის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ავტორი: ნანა ფიცხელაური

თბილისში, ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომლები ორი  ადამიანის ცემის ბრალდებით  დააკავეს

"გამოჩნდა ბაჩანა-2 ემზარ საბანაძის სახით, რომელმაც დააყენა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი" - თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს

"მოზარდის გარდაცვალება ფარავს ყველაფერს, რომ რაიმე საშეღავათო პირობა მოვითხოვოთ" - ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა