სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან პროკურატურის მიერ დაკავებული ექიმები?
ვინ არიან პროკურატურის მიერ დაკავებული ექიმები?

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე და ცნო­ბი­ლი ან­გიო ქი­რურ­გი ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნი არი­ან.

მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "მთა­ვა­რი არხი" ავ­რცე­ლებს. ექი­მებს ბრა­ლი უკვე წა­რედ­გი­ნათ.

"თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" იუ­რის­ტის, ნუცა ბურ­დუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი­სა და ექი­მის მი­მართ წარ­დგე­ნილ ბრალს დაც­ვის მხა­რე არ ეთან­ხმე­ბა. რო­გორც ბურ­დუ­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ინ­ფორ­მა­ცია სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის მიერ ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხით გავ­რცელ­და და ის სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია მოხ­და და არას­წო­რად გაჟ­ღერ­და ინ­ფორ­მა­ცია. "თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ვად­მყო­ფო­ში" და­ახ­ლო­ე­ბით, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და იტა­ლი­ი­დან დარ­გის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა და მათ არა­ერ­თი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს.

კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ოპე­რა­ცი­ა­ში ისე­ვე, რო­გორც ეს ცნო­ბი­ლი იყო პა­ცი­ენ­ტის­თვის და მისი კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. არ ვე­თან­ხმე­ბით წარ­დგე­ნილ ბრალს და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­სა­მარ­თლო უმოკ­ლეს ვა­და­ში მი­ი­ღებს კა­ნო­ნი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. გთხოვთ, და­ვიც­ვათ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია და და­ვე­ლო­დოთ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ბურ­დუ­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რამ დღეს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში" იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი ექი­მე­ბის ნაც­ვლად, ორი ოპე­რა­ცია კლი­ნი­კის ექი­მებ­მა ჩა­ა­ტა­რეს, რის შე­დე­გაც ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და.

რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, 25 წლის ნა­თია ცი­რე­კი­ძე ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მებს უჩი­ო­და, რის გა­მოც 2018 წელს თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფოს მი­მარ­თა. მას ერთი თვის შუ­ა­ლე­დით ორი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. გან­მე­ო­რე­ბი­თი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვი­სას პა­ცი­ენ­ტი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა და ამ დრომ­დე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბა.

"უსის­ხლო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ­მა ანეს­თე­ზია არას­წო­რად გა­უ­კე­თა. შე­დე­გად, მას ჟანგბა­დი 13-15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­ე­წო­დე­ბო­და, ბავ­შვი გა­ი­თი­შა და დღემ­დე იმ­ყო­ფე­ბა კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ე.წ კუნ­თის მო­დუ­ნე­ბის ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და.

არ მინ­და, უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია და­ვარ­ღვიო, მაგ­რამ რომ აცხა­დებს ზო­გი­ერ­თი უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ა­ნო, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დო­კუ­მენტზე რას იტყვი­ან?!" - აღ­ნიშ­ნა ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ნა­თია ცი­რე­კი­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კორონიკო!
20

სხვაც ეყოლებათ გაუბედურებული!

 

tata
0

რამდენჯერ მოხდა,ნაღვლის ბუშტი,ხომ გაურთულდათ,2თვის წინ,ქალბატონი ც გარდაეცვალათ ქირურგების დაუდევრობის დამო,ჩაფარცხეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ვინ არიან პროკურატურის მიერ დაკავებული ექიმები?

ვინ არიან პროკურატურის მიერ დაკავებული ექიმები?

თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე დაკავებულები ცენტრალური კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ცნობილი ანგიო ქირურგი ვახტანგ ყიფიანი არიან.

მათ შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. ექიმებს ბრალი უკვე წარედგინათ.

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" იურისტის, ნუცა ბურდულაძის განცხადებით, კლინიკის დირექტორისა და ექიმის მიმართ წარდგენილ ბრალს დაცვის მხარე არ ეთანხმება. როგორც ბურდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია საგამოძიებო უწყების მიერ ინტერპრეტირებული სახით გავრცელდა და ის სიმართლეს არ შეესაბამება.

"სამწუხაროდ, ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა და არასწორად გაჟღერდა ინფორმაცია. "თბილისის ცენტრალურ სავადმყოფოში" დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში ხდებოდა იტალიიდან დარგის წამყვანი სპეციალისტების ჩამოყვანა და მათ არაერთი ოპერაცია ჩაატარეს.

კონკრეტულ შემთხვევაში, ისინი მონაწილეობდნენ ოპერაციაში ისევე, როგორც ეს ცნობილი იყო პაციენტისთვის და მისი კანონიერი წარმომადგენლებისთვის. არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალს და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო უმოკლეს ვადაში მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას. გთხოვთ, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბურდულაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" იტალიიდან ჩამოსული ექიმების ნაცვლად, ორი ოპერაცია კლინიკის ექიმებმა ჩაატარეს, რის შედეგაც ახალგაზრდა გოგონა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა.

როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, 25 წლის ნათია ცირეკიძე ხერხემლის პრობლემებს უჩიოდა, რის გამოც 2018 წელს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართა. მას ერთი თვის შუალედით ორი ოპერაცია ჩაუტარდა. განმეორებითი ქირურგიული ჩარევისას პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

"უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა, ანესთეზიოლოგმა ანესთეზია არასწორად გაუკეთა. შედეგად, მას ჟანგბადი 13-15 წუთის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ბავშვი გაითიშა და დღემდე იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. ე.წ კუნთის მოდუნების ოპერაცია ჩატარდა.

არ მინდა, უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, მაგრამ რომ აცხადებს ზოგიერთი უდანაშაულოები არიანო, რეგულირების სააგენტოს დოკუმენტზე რას იტყვიან?!" - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა.

"ბუსა ციხიდან ერთ წელში გამოვა, დავინდეთ… სხვათა შორის, ლევანს მასთან შერიგებაც უნდოდა" - რას ამბობს თოფაძე ჟვანიას საქმესა და შვილიშვილის მდგომარეობაზე?

შემოსავლების სამსახურის თანამშრომელზე ფიზიკური ანგარიშსწორება ყოფილმა თანამშრომელმა განახორციელა - უწყების განცხადება

"იმ პირობით, რომ ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა და გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა" - რა წერია ქობულეთში დაკავებულის ბრალდებაში?