სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიმართლის დასადგენად ერთი აგური დაიდო, FBI-ს ვენდობი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
"სიმართლის დასადგენად ერთი აგური დაიდო, FBI-ს ვენდობი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხვალ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში 11:00 სა­ათ­ზე მივ­ლენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დამ, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, საქ­მე­ში FBI-ს ჩარ­თვა ოჯახს სი­მარ­თლის დად­გე­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში შე­სახ­ვედ­რად ხვალ,11:00 სა­ათ­ზე მივ­დი­ვართ, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ 5 გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან, რომ­ლე­ბიც უწყე­ბამ გა­მო­ყო. ასე ვფიქ­რობ, სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად ერთი აგუ­რი და­ი­დო. FBI-ს ვენ­დო­ბი, რა­საც და­ად­გე­ნენ, ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვიქ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ამე­რი­კის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ბი­უ­როს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნით, უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხვალ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს შეხ­ვდე­ბი­ან.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"სიმართლის დასადგენად ერთი აგური დაიდო, FBI-ს ვენდობი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"სიმართლის დასადგენად ერთი აგური დაიდო, FBI-ს ვენდობი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტროში 11:00 საათზე მივლენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განუცხადა, საქმეში FBI-ს ჩართვა ოჯახს სიმართლის დადგენაში დაეხმარება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში შესახვედრად ხვალ,11:00 საათზე მივდივართ, სავარაუდოდ, იმ 5 გამომძიებელთან, რომლებიც უწყებამ გამოყო. ასე ვფიქრობ, სიმართლის დასადგენად ერთი აგური დაიდო. FBI-ს ვენდობი, რასაც დაადგენენ, ყველაფერზე თანახმა ვიქნები“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს. აღნიშნული მიზნით, უწყების წარმომადგენლები ხვალ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდებიან.

ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ბევრი წყარო იძლევა უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ბაჩალიაშვილი მოკლულია... ფლობდა ისეთ ინფორმაციას, რისი მსხვერპლიც გახდა" - ადვოკატი

"ვნახავ ქალბატონ ნინოს... რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება" - გოგი თოფაძე ამბობს, რომ ბუსა ჟვანიასთვის სასჯელის დამძიმება მისი სურვილი არ იყო

"ზღვიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ეს საშინელება მოხდა" - ანაკლია-განმუხურის გზაზე ავარიას 17 წლის ბიჭები ემსხვერპლნენ