სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი" - რა თქვეს ნინო ქადაგიძემ და გოგლა ჟვანიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ
"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი" - რა თქვეს ნინო ქადაგიძემ და გოგლა ჟვანიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ლე­ვან თო­ფა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟს, ბუსა ჟვა­ნი­ას, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სებს ად­ვო­კა­ტე­ბი ირმა ჭკა­დუა და თე­ო­ნა გვა­ზა­ვა იცა­ვენ. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულს მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე არ უსა­უბ­რია, მხო­ლოდ თა­ვი­სი ვი­ნა­ო­ბა გა­აც­ნო სა­სა­მარ­თლოს.

"და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, 1996 წლის 14 ოქ­ტომ­ბერს, ვარ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბით, ვმუ­შა­ობ ეროვ­ნულ ბან­კში სპე­ცი­ა­ლის­ტად", - თქვა პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულ­მა.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მას ბრალ­დე­ბუ­ლის ბიძა, გოგ­ლა ჟვა­ნია, დედა, ნინო ქა­და­გი­ძე და ბუ­სას დები ეს­წრე­ბოდ­ნენ. დარ­ბაზ­ში მო­სა­მარ­თლემ ოჯა­ხის სხვა ახ­ლობ­ლე­ბი არ და­უშ­ვა. ამი­ტომ ისი­ნი მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ფო­ი­ე­ში ელოდ­ნენ.

სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ნინო ჟვა­ნი­ას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღარ უსა­უბ­რია. დარ­ბა­ზი­დან გა­მო­სულ­მა, მე­დი­ის შე­კი­თხვა­ზე, თუ რას ფიქ­რობ­და დღე­ვან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, ასე უპა­სუ­ხა: "რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო, მკვდა­რი ვარ ადა­მი­ა­ნი".

ასევე დაგაინტერესებთ
17:18 / 04-08-2020

"ოჯახს მინდა ბოდიში მოვუხადო... მთავარი ჩემთვის რაც იყო, ბავშვი გადარჩა" - რა განაცხადა სასამართლოზე მისულმა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ?

17:50 / 04-08-2020

"დაჭრამდე ბუსა ჟვანიასა და ლევან თოფაძეს შორის სატელეფონო საუბრის დროს შელაპარაკება მოხდა" - პროკურორი

18:09 / 04-08-2020

"ბუსა ჟვანიამ კლინიკას სხვა სახელი და გვარი იმის გამო უთხრა, რომ დედამისს არ ენერვიულა" - ადვოკატი

20:05 / 04-08-2020

"ბატონ გოგი თოფაძეს პატივს ვცემ, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ვიღაც თავს იძვრენს, არ შეესაბამება სიმართლეს" - ბუსა ჟვანიას ადვოკატი

22:33 / 04-08-2020

"ვნახავ ქალბატონ ნინოს... რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება" - გოგი თოფაძე ამბობს, რომ ბუსა ჟვანიასთვის სასჯელის დამძიმება მისი სურვილი არ იყო

18:16 / 06-08-2020

"გადავრჩით... ქალბატონ ნინოსაც შევხვდი და ვილაპარაკეთ" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას დედასთან შეხვედრასა და შვილიშვილის მდგომარეობაზე

კო­მენ­ტარ­ზე უარი გვი­თხრა გოგ­ლა ჟვა­ნი­ა­მაც. მას არ და­უ­მა­ლავს საქ­მის დე­ტა­ლე­ბი რომ იცის, თუმ­ცა სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

გოგ­ლა ჟვა­ნია:

- დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ. რა­მეს ცვლის ამა­ზე სა­უ­ბა­რი? არა­ნა­ირ კო­მენ­ტარს ჯერ არ გა­ვა­კე­თებ, მთა­ვა­რია ბიჭი გა­დარ­ჩა.

- ბა­ტო­ნო გოგ­ლა, გოგი თო­ფა­ძის თქმით, თქვე­ნი ძმის­შვი­ლი იქი­დან გო­გოს გა­მოყ­ვა­ნას ცდი­ლობ­და, მერე ით­ქვა, რომ გოგო იქ იმ დროს არ ყო­ფი­ლა, თქვენ რა იცით?

- გოგო იქ არ იყო. გოგი თო­ფა­ძის გა­მოს­ვლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი რომ გა­ა­კე­თოთ, ეს საკ­მა­რი­სია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის, ძა­ლი­ან ბევრ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას აღ­მო­ა­ჩენთ, მაგ­რამ ამას არა­ვინ არ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. რა აზრი აქვს კო­მენ­ტა­რებს, შოუ უნდა შედ­გეს.

- თვი­თონ რო­გორ და­იჭ­რა ბუსა, რა გი­თხრათ?

- ყვე­ლა­ფე­რი ვიცი, მაგ­რამ არ მი­მაჩ­ნია სა­ჭი­როდ ახლა დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი. ჯერ ბიჭი უნდა გა­მო­ჯან­მრთელ­დეს. მან უნდა და­ი­წყოს სა­უ­ბა­რი, მერე შე­იძ­ლე­ბა აზრი მი­ე­ცეს სა­უ­ბარს. და­ვე­ლო­დოთ ბი­ჭის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას. მთა­ვა­რია კარ­გად მი­დის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი, პა­ლა­ტა­შია უკვე გა­დაყ­ვა­ნი­ლი. იმე­დია, თვი­თონ მის­ცემს ჩვე­ნე­ბას და სა­ინ­ტე­რე­სოა რას იტყვის. გა­ირ­კვე­ვა ბევ­რი რამ.

- გო­გოს თემა გა­ნი­ხი­ლე­ბა ერთ-ერთ ვერ­სი­ად. ბუ­სას და იმ გო­გოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ხომ არა­ფერს იტყვით?

- არ ვა­პი­რებ ახლა დე­ტა­ლე­ბის გან­ხილ­ვას და ამა­ზე სა­უ­ბარს.

საქ­მის ირ­გვლივ გა­მო­ძი­ე­ბა კი გრძელ­დე­ბა. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან პო­ლი­ცი­ას ორი დანა აქვს ამო­ღე­ბუ­ლი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მე­ო­რე და­ნით იყოს დაჭ­რი­ლი ბუსა ჟვა­ნია. და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა, რომ­ლის შე­დე­გად გა­ირ­კვე­ვა, ვის ეკუთ­ვნის აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნე­ბი.

ავ­ტო­რი: თეა ხურ­ცი­ლა­ვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
18

თავში აქვთ ავარდნილი და აბოროტებენ ოჯახებს. 

როგორც იქნა
3

როგირც იქნა, პირველი მშობელი, რომელიც აღიარებს შვილის დანაშაულს და ხელს არ აფარებს მას..

ქ-ნო ნინო, ღმართმა გამძლეობა მოგცეთ, რომ ამ გამსაცდელსაც გაუძლოთ..ხოლო ბუსას დაჭკვიანება, არ უნდა დაივიწყოს ვისი შვილია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი" - რა თქვეს ნინო ქადაგიძემ და გოგლა ჟვანიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი" - რა თქვეს ნინო ქადაგიძემ და გოგლა ჟვანიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ჟვანიას ვაჟს, ბუსა ჟვანიას, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატები ირმა ჭკადუა და თეონა გვაზავა იცავენ. სასამართლო პროცესზე ბრალდებულს მომხდარის დეტალებზე არ უსაუბრია, მხოლოდ თავისი ვინაობა გააცნო სასამართლოს.

"დავიბადე თბილისში, 1996 წლის 14 ოქტომბერს, ვარ უმაღლესი განათლებით, ვმუშაობ ეროვნულ ბანკში სპეციალისტად", - თქვა პროცესზე ბრალდებულმა.

სასამართლო სხდომას ბრალდებულის ბიძა, გოგლა ჟვანია, დედა, ნინო ქადაგიძე და ბუსას დები ესწრებოდნენ. დარბაზში მოსამართლემ ოჯახის სხვა ახლობლები არ დაუშვა. ამიტომ ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას ფოიეში ელოდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ ნინო ჟვანიას ჟურნალისტებთან აღარ უსაუბრია. დარბაზიდან გამოსულმა, მედიის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, ასე უპასუხა: "რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი".

კომენტარზე უარი გვითხრა გოგლა ჟვანიამაც. მას არ დაუმალავს საქმის დეტალები რომ იცის, თუმცა საუბრისგან თავი შეიკავა.

გოგლა ჟვანია:

- დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რამეს ცვლის ამაზე საუბარი? არანაირ კომენტარს ჯერ არ გავაკეთებ, მთავარია ბიჭი გადარჩა.

- ბატონო გოგლა, გოგი თოფაძის თქმით, თქვენი ძმისშვილი იქიდან გოგოს გამოყვანას ცდილობდა, მერე ითქვა, რომ გოგო იქ იმ დროს არ ყოფილა, თქვენ რა იცით?

- გოგო იქ არ იყო. გოგი თოფაძის გამოსვლის ფსიქოლოგიური ანალიზი რომ გააკეთოთ, ეს საკმარისია ჟურნალისტებისთვის, ძალიან ბევრ წინააღმდეგობას აღმოაჩენთ, მაგრამ ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას. რა აზრი აქვს კომენტარებს, შოუ უნდა შედგეს.

- თვითონ როგორ დაიჭრა ბუსა, რა გითხრათ?

- ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ მიმაჩნია საჭიროდ ახლა დეტალებზე საუბარი. ჯერ ბიჭი უნდა გამოჯანმრთელდეს. მან უნდა დაიწყოს საუბარი, მერე შეიძლება აზრი მიეცეს საუბარს. დაველოდოთ ბიჭის გამოჯანმრთელებას. მთავარია კარგად მიდის გამოჯანმრთელების პროცესი, პალატაშია უკვე გადაყვანილი. იმედია, თვითონ მისცემს ჩვენებას და საინტერესოა რას იტყვის. გაირკვევა ბევრი რამ.

- გოგოს თემა განიხილება ერთ-ერთ ვერსიად. ბუსას და იმ გოგოს ურთიერთობაზე ხომ არაფერს იტყვით?

- არ ვაპირებ ახლა დეტალების განხილვას და ამაზე საუბარს.

საქმის ირგვლივ გამოძიება კი გრძელდება. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დანაშაულის ადგილიდან პოლიციას ორი დანა აქვს ამოღებული. არ არის გამორიცხული მეორე დანით იყოს დაჭრილი ბუსა ჟვანია. დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის შედეგად გაირკვევა, ვის ეკუთვნის აღნიშნული დანები.

ავტორი: თეა ხურცილავა

14 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ყაჩაღობა ქუთაისში - 73 წლის მამაკაცი სასტიკად, უთოთი აწამეს

ბათუმში დაჭრილი მამაკაცი იპოვეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა