მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"25 წლის გოგო ექიმების გულგრილობითა და თაღლითობით, 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია" - ადვოკატი
"25 წლის გოგო ექიმების გულგრილობითა და თაღლითობით, 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია" - ადვოკატი

პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი ექი­მე­ბის ნაც­ვლად, ორი ოპე­რა­ცია კლი­ნი­კის ექი­მებ­მა ჩა­უ­ტა­რეს, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 20 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენტს უსის­ხლო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

"25 წლის გოგო ექი­მე­ბის გულ­გრი­ლო­ბით, და­უ­დევ­რო­ბი­თა და თაღ­ლი­თო­ბით, 20 თვეა კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ელე­მენ­ტა­რუ­ლი უსის­ხლო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ­მა ანეს­თე­ზია არას­წო­რად გა­უ­კე­თა. შე­დე­გად, მას ჟანგბა­დი 13-15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­ე­წო­დე­ბო­და, ბავ­შვი გა­ი­თი­შა და დღემ­დე იმ­ყო­ფე­ბა კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ე.წ კუნ­თის მო­დუ­ნე­ბის ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და. მე მაქვს დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც წე­რია, რომ ექი­მებს არ ჰქონ­დათ სა­ე­ქი­მო პრაქ­ტი­კა და ლი­ცენ­ზია", - გა­ნა­ცხა­და გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, "თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" დი­რექ­ტო­რი გ.ლ. და ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მი ვ.ყ. და­ა­კა­ვეს, ხოლო უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე მ.ხ.-ს მი­მართ და­უს­წრებ­ლად იქნა გა­მო­ტა­ნი­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ. ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია იტა­ლი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექი­მე­ბის ნაც­ვლად, შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზი­ის არმ­ქო­ნე პი­რებ­მა გა­უ­კე­თეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"25 წლის გოგო ექიმების გულგრილობითა და თაღლითობით, 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია" - ადვოკატი

"25 წლის გოგო ექიმების გულგრილობითა და თაღლითობით, 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია" - ადვოკატი

პაციენტი, რომელსაც „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ იტალიიდან ჩამოსული ექიმების ნაცვლად, ორი ოპერაცია კლინიკის ექიმებმა ჩაუტარეს, კომატოზურ მდგომარეობაში 20 თვის განმავლობაში იმყოფება.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა.

"25 წლის გოგო ექიმების გულგრილობით, დაუდევრობითა და თაღლითობით, 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. ელემენტარული უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა, ანესთეზიოლოგმა ანესთეზია არასწორად გაუკეთა. შედეგად, მას ჟანგბადი 13-15 წუთის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ბავშვი გაითიშა და დღემდე იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. ე.წ კუნთის მოდუნების ოპერაცია ჩატარდა. მე მაქვს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ექიმებს არ ჰქონდათ საექიმო პრაქტიკა და ლიცენზია", - განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

"ოჯახს მინდა ბოდიში მოვუხადო... მთავარი ჩემთვის რაც იყო, ბავშვი გადარჩა" - რა განაცხადა სასამართლოზე მისულმა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ?

"ოპერაცია იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით ჩატარდა ისე, როგორც პაციენტმა იცოდა" - რას ამბობენ საავადმყოფოს იურისტები

პროკურატურამ "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავა