მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური კრიმინალური საქმეები, რომლებიც ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების შვილებს უკავშირდება
სკანდალური კრიმინალური საქმეები, რომლებიც ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების შვილებს უკავშირდება

მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც თით­ქმის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და პან­დე­მი­აც კი გა­და­ფა­რა, გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ლე­ვან თო­ფა­ძის დაჭ­რის საქ­მე აღ­მოჩ­ნდა. თე­მას რე­ზო­ნან­სუ­ლო­ბა იმა­ნაც შე­მა­ტა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟი ბუსა (ბე­სა­რი­ონ) ჟვა­ნია გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

ბუსა არ ყო­ფი­ლა პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შვი­ლე­ბი­დან, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა დროს კა­ნონ­თან პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ. შე­გახ­სე­ნებთ ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სულ საქ­მე­ებს, რო­მელ­შიც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შვი­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ:

  • თა­რაშ კან­დე­ლა­კი - გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის ვაჟი

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ პო­ლი­ცი­ამ გორ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, მოკ­რი­ვე გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის შვი­ლი თა­რაშ კან­დე­ლა­კი და­ა­კა­ვა. რეს­ტო­რან "ჯო­ზეფ­ში" ახალ­გაზ­რდებს შო­რის ჩხუ­ბის დროს თა­რაშ კან­დე­ლაკ­მა 2001 წელს და­ბა­დე­ბულ ე.თ.-ს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი ე.თ. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ ეტაპ­ზე თა­რაშ კან­დე­ლა­კი და­კა­ვე­ბუ­ლია. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

  • თორ­ნი­კე კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი - ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის ვაჟი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის შვი­ლის საქ­მე ორი წლის წინ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით დას­რულ­და. კო­პა­ლე­იშ­ვილს ბრა­ლად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა ედე­ბო­და, პო­ლი­ტი­კო­სის ვაჟი მა­შინ 18 წლის გახ­ლდათ და ამი­ტომ მას­ზე გავ­რცელ­და არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ბრა­ლი აღი­ა­რა.

  • და­ვით კო­ბა­ლა­ძე - კობა კო­ბა­ლა­ძის ვაჟი

რე­ზო­ნან­სუ­ლი აღ­მოჩ­ნდა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტის, კობა კო­ბა­ლა­ძის შვი­ლის, და­ვით კო­ბა­ლა­ძის საქ­მეც. ახალ­გაზ­რდას გა­მო­ძი­ე­ბა 24 ივ­ნისს, 5 თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცე­მა­სა და მის­თვის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბას ედა­ვე­ბა. პარ­ლა­მენ­ტა­რის შვილს ბრა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან 17 დღე­ში, მე­დი­ით გა­სუ­ლი ანონ­სის შემ­დეგ წა­უ­ყე­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბა და­ვით კო­ბა­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ბა­ლა­ძე და მას­თან ერ­თად მყო­ფი კი­დევ 5 ადა­მი­ა­ნი, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, თავს და­ეს­ხა 23 წლის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს და სცე­მა. 6 თავ­დამ­სხმე­ლი­დან ოთხი - 23 წლის ახალ­გაზ­რდას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, ორმა კი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა. და­ვით კო­ბა­ლა­ძე 20 წლი­საა.

  • რატი მი­ლო­რა­ვა - ეკა ბე­სე­ლი­ას ვაჟი

რატი მი­ლო­რა­ვას პო­ლი­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა სკან­და­ლის მი­ზე­ზი, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კო­სი დედა ამ ფაქ­ტებს ყო­ველ­თვის მის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­ში­რებ­და. ბე­სე­ლია ამ­ბობ­და, რომ მის შვილს სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სწო­რედ დე­დის მი­მართ ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით აკა­ვებ­და. რა­ტის სა­ხელს სხვა­დას­ხვა დროს ხში­რად უკავ­ში­რებ­დნენ ამა თუ იმ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს.

რატი მი­ლო­რა­ვა 2013 წელს "სქაი ბარ­ში" მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში ფი­გუ­რი­რებ­და, რო­მე­ლიც მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მოხ­და. შემ­თხვე­ვის დროს ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა და­იჭ­რა, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით რატი მი­ლო­რა­ვამ გა­ნა­ცხა­და, ის უბ­რა­ლოდ ჩხუ­ბის გაშ­ვე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. რატი მი­ლო­რა­ვა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 2009 წელს ქო­ბუ­ლეთ­ში და­ა­კა­ვეს. ეს ფაქ­ტი სა­სა­მარ­თლოს მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად დას­ტურ­დე­ბა. შემ­თხვე­ვა 2009 წელს ქო­ბუ­ლეთ­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მოხ­და. ეკა ბე­სე­ლი­ას ვაჟი და ეკას ძმა, სერ­გო ბე­სე­ლია ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს.

  • ძმე­ბი გაგა და რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი - ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ვა­ჟე­ბი

სხვა­დას­ხვა დროს კა­ნონ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა მო­უხ­დათ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ორი­ვე ვაჟს. ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის უმ­ცრო­სი ვაჟი, გაგა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე 2012 წელს და­ა­კა­ვეს. გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 239-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით წა­უ­ყე­ნეს, რაც ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ხუ­ლიგ­ნო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. საქ­მე ეხე­ბა 2012 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კაფე "გა­ლე­რე­ა­ში" მომ­ხდარ ჩხუბს, რომ­ლის დრო­საც კაფე "გა­ლე­რე­ას" დაც­ვის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ირაკ­ლი ცინ­დე­ლი­ა­ნი და­იჭ­რა. მა­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოც გავ­რცელ­და. დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი საჯ­დო­მის ნერვში იყო დაჭ­რი­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ლა­პა­რა­კე­ბა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც გა­ჩე­ჩი­ლა­ძე კლუბ­ში შეს­ვლას მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცდი­ლობ­და.

რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ამ­ბა­ვი უფრო სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა ძმის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რად­გან მან ორი წლის წინ "და­ი­ნინგ რუმ­ში" ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია სცე­მა. რო­გორც ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ვა­ჟის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებ­და, და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი იყო. შემ­თხვე­ვის დროს ნიკა გვა­რა­მი­ას­თან ერ­თად და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი, მა­რი­ნა ბე­რი­ძე და მისი სხვა მე­გობ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ და­ნა­შა­უ­ლი თა­ვად აღი­ა­რა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა. რის შემ­დე­გაც ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს და 5000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. სწო­რედ ამ ინ­ცინ­დენ­ტის დროს თქვა ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან კო­მენ­ტარ­ში მა­რი­ნა ბე­რი­ძემ ცნო­ბი­ლი ფრა­ზა: "იქ იჯდა თფი­ლი­სი..."

  • ნუგ­ზარ წე­რე­თე­ლი - გიგი წე­რე­თე­ლის ვაჟი

2013 წელს ოქ­რო­ყა­ნის გზა­ზე მომ­და­რი ავა­რი­ის დროს 20 წლის ბა­ი­კე­რი ბექა სეხ­ნი­აშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. ოქ­რო­ყა­ნის გზა­ზე სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, რა დრო­საც შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბილ­ში გიგი წე­რეთ­ლის ვაჟი იჯდა. 20 წლის ბა­ი­კე­რი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მოგ­ვი­ა­ნე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა გიგი წე­რე­თელ­მაც, რო­მე­ლიც უარ­ყოფ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მისი შვი­ლი იჯდა სა­ჭეს­თან და არც იმას ადას­ტუ­რებ­და, რომ ის ნას­ვა­მი იყო.

გარ­დაც­ვლი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის ვაჟს ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან პრობ­ლე­მე­ბი არა­ერ­თხელ შე­ექ­მნა. პირ­ვე­ლად ლელა კი­ლა­ძე­ზე ახ­ლად­და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი გუკა გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდა, მა­შინ რჩე­უ­ლიშ­ვილს ცენ­ტრ პო­ინ­ტის საქ­მე­ზე და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მე­ო­რედ აღ­მოჩ­ნდა გი­სო­სებს მიღ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი. ამ­ჯე­რად მე­ო­რე მე­უღ­ლის სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე. ლელა კი­ლა­ძემ ქმარს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის გამო უჩივ­ლა. ამ­ჟა­მად გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ექ­ვსთვი­ან სას­ჯელს იხ­დის.

იხი­ლეთ ვი­დეო

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
1

ამადან უნდა გავშმინდოთ ქვეყანა ეს შაკლები რა დღეში არიან

ნინო
1

და კიდევ....ესენი გვიკითხავენ მორალს???(((

ავტორი:

სკანდალური კრიმინალური საქმეები, რომლებიც ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების შვილებს უკავშირდება

სკანდალური კრიმინალური საქმეები, რომლებიც ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების შვილებს უკავშირდება

მიმდინარე კვირის ყველაზე ხმაურიანი ამბავი, რომელმაც თითქმის ყველა პოლიტიკური პროცესი და პანდემიაც კი გადაფარა, გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის საქმე აღმოჩნდა. თემას რეზონანსულობა იმანაც შემატა, რომ ბრალდებული გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვაჟი ბუსა (ბესარიონ) ჟვანია გახლავთ, რომელიც ამ ეტაპზე უკვე დაკავებულია.

ბუსა არ ყოფილა პირველი პოლიტიკოსების შვილებიდან, რომლებსაც სხვადასხვა დროს კანონთან პრობლემები შეექმნათ. შეგახსენებთ ყველაზე რეზონანსულ საქმეებს, რომელშიც ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების შვილები მონაწილეობდნენ:

  • თარაშ კანდელაკი - გიორგი კანდელაკის ვაჟი

რამდენიმე კვირის წინ პოლიციამ გორში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, მოკრივე გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი დააკავა. რესტორან "ჯოზეფში" ახალგაზრდებს შორის ჩხუბის დროს თარაშ კანდელაკმა 2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამ ეტაპზე თარაშ კანდელაკი დაკავებულია. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თორნიკე კოპალეიშვილი - ხატია დეკანოიძის ვაჟი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შვილის საქმე ორი წლის წინ საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. კოპალეიშვილს ბრალად ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-ტარება ედებოდა, პოლიტიკოსის ვაჟი მაშინ 18 წლის გახლდათ და ამიტომ მასზე გავრცელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებულმა ბრალი აღიარა.

  • დავით კობალაძე - კობა კობალაძის ვაჟი

რეზონანსული აღმოჩნდა "ქართული ოცნების" დეპუტატის, კობა კობალაძის შვილის, დავით კობალაძის საქმეც. ახალგაზრდას გამოძიება 24 ივნისს, 5 თანამზრახველთან ერთად, ახალგაზრდა მამაკაცის ცემასა და მისთვის მძიმე დაზიანებების მიყენებას ედავება. პარლამენტარის შვილს ბრალი დანაშაულის ჩადენიდან 17 დღეში, მედიით გასული ანონსის შემდეგ წაუყენეს. გამოძიება დავით კობალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, კობალაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ 5 ადამიანი, შურისძიების მიზნით, თავს დაესხა 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცს და სცემა. 6 თავდამსხმელიდან ოთხი - 23 წლის ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა, ორმა კი დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. დავით კობალაძე 20 წლისაა.

  • რატი მილორავა - ეკა ბესელიას ვაჟი

რატი მილორავას პოლიციასთან ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი, თუმცა პოლიტიკოსი დედა ამ ფაქტებს ყოველთვის მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა. ბესელია ამბობდა, რომ მის შვილს სააკაშვილის ხელისუფლება სწორედ დედის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით აკავებდა. რატის სახელს სხვადასხვა დროს ხშირად უკავშირებდნენ ამა თუ იმ გახმაურებულ საქმეს.

რატი მილორავა 2013 წელს "სქაი ბარში" მომხდარ ინციდენტში ფიგურირებდა, რომელიც მარიკა ვერულაშვილის ქალიშვილის დაბადების დღეზე მოხდა. შემთხვევის დროს ერთ-ერთი ახალგაზრდა დაიჭრა, როგორც მოგვიანებით რატი მილორავამ განაცხადა, ის უბრალოდ ჩხუბის გაშველებაში მონაწილეობდა. რატი მილორავა სამართალდამცავებმა 2009 წელს ქობულეთში დააკავეს. ეს ფაქტი სასამართლოს მიერ ოფიციალურად დასტურდება. შემთხვევა 2009 წელს ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ეკა ბესელიას ვაჟი და ეკას ძმა, სერგო ბესელია ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს.

  • ძმები გაგა და რატი გაჩეჩილაძეები - ლევან გაჩეჩილაძის ვაჟები

სხვადასხვა დროს კანონთან დაპირისპირება მოუხდათ ლევან გაჩეჩილაძის ორივე ვაჟს. ლევან გაჩეჩილაძის უმცროსი ვაჟი, გაგა გაჩეჩილაძე 2012 წელს დააკავეს. გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც იარაღის გამოყენებით ხულიგნობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 2012 წლის 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფე "გალერეას" დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა. მაშინ სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა. დაცვის თანამშრომელი საჯდომის ნერვში იყო დაჭრილი. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება იმ დროს მოხდა, როდესაც გაჩეჩილაძე კლუბში შესვლას მეუღლესთან ერთად ცდილობდა.

რატი გაჩეჩილაძის ამბავი უფრო სკანდალური აღმოჩნდა ძმისგან განსხვავებით, რადგან მან ორი წლის წინ "დაინინგ რუმში" ტელეწამყვანი და ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია სცემა. როგორც ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის ადვოკატი აცხადებდა, დანაშაულის მოტივი პოლიტიკური იყო. შემთხვევის დროს ნიკა გვარამიასთან ერთად დავით დოიაშვილი, მარინა ბერიძე და მისი სხვა მეგობრები იმყოფებოდნენ. რატი გაჩეჩილაძემ დანაშაული თავად აღიარა და სოციალურ ქსელში დაწერა. რის შემდეგაც ის სამართალდამცავებმა დააკავეს და 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სწორედ ამ ინცინდენტის დროს თქვა ტელევიზიასთან კომენტარში მარინა ბერიძემ ცნობილი ფრაზა: "იქ იჯდა თფილისი..."

  • ნუგზარ წერეთელი - გიგი წერეთელის ვაჟი

2013 წელს ოქროყანის გზაზე მომდარი ავარიის დროს 20 წლის ბაიკერი ბექა სეხნიაშვილი დაიღუპა. ოქროყანის გზაზე საპირისპირო მიმართულებით ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც შეჯახება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში გიგი წერეთლის ვაჟი იჯდა. 20 წლის ბაიკერი ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით კომენტარი გააკეთა გიგი წერეთელმაც, რომელიც უარყოფდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მისი შვილი იჯდა საჭესთან და არც იმას ადასტურებდა, რომ ის ნასვამი იყო.

გარდაცვლილი პოლიტიკოსის ვაჟს ბოლო წლების მანძილზე სამართალდამცავებთან პრობლემები არაერთხელ შეექმნა. პირველად ლელა კილაძეზე ახლადდაოჯახებული გუკა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, მაშინ რჩეულიშვილს ცენტრ პოინტის საქმეზე დააკავეს. თუმცა მოგვიანებით საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს. მეორედ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა რამდენიმე თვის წინ გუკა რჩეულიშვილი. ამჯერად მეორე მეუღლის საჩივრის საფუძველზე. ლელა კილაძემ ქმარს შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო უჩივლა. ამჟამად გუკა რჩეულიშვილი ექვსთვიან სასჯელს იხდის.

იხილეთ ვიდეო