მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 896 ფოტო და 480 ვიდეო" -  მიხეილ რამიშვილი
"თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 896 ფოტო და 480 ვიდეო" -  მიხეილ რამიშვილი

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლია 193 896 ზო­გა­დი ფოტო და 480 ვი­დეო, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ბო­ლოს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი პი­რად კომ­პი­უ­ტერ­ში „18 ივ­ლი­სის, 10:02-ზეა შე­სუ­ლი, მას შემ­დეგ კი ლეპ­ტოპს არ გა­კა­რე­ბია“.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კომ­პი­უ­ტერ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის, „ფე­ის­ბუ­კი­სა“ და „ინ­სტაგ­რა­მის“ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი არ იყო ლო­კა­ლუ­რად და­ყე­ნე­ბუ­ლი“.

რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ისე­თი ფა­ი­ლე­ბი, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის იქ­ნე­ბო­და, ლეპ­ტო­პის სკა­ნი­რე­ბის შე­დე­გად არ აღ­მოჩ­ნდა.

მი­სი­ვე თქმით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი ბო­ლოს ლეპ­ტო­პით არის შე­სუ­ლი 18 ივ­ლისს, 10:02 სა­ათ­ზე, მას შემ­დეგ კი ლეპ­ტოპს არა­ვინ გა­კა­რე­ბია.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, ის­ტო­რი­ა­ში ვებგ­ვერ­დებ­ზე უამ­რა­ვი შეს­ვლა ფიქ­სირ­დე­ბა, მაგ­რამ ისე­თი ფა­ი­ლე­ბი, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის იქ­ნე­ბო­და, ლეპ­ტო­პის სკა­ნი­რე­ბის შე­დე­გად არ აღ­მოჩ­ნდა.

„ვე­რა­ფე­რი მო­ვი­ძიე. არის იუ­თუბ­ზე შე­სუ­ლი, კი­ნო­ე­ბი აქვს ნა­ნა­ხი. სხვაგ­ვა­რი ფა­ი­ლე­ბი, არ არ­სე­ბობს.

ექ­სპერ­ტი­ზის­თვის დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი იყო: 1. ექ­სპერ­ტი­ზა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი „ეფ­ლის" მარ­კის ლეპ­ტო­პი­დან მოხ­დეს და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა, კერ­ძოდ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში „ფე­ის­ბუ­კი­დან“, „მე­სენ­ჯე­რი­დან“, „ვოთ­სა­ფი­დან“, „ინ­სტაგ­რა­მი­დან“, „სკა­ი­პი­დან“ და ა.შ არ­სე­ბუ­ლი სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ზა­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­მო­წე­რა. 2. ლეპ­ტოპ­ში აღ­დგე­ნი­ლი და ამო­ღე­ბუ­ლი იქ­ნას და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შემ­ცვე­ლი ფოტო და ვი­დეო ფა­ი­ლე­ბი, მათი გა­და­ღე­ბის თა­რი­ღე­ბის მი­ხედ­ვით, იყო თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლო ფა­ი­ლე­ბი გაგ­ზავ­ნი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. 3. ლეპ­ტოპ­ში აღ­დგე­ნი­ლი და ამო­ღე­ბუ­ლი იქ­ნას ვებგ­ვერ­დებ­ზე შეს­ვლის ის­ტო­რი­ე­ბი.

ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა შემ­დე­გი, რომ მი­მო­წე­რის პროგ­რა­მე­ბი არ იყო ლო­კა­ლუ­რად და­ყე­ნე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტერ­ში. აღ­მოჩ­ნდა გა­ურ­კვე­ვე­ლი ყვა­ვი­ლე­ბი­სა და პე­ი­ზა­ჟე­ბის ფო­ტო­ე­ბი. იცით რო­გო­რი ასო­ცი­ა­ცია დამ­რჩა? რომ ეს არა­თუ პროგ­რა­მის­ტის და არა­თუ კომ­პი­უ­ტე­რის მცოდ­ნის პი­რა­დი ლეპ­ტო­პია, ეს არის ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნის ლეპ­ტო­პი. მგო­ნი, მე უკე­თე­სი პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­ტე­რი მაქვს, მე­ტად სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში მყო­ფი, უფრო ბევ­რი ფა­ი­ლე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი, უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მქო­ნე, ვიდ­რე თა­მუ­ნას პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რია", - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მე­ში აუ­ცი­ლებ­ლა­დაა ჩა­სარ­თა­ვი ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო­დან და­მა­ტე­ბით ექ­სპერ­ტე­ბი.

„უფრო მეტი ეჭვი მიჩ­ნდე­ბა, რომ კომ­პი­უ­ტერ­თან მი­მარ­თე­ბით ხდე­ბა იმის შექ­მნა, რომ გამ­ყარ­დეს ის ვერ­სი­ე­ბი, რომ ამ გო­გომ, თით­ქოს­და, მარ­თლა საქ­მე თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა. ისე­თი ფო­ტო­ე­ბია იქ, გა­ურ­კვე­ვე­ლი ყვა­ვი­ლე­ბის, პე­ი­ზა­ჟე­ბის.

ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­საქ­მე­ბუ­ლია და მცოდ­ნეა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მე­ბის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცი­ია იქ არ არის.

„იუ­თუბ­ზეა“ შე­სუ­ლი. ბო­ლოს არის შე­სუ­ლი 18 ივ­ლისს 10:02 სა­ათ­ზე, რა­ღაც სა­იტ­ზე და მას შემ­დეგ ლეპ­ტოპს არა­ვინ გა­კა­რე­ბია.

თუ ასე­თი არაფ­რის მთქმე­ლი ინ­ფორ­მა­ცია და მარ­ტო სუ­რა­თე­ბი იქ­ნე­ბო­და, ამ­დე­ნი დღე არ უნდა დას­ჭირ­ვე­ბო­და ამ კლო­ნი­რე­ბას და პრო­ცე­დუ­რებს. ამა­თი გან­მარ­ტე­ბით, რაც მათ გად­მომ­ცეს ყვე­ლა­ფე­რი სრუ­ლად ჩა­ა­ტა­რეს. გან­ცდა მაქვს ერთი, ეჭვი მე­პა­რე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლის კუთ­ვნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რის სკა­ნი­რე­ბის შე­დე­გე­ბის გა­საც­ნო­ბად ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ლეპ­ტო­პის გახ­სნის პრო­ცე­სი ახ­ლა­ხანს დას­რულ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
..
0

პროცედურა რა სახის ინფორმაცია არ ყოფილიყო შიგნით ერთნაირია საჭირო

მამუკა
0

ძალიან საეჭვოა, თითქმის 200 ათასი ფოტოს შენახვა კომპიუტერში. ეს უზარმაზარი ოდენობაა. როდის, ან ვის უნდა ენახა ამდენი ფოტო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 896 ფოტო და 480 ვიდეო" -  მიხეილ რამიშვილი

"თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 896 ფოტო და 480 ვიდეო" -  მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 896 ზოგადი ფოტო და 480 ვიდეო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ბოლოს თამარ ბაჩალიაშვილი პირად კომპიუტერში „18 ივლისის, 10:02-ზეა შესული, მას შემდეგ კი ლეპტოპს არ გაკარებია“.

მისივე განმარტებით, „თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში სოციალური ქსელის, „ფეისბუკისა“ და „ინსტაგრამის“ აპლიკაციები არ იყო ლოკალურად დაყენებული“.

რამიშვილის განცხადებით, ისეთი ფაილები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა, ლეპტოპის სკანირების შედეგად არ აღმოჩნდა.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს ლეპტოპით არის შესული 18 ივლისს, 10:02 საათზე, მას შემდეგ კი ლეპტოპს არავინ გაკარებია.

როგორც მან ჟურნალისტებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ განუცხადა, ისტორიაში ვებგვერდებზე უამრავი შესვლა ფიქსირდება, მაგრამ ისეთი ფაილები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა, ლეპტოპის სკანირების შედეგად არ აღმოჩნდა.

„ვერაფერი მოვიძიე. არის იუთუბზე შესული, კინოები აქვს ნანახი. სხვაგვარი ფაილები, არ არსებობს.

ექსპერტიზისთვის დასმული კითხვები იყო: 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის" მარკის ლეპტოპიდან მოხდეს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა, კერძოდ, სოციალურ ქსელებში „ფეისბუკიდან“, „მესენჯერიდან“, „ვოთსაფიდან“, „ინსტაგრამიდან“, „სკაიპიდან“ და ა.შ არსებული საკონტაქტო ინფორმაციული საკომუნიკაციო ზარების ამსახველი ინფორმაცია და გავრცელებული მიმოწერა. 2. ლეპტოპში აღდგენილი და ამოღებული იქნას დანაშაულთან დაკავშირებული შემცველი ფოტო და ვიდეო ფაილები, მათი გადაღების თარიღების მიხედვით, იყო თუ არა აღნიშნულო ფაილები გაგზავნილი სოციალურ ქსელში. 3. ლეპტოპში აღდგენილი და ამოღებული იქნას ვებგვერდებზე შესვლის ისტორიები.

ექსპერტიზამ დაადგინა შემდეგი, რომ მიმოწერის პროგრამები არ იყო ლოკალურად დაყენებული კომპიუტერში. აღმოჩნდა გაურკვეველი ყვავილებისა და პეიზაჟების ფოტოები. იცით როგორი ასოციაცია დამრჩა? რომ ეს არათუ პროგრამისტის და არათუ კომპიუტერის მცოდნის პირადი ლეპტოპია, ეს არის ძალიან ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანის ლეპტოპი. მგონი, მე უკეთესი პერსონალური კომპიტერი მაქვს, მეტად სამუშაო პროცესში მყოფი, უფრო ბევრი ფაილებით დატვირთული, უფრო მეტი ინფორმაციის მქონე, ვიდრე თამუნას პერსონალური კომპიუტერია", - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, საქმეში აუცილებლადაა ჩასართავი ფედერალური ბიუროდან დამატებით ექსპერტები.

„უფრო მეტი ეჭვი მიჩნდება, რომ კომპიუტერთან მიმართებით ხდება იმის შექმნა, რომ გამყარდეს ის ვერსიები, რომ ამ გოგომ, თითქოსდა, მართლა საქმე თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ისეთი ფოტოებია იქ, გაურკვეველი ყვავილების, პეიზაჟების.

ადამიანი, რომელიც დასაქმებულია და მცოდნეა კომპიუტერული სისტემების, აბსოლუტურად არანაირი ინფორმაციია იქ არ არის.

„იუთუბზეა“ შესული. ბოლოს არის შესული 18 ივლისს 10:02 საათზე, რაღაც საიტზე და მას შემდეგ ლეპტოპს არავინ გაკარებია.

თუ ასეთი არაფრის მთქმელი ინფორმაცია და მარტო სურათები იქნებოდა, ამდენი დღე არ უნდა დასჭირვებოდა ამ კლონირებას და პროცედურებს. ამათი განმარტებით, რაც მათ გადმომცეს ყველაფერი სრულად ჩაატარეს. განცდა მაქვს ერთი, ეჭვი მეპარება ამ ყველაფერთან დაკავშირებით", - განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის კუთვნილი კომპიუტერის სკანირების შედეგების გასაცნობად ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა. ლეპტოპის გახსნის პროცესი ახლახანს დასრულდა.

"დამიდოს FBI-მ დასკვნა, რომ თვითმკვლელობაა და მაშინ დავიჯერებ, შსს-სი არ მჯერა!" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გიორგი ლობჟანიძეს 100 000-ლარიანი გირაო, ექიმებს კი პატიმრობა შეეფარდა - რას ამბობს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ნათია ცირეკიძის მამა

ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს - შსს