სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფლუენსერები და ინფლუენსერ მარკეტინგი - infleuncer.ge
ინფლუენსერები და ინფლუენსერ მარკეტინგი - infleuncer.ge

დღე­ვან­დელ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ტყვა "გავ­ლე­ნაა". ბოლო დროს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ბრენ­დე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად ნაკ­ლე­ბად იყე­ნე­ბენ მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის (PR) ტრა­დი­ცი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და მე­თო­დებს. ცვლი­ლე­ბე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში მსოფ­ლიო მას­შტა­ბით გა­ნა­პი­რო­ბა ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის, ახა­ლი მე­დი­ის შექ­მნამ და გან­ვი­თა­რე­ბამ. შე­იც­ვა­ლა სამ­ყა­რო, მას­თან ერ­თად - კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, შე­იც­ვალ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მათი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, გან­წყო­ბე­ბი და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მათი ნდო­ბის ხა­რის­ხი.

ახალ სამ­ყა­რო­ში ძვე­ლი მე­თო­დე­ბით ბრენ­დე­ბი ვე­ღარ იღე­ბენ სა­სურ­ველ შე­დეგს, სწო­რედ ამი­ტომ, ბრენ­დე­ბის­თვის, მარ­კე­ტე­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის (PR) სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და "სო­ცი­ა­ლუ­რი ვა­ლუ­ტა", რო­მე­ლიც პირ­და­პირ კავ­შირ­შია გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის - ინფლუ­ენ­სე­რე­ბის მუ­შა­ო­ბას­თან.

დღეს­დღე­ო­ბით, ყვე­ლას შე­უძ­ლია გახ­დეს ინფლუ­ენ­სე­რი, ბლო­გე­რი, ვლო­გე­რი. გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი და სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ონ­ლა­ინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­სა­ღე­ბი გახ­და, რაც ძი­რი­თა­დად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა. ინფლუ­ენ­სე­რე­ბის ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვა არის: და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შექ­მნა კა­რი­ე­რის­თვის, ცნო­ბა­დო­ბი­სა და იმი­ჯის შექ­მნა, რო­მე­ლიც გე­ნე­რირ­დე­ბა შე­მო­სავ­ლებ­ში ან უბ­რა­ლოდ გარ­თო­ბა­სა და ჰობ­ში.

არ­სე­ბობს ინფლუ­ენ­სე­რე­ბის ორი ტიპი:

  • კონ­ტენ­ტკრე­ა­ტო­რე­ბი: ბლო­გე­რე­ბი, ვლო­გე­რე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი და ა.შ
  • ლა­იფ­კას­ტე­რე­ბი: სე­ლებ­რი­თე­ბი, ანტრეპ­რე­ნე­რე­ბი, მო­დე­ლე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ა.შ

ლა­იფ­კას­ტე­რე­ბი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­რე­შეც წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი და ცნო­ბი­ლე­ბი არი­ან, ისი­ნი გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებ­ზე, მათ გავ­ლე­ნა ოფ­ლა­ინ­ში მო­ი­პო­ვეს და შემ­დეგ გად­მო­ი­ტა­ნეს თა­ვი­ან­თი იმი­ჯი და სან­დო­ო­ბა ონ­ლა­ინ­ში.

კონ­ტენ­ტკრე­ა­ტო­რე­ბი არი­ან ის ინფლუ­ენ­სე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით გახ­დნენ პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი, ისი­ნი ქმნი­ან სპე­ცი­ა­ლურ იმი­ჯებ­სა და ტექ­სტებს (კონ­ტენტს) ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­სა თუ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის საჩ­ვე­ნებ­ლად, ისი­ნი, რო­გორც ლა­იფ­კას­ტე­რე­ბის, სე­ლებ­რი­თე­ბის მსგავ­სად ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის (გა­მომ­წე­რე­ბის­თვის ) რო­ლუ­რი მო­დე­ლე­ბი არი­ან.

ინფლუ­ენ­სე­რე­ბის მთავ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მათი შე­დე­გია, დღეს კო­მუ­ნი­კა­ცია გახ­და ყვე­ლა­ზე თვლა­დი მისი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე. ცნო­ბა­დო­ბის შექ­მნა, აუ­დი­ტო­რი­ის სწო­რად შერ­ჩე­ვა, მათი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვა ინფლუ­ენ­სე­რე­ბის ძი­რი­თა­დი და­ვა­ლე­ბაა.

https://influencer.ge/ წამ­ყვა­ნი ინფლუ­ენ­სერ სა­ა­გენ­ტოა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ფლობს კვლე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას ინფლუ­ენ­სერ მარ­კე­ტინ­გის ეფექ­ტუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბი­სა და ქარ­თვე­ლი ინფლუ­ენ­სე­რე­ბის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კის შე­სა­ხებ, influencer.ge-ს გუნ­და წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ბრენ­დე­ბის ოცამ­დე ინფლუ­ენ­სერ კამ­პა­ნია.

მა­სა­ლა მო­ამ­ზა­და ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­მუ­ნა მა­ი­სუ­რა­ძემ

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ინფლუენსერები და ინფლუენსერ მარკეტინგი - infleuncer.ge

ინფლუენსერები და ინფლუენსერ მარკეტინგი - infleuncer.ge

დღევანდელ თანამედროვე სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ,,გავლენაა". ბოლო დროს, ორგანიზაციები და ბრენდები ადამიანებზე გავლენის მოსახდენად ნაკლებად იყენებენ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) ტრადიციულ საშუალებებსა და მეთოდებს. ცვლილებები კომუნიკაციაში მსოფლიო მასშტაბით განაპირობა ციფრული სამყაროს, სოციალური ქსელების, ახალი მედიის შექმნამ და განვითარებამ. შეიცვალა სამყარო, მასთან ერთად - კომუნიკაციის ფორმები და საშუალებები, შესაბამისად, შეიცვალნენ ადამიანები, მათი შეხედულებები, განწყობები და, რაც ყველაზე მთავარია, მათი ნდობის ხარისხი.

ახალ სამყაროში ძველი მეთოდებით ბრენდები ვეღარ იღებენ სასურველ შედეგს, სწორედ ამიტომ, ბრენდებისთვის, მარკეტერებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანი გახდა ,,სოციალური ვალუტა", რომელიც პირდაპირ კავშირშია გავლენიანი ადამიანების - ინფლუენსერების მუშაობასთან.

დღესდღეობით, ყველას შეუძლია გახდეს ინფლუენსერი, ბლოგერი, ვლოგერი. განსხვავებულობა, ინდივიდუალიზმი და საკუთარი თავის წარმოჩენა ძალიან პოპულარული და ხშირ შემთხვევაში, ონლაინ საზოგადოებაში მისაღები გახდა, რაც ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება. ინფლუენსერების ძირითადი გამოწვევა არის: დამატებითი ღირებულების შექმნა კარიერისთვის, ცნობადობისა და იმიჯის შექმნა, რომელიც გენერირდება შემოსავლებში ან უბრალოდ გართობასა და ჰობში.

არსებობს ინფლუენსერების ორი ტიპი:

  • კონტენტკრეატორები: ბლოგერები, ვლოგერები, ექსპერტები და ა.შ
  • ლაიფკასტერები: სელებრითები, ანტრეპრენერები, მოდელები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და ა.შ

ლაიფკასტერები არიან ის ადამიანები, რომლებიც სოციალური ქსელების გარეშეც წარმატებულები და ცნობილები არიან, ისინი გავლენას ახდენენ ადამიანების გარკვეულ ჯგუფებზე, მათ გავლენა ოფლაინში მოიპოვეს და შემდეგ გადმოიტანეს თავიანთი იმიჯი და სანდოობა ონლაინში.

კონტენტკრეატორები არიან ის ინფლუენსერები, რომლებიც სოციალური ქსელების დახმარებით გახდნენ პოპულარულები, ისინი ქმნიან სპეციალურ იმიჯებსა და ტექსტებს (კონტენტს) ცხოვრების სტილისა თუ სხვადასხვა მიმართულებების საჩვენებლად, ისინი, როგორც ლაიფკასტერების, სელებრითების მსგავსად ადამიანებისთვის (გამომწერებისთვის ) როლური მოდელები არიან.

ინფლუენსერების მთავრი ღირებულება მათი შედეგია, დღეს კომუნიკაცია გახდა ყველაზე თვლადი მისი ისტორიის მანძილზე. ცნობადობის შექმნა, აუდიტორიის სწორად შერჩევა, მათი გააქტიურება და მაღალი ჩართულობის გამოწვევა ინფლუენსერების ძირითადი დავალებაა.

https://influencer.ge/ წამყვანი ინფლუენსერ სააგენტოა საქართველოში, რომელიც ფლობს კვლევებზე დაფუძნებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინფლუენსერ მარკეტინგის ეფექტური სტრატეგიებისა და ქართველი ინფლუენსერების მუშაობის სპეციფიკის შესახებ, influencer.ge-ს გუნდა წარმატებით განახორციელა საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების ოცამდე ინფლუენსერ კამპანია.

მასალა მოამზადა ჟურნალისტმა თამუნა მაისურაძემ

NS

1 ბავშვი 5 კვ.მ-ზე - რა წესების დაცვა მოუწევთ მშობლებსა და პედაგოგებს ბაგა-ბაღებში

"ოთახი, სადაც მოხდა ჩხუბი, დალუქულია და იკვლევენ" - რას აცხადებს ლევან თოფაძის მამა

რას ამბობენ მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე ახლობლები და რას აცხადებენ "ჰერაში"