მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გოგოს ხელი მოჰკიდა და წაყვანა დაუპირა... ჟვანია მთვრალი იყო. ჯერ გადამირჩეს შვილიშვილი და ნახავენ ეგენი” - გოგი თოფაძე
“გოგოს ხელი მოჰკიდა და წაყვანა დაუპირა... ჟვანია მთვრალი იყო. ჯერ გადამირჩეს შვილიშვილი და ნახავენ ეგენი” - გოგი თოფაძე

2 აგ­ვის­ტოს ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე დაჭ­რეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი - ექ­სპრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბუსა ჟვა­ნია მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ბა­ტონ გოგი თო­ფა­ძეს­თან, რომ­ლის თქმი­თაც, მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა დღეს თვა­ლი გა­ა­ხი­ლა, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა და ბო­ლომ­დე დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლად არ მი­იჩ­ნე­ვა.

გოგი თო­ფა­ძე:- ლე­ვა­ნი­კოს ამ გო­გოს­თან არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო არ ჰქო­ნია. ვი­საც მას­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, ჩემი ნა­თე­სა­ვია და სულ სხვა კა­ცია, რო­მე­ლიც არც არის დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ეს იყო წარ­სულ­ში.

უცხო კაცი შე­მოგ­ვი­ვარ­და სახ­ლში, მერე გა­ვი­გე, ვინც იყო...

ამ ბუ­სას უნ­დო­და გო­გოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა, აბა, ღა­მის 5 სა­ათ­ზე რომ მოვა კაცი, რა უნდა? ისე ად­რეც ჰქო­ნია ამ ბუ­სას მსგავ­სი კრი­მი­ნა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი.

- ად­რეც დაჭ­რა ვინ­მე?

- ერთი და ორი? აბა, მო­სა­მარ­თლე­ებს ჰკი­თხეთ...

- ბუ­საც დაჭ­რი­ლია და ვინ დაჭ­რა?

- ლე­ვა­ნი­კო რო­გორ დაჭ­რი­და, ოთხგან აქვს დანა გარ­ჭო­ბი­ლი, დღეს ძლივს ამო­ი­ღო ხმა. ორ­ჯერ ზურ­გი­დან აქვს დარ­ტყმუ­ლი, ორ­ჯერ კი­სერ­ში. სულ 4 ჭრი­ლო­ბა აქვს ბავ­შვს. სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა, მთე­ლი ექი­მე­ბი მა­გას და­ვა­სიე. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის ორი მე­გო­ბა­რი ბიჭი და ერთი ქალ­ბა­ტო­ნი 2 სა­ა­თამ­დე იყ­ვნენ რეს­ტო­რან­ში. მერე ყა­ვის და­სა­ლე­ვად ამო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან, თით­ქმის ღა­მის სამი სა­ა­თი იყო. ლე­ვა­ნი­კო მე­ო­თხე სარ­თულ­ზე იყო, ძი­რი­თა­დად იქ არის ხოლ­მე. ალა­ლად გე­უბ­ნე­ბით ყვე­ლა­ფერს. მერე ყავა და­ლი­ეს, მუ­სი­კას უს­მენ­დნენ. გა­და­წყვი­ტეს, წყნეთ­ში წა­ვი­დე­თო, რამ­დე­ნი­მეს იქ აგა­რა­კი აქვს. ამ დროს ჩემ­მა მე­უღ­ლემ და­ი­ნა­ხა, რომ სა­დღაც მი­დი­ან (ერთი სარ­თუ­ლით დაბ­ლა ვართ), გა­ვი­და და ნახა, ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ. მა­რი­ნამ აღარ გა­უშ­ვა, კა­რებ­ში ჩად­გა და უთხრა, აქ დარ­ჩით, აქ მო­ის­ვე­ნე­თო და უკან აიყ­ვა­ნა.

ლე­ვა­ნი­კოს ერთ-ერთ მე­გო­ბარს და­უ­რე­კავს იმ ბუ­სას­თან, ვე­ღარ მივ­დი­ვართ წყნეთ­შიო. იმას უთ­ქვამს, მე მო­ვა­ლო და ვინც კი­ნა­ღამ მო­მიკ­ლა შვი­ლიშ­ვი­ლი, 10 წუთ­ში მო­ვი­და. მერე ლე­ვა­ნი­კოს ის მე­გო­ბა­რი ტი­რო­და, - ეს რა გა­ვა­კე­თე, რა­ტომ დავ­რე­კეო. მო­ვი­და ეს ბუ­საა თუ მუსა და მე­ო­თხე სარ­თულ­ზე ამო­ვი­და. ამ გო­გოს­თან 2 თუ 3 წელი ჰქო­ნია რა­ღაც რო­მა­ნი, რამ­დე­ნი­მე­ჯერ­მე უც­დია მერე ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა, ეს გოგო უარ­ზე ყო­ფი­ლა... რომ ამო­ვი­და, გო­გოს ხელი მოჰ­კი­და და წაყ­ვა­ნა და­უ­პი­რა, რა თქმა უნდა, გო­გოს სა­მი­ვე ბიჭი გა­მო­ე­სარ­ჩლა. ჟვა­ნია მთვრა­ლი იყო, თან დანა ჰქონ­და და ჩემს შვი­ლიშ­ვილს ოთხჯერ და­არ­ტყა. სულ სის­ხლით იყო იქა­უ­რო­ბა მოს­ვრი­ლი.

- ბუსა იც­ნობ­და ლე­ვა­ნი­კოს?

- არც ვიცი. ჩემ­მა ცოლ­მა კა­მა­თი რომ გა­ი­გო, ავი­და და კი­ნა­ღამ ისიც მოკ­ლა.

- ჟვა­ნი­აც დაჭ­რი­ლი ყო­ფი­ლა...

- ზღაპ­რე­ბი მო­უყ­ვეს თა­ვის ბე­ბია-ბა­ბუ­ას. სას­წრა­ფო 12 წუთ­ში მო­ვი­და, ლე­ვა­ნი­კოს სას­წრა­ფოდ სის­ხლის გა­დას­ხმა დას­ჭირ­და. ბავ­შვი ბეწ­ვზე გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ეგ ვერ გა­დარ­ჩე­ბა, არ ვა­პა­ტი­ებ ამას. ეგე­ნი ცდი­ლო­ბენ, რა­ღა­ცე­ბი მო­ი­ტყუ­ონ. 5-ის ნა­ხე­ვარ­ზე წა­ვიყ­ვა­ნე ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და 8-ის ნა­ხე­ვარ­ზე და­ვი­ნა­ხე, ჩუ­მად შე­მო­ვი­და ეს ბუსა და შე­მოჰ­ყვა ერთი კაცი. დი­ლით ადრე მო­ვი­და, მე­ო­რედ სა­ღა­მოს და დაწ­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. რა­ღა­ცე­ბი თა­ვად მი­იჭ­რა თუ მო­იჭ­რა... ჯერ გა­და­მირ­ჩეს შვი­ლიშ­ვი­ლი და მერე ნა­ხა­ვენ ეგე­ნი.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
37

ყოველთვის ვიცოდი,რომ გოგი თოფაძე კაცი იყო.

123
12

ბევრი გაუვიდა მაგას და ეხლა არ გაუვა..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“გოგოს ხელი მოჰკიდა და წაყვანა დაუპირა... ჟვანია მთვრალი იყო. ჯერ გადამირჩეს შვილიშვილი და ნახავენ ეგენი” - გოგი თოფაძე

“გოგოს ხელი მოჰკიდა და წაყვანა დაუპირა... ჟვანია მთვრალი იყო. ჯერ გადამირჩეს შვილიშვილი და ნახავენ ეგენი” - გოგი თოფაძე

2 აგვისტოს ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი - ექსპრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ გოგი თოფაძესთან, რომლის თქმითაც, მისმა შვილიშვილმა დღეს თვალი გაახილა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ბოლომდე დასტაბილურებულად არ მიიჩნევა.

გოგი თოფაძე:- ლევანიკოს ამ გოგოსთან არავითარი საერთო არ ჰქონია. ვისაც მასთან ჰქონდა ურთიერთობა, ჩემი ნათესავია და სულ სხვა კაცია, რომელიც არც არის დღეს საქართველოში და ეს იყო წარსულში.

უცხო კაცი შემოგვივარდა სახლში, მერე გავიგე, ვინც იყო...

ამ ბუსას უნდოდა გოგოსთან ურთიერთობის აღდგენა, აბა, ღამის 5 საათზე რომ მოვა კაცი, რა უნდა? ისე ადრეც ჰქონია ამ ბუსას მსგავსი კრიმინალური შემთხვევები.

- ადრეც დაჭრა ვინმე?

- ერთი და ორი? აბა, მოსამართლეებს ჰკითხეთ...

- ბუსაც დაჭრილია და ვინ დაჭრა?

- ლევანიკო როგორ დაჭრიდა, ოთხგან აქვს დანა გარჭობილი, დღეს ძლივს ამოიღო ხმა. ორჯერ ზურგიდან აქვს დარტყმული, ორჯერ კისერში. სულ 4 ჭრილობა აქვს ბავშვს. სასწაულებრივად გადარჩა, მთელი ექიმები მაგას დავასიე. ჩემი შვილიშვილის ორი მეგობარი ბიჭი და ერთი ქალბატონი 2 საათამდე იყვნენ რესტორანში. მერე ყავის დასალევად ამოვიდნენ ჩვენთან, თითქმის ღამის სამი საათი იყო. ლევანიკო მეოთხე სართულზე იყო, ძირითადად იქ არის ხოლმე. ალალად გეუბნებით ყველაფერს. მერე ყავა დალიეს, მუსიკას უსმენდნენ. გადაწყვიტეს, წყნეთში წავიდეთო, რამდენიმეს იქ აგარაკი აქვს. ამ დროს ჩემმა მეუღლემ დაინახა, რომ სადღაც მიდიან (ერთი სართულით დაბლა ვართ), გავიდა და ნახა, ნასვამები იყვნენ. მარინამ აღარ გაუშვა, კარებში ჩადგა და უთხრა, აქ დარჩით, აქ მოისვენეთო და უკან აიყვანა.

ლევანიკოს ერთ-ერთ მეგობარს დაურეკავს იმ ბუსასთან, ვეღარ მივდივართ წყნეთშიო. იმას უთქვამს, მე მოვალო და ვინც კინაღამ მომიკლა შვილიშვილი, 10 წუთში მოვიდა. მერე ლევანიკოს ის მეგობარი ტიროდა, - ეს რა გავაკეთე, რატომ დავრეკეო. მოვიდა ეს ბუსაა თუ მუსა და მეოთხე სართულზე ამოვიდა. ამ გოგოსთან 2 თუ 3 წელი ჰქონია რაღაც რომანი, რამდენიმეჯერმე უცდია მერე ურთიერთობის აღდგენა, ეს გოგო უარზე ყოფილა... რომ ამოვიდა, გოგოს ხელი მოჰკიდა და წაყვანა დაუპირა, რა თქმა უნდა, გოგოს სამივე ბიჭი გამოესარჩლა. ჟვანია მთვრალი იყო, თან დანა ჰქონდა და ჩემს შვილიშვილს ოთხჯერ დაარტყა. სულ სისხლით იყო იქაურობა მოსვრილი.

- ბუსა იცნობდა ლევანიკოს?

- არც ვიცი. ჩემმა ცოლმა კამათი რომ გაიგო, ავიდა და კინაღამ ისიც მოკლა.

- ჟვანიაც დაჭრილი ყოფილა...

- ზღაპრები მოუყვეს თავის ბებია-ბაბუას. სასწრაფო 12 წუთში მოვიდა, ლევანიკოს სასწრაფოდ სისხლის გადასხმა დასჭირდა. ბავშვი ბეწვზე გადარჩა, მაგრამ ეგ ვერ გადარჩება, არ ვაპატიებ ამას. ეგენი ცდილობენ, რაღაცები მოიტყუონ. 5-ის ნახევარზე წავიყვანე ბავშვი საავადმყოფოში და 8-ის ნახევარზე დავინახე, ჩუმად შემოვიდა ეს ბუსა და შემოჰყვა ერთი კაცი. დილით ადრე მოვიდა, მეორედ საღამოს და დაწვა საავადმყოფოში. რაღაცები თავად მიიჭრა თუ მოიჭრა... ჯერ გადამირჩეს შვილიშვილი და მერე ნახავენ ეგენი.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ მოაჯირიდან ჯერ ბაია გადავარდა, მას გიორგიც გადაჰყვა და გოგონას გადარჩენა სცადა

თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

როდის დაფუძნდა და ვის მიერ ბარი, რომლის თანამშრომლებიც მტკვარში გარდაცვლილები ნახეს