მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის განცხადება არის პუტინისტური რუსეთის და ივანიშვილის კლიმატი" - რა განაცხადა ბოკერიამ სააკაშვილის მიერ ვაშაძის კრიტიკაზე?
"სააკაშვილის განცხადება არის პუტინისტური რუსეთის და ივანიშვილის კლიმატი" - რა განაცხადა ბოკერიამ სააკაშვილის მიერ ვაშაძის კრიტიკაზე?

სა­ა­კაშ­ვი­ლის ეს გან­ცხა­დე­ბა ცუდი გან­ცხა­დე­ბაა არა იმი­ტომ, რომ მე გი­ორ­გი ვა­შა­ძის ად­ვო­კა­ტი ვარ… თა­მა­შის ის წე­სე­ბი, რომ გუ­შინ ერ­თად ვი­ყა­ვით, მაგ­რამ თუ რა­ღა­ცა­ზე ვერ ვთან­ხმდე­ბით, მერე უცებ მო­ღა­ლა­ტე ხდე­ბი, ეს არის პუ­ტი­ნის­ტუ­რი რუ­სე­თის კლი­მა­ტი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, ეს არა­ნორ­მა­ლუ­რია, - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგა ბო­კე­რი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" თბი­ლი­სის ოლ­ქებ­ში ერ­თი­ან კან­დი­და­ტებ­ზე შე­თან­ხმე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გი­ორ­გი ვა­შა­ძეს ისან­ში სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტი და­უ­ყე­ნოს, ბო­კე­რი­ას თქმით, თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის შე­თან­ხმე­ბას და­არ­ღვევს და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გი­ორ­გი ვა­შა­ძის კრი­ტი­კის შემ­დეგ მას კონ­კუ­რენ­ტად სხვა კან­დი­დატს და­უს­ვამს, ეს იქ­ნე­ბა "შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვა" და ამით პარ­ტია დარ­ტყმას მი­ი­ყე­ნებს.

"არ არ­სე­ბობს შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვა. ერთ ად­გი­ლას შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვა ნიშ­ნავს ყველ­გან შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვას. არა მგო­ნია, რომ ასე­თი დარ­ტყმა მი­ი­ყე­ნონ თვი­თონ. ასეთ კონ­ტრაქტს ვინც და­არ­ღვევს, ამას ამომ­რჩე­ვე­ლი შე­ა­ფა­სებს. ამით საქ­მეც და­ზა­რალ­დე­ბა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც". ამი­ტომ მგო­ნია, რომ ამას არ შეძ­ლე­ბენ და ვერ შეძ­ლე­ბენ. სა­ა­კაშ­ვი­ლის ეს გან­ცხა­დე­ბა ცუდი გან­ცხა­დე­ბაა არა იმი­ტომ, რომ მე ვა­შა­ძის ად­ვო­კა­ტი ვარ, ისიც ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტია რო­გორც პარ­ტია, მაგ­რამ თა­ვის­თა­ვად, თა­მა­შის ის წე­სე­ბი, რომ გუ­შინ ერ­თად ვი­ყა­ვით, მაგ­რამ თუ რა­ღა­ცა­ზე ვერ ვთან­ხმდე­ბით, მერე უცებ მო­ღა­ლა­ტე ხდე­ბი, ეს არის პუ­ტი­ნის­ტუ­რი რუ­სე­თის კლი­მა­ტი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, ეს არა­ნორ­მა­ლუ­რია.

ვა­შა­ძე არის ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტი არ­ჩევ­ნებ­ზე, მაგ­რამ არის ყვე­ლა პარ­ტი­ის შე­თან­ხმე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი ისან­ში, ისე­ვე რო­გორც მხარს ვუ­ჭერთ ნიკა მე­ლი­ას, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილს და შე­თან­ხმე­ბის ნე­ბის­მი­ერ მო­ნა­წი­ლეს. ეს არის "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" პრინ­ცი­პუ­ლი, ქვეყ­ნის­თვის ეს არის კარ­გი და მორ­ჩა! ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ზო­გა­დად პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­მა­ტის თვალ­საზ­რი­სით და არა ვა­შა­ძის და­სა­ცა­ვად, არ შეც­ვლის იმას, რომ საპ­რო­ტეს­ტო ელექ­ტო­რა­ტი მხარს და­უ­ჭერს ისან­ში ისე­ვე, რო­გორც ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას და­ვუ­ჭერთ მხარს ვა­კე­ში, შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძეს მთაწ­მინ­და­ზე, მე­ლი­ას გლ­დან­ში, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილს მთაწ­მინ­და­ზე", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა "ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის", რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ოლ­ქებ­ში ასე­ვე აპი­რებს სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნას, ბო­კე­რი­ას შე­ფა­სე­ბით, "ლე­ლოს" ლი­დე­რებ­მა შეც­დო­მა და­უშ­ვეს მა­შინ, რო­დე­საც გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში არ შე­ვიდ­ნენ.

"მაგ­რამ ისი­ნი პა­ტი­ოს­ნად იქ­ცე­ოდ­ნენ, არას­დროს არა­ვინ შეც­დო­მა­ში არ შე­უყ­ვა­ნი­ათ. ეს მათი არ­ჩე­ვა­ნია. ჩემი აზ­რით მცდა­რი, მაგ­რამ მა­თაც და ყვე­ლას, ვინც აქ ჩა­მოვ­თვა­ლე, პარტნი­ო­რე­ბად გან­ვი­ხი­ლავ კო­ა­ლი­ცი­ა­ში. ეს სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, გი­ორ­გი ვა­შა­ძე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თა­მაშს თა­მა­შობს და "ბნელ მხა­რეს გა­და­ვი­და".

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
liza1
7

გეთანხმებით გიგა იმ საკითხში, რომ ყოფილი ერთპარტიელები შესაძლოა დღეს აღმოჩნდეთ კონკურენტები. მაგრამ, სასურველია შენს თამარს შეაგნებინო სიბრძნეების გადმოფრქვევის დროს, განთავისუფლდეს სიძულვილის ენისგან და ნუ მოიხსენიებს შენს ყოფილ მეგობრებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით. კარგად მახსოვს, სანამ დაიძახებდნენ "მიშა წადი" იყო მოწოდება "ბოკერია წავიდეს".

გაგა
141

ამჯერად ვეთანხმები 100%-ით ბოკერიას.რა უბედურებაა ოპოზიციური მესაკუთრეობა.რაღაც ძალადობის მაგვარი განცდაა,როდესაც ასე ცდილობენ თავის თავის ხალხზე მოხვევას.თითქოს ხალხს თავის აზროვნებას აღარ უტოვებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"სააკაშვილის განცხადება არის პუტინისტური რუსეთის და ივანიშვილის კლიმატი" - რა განაცხადა ბოკერიამ სააკაშვილის მიერ ვაშაძის კრიტიკაზე?

"სააკაშვილის განცხადება არის პუტინისტური რუსეთის და ივანიშვილის კლიმატი" - რა განაცხადა ბოკერიამ სააკაშვილის მიერ ვაშაძის კრიტიკაზე?

სააკაშვილის ეს განცხადება ცუდი განცხადებაა არა იმიტომ, რომ მე გიორგი ვაშაძის ადვოკატი ვარ… თამაშის ის წესები, რომ გუშინ ერთად ვიყავით, მაგრამ თუ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, მერე უცებ მოღალატე ხდები, ეს არის პუტინისტური რუსეთის კლიმატი და ბიძინა ივანიშვილის, ეს არანორმალურია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის ოლქებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმების მიუხედავად, გიორგი ვაშაძეს ისანში საკუთარი კანდიდატი დაუყენოს, ბოკერიას თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმებას დაარღვევს და მიხეილ სააკაშვილის მიერ გიორგი ვაშაძის კრიტიკის შემდეგ მას კონკურენტად სხვა კანდიდატს დაუსვამს, ეს იქნება "შეთანხმების დარღვევა" და ამით პარტია დარტყმას მიიყენებს.

"არ არსებობს შეთანხმების დარღვევა. ერთ ადგილას შეთანხმების დარღვევა ნიშნავს ყველგან შეთანხმების დარღვევას. არა მგონია, რომ ასეთი დარტყმა მიიყენონ თვითონ. ასეთ კონტრაქტს ვინც დაარღვევს, ამას ამომრჩეველი შეაფასებს. ამით საქმეც დაზარალდება და "ნაციონალური მოძრაობაც". ამიტომ მგონია, რომ ამას არ შეძლებენ და ვერ შეძლებენ. სააკაშვილის ეს განცხადება ცუდი განცხადებაა არა იმიტომ, რომ მე ვაშაძის ადვოკატი ვარ, ისიც ჩვენი კონკურენტია როგორც პარტია, მაგრამ თავისთავად, თამაშის ის წესები, რომ გუშინ ერთად ვიყავით, მაგრამ თუ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, მერე უცებ მოღალატე ხდები, ეს არის პუტინისტური რუსეთის კლიმატი და ბიძინა ივანიშვილის, ეს არანორმალურია.

ვაშაძე არის ჩვენი კონკურენტი არჩევნებზე, მაგრამ არის ყველა პარტიის შეთანხმებული კანდიდატი ისანში, ისევე როგორც მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას, შალვა ნათელაშვილს და შეთანხმების ნებისმიერ მონაწილეს. ეს არის "ევროპული საქართველოსთვის" პრინციპული, ქვეყნისთვის ეს არის კარგი და მორჩა! ეს განცხადებები ჩემთვის მიუღებელია ზოგადად პოლიტიკური კლიმატის თვალსაზრისით და არა ვაშაძის დასაცავად, არ შეცვლის იმას, რომ საპროტესტო ელექტორატი მხარს დაუჭერს ისანში ისევე, როგორც ელენე ხოშტარიას დავუჭერთ მხარს ვაკეში, შალვა შავგულიძეს მთაწმინდაზე, მელიას გლდანში, შალვა ნათელაშვილს მთაწმინდაზე", - განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება "ლელო საქართველოსთვის", რომელიც თბილისის ოლქებში ასევე აპირებს საკუთარი კანდიდატების წარდგენას, ბოკერიას შეფასებით, "ლელოს" ლიდერებმა შეცდომა დაუშვეს მაშინ, როდესაც გაერთიანებაში არ შევიდნენ.

"მაგრამ ისინი პატიოსნად იქცეოდნენ, არასდროს არავინ შეცდომაში არ შეუყვანიათ. ეს მათი არჩევანია. ჩემი აზრით მცდარი, მაგრამ მათაც და ყველას, ვინც აქ ჩამოვთვალე, პარტნიორებად განვიხილავ კოალიციაში. ეს სჭირდება ქვეყანას", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" თამაშს თამაშობს და "ბნელ მხარეს გადავიდა".