სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ფერმერი ქალი ლაგოდეხში სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდებს ნერგავს და წარმოებას ზრდის
ქართველი ფერმერი ქალი ლაგოდეხში სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდებს ნერგავს და წარმოებას ზრდის

თუ ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ეს­ტუმ­რე­ბით და მო­ი­კი­თხავთ ფერ­მერ ქალს, რო­მე­ლიც ოჯახ­თან ერ­თად მრა­ვალ­ფე­რო­ვან საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად მი­გას­წავ­ლი­ან მა­მულს, სა­დაც ლი­უდ­მი­ლა (ლუდა) მა­ნუ­ი­ლო­ვა ცხოვ­რობს.

თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ­მა ექიმ­მა, მას შემ­დეგ რაც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს მი­ტო­ვე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა, გა­და­წყვი­ტა კა­ხეთ­ში აგ­რო­ბიზ­ნე­სი წა­მო­ე­წყო. და ასე, ბერ­ძე­ნი, აგ­რო­ნო­მი მე­უღ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბის, ლუ­დას მონ­დო­მე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი მი­წის მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის წყა­ლო­ბით, დღეს ისი­ნი ცნო­ბი­ლი ფერ­მე­რე­ბი არი­ან.

კა­ხეთ­ში რვა წლის წინ გად­მო­სახ­ლდნენ, ერთი კომ­ბა­ი­ნით, უამ­რა­ვი გეგ­მი­თა და მიზ­ნით, ჰქო­ნო­დათ სა­მა­გა­ლი­თო ნაკ­ვე­თი. მე­უღ­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ჰგვა­ნან, ორი­ვე მი­ის­წრა­ფის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ზრდის­კენ. რო­გორც ლუდა იხ­სე­ნებს, სწო­რედ და­უშ­რე­ტელ­მა ინ­ტე­რეს­მა და აგ­რო­ნო­მი­ის სიყ­ვა­რულ­მა მი­იყ­ვა­ნა ისი­ნი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექ­ტამ­დე, რო­მელ­საც გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (FAO) ახორ­ცი­ე­ლებს. თა­ვად პრო­ექ­ტი „სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რა ENPARD III-ის ფარ­გლებ­ში“ სამ ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ესე­ნია: გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს და მისი უწყე­ბე­ბის ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა, მცი­რე ფერ­მე­რე­ბის, სოფ­ლის მე­წარ­მე­ე­ბის, კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბის, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბი­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­სათ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გრან­ტე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და გა­ფარ­თო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ის პი­ლო­ტი­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ლუდა ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, თუმ­ცა ფერ­მე­რე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ მო­სავ­ლის ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებ­ში აღე­ბას, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბით და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის დე­ფი­ცი­ტით. თა­ვად ოჯა­ხი ამ ეტაპ­ზე ფლობს ტექ­ნი­კას, რომ­ლი­თაც ფერ­მე­რებს ეხ­მა­რე­ბა, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 50 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე აწარ­მო­ებს სი­მინდს. 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში FAO-ს ექ­სპერ­ტე­ბი­სა და აგ­რო­ნო­მე­ბის მხარ­და­ჭე­რით, მათ მო­სა­ვა­ლი 40%-ით გა­ზარ­დეს და ხა­რის­ხიც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში კი სა­მე­ურ­ნეო ხარ­ჯე­ბი შე­ამ­ცი­რეს, 30%-ით, ეს კი ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია, თუ რა­ტომ უნდა და­ი­ნერ­გოს თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი, მა­გა­ლი­თად, ნი­ა­და­გის მი­ნი­მა­ლუ­რი და­მუ­შა­ვე­ბის პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­ულ მე­თო­დებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს, ასე­ვე ეფექ­ტუ­რია დრო­ის და­ზოგ­ვის კუ­თხით.

„ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბი ხში­რად ვერ ვა­ხერ­ხებთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბას, რად­გან მო­თხოვ­ნა ყო­ველ­თვის მა­ღა­ლია, მი­წო­დე­ბა კი შე­და­რე­ბით მცი­რე. ევ­რო­კავ­შრის და FAO-ს მხარ­და­ჭე­რით, სა­დე­მონ­სტრა­ციო ნაკ­ვე­თებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას სწო­რედ მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი გა­დავ­ჭე­რით. ნაკ­ლე­ბი ფი­ნან­სუ­რი თუ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სით მი­ვი­ღეთ უფრო მეტი მო­სა­ვა­ლი, თა­ნაც ისე, რომ ჩვენ­ზე კლი­მა­ტურ­მა პი­რო­ბებ­მა და მავ­ნებ­ლებ­მა გავ­ლე­ნა ვერ მო­ახ­დი­ნა“ - ამ­ბობს ლუდა მა­ნუ­ი­ლო­ვა. რო­გორც ფერ­მე­რი ქალი გვიყ­ვე­ბა, კა­ხეთ­ში მო­სა­ვალ­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს კლი­მა­ტი, კერ­ძოდ გვალ­ვე­ბი, რო­მელ­თა სა­ზი­ა­ნო შე­დე­გის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა სარ­წყა­ვი სის­ტე­მის ქონა, რაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გლე­ხის­თვის ფუ­ფუ­ნე­ბაა. ევ­რო­კავ­ში­რის და FAO-ს ექ­სპერ­ტე­ბის ერთ-ერთი მი­სია სწო­რედ ესაა - და­ეხ­მა­რონ ად­გი­ლობ­რი­ვებს რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი რე­სურ­სით მი­ი­ღონ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი. გარ­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რჩე­ვე­ბი­სა, აგ­რო­ნო­მე­ბი ატა­რე­ბენ ტრე­ნინ­გებს, სა­დაც ფერ­მე­რე­ბი ეც­ნო­ბი­ან მო­სავ­ლის მი­ღე­ბის ახალ გზებ­სა და სა­შუ­ა­ლე­ბებს, იმ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რო­მელ­თა წყა­ლო­ბით მათი საქ­მი­ა­ნო­ბა უფრო ეფექ­ტუ­რი გახ­დე­ბა.

ამ ზა­ფხულს, ლა­გო­დეხ­ში იგეგ­მე­ბა ფერ­მერ­თა დღე, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ფერ­მე­რე­ბი ერ­თმა­ნეთს სი­ახ­ლე­ებს გა­უ­ზი­ა­რე­ბენ. რა თქმა უნდა, ლუდა სამ­ზა­დის­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი. თა­ვის მხრივ მის­გან სი­ახ­ლე­ებს მე­ო­რე მხა­რეც ელო­დე­ბა - ფერ­მე­რის ოჯახ­მა ახ­ლა­ხანს მი­ი­ღო ევ­რო­კავ­ში­რის 60%-იანი გრან­ტი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სი­ლო­სის სა­წარ­მო­ებ­ლად სა­ჭი­რო და­ნად­გა­რის შეს­ყიდ­ვას. სი­ლო­სი პი­რუ­ტყვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა საკ­ვე­ბია, რომ­ლის წარ­მო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო და­ნად­გა­რე­ბის ნა­წი­ლი ლუ­დას ოჯახ­მა სა­ზღვარ­გა­რეთ უკვე შე­ი­ძი­ნა, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე სა­ჭი­როა შე­სა­ფუ­თი და­ნად­გა­რი, რომ­ლის წყა­ლო­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი სი­ლო­სის შე­ნახ­ვის ვადა 5 წლამ­დე იზ­რდე­ბა. ამ დახ­მა­რე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 70% სი­ლო­სის წარ­მო­ე­ბას ლუ­დას კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რი ქალი ამ ეტაპ­ზე გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რებს, პი­რი­ქით, სურს უფრო მეტი გა­ა­კე­თოს, აღ­მო­ა­ჩი­ნოს, შე­ის­წავ­ლოს. კა­ხეთ­ში თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს, უყ­ვარს საქ­მე, რო­მელ­საც აკე­თებს და მად­ლი­ე­რია, რომ ნაკ­ლე­ბი ნერ­ვი­უ­ლო­ბა უწევს, რად­გან ირ­გვლივ ჰყავს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბის იმე­დი ყო­ველ­თვის აქვს.

ნი­ა­და­გის მი­ნი­მა­ლუ­რი და­მუ­შა­ვე­ბა არის მი­წის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნი­კა, ნი­ა­და­გის სტრუქ­ტუ­რა­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბით. ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, ნი­ა­და­გის ზე­და­პირ­ზე რჩე­ბა მუდ­მი­ვი სა­ფა­რი, რაც ნი­ა­დაგ­ში წვი­მის წყალს უკე­თე­სად შეღ­წე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა და ანე­ლებს აორ­თქლე­ბის პრო­ცესს, ზრდის ნი­ა­დაგ­ში ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­ცვე­ლო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ხდე­ბა საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კვლავ­წარ­მო­ე­ბა და ნი­ა­დაგ­ში ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რა­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ტე­ნი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.

მსგავ­სი ის­ტო­რი­ე­ბის გა­საც­ნო­ბად და კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ეწ­ვი­ეთ გვერდს: კარ­გი მო­სა­ვა­ლი

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
z
2

ლუდა ლუდი ალუდა, ქართველი ქალი მანუილოვა

hm
13

 

ლი­უდ­მი­ლა (ლუდა) მა­ნუ­ი­ლო­ვა რანაირი ქარტველია!

არაა აქვსმნიშველობა მარა აუცილებელია მაინდამაინც ქარტველი დაურტო ტუ რა არის ეს?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ქართველი ფერმერი ქალი ლაგოდეხში სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდებს ნერგავს და წარმოებას ზრდის

ქართველი ფერმერი ქალი ლაგოდეხში სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდებს ნერგავს და წარმოებას ზრდის

თუ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ესტუმრებით და მოიკითხავთ ფერმერ ქალს, რომელიც ოჯახთან ერთად მრავალფეროვან საქმიანობას ეწევა, აუცილებლად მიგასწავლიან მამულს, სადაც ლიუდმილა (ლუდა) მანუილოვა ცხოვრობს.

თბილისში დაბადებულმა ექიმმა, მას შემდეგ რაც მეუღლესთან ერთად საქართველოს მიტოვებული სოფლები მოინახულა, გადაწყვიტა კახეთში აგრობიზნესი წამოეწყო. და ასე, ბერძენი, აგრონომი მეუღლის გამოცდილების, ლუდას მონდომებისა და ქართული მიწის მოსავლიანობის წყალობით, დღეს ისინი ცნობილი ფერმერები არიან.

კახეთში რვა წლის წინ გადმოსახლდნენ, ერთი კომბაინით, უამრავი გეგმითა და მიზნით, ჰქონოდათ სამაგალითო ნაკვეთი. მეუღლეები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, ორივე მიისწრაფის განვითარებისა და ზრდისკენ. როგორც ლუდა იხსენებს, სწორედ დაუშრეტელმა ინტერესმა და აგრონომიის სიყვარულმა მიიყვანა ისინი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტამდე, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს. თავად პროექტი „საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ENPARD III-ის ფარგლებში“ სამ ძირითად საქმიანობას ითვალისწინებს, ესენია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მისი უწყებების ტექნიკური დახმარება, მცირე ფერმერების, სოფლის მეწარმეების, კოოპერატივების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და მუნიციპალიტეტებისათვის ინდივიდუალური გრანტების უზრუნველყოფა და გაფართოების სტრატეგიის პილოტირების ღონისძიებების განხორციელება.

ლუდა ამბობს, რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს, თუმცა ფერმერები ვერ ახერხებენ მოსავლის ხელსაყრელ პირობებში აღებას, რაც გამოწვეულია მოძველებული მიდგომებით და მატერიალური თუ არამატერიალური რესურსების დეფიციტით. თავად ოჯახი ამ ეტაპზე ფლობს ტექნიკას, რომლითაც ფერმერებს ეხმარება, ასევე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში 50 ჰექტარ ფართობზე აწარმოებს სიმინდს. 2 წლის განმავლობაში FAO-ს ექსპერტებისა და აგრონომების მხარდაჭერით, მათ მოსავალი 40%-ით გაზარდეს და ხარისხიც გააუმჯობესეს, პარალელურ რეჟიმში კი სამეურნეო ხარჯები შეამცირეს, 30%-ით, ეს კი ერთ-ერთი მაგალითია, თუ რატომ უნდა დაინერგოს თანამედროვე მიდგომები, მაგალითად, ნიადაგის მინიმალური დამუშავების პრაქტიკა, რომელიც ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ნაკლები საწვავის მოხმარებას საჭიროებს, ასევე ეფექტურია დროის დაზოგვის კუთხით.

„ადგილობრივი ფერმერები ხშირად ვერ ვახერხებთ საკმარისი რაოდენობის პროდუქტის წარმოებას, რადგან მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, მიწოდება კი შედარებით მცირე. ევროკავშრის და FAO-ს მხარდაჭერით, სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მუშაობისას სწორედ მსგავსი პრობლემები გადავჭერით. ნაკლები ფინანსური თუ ადამიანური რესურსით მივიღეთ უფრო მეტი მოსავალი, თანაც ისე, რომ ჩვენზე კლიმატურმა პირობებმა და მავნებლებმა გავლენა ვერ მოახდინა“ - ამბობს ლუდა მანუილოვა. როგორც ფერმერი ქალი გვიყვება, კახეთში მოსავალზე დიდ გავლენას ახდენს კლიმატი, კერძოდ გვალვები, რომელთა საზიანო შედეგის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სარწყავი სისტემის ქონა, რაც ჩვეულებრივი გლეხისთვის ფუფუნებაა. ევროკავშირის და FAO-ს ექსპერტების ერთ-ერთი მისია სწორედ ესაა - დაეხმარონ ადგილობრივებს რაც შეიძლება ნაკლები რესურსით მიიღონ სასურველი შედეგი. გარდა ინდივიდუალური რჩევებისა, აგრონომები ატარებენ ტრენინგებს, სადაც ფერმერები ეცნობიან მოსავლის მიღების ახალ გზებსა და საშუალებებს, იმ ტექნოლოგიებს, რომელთა წყალობით მათი საქმიანობა უფრო ეფექტური გახდება.

ამ ზაფხულს, ლაგოდეხში იგეგმება ფერმერთა დღე, რომლის ფარგლებშიც პროექტის წარმომადგენლები და ფერმერები ერთმანეთს სიახლეებს გაუზიარებენ. რა თქმა უნდა, ლუდა სამზადისში აქტიურადაა ჩართული. თავის მხრივ მისგან სიახლეებს მეორე მხარეც ელოდება - ფერმერის ოჯახმა ახლახანს მიიღო ევროკავშირის 60%-იანი გრანტი, რომელიც მიზნად ისახავს სილოსის საწარმოებლად საჭირო დანადგარის შესყიდვას. სილოსი პირუტყვისთვის აუცილებელი ბიოლოგიურად სუფთა საკვებია, რომლის წარმოებისთვის საჭირო დანადგარების ნაწილი ლუდას ოჯახმა საზღვარგარეთ უკვე შეიძინა, თუმცა ამ ეტაპზე საჭიროა შესაფუთი დანადგარი, რომლის წყალობით დამზადებული სილოსის შენახვის ვადა 5 წლამდე იზრდება. ამ დახმარების შედეგად, საქართველოში დაახლოებით 70% სილოსის წარმოებას ლუდას კომპანია უზრუნველყოფს.

ქართველი ფერმერი ქალი ამ ეტაპზე გაჩერებას არ აპირებს, პირიქით, სურს უფრო მეტი გააკეთოს, აღმოაჩინოს, შეისწავლოს. კახეთში თავს ბედნიერად გრძნობს, უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს და მადლიერია, რომ ნაკლები ნერვიულობა უწევს, რადგან ირგვლივ ჰყავს კვალიფიციური ადამიანები, რომელთა დახმარების იმედი ყოველთვის აქვს.

ნიადაგის მინიმალური დამუშავება არის მიწის დამუშავების ტექნიკა, ნიადაგის სტრუქტურაზე მინიმალური ზემოქმედებით. ამ მეთოდის გამოყენებით, ნიადაგის ზედაპირზე რჩება მუდმივი საფარი, რაც ნიადაგში წვიმის წყალს უკეთესად შეღწევაში ეხმარება და ანელებს აორთქლების პროცესს, ზრდის ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შემცველობას. შესაბამისად, ხდება საკვები ნივთიერებების კვლავწარმოება და ნიადაგში ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება, რასაც აქვს მნიშვნელოვანი როლი ტენიანობის შენარჩუნებაში.

მსგავსი ისტორიების გასაცნობად და კამპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გვერდს: კარგი მოსავალი

Taycan - პორშეს პირველი ელექტრო ავტომობილის წარდგენა

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში საქართველოში შიდა ტურიზმის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

BTU-ს მეწარმეობის ცენტრის სტარტაპი Zero Effect საერთაშორისო კონკურსის Big Idea Challenge-ის ქვეყნის გამარჯვებული გახდა