სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაატუსაღეს" მელა, რომელიც ვაკელებს სამოსს "პარავდა" - "ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი... თანამზრახველიც ყოლია"
"დაატუსაღეს" მელა, რომელიც ვაკელებს სამოსს "პარავდა" - "ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი... თანამზრახველიც ყოლია"

ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ვახ­ტანგ ლომ­ჯა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მე­ლი­ა­ზე წერს, რო­მე­ლიც ვა­კე­ლებს სა­მოსს "პა­რავ­და". ლომ­ჯა­რის ცნო­ბით, ქურ­დი მელა "და­ა­ტუ­სა­ღეს."

"ერთ უწყი­ნარ და ბედ­ნი­ერ ოჯახს, შუ­ა­გულ ვა­კე­ში ეს "არამ­ზა­და" გოგო შე­ეჩ­ვია და ისე­თი ოი­ნე­ბი ჩა­ა­ტა­რა, კაი ხანი მას­პინ­ძელს პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში აგ­რძნო­ბი­ნა თავი.ხან ცალი ჩუს­ტი იკარ­გე­ბო­და, ხან ბო­ტა­სი. კონ­კრე­ტუ­ლი ოჯა­ხის შე­ვიწ­რო­ე­ბას არ დას­ჯერ­და, მე­ზობ­ლე­ბის რე­კეტ­ზეც გა­და­ვი­და და გა­საშ­რო­ბად გა­ფე­ნი­ლი ორი პე­რან­გიც გა­ი­ყო­ლა.

სა­ინ­ტე­რე­სოა რაში გა­მო­ი­ყე­ნა? - ვინ არის დამ­ნა­შა­ვე? პა­სუ­ხი არ არის. -სად არის დამ­ნა­შა­ვე? პა­სუ­ხი არ არის. უკვე ოჯა­ხის წევ­რე­ბის ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა ანა­ლი­ტი­კუ­რი და ლო­გი­კუ­რი მსჯე­ლო­ბა ჩიხ­ში რომ შე­ვი­და, ცალ-ცალი ფეხ­საც­მლით სი­ა­რუ­ლიც მო­დად აქ­ცი­ეს და ერ­თმა­ნეთს ეჭ­ვის თვა­ლით და­უ­წყეს ყუ­რე­ბა, ყალ­თა­ბან­დიც გა­ი­ფაქ­ტა ეს ოინ­ბა­ზი კი "და­ა­ტუ­სა­ღეს", მაგ­რამ თა­ნამ­ზრახ­ვე­ლიც ყო­ლია და იმა­საც მალე მი­ვუს­ვამთ გვერ­დით.

პ.ს ისე სა­ხე­ზე ხომ ეტყო­ბა რისი მკად­რე­ბე­ლი­ცაა?" - წერს ვახ­ტანგ ლომ­ჯა­რია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
totoro
0

აუ რა საყვარელია❤იმედია არაფერს არ დაუშავებთ

პილიგრიმი
1

ძაღლი და კატა გამოუშვა ციხიდან ბიძინამ და იმიტომ აირია ქვეყანაო და აჰა, მელაც გამოუშვია))) 

ავტორი:

"დაატუსაღეს" მელა, რომელიც ვაკელებს სამოსს "პარავდა" - "ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი... თანამზრახველიც ყოლია"

"დაატუსაღეს" მელა, რომელიც ვაკელებს სამოსს "პარავდა" - "ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი... თანამზრახველიც ყოლია"

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ვახტანგ ლომჯარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე მელიაზე წერს, რომელიც ვაკელებს სამოსს "პარავდა". ლომჯარის ცნობით, ქურდი მელა "დაატუსაღეს."

"ერთ უწყინარ და ბედნიერ ოჯახს, შუაგულ ვაკეში ეს "არამზადა" გოგო შეეჩვია და ისეთი ოინები ჩაატარა, კაი ხანი მასპინძელს პარანორმალური მოვლენების ეპიცენტრში აგრძნობინა თავი.ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი. კონკრეტული ოჯახის შევიწროებას არ დასჯერდა, მეზობლების რეკეტზეც გადავიდა და გასაშრობად გაფენილი ორი პერანგიც გაიყოლა.

საინტერესოა რაში გამოიყენა? - ვინ არის დამნაშავე? პასუხი არ არის. -სად არის დამნაშავე? პასუხი არ არის. უკვე ოჯახის წევრების ნერვული სისტემა ანალიტიკური და ლოგიკური მსჯელობა ჩიხში რომ შევიდა, ცალ-ცალი ფეხსაცმლით სიარულიც მოდად აქციეს და ერთმანეთს ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება, ყალთაბანდიც გაიფაქტა ეს ოინბაზი კი "დაატუსაღეს", მაგრამ თანამზრახველიც ყოლია და იმასაც მალე მივუსვამთ გვერდით.

პ.ს ისე სახეზე ხომ ეტყობა რისი მკადრებელიცაა?" - წერს ვახტანგ ლომჯარია.

დაშორდა თუ არა ცოლს ლევან ჯიბღაშვილი, ბიზნესმენის დედის კომენტარი -  "ხელს არავის ვუშლით და დაგვანებონ თავი..."

"2021 წელიც რთული იქნება...  დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის" - ასტროლოგი

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა