პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი დაქორწინდა - როგორი ქორწილი გადაიხადა ფინეთის ლიდერმა (ფოტოები)
მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი  დაქორწინდა - როგორი ქორწილი გადაიხადა ფინეთის ლიდერმა (ფოტოები)

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ქორ­წინ­და. 34 წლის სანა მა­რი­ნი ფი­ნე­თის პრე­მი­ე­რია, მისი რჩე­უ­ლი კი მარ­კუს რა­ი­კუ­ნე­ნია, რო­მელ­თა­ნაც 16-წლი­ა­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებს და წყვილს ერთი შვი­ლიც ჰყავს.

ქორ­წილს 40-მდე ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო და სტუ­მარ­თა სია წყვი­ლის უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შედ­გე­ბო­და.

"ბედ­ნი­ე­რი და მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბას ვუ­ზი­ა­რებ კაცს, რო­მე­ლიც მიყ­ვარს. ჩვენ ერ­თად ბევ­რი გვი­ნა­ხავს და ბევ­რი გა­მოგ­ვიც­დია. ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის მხარს ვუ­ჭერ­დით. ყვე­ლას მად­ლო­ბას გიხ­დით ჩვენ გვერ­დით ყოფ­ნის­თვის“, - წერს სანა მა­რი­ნი "ინ­სტაგ­რამ­ზე“ და ქორ­წი­ლის ამ­სახ­ველ რო­მან­ტი­კულ ფო­ტო­საც აქ­ვეყ­ნებს.

პა­ტარ­ძალს მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი სტი­ლის თეთ­რი სა­ქორ­წი­ნო კაბა ეცვა. მას არც ტრა­დი­ცი­უ­ლი თა­ი­გუ­ლი და­ვი­წყე­ბია, რო­მე­ლიც ულა­მა­ზე­სი თეთ­რი ყვა­ვი­ლე­ბის­გან იყო შეკ­რუ­ლი.

სა­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი მი­ლოც­ვა მი­ი­ღო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს სა­ქორ­წი­ნო კაბა მო­ე­წო­ნა და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პო­ლი­ტი­კო­სი, შე­საძ­ლოა, იმ ქა­ლებს შე­უ­ერ­თდეს, რომ­ლე­ბიც მო­დას ამ­კვიდ­რე­ბენ და ეს კაბა ისე­ვე იქ­ცეს ტრენ­დუ­ლად, რო­გორც თა­ვის დრო­ზე მე­გან მარ­კლი­სა და ქეით მიდლტო­ნის სა­ქორ­წი­ნო კა­ბე­ბი გახ­და მთა­ვა­რი ტენ­დენ­ცია და პა­ტარ­ძლე­ბის დიდი ნა­წი­ლის არ­ჩე­ვა­ნი.

სანა მა­რინ­მა ფი­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩა­ი­ბა­რა. მა­ნამ­დე ის ფი­ნე­თის ტრან­სპორ­ტი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და. პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა 27 წლის ასა­კი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ტამ­პე­რეს მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და.

„არა­სო­დეს მი­ფიქ­რია ჩემს სქეს­სა და ასაკ­ზე, ვფიქ­რობ­დი იმ მი­ზე­ზებ­ზე, რო­მელ­თა გა­მოც პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვე­დი და იმ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლი­თაც ამომ­რჩევ­ლის ნდო­ბა მო­ვი­პო­ვეთ“, - ამ­ბობს სანა მა­რი­ნი. ფი­ნუ­რი გა­მო­ცე­მის, YLE. Fi-ს ცნო­ბით, სანე მა­რი­ნი მარ­ტო­ხე­ლა დე­დამ და მის­მა მე­გო­ბარ­მა ქალ­მა გა­ზარ­დეს. ის ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და, მა­მის შე­სა­ხებ კი არა­ფე­რი იცის.

მა­რი­ნი ღიად სა­უბ­რობს ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა­ზე, მათ უფ­ლე­ბებ­ზე და ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი სტიგ­მის გამო ბავ­შვო­ბა­ში თავს შე­უმ­ჩნე­ველ ადა­მი­ა­ნად გრძნობ­და.

"ჩვენ არ ვი­ყა­ვით აღი­ა­რე­ბუ­ლი რო­გორც ნამ­დვი­ლი ოჯა­ხი. გა­ჩუ­მე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. რო­დე­საც სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, ვგრძნობ­დი, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ და ჩემ­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ის­ტო­რია ჰქონ­დათ. იმ დროს ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, თუ მეც ჩა­ვებ­მე­ბო­დი პო­ლი­ტი­კა­ში".

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მურმანი
0

ამერიკას ასეთი ცხვირმოუხოცავი ბავშვები ჭირდება, რასაც უნდა იმას შეტენის ან სადაც უნდა იქით შეტენის მის სახელმწიფოს.

აბუ ტაბუ
2

ქმარიც ქეშია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი დაქორწინდა - როგორი ქორწილი გადაიხადა ფინეთის ლიდერმა (ფოტოები)

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი  დაქორწინდა - როგორი ქორწილი გადაიხადა ფინეთის ლიდერმა (ფოტოები)

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი დაქორწინდა. 34 წლის სანა მარინი ფინეთის პრემიერია, მისი რჩეული კი მარკუს რაიკუნენია, რომელთანაც 16-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს და წყვილს ერთი შვილიც ჰყავს.

ქორწილს 40-მდე ადამიანი დაესწრო და სტუმართა სია წყვილის უახლოესი ადამიანებისგან შედგებოდა.

"ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებას ვუზიარებ კაცს, რომელიც მიყვარს. ჩვენ ერთად ბევრი გვინახავს და ბევრი გამოგვიცდია. ერთმანეთს ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ყველას მადლობას გიხდით ჩვენ გვერდით ყოფნისთვის“, - წერს სანა მარინი "ინსტაგრამზე“ და ქორწილის ამსახველ რომანტიკულ ფოტოსაც აქვეყნებს.

პატარძალს მინიმალისტური სტილის თეთრი საქორწინო კაბა ეცვა. მას არც ტრადიციული თაიგული დავიწყებია, რომელიც ულამაზესი თეთრი ყვავილებისგან იყო შეკრული.

სანამ სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. საზოგადოების დიდ ნაწილს საქორწინო კაბა მოეწონა და მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსი, შესაძლოა, იმ ქალებს შეუერთდეს, რომლებიც მოდას ამკვიდრებენ და ეს კაბა ისევე იქცეს ტრენდულად, როგორც თავის დროზე მეგან მარკლისა და ქეით მიდლტონის საქორწინო კაბები გახდა მთავარი ტენდენცია და პატარძლების დიდი ნაწილის არჩევანი.

სანა მარინმა ფინეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2019 წლის დეკემბერში ჩაიბარა. მანამდე ის ფინეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრად მუშაობდა. პოლიტიკური მოღვაწეობა 27 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც მშობლიურ ქალაქ ტამპერეს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი გახდა.

„არასოდეს მიფიქრია ჩემს სქესსა და ასაკზე, ვფიქრობდი იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც პოლიტიკაში მოვედი და იმ საკითხებზე, რომლითაც ამომრჩევლის ნდობა მოვიპოვეთ“, - ამბობს სანა მარინი. ფინური გამოცემის, YLE. Fi-ს ცნობით, სანე მარინი მარტოხელა დედამ და მისმა მეგობარმა ქალმა გაზარდეს. ის ერთნაირსქესიანთა ოჯახში გაიზარდა, მამის შესახებ კი არაფერი იცის.

მარინი ღიად საუბრობს ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, მათ უფლებებზე და ამბობს, რომ საზოგადოებაში ერთნაირსქესიანთა სიყვარულის შესახებ არსებული სტიგმის გამო ბავშვობაში თავს შეუმჩნეველ ადამიანად გრძნობდა.

"ჩვენ არ ვიყავით აღიარებული როგორც ნამდვილი ოჯახი. გაჩუმება ძალიან რთული იყო. როდესაც საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, ვგრძნობდი, რომ პოლიტიკოსები სრულიად განსხვავდებოდნენ და ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული ისტორია ჰქონდათ. იმ დროს ვერ ვიფიქრებდი, თუ მეც ჩავებმებოდი პოლიტიკაში".